Category: მსოფლიო

  • აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით ემუქრება

    აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით ემუქრება

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტრო სადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

    მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩევირის წყალსაცავზე.

    ბაქოში განაცხადეს, რომ ფლობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს რაკეტის გაშვებას მათი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით.

    „ამავდროულად, სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სისტემებს, რომელიც ჩვენი არმიის შეიარაღებაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლია მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მიყენება, რაც სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ.

    მხარეები ერთმანეთს მეხუთე დღეა ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ. თოვუზის პროვინციაში სისხლისღვრას, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. მოკლულია აზერბაიჯანის 11, სომხეთის კი ოთხი სამხედრო პირი.

    ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით თოვუზის პროვინციაში დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართულია სპეციალური ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ქვემეხები და ნაღმმტყორცნები.

    დაპირისპირებას მოყოლილი მსხვერპლის შემდეგ, ბაქოში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ათასობით დემონსტრანტი ხელისუფლებას ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. კონფლიქტი რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მიმდინარეობს. იქ, სადაც მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ესვრიან, ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის მილსადენები გადის.

    ორ მეზობელ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კონფლიქტი აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო აქვთ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 1994 წელს მოაწერეს, თუმცა შეთანხმება ორივე მხარემ არაერთხელ დაარღვია.

  • რუსი ჰაკერები Covid19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვას ცდილობენ – დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრი

    რუსი ჰაკერები Covid19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვას ცდილობენ – დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრი

    რუსეთი კვლავ სხვისი იდეების მოპარვას ცდილობს. ამჯერად კრემლის სამიზნე ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობენ. რუსი ჰაკერები “სპირალური ფიშინგის” გზით ცდილობენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციების საინფორმაციო ბაზებიდან, თუ რა შემადგენლობისაა ესა თუ ის ვაქცინა.

    “კიბერთავდასხმა – ახალი ფრონტი მოსკოვსა და დასავლეთს შორის,”- ეს არის ამონარიდი დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობების განცხადებიდან, სადაც ისინი საუბრობენ რუსი ჰაკერების მცდელობაზე მოიპარონ ინფორმაცია კოვიდ19-ის ვაქცინის შემადგენლობაზე. როგორც ცნობილია, თავდასხმები ორგანიზაციებზე ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა

    ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, კიბერთავდასხმა ჰაკერების ჯგუფის “ქოზი ბეარ”-ის მიერ განხორციელდა. ჯგუფი ასოცირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან. გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ჯგუფის მიზანია, შექმნას ქაოსი პანდემიის პირობებში. მათი ახალი სამიზნე კი ის ჯანდაცვის ორგანიზაციებია, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რუსი ჰაკერები ცდილობენ ვაქცინის შემადგენლობის მოპარვას.

    ცნობილი ხდება, რომ რუსი ჰაკერების სამიზნე აუდიტორიაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა. ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერებმა ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენეს ე.წ. “სპირალური ფიშინგის” მეთოდი.

    “ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას. ეს ორგანიზაციები სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ და ცდილობენ შექმნან ვაქცინა, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანი იქნება,”- ამბობს პოლ ჩიჩესტერი, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი.

    ბრიტანეთში და კანადაში აცხადებენ, რომ როგორც “ქოზი ბეარ” ასევე “ფენსი ბეარ” კიბერ-ჯგუფებია, რომლებიც რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია და ისინი შემჩნეულები არიან არაერთ ციფრულ დანაშაულში.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • რეპერმა ქანიე ვესტმა საპრეზიდენტო კანდიდატურა დააყენა

    რეპერმა ქანიე ვესტმა საპრეზიდენტო კანდიდატურა დააყენა

    ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას რეპერი ქანიე ვესტი გაუწევს – ამის შესახებ ინფორმაციას ოკლაჰომას შტატის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

    “დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღეს ქანიე ვესტმა საბუთების შემოტანა, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა და კანდიდატურის დარეგისტრირება მოასწრო,” – წერია კომიისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    კანდიდატურის დაყენებამდე ამერიკელმა რეპერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ათობით მილიონმა ადამიანმა, მათ შორის ილონ მასკმა, რეპერს არჩევნებში დახმარებაც კი შესთვაზეს. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

  • სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა

    სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა მამედიაროვი გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ , 12 ივლისს მინისტრი სამუშაო ადგილას არ იმყოფებოდა.

    მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი და მის შემცვლელად ჯეიხუნ ბაირამოვი დანიშნა.

    ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.

    აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირებები 12 ივლისს დაიწყო და უკვე მე–5 დღეა გრძელდება.

  • თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაყვანის უფლებას მივცემთ – სომხეთი

    თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაყვანის უფლებას მივცემთ – სომხეთი

    სომხეთის თავდაცვის მინისტრის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, მისცემენ უფლებას, რომ დაჭრილები და დაშავებულები საომარი მოქმედებების ზონიდან გაიყვანონ. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

    სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    შეტაკებები მეხუთე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.

    აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. გუშინ დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

  • აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

    აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

    აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე ისაუბრა.

    “კავკასიის რეგიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო აშშ შეშფოთებას გამოთქვამს. ასევე, მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა დაღუპულის გამო. ჩვენ მხარეებს  დეესკალაციისკენ, დიალოგისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”,– აცხადებს პომპეო.

    ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    შეტაკებები მეოთხე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.

    აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. ორი დღეა აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

  • SU-30SM-ები სომხეთის საზღვარს დაიცავენ – ფაშინიანი გამანადგურებლების ვიდეოს აქვეყნებს

    SU-30SM-ები სომხეთის საზღვარს დაიცავენ – ფაშინიანი გამანადგურებლების ვიდეოს აქვეყნებს

    სომხეთის პრემიერ–მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე აქვეყნებს გამანადგურებელი თვითმფრინავების ვიდეოს. მისი თქმით, SU–30SM–ები სომხეთის საზღვარს დაიცავენ.

    “სუ-30SM-ები სამხედრო ვალდებულებას ასრულებენ, რათა უზრუნველყონ სომხეთის საჰაერო საზღვრის უსაფრთხოების დაცვა”,– წერს ფაშინიანი.

    https://www.facebook.com/nikol.pashinyan/videos/296495651548430/

    ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    შეტაკებები მეოთხე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.

    აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. ორი დღეა აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

  • 20 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკაში სიკვდილით პირველი ადამიანი დასაჯეს

    20 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკაში სიკვდილით პირველი ადამიანი დასაჯეს

    ამერიკაში ბოლო 17 წლის განმავლობაში, რამდენიმე საათის წინ, სიკვდილით პირველი პატიმარი დასაჯეს. სასიკვდილო ინექცია 47 წლის დანიელ ლუის ლის გაუკეთდა, რომელმაც, სასამართლოს მიზედვით, არკანზასში მკვლელობა 1996 წელს ჩაიდინა.

    სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სასამართლომ გარდაცვლილის ოჯახის საჩივრიდან გამომდინარე მიიღო. სიკვდილით დასჯის პროცედურა ფედერალურ ციხეში დღეს შედგა.

    აღსანიშნავია, რომ პატიმარ ლისთვის დაზარალებული ოჯახი უვადო პატიმრობას ითხოვდა და ამ ოჯახის წევრები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ მათი სახელით ადამიანი სიკვდილით არ უნდა დასჯილიყო. მეტიც, მათ თქვეს: “ეს არ უნდა მოხდეს, ეს არ უნდა გააკეთონ ჩვენი სახელით. ჩვენ სიკვდილით დასჯას არ ვითხოვთ”.

    პროცედურამდე ცოტა ხნით ადრე, პატიმარს უფლება ჰქონდა ბოლო სიტყვა ეთქვა, სადაც მან აღნიშნა: “მე ეს არ გამიკეთებია. მე ბევრი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში, თუმცა მკვლელი არ ვარ. თქვენ კლავთ უდანაშაულო კაცს”.

    პატიმარ ლისთვის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება 2003 წელს გამოქვეყნდა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს პროცესის გადადების მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემია გახდა, რომლსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 135 000 მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

    საბოლოოდ, პატიმარ ლის სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა. სასამართლოს მიერ მიღებული რამდენიმე ცვლილების შემდეგ, ფედერალურ სამსახურებს უფლება მიეცათ განაჩენი სისრულეში მოეყვანა.

    სიკვდილით დასჯილი ლი რასისტული მოძრაობის წევრი იყო. ის ორგანიზაცია თეთრკანიანების უპირატესობას ემხრობოდა.

    განვითარებულ პროცესებს კრიტიკა უკვე მოჰყვა ადვოკატებში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და ფიქრობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებსაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი, ამავე წესით დაისჯებიან.

    ადვოკატების პოზიციას არ იზიარებს ქვეყნის გენერალური პროკურორი. უილიამ ბარი ამბობს, რომ იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ვალდებულება აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

     

  • “ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრება არ იქნება“ – ჯანმოს ხელმძღვანელი

    “ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრება არ იქნება“ – ჯანმოს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ ჰებრეისუსი აცხადებს, რომ პანდემია სულ ფრო მეტად გავრცელდება, თუ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები გადამწყვეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ ინფექციასთან საბრძოლველად.

    „ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი მსოფლიოში ისევ ნომერ პირველ მტრად რჩება, თუმცა ბევრი მთავრობის და ადამიანების მოქმედება ამას არ ასახავს„– ამბობს ის და აზუსტებს, რომ ბევრ ქვეყანაში სერიოზულად არ უდგებიან სოციალური დისტანცირების ზომების დაცვას, ხელების დაბანას და ნიღბების ტარებას.

    “ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრება არ იქნება“ – ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი.

    ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 13 მიმლიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 571 000–ზე მეტი, გამოჯანმრთელდა 7.2 მილიონი ადამიანი.

  • ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით

    ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით

    ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენელის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    „12-13 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაავრცელეს ინფორმაცია მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოყვა.

    ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.

    ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ დამკვიდრებული ფორმატი, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი. ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ხაზს უსვამს ადგილზე ეუთო-ს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება იქნება.

    ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, ენერგია და რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნან, ხელახლა ჩაერთონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით გამართულ არსებით მოლაპარაკებებში და მოამზადონ თავიანთი მოსახლეობა მშვიდობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.