Category: მსოფლიო

  • პუტინის ამბიციებს შეწირული ქალაქი – 334 დაღუპული, მათ შორის 186 ბავშვი : ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

    პუტინის ამბიციებს შეწირული ქალაქი – 334 დაღუპული, მათ შორის 186 ბავშვი : ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა

    2004 წლის სკოლა №1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

    ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი, არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, არამედ წყლის დალევაც კი.

    რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.

    ახლა აქ  კედლებზე გამოფენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული 300-ზე მეტი მსხვერპლის ფოტოები. 2004 წლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა – სკოლა დანგრეულია. ტყვიებით  დაცხრილულ კედლებზე წარწერებია: “გვახსოვს”, “ვგლოვობთ”. დარბაზის ერთ ბოლოში დამწვარი შვედური კედელია, მეორეში – კალათბურთის დამწვარი ფარები. დარბაზის შუაში მართლმადიდებლური ჯვარი დგას. მის გარშემო განთავსებულია ღია ბოთლები სუფთა წყლით – მძევლად აყვანილთა სამახსოვროდ, რომლებიც ზაფხულის ორი ცხელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად მოკლებულნი იყვნენ წყალს. აქ მოკლული 186 ბავშვის სამახსოვროდ, ბესლანის მოსახლეები აგრძელებენ სათამაშო მანქანების, დათუნიებისა და სხვა სათამაშოების მიტანას.

     

     მძეველად აყვანილი ბავშვი დეტონატორის გვერდით ზის, რომელსაც ტერორისტი ფეხით მართავს

     

    სპორტდარბაზში იქ სადაც მძევლები ჰყავთ დატყვევებული, ტერორისტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს
    სპორტდარბაზში იქ სადაც მძევლები ჰყავთ დატყვევებული, ტერორისტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს

     

  • რუსული თვითმფრინავები შავ ზღვაში ამერიკულ ბომბდამშენებს 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ

    რუსული თვითმფრინავები შავ ზღვაში ამერიკულ ბომბდამშენებს 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ

    ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საჰაერო ძალებს სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს. ევროპაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურობამ შავ ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

    განცხადებაში წერია, რომ რუსული გამანადგურებლები „ სახიფათოდ და არაპროფესიონალურად“ მოქმედებდნენ, როცა სცადეს ხელი შეეშალათ ამერიკული ბომბდამშენის მანევრირებისთვის. მანევრი შავი ზღვის თავზე, 28 აგვისტოს, ნეიტრალურ წყლებში განხორციელდა. რუსული სამხედრო თვითმფრინავები 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომელიც გეგმიურ საპატრულო ფრენას ახორციელებდა.

    ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

     

  • პრინცესა დაიანას ლონდონის ცენტრში ძეგლს დაუდგამენ

    პრინცესა დაიანას ლონდონის ცენტრში ძეგლს დაუდგამენ

    2021 წლის 1 ივლისს უელსის პრინცესა დაიანას დაბადებიდან 60 წელი შესრულდება. იუბილეს აღსანიშნავად მას კენსინგტონის  ბაღებში – ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, სამეფო პარკში ძეგლს დაუდგამენ.

    მალე პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდება. პრინცესა პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

    დაიანას ძეგლი მისი შვილების – პრინცი უილიამის და ჰარის დაკვეთით დამზადდა.

    სკულპტურაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა მონუმენტის დადგმა პანდემიის და კარანტინის გამო გადაიდო. მისთვის უკვე შერჩეულია ადგილი ბაღში.

    ძეგლის ავტორ სკულპტორი იენ რენკ ბროდლია, რომელმაც დედოფალ ელისაბედ მეორეს პორტრეტები შექმნა ერთფუნტიანი მონეტისთვის.

    პრინცების ჩანაფიქრით სკულპტურა კენსინგტონის სასახლის სტუმრებს ცხოვრებაზე და მათი დედის მემკვიდრეობაზე ჩააფიქრებს, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულში ჰპოვა ადგილი.

    გარდაცვალების მომენტისთვის – 1997 წლის 31 აგვისტოს პრინცი უილიამი 15 წლის იყო, ჰარი კი 12 წლის.

    დაიანას ხსოვნა ლონდონში რამდენიმე მემორიალშია უკვდავყოფილი, რომელთა შორის არის საბავშვო მოედანი კენსინგტონის სასახლეში, შადრევანი ჰაიდ პარკში და სამახსოვრო სასეირნო მარშრუტი სენტ ჯეიმსის პარკში.

  • ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის

    ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის

    ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ამ მომენტისთვის ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის, – ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯუნლგებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

    ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.

    ბრაზილიის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ჯუნგლებში ხანძრის არსებობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა.

  • აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 10 მოქალაქე ლუიზიანაში, 4 კი – ტეხასში დაიღუპა.

    ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევდა, ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენეგიის გარეშე დატოვა, დააზიანა შენობები, გზები, ავტომობილები, ლუიზიანას შტატში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში კი ხანძარი გამოიწვია.

    „ლაურა“ ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა, თუმცა, ზოგიერთ შტატში ძლიერი წვიმა ჯერ კიდევ გრძელდება.

  • ევროკავშირში შეთანხმდენ, რომ სანქციებს 20-მდე ბელარუსელ მაღალჩინოსანს დაუწესებენ

    ევროკავშირში შეთანხმდენ, რომ სანქციებს 20-მდე ბელარუსელ მაღალჩინოსანს დაუწესებენ

    ევროკავშირი 20-მდე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, – Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

    როგორც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა განაცხადა, ლუკაშენკო სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდეს.

    სიაში ლუკაშენკოს ყოფნას ეთანხმება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსიც

    „ჩვენ გვაქვს ზოგადი არგუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შედგეს სია და ვინ უნდა იყოს მასში წარმოდგენილი,“- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიჩეკმა. კითხვაზე, უნდა დაუწესონ თუ არა ლუკაშენკოს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები და უნდა გაუყინონ თუ არა აქტივები, პეტრიჩეკმა უპასუხა, რომ ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს.

    „ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, ეს პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, თუ მოგვიანებით, თუკი პროგრესი არ იქნება“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ასევე მხარს უჭერს იმას, რომ ლუკაშენკო სიაში იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს „ტაქტიკური მიზეზები“ იმისთვის, რომ ბელარუსის ლიდერი სიის მიღმა დარჩეს.

    Associated Press-ი წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სიის ეტაპობრივად გაფართოვებას უჭერს მხარს, ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ლუკაშენკო ოპოზიციასთან დიალოგს არ დაიწყებს, სიაში კიდევ მეტი ადამიანის სახელი უნდა დაემატოს.

  • მინსკში საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს

    მინსკში საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს

    ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავეს.

    უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან Associtated Press-ის, Reuters-ის, BBC-ის, რადიო თავისუფლების, ТАСС-ისა და РИА-ს ჟურნალისტები.

    თვითმხილველების თქმით, ისინი ფურგონებით იზოლატორში გადაიყვანეს და პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, ჩამოართვეს.

    ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

    ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები ევროკავშირს და ცალკეულ სახელმწიფოებს არ უღიარებიათ.

    მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

  • პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ჩართულ პირებს – პომპეო ნავალნის მოწამვლაზე

    პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ჩართულ პირებს – პომპეო ნავალნის მოწამვლაზე

    25 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ეხმიანება და დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

    “აშშ ძალიან შეშფოთებულია გერმანელი სამედიცინო ექსპერტების წინასწარი დასკვნებით, რომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს. თუ ცნობები ზუსტია, აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მოწოდებას სრულფასოვანი გამოძიებისთვის და მზადაა, დახმარება გაუწიოს ამ ძალისხმევაში.

    ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებენ, დაინახონ სრული და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისროთ ჩართულ პირებს. ჩვენი ფიქრები ბატონი ნავალნის ოჯახთანაა და ვიმედოვნებთ, რომ ის სრულიად გამოჯანმრთელდება.” – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.

    24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება “აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის” ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.

  • იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა კრიტიკულია – ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

    იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა კრიტიკულია – ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

    უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კორონავირუსის ინფექციის გამო, მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

    ექიმები ვერ ახერხებენ ტიმოშენკოსთვის ტემპერატურის დაგდებას და ბოლო დღეებში 39 გრადუსზე ნარჩუნდება. ამასთანავე ცნობილია, რომ კორონავირუსით დაავადდა ტიმოშენკოს შვილი ევგენია და სიძე, არტურ ჩიჩოტკინი, რომლებსაც ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით გადააქვთ.

    პირველად ტიმოშენკოს პრესმდივანმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტიკოსს კორონავირუსი ჰქონდა.

  • გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პესკოვი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე

    გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პესკოვი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე

    კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს, რადგან, მისი თქმით, ამის საფუძველი არ არსებობს.

    “გამოძიების დაწყებისთვის მიზეზი უნდა არსებობდეს. ამ წამს მხოლოდ ვიცით, რომ პაციენტი კომაშია”, – განაცხადა პესკოვმა.

    პესკოვი ამბობს, რომ ბერლინის საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწავლავი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ინფორმაცია ომსკის საავადმყოფოს ექიმებმაც იცოდნენ.

    პესკოვი აღნიშნავს, რომ გერმანულ კლინიკას საბოლოოდ არ დაუდგენია ნავალნის ავადმყოფობის გამომწვევი ნივთიერება. მისივე თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ “ჩქარობენ” გერმანელი ექიმები სიტყვა მოწამვლის გამოყენებას.

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.

    24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება “აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის” ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.