Category: მსოფლიო

  • უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – ბორის ჯონსონი

    უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – ბორის ჯონსონი

    უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – აცხადებს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

    „ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს“, -” თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

  • ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდი ევროთი დაეხმარება

    ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტით გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

    “დღეს ვაცხადებ ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს, როგორც გადაუდებელი სესხების, ასევე გრანტების სახით. პირველი, კომისია სთავაზობს ახალ გადაუდებელ მაკროფინანსური დახმარების პაკეტს 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტისგან გამოწვეული ფინანსური საჭიროებების მოგვარებაში. იმედი გვაქვს, რომ საბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ ამ საგანგებო პაკეტს რაც შეიძლება მალე”,- თქვა ფონ დერ ლაიენმა.

    მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა და ევროკავშირი გააგრძელებს მის გვერდით დგომას.

    ევროკომისიის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ ევროპის საბჭო აღნიშნულ პაკეტს დაამტიცებს, უკრაინა ტრანშის პირველ ნახევარს, 600 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ მიიღებს.

  • ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული – პესკოვი

    “ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული” – ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პესკოვმა ასევე აღნიშნა რომ ნატო-ს გააქტიურება რუსეთის საზღვრებთან იგნორირებული  არ შეიძლება იყოს რუსი სამხედროების მიერ.

    „ასეთი ქმედებები და ნატოს გაზრდილი აქტივობა ჩვენს საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

    “რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, ჩვენ ვხედავთ თქვენთან ერთად განცხადებებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქვეყნებს კონტინგენტის გაზრდისა და ძალებისა და საშუალებების აღმოსავლეთ ფლანგზე კონცენტრირების შესახებ. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დაძაბულობა იზრდება“ , – განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

  • “ნატო მუქარის ენას იყენებს” – რუსეთი ნატო-ს მიერ დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნაზე

    “ნატო მუქარის ენას იყენებს” – ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში, დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის ფაქტს.  აღნიშნული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ, სააგენტო “ინტერფაქსთან” გააკეთა.

    “ვიღაცამ კარგად თქვა ნატოზე: “თუ ჩაქუჩი გიჭირავს ხელში, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა ლურსმანია. ნატო-ს ენა მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა.

    ნატო-ს საუკეთესო წვლილი უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის გაჯანსაღებაში იქნებოდა „პარტნიორისადმი“ მოწოდება, სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მინსკის შეთანხმება და კიევის დახმარებათა პროგრამების ძირფესვიანი გადახედვა, რომელიც მხოლოდ ამყარებს ხელისუფლების დამაჯერებლობას თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობაში და წარმოშობს ილუზიებს კონფლიქტის შესაძლო სამხედრო სცენარით გადაწყვეტის შესახებ”, – განაცხადა გრუშკომ.

    ცნობისთვის, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნის თაობაზე ნატო-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკავშირეებს ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ, დამატებით ხომალდებს და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნიან დისლოკაციის ადგილებზე.

    “ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.

    დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს ფრეგატს აგზავნის და  ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

    ესპანეთი საბრძოლო გემებს, გზავნის რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან.

    საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს.

  • ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

    ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნის თაობაზე ნატო-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკავშირეებს ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ, დამატებით ხომალდებს და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნიან დისლოკაციის ადგილებზე.

    “ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.

    დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს ფრეგატს აგზავნის და  ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

    ესპანეთი საბრძოლო გემებს, გზავნის რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან.

    საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს.

  • აშშ-ს მიერ საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა ნაადრევი ნაბიჯია – უკრაინა

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკრაინიდან საელჩოს თანამშომლების გაყვანის შესახებ და მას ნაადრევს უწოდებს.

    “მივიღეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ცნობა უკრაინიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების გაყვანასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებას, უზრუნველყონ მათი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია”,- წერს ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე.

    ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

    საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა

    არსებული ინფორმაციით, დიპლომატების გაყვანას იწყებს დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება ევროკავშირს, ბორელის განცხადებით, იმავეს გაკეთებას არ აპირებენ.

  • ევროკავშირი არ აპირებს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას – ბორელი

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, არ აპირებს დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინის გაყვანას.

    “ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ გვინდა სიტუაციის დრამატიზება. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მ, თუმცა, ვფიქრობ, ენტონი ბლინკენი დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდებს”,- თქვა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

    საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა.

  • კიევში საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ – აშშ

    დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

    აშშ-ს საელჩოს განმარტებით, საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინიდან გამგზავრების უფლება აქვთ, თუმცა საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა აუცილებლად უნდა დატოვონ არაუგვიანეს 30 დღისა.

    საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა.

    “ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ასევე ვრჩებით დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი დიპლომატების და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის ერთგული. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ კიევში აშშ-ს საელჩო კვლავ ღია რეგულარული მუშაობისთვის. ანალოგიურად, ხაზს ვუსვამთ, რომ მისის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების უფლების მიცემა არ იქონიებს გავლენას უკრაინის გარშემო რუსეთის შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის გადასაჭრელად დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნაზე.

    შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”,– ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

  • ახალი ზელანდიის პრემიერმა კოვიდის გავრცელების ზრდის გამო საკუთარი ქორწილი გადადო

    ახალი ზელანდიის პრემიერმა, ჯასინდა არდერნმა საკუთარი ქორწილი გადადო მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ქვეყანა შეზღუდვების, ახალ, ყველაზე მაღალ დონეზე გადადის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო.

    ახალი წესების მიხედვით ნებისმიერ მასობრივ ღონისძიებაზე 100–ზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია, თუ ეს ადამიანები ვაქცინირებულები არიან. არავაქცინირებული ადამიანების შემთხვევაში კი 25 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება არ შეიძლება. მათ შორის ქორწილებსა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე. გარდა ამისა, მაღაზიებში, სკოლებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება კვლავ საალდებულოა. იგივე ეხება სკოლების მოსწავლეებს მე–4 კლასის ზევით. შეკრებაზე შეზღუდვებია სპორტარბაზებშიც.  ამ დრომდე ახალ ზელანდიაში კოვიდის 15 104 შემთხვევა და 52 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.

    კვირას ჯასინდა არდრენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქორწინება ტელეწამყვან კლარკს გეიფორდთან გადაიდო.

    “ მე არაფრით განვსხვავდები ათასობით ახალზელანდიელისგან, რომლებზეც პანდემიამ ბევრად უფრო დამანგრეველი გავლენა მოახდინა, და პირველ რიგში ეს არის საყვარელ ადამიანთან ყოფნის შესაძლებლობის არქონა, როცა ისინი ავად არიან. ეს ბევრად უფრო მძიმე განცდაა ვიდრე ის, რასაც მე ახლა განვიცდი“–თქვა მან.

    ახალი წესები ძალაში კვირას გამთენიისას შევიდა. მიზეზი ომიკრონის ვარიანტით დაინფიცირების 9 შემთხვევა გახდა. ახალი ზელანდიის ხელისუფლება პანდემიის დაწყებიდანვე ცდილობდა ქვეყნის გარე სამყაროსგან იზოლაცია მოეხდინა და მკაცრად რეაგირებს დაინფიცირების ბევრად დაბალ მაჩვენებლებზე, ვიდრე ევროპული ქვეყნები.

    როგორც გაირკვა, ოჯახს, რომელიც ოკლენდში ქოროწილს ესწრებოდა სახლში, საუთ აილენდში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსის დადებითი ტესტი აღმოაჩნდა. დაინფიცირდა იმ თვითმფრინავის ეკიპაჟიც კი, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ. ჩინოვნიკების თქმით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს.

    ახალ ზელანდიაში პანდემიის დასაწყისიდანვე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ლეტალური შემთხვევები მინიმუმამდე შეემცირებინა. ქვეყანამ მსოფლიოში ერთ–ერთმა პირველმა ჩაკეტა საზღვრები და ლოქდაუნების დახმარებით ინფექციის ადრეული აფეთქებები აღკვეთა.

    თუმცა დელტა ვარიანტის გამოჩენის შემდეგ არდერნი ვირუსის სრულად აღმოფხვრის სტრატეგიიდან მასობრივი ვაქცინაციის სტრატეგიაზე გადაერთო. ზოგიერთი მონაცემით ახალი ზელანდიის 12 წელს ზევით მოსახლეობის 94% სრულად ვაქცინირებულია.

  • ვინ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაში მოსაყვანად ამზადებს

    ბრიტანეთი მოსკოვს უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი პოლიტიკოსების მოყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მეთაურის როლში კრემლის კანდიდატად უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატს, ევგენი მურავიოვს ასახელებს.

    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში ნათქვამია, რომ “დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია ნათელს ფენს რუსეთის მოღვაწეობის მაშტაბებს, რომელიც მიმართულია უკრაინის ძირის გამოთხრისკენ და წარმოდგენას გვიქმნის კრემლის აზროვნებაზე“.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს:

    “ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სწორედ ნატოს ქვეყნები ანგლოსაქსების მეთაურობით ეწევიან დაძაბულობის ესკალაციას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და თათარ–მონღოლთა ურდოს ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“–ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

    ვინ არის ევგენი მურავიოვი?

    ის უკრაინის ორი მოწვევის – 2012 და 2014 წლების პარლამენტის წევრი იყო. 45 წლის პოლიტიკოსი რეგიონების პარტიის ყოფილი წევრია, რომლის ლიდერი თავის დროზე ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო. ამჟამად მურავიოვი პარტია “ჩვენებს“ ხელმძღვანელობს.

    ის 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, თუმცა კანდიდატურა ალექსანდრ ვილკულის სასარგელოდ მოხსნა.

    2019 წლის არჩევნებში მურავიოვი პარლამენტში ვეღარ მოხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით ის ფლობდა ტელეარხ NewsOne–ს, შემდეგ კი დააფუძნა ტელეარხი “ჩვენი“.

    ის არაერთხელ გამოთქვამდა პოზიციას უკრაინის უბლოკო სტატუსის და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მხარდასაჭერად. ამასთან, მურავიოვის წინააღმდეგ 2018 წლიდან მოქმედებს რუსული სანქციები. თავად ამ სანქციებს ვიქტორ მედვედჩუკთან მის კონფლიქტს უკავშირებს, რომელსაც პუტინის ახლობლად თვლიან.

    “ჩემს ოჯახს იქ აქტივები აქვს დაპატიმრებული. საინტერესოა, ბრიტანეთის სპეცსამსახურები და საგარეო ოფისი როგორ უთავსებენ ერთმანეთს ამას და იმ ვერსიას, თითქოს რუსეთს ჩემი დანიშვნა უნდა “საოკუპაციო მმართველად“– ეს კითხვა მაქვს მისტერ ბინთან“– ასე უპასუხა მურავიოვმა ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებას.

    ბრიტანეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კავშირები აქვთ ბევრ ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსთან.

    კერძოდ, ისინი ასახელებენ იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინის პირველ ვიცე პრემიერს სერგეი არბუზოვს, რომელიც 2014 წელს ცოტა ხნით პრემიერ მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა. ამავე სიაშია ანდრეი კლიუევი – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პირველი ვიცე პრემიერი (20210-2012).

    ბრიტანულ სიაში მოხვდა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ვლადიმირ სივკოვიჩი და უკრაინის პრემიერ–მინისტრი 2010–2014 წლებში ნიკოლაი აზაროვი.

    ბრიტანეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ზოგიერთ პრორუს პოლიტიკოსს კონტაქტები აქვს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად უკრაინაზე თავდასხმას გეგმავენ.

    რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. ბრიტანეთის ხელისუფლებისა და მისი ნატოელი პარტნიორების აზრით ეს შეიძლება რუსეთის არმიის მხრიდან უკრაინაში ფართომაშტაიბან სამხედრო შეჭრის მზადებას ნიშნავდეს.

    დასავლეთის ქვეყნები, ბრიტანეთის ჩათვლით მოსკოვს არნახული სანქციებით და იზოლაციით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ის ომს დაიწყებს.

    მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

    “რუსეთმა უნდა შეამციროს ესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და დიპლომატიის გზით წავიდეს. როგორც არაერთხელ განუცხადებია ბრიტანეთს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში რუსეთის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომლისთვისაც ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“– ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

    უწყება ჯერ არ აკონკრეტებს, რა ფორმით გეგმავს რუსეთი უკრაინის ხელისუფლების შეცვლას.