Category: მსოფლიო

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 47 დღეში – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან 47 დღეში ოკუპანტმა დაკარგა:

    • დაახლოებით 19 500 ჯარისკაცი
    • ტანკი – 725
    • ჯავშანტექნიკა – 1923
    • საარტილერიო სისტემები – 347
    • MLRS / MLRS – 111
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 154
    • ვერტმფრენი – 137
    • ავტომობილიო – 1387
    • გემები/ნავები – 7
    • საწვავის ავზები – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 119
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება, რადგან გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა.

  • შესაძლოა, რუსებმა მარიუპოლში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენონ – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ადრე დონეცკში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რაც შეიძლება გაიმეოროს ამჯერად მარიუპოლში, რადგან ქალაქისთვის ბრძოლა გაძლიერდება.

    მათივე ცნობით, რუსული დაბომბვა გაგრძელდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა, რის შედეგადაც განადგურდა რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა.

    “რუსეთის განგრძობადი დამოკიდებულება უმართავ ბომბებზე ამცირებს მათ უნარს, გაარჩიონ სამიზნე თავდასხმების განხორციელებისას და მნიშვნელოვნად ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს”,– წერია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.

  • არაა გამორიცხული, ორკებმა კვლავ სცადონ “კიევის 2 დღეში აღება” – კლიჩკო

    “Მეგობრები! ის, რომ მტერმა უკან დაიხია კიევიდან, არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვა დედაქალაქის აღების სურვილზე. ამიტომ ორკების მორიგი მცდელობა, “2 დღეში აიღონ კიევი“, არ არის გამორიცხული. დედაქალაქი კი თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს.

    ოკუპანტები აგრძელებენ სისასტიკესა და გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იმ რეგიონებში, სადაც ისინი შეიჭრნენ”

    წერს ტელეგრამ არხზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

  • მაკრონი – 28.1%, ლე პენი – 23.3% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი

    საფრანგეთში სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლების მიხვედით, მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 28.1% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარი ლე პენმა 23.3%.

    მათ გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის კიდევ 10 კანდიდატი იბრძოდა. თუ ვერცერთი კანდიდატი შეძლებს ხმების 50%-ის მიღებას, არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 24 აპრილს გაიმართება.

    ცნობისთვის, წინა საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წელს ჩატარდა, სადაც მაკრონის მთავარი ოპონენტი მაშინაც მარი ლე პენი იყო.

  • მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ არჩევნებს – უკრაინა

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში.

    საელჩოს განცხადებით, უკანონო არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგი.

    “რუსული არმიის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე უკანონო არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას.

    უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარება, ასევე დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინაში.

    ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას”,– წერია უკრაინის საელჩოს განცხადებში.

  • კიევში ვიზიტის შემდეგ ავსტრიის კანცლერი ხვალ პუტინს შეხვდება

    9 აპრილს ვოლიდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერი, კარლ ნაჰამერი ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ადასტურებს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

    გერმანული გამოცემის, Kronen Zeitung-ის ცნობით, ნეჰამერმა თქვა, რომ სურს, “ხიდის მშენებელივით“ იმოქმედოს და “ეცადოს, რომ ცოტათი მიუახლოვდეს მშვიდობას“.

    გამოცემა წერს, რომ ვიზიტები კანცლერმა წინასწარ განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად.

    უკრაინაში ნეჰამერმა და ზელენსკიმ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციებს დაწესება.
  • მოსკოვის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ხელში წიგნი “ომი და მშვიდობა“ ეჭირა

    მოსკოვის პოლიციამ მოსკოველი კონსტანტინ გოლდმანი დააკავა, რომელიც ალქსანდროვის ბაღში, გმირი–ქალაქის, კიევის მონუმენტთან იდგა და ხელში ლევ ტოლსტოის წიგნი, ომი და მშვიდობა ეჭირა. პოლიციამ ჩათვალა, რომ ის პიკეტს მართავდა. სამართალდამცავების ინფორმაციით ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადგილზე მისი ადვოკატიც მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით აღძრავენ საქმეს დაკავებულის წინააღმდეგ.

    უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ქალაქებში პოლიცია მომენტალურად აკავებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ხელში პლაკატი უჭირავს, თუნდაც ის მარტო იდგეს. იყო შემთხვევა, როცა პოლიციამ ხელში ცარიელი ფურცლით მდგარი ახალგაზრდა კაცი დააპატიმრა. ომის საწინააღმდეგო ნებისმიერი გამოხატვა რუსეთში დასჯადია.

  • მტერი ცდილობს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის მზადება დაასრულოს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსეთის ცდილობს, დაასრულოს მზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის.

    მათი ცნობით, მიმდინარეობს ჯარების გადაჯგუფების, მართვის სისტემის გაფართოებისა და ლოჯისტიკური სამუშაოები.

    “ოკუპანტებმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის რაიონებში გადაჰყავთ”,– აცხადებს გენშტაბი.

    ცნობისთვის, უკრაინა მომდევნო დღეებში ელოდება ძლიერ შეტევას დონბასზე. ალექსეი არესტოვიჩის ცნობით, შეტევის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. მისი პროგნოზით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დონბასში მძიმე ბრძოლები გაიმართება, რაც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს.

  • რუსეთის პატრიარქი ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს

    რუსეთის პატრიარქი კირილი რუს ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ის ამ განცხადებას უკრაინასთან რუსეთის ომის პარალელურად აკეთებს.

    “უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, მათ შორის, ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშე აღივსოს პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით და მზადყოფნით, რომ ემსახუროს მათ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს”,– თქვა კირილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ “გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი”.

  • გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ NATO-ში არ შეგვიშვეს – კულება

    “ჩვენ რომ ახლა NATO-ს წევრები ვიყოთ, ეს ომი არ მოხდებოდა. 2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უარყვეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა, უკრაინა NATO-ს წევრი გამხდარიყო. გერმანია ან საფრანგეთი არ იხდიან ამ შეცდომის საფასურს, უკრაინა იხდის”

    განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.