Category: მსოფლიო

  • საფრანგეთი შპიონაჟში ეჭვმიტანილ რუსებს ქვეყნიდან აძევებს

    საფრანგეთმა ქვეყნიდან გააძევა ექვსი რუსი, რომლებიც შპიონაჟში იყვნენ ეჭვმიტანილი.

    ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი თითქოს დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდნენ და საფრანგეთის ნაციონაულრ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ.

    სპეცსამსახურებმა “საიდუმლო ოპერაცია“ კვირას გაახმაურეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

    მანამდე საფრანგეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად 35 რუსი დიპლომატი ქვენიდან გააძევა.

  • აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება, რადგან რუსეთი აგრძელებს იქ თავისი ძალების ფოკუსირებას.

    „რუსული თავდასხმები კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონში, ასევე განახლებულია შეტევა კრამატორსკიზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

    დაზვერვის ინფორმციით, რუსული ძალები აგრძელებენ ბელარუსიდან უკრაინაში შესვლას,  რათა განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციების მხარდასაჭერად.

  • რა დანაკარგი მიიღო რუსულმა არმიამ ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის გენშტაბი 12 აპრილის მდგომარეობით რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    მათი ცნობით, ოკუპანტმა ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგა:

    • დაახლოებით 19 600 ჯარისკაცი
    • ტანკი – 732
    • ჯავშანტექნიკა – 1946
    • საარტილერიო სისტემები – 349
    • MLRS / MLRS – 111
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 63
    • თვითმფრინავი – 157
    • ვერტმფრენები – 140
    • ავტომობილი – 1406
    • გემები / ნავები – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 124
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება, რადგან გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა.

  • ჩვენ პუტინსა და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ – ტრასი ქიმიურ იარაღზე

    “ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა გამოიყენეს ქიმიური აგენტები მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად.

    ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის სასტიკი ესკალაცია და ჩვენ პუტინსა და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ”

    აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ლიზ ტრასი. ცნობისთვის, Unian-ი აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით იუწება, რომ რუსებმა ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ზელენსკიმ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მათი მხრიდან მკაცრ რეაგირებას ნიშნავდა.

  • მარიუპოლში ჩვენი ჯარისკაცები ალყაში არიან, შანსს ვითხოვდით – პოდოლიაკი

    “მარიუპოლი — ქალაქი სადაც სიკვდილი რუსეთის დროშის ქვეშ მოექცა. ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, შენობების 90% გაანადგურებულია. უკრაინელი სამხედროები გარშემორტყმული და ბლოკირებული არიან. თავიდანვე ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს ტანკებსა და თვითმფრინავებს, რომ გვქონოდა შანსი. მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს”

    წერს უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.

  • რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა – აზოვის ბატალიონი

    მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს – აღნიშნულ ინფორმაციას Unian-ი აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ წუთებში დგინდება ზუსტად, თუ რა  ნივთიერება გამოიყენეს რუსებმა მარიუპოლში.

    უცნობი ნივთიერებით მოწამლულ უკრაინელებს სუნთქვის უკმარისობა,  ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ.

    • “დაახლოებით 1 საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდგე მარიუპოლში მომწამვლელი უცნობი ნივთიერება გამოიყენეს. რაშისტებმა ის უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს”, – ამბობენ აზოვის ბატალიონში.

    აზოვის ბატალიონის მეთაური, ანდრეი ბილეცკი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლში ნიშნავს მხოლოდ ერთს, “რუსებს არ შეუძლიათ მარიუპოლის და უკრაინელი დამცველების აღება, ამიტომ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის გამოყენებისა”.

    • “მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსებს არ შეუძლიათ მარიუპოლის და უკრაინელი მცველების აღება. და მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის გამოყენებისა. ეს არ არის ძალის დემონსტრირება – ეს არის სისუსტე ” – აცხადებს, აზოვის ბატალიონის მეთაური ვიდეოში,  რომელიც ტელეგრამზე ვრცელდება.

    Unian-ი  InformNapalm-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა ადგილზე “ზარინი” გამოიყენეს, რომელიც აკრძალული  ქიმიური იარაღია.  აღნიშნული ნივთიერება, სირიაში გამოიყენეს. კერძოდ, 2017 წელს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ნივთიერება მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს, რასაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ 9 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. იუწყებიან, რომ დვორნიკოვმა მნიშვნელოვანი საომარი გამოცდილება მოიპოვა სირიაში რუსეთის ჯარების ხელმძღვანელის რანგში. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, ჯენ საკის განცხადებით სწორედ გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვია პასუხისმგებელი იმ „საშინელებებზე, რაც ჩვენ ვნახეთ სირიაში“. 

    ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული „ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციც აწერს.

    როგორ უნდა მოვიქცეთ ზარინის გამოყენების შემთხვევაში:

    • გაიხადეთ ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი მოათავსეთ დახურული პარკში;სხეულის
    • დაზიანებული მონაკვეთები დაიბანეთ წყლით (საპნის გამოყენების გარეშე);
    • შეძლებისდაგვარად გაეცალეთ იმ ზონას, სადაც ზარინი იქნა გამოყენებული.

    ზარინს არ აქვს ფერი და სუნი, ამიტომ მისი დანახვა და სუნის შეგრძნება შეუძლებელია.

  • სტივენ სიგალმა დაბადების დღე მოსკოვში, სალავიოვთან და სიმონიანთან ერთად აღნიშნა

    ამერიკელმა მსახიობმა, სტივენ სიგალმა 10 აპრილს საკუთარი 70 წლის იუბილე, მოსკოვის ერთ–ერთ საუკეთესო რესტორანში აღნიშნა. მას უკვე 5 წელზე მეტია რუსეთის მოქალაქეობა აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ ცნობილი მსახიობი სიტყვას წარმოთქვამს.

    “ჩემთვის ბედნიერებაა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, მიყვარხართ ყველა. ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ დროს“ – ამბობს ის.

    კადრებზე ჩანს რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი, ასევე ტიგრან კეოსაიანი, რომელიც წვეულებაზე მის ცოლთან, მარგარიტა სიმონიანთან ერთად მივიდა. ეს უკანასკნელი რუსეთის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტი და რუსული ტელეარხის, Russia Today–ს ხელმძღვანელია. სტუმრებს შორის იყვნენ ანატოლი ცოი, ვიქტორ დრობიში, ალექსეი ჩადოვი და სხვები.

    “რაშისტებს გადაეყარადა მორჩა, დაიკარგა კაცი? ეს გადამდებია!“– ასეთი კომენტარი გაუკეთა ვიდეოს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.

    სტივენ სიგალმა დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და სიმონიანის გარემოცვაში აღნიშნა

    რუსული მედიის ინფორმაციით, სიგალს არაფერში ეტყობოდა მისი ვარსკვლავური სტატუსი და თავად ზრუნავდა სტუმრების გართობაზე. რესტორნის სცენაზე მან ბლუზიც კი შეასრულა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი მსახიობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განკარგულებას 2016 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. სიგალი აქტიურად უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას, ასევე ყირიმის ოკუპაციას. იმის გამო, რომ ის ყირიმს არაერთხელ სტუმრობდა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

    2018 წელს სიგალი დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლად რუსულ–ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების საკითხში. მის მოვალეობაში შედიოდა რუსულ–ამერიკული ურთიერთობების განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის კულტურის, ხელოვნების, საზოგადოებრივ და ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების საკითხებში.

    მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უნდოდა პრიმორსკის ოლქს გუბერნატორობა. საკუთარი ოცნება მან მაყურებელს ვლადივოსტოკში გამართულ კინოფესტივალზე გაუზიარა. თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა. სამაგიეროდ, 2021 წელს ოფიციალურად გახდა პარტია “სამართლიანი რუსეთი–სიმართლისთვის“ წევრი.

     

  • უკრაინაზე პუტინის თავდასხმა საქართველოს გამოწვევებს უფრო ამძაფრებს – ჯონსონი

    “აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება.

    ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

    კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე.
    მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას”

    სწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს. წერილს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

  • არ შევაჩერებთ სამხედრო ოპერაციას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – ლავროვი

    არ შევაჩერებთ სამხედრო ოპერაციას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – ლავროვი

    რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არ შეაჩერებენ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის.

    Reuters-ის ცნობით, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც მათ სურთ და ადანაშაულებენ დასავლეთს მოლაპარაკებების ჩაშლაში, უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ომის დანაშაულის ბრალდებების გამოყენებით, რასაც მოსკოვი უარყოფს.

    რუსული სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს უკრაინასთან მოლაპარაკებების არ გაგრძელებისთვის.

    მისივე თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა თებერვლის ბოლოს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება გასცა, მაგრამ მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა.

    „მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა [სამხედრო მოქმედებებში], სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა ლავროვმა.

  • მარიუპოლის მცველებთან კავშირი სტაბილურია, ქალაქის დაცვა გრძელდება – ზალუჟნი

    “მარიუპოლის დაცვა გრძელდება.

    თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან კავშირი, რომლებიც გმირულად იკავებენ ქალაქს, სტაბილური და მხარდაჭერილია.

    ხაზს ვუსვამ, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ არის საჯარო განხილვის თემა.

    ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ პერსონალი და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.

    გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!”

    წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟინი.