Category: მსოფლიო

  • სად არის “Москва”? ის ჩაიძირა – არესტოვიჩი

    “რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, კრეისერმა Москва-მ საწინააღმდეგო აღმართი გააკეთა იმ კუნძულის მიდამოში, სადაც ის ნახ*იზე გაუშვეს.

    სად არის “Москва”? ის ჩაიძირა”

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ტვიტერზე. ცნობისთვის, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ სერიოზულად დაზიანდა კრეისერი “მასკვა”.

  • მელიტოპოლში რუსებმა პენსიის დასარიგებლად გამოყოფილი ფული მოიპარეს – მერი

    დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში პენსიის დასარიგებლად გამოყოფილი თანხები მოიპარეს.

    „ომისა და ოკუპაციის პირველივე დღეებიდან ჩვენ უკრპოშტასთან ერთად ვეძებთ ყველა შესაძლო და შეუძლებელ ვარიანტს, როგორ გადავუხადოთ პენსიები ჩვენს მოსახლეობას. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მათ უკრპოშტას მეშვეობით იღებს. რამდენიმე დღის წინ, ფსევდომერის, გალინა დანილჩენკოს რჩევით, რუსი ჯარისკაცები მივიდნენ უკრაინის ფოსტაში და მოიპარეს თანხები, რომელიც განკუთვნილი იყო პენსიონერების მარტის პენსიისთვის”,– თქვა მერმა UNIAN-ის ცნობით.

    მისივე განცხადებით, დამპყრობლები არ ისმენენ თხოვნას უკრპოშტას წარმომადგენლებისგან და არ სურთ არაფრის დაბრუნება.

    „უკრპოშტასთან ერთად ჩვენ ვიპოვეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანხების გადარიცხვის რამდენიმე გზა, მაგრამ დღეს ეს არ მუშაობს და პენსიონერები, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სეგმენტები, რომლებიც ოკუპანტების გამო სახსრებს ვერ იღებენ, მძევლები გახდნენ. ოკუპანტები ამას ნაალაფარს ეძახიან, მოხუცებისგან ფულის აღება მათთვიის ალაფია”,– აღნიშნა ფედოროვმა.

  • შტაინმაიერისთვის უარის თქმით უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა – ჰაბეკი

    გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა პრეზიდენტი შტაინმაიერის ქვეყანაში არმიღებით. ამის შესახებ European Truth იუწყება Spiegel-ზე დაყრდნობით.

    “სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა: უკრაინულმა მხარემ დაუშვა დიპლომატიური შეცდომა. ფედერალური პრეზიდენტი – ეს გერმანიაა. ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის უარი არის გერმანიისთვის ნათქვამი უარი”, – განაცხადა ჰაბეკმა.

    კითხვაზე, წავა თუ არა ის ან კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში, ჰაბეკმა თქვა: “ახლა ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრობლემას მოვაგვარებთ და არ გავაუარესებთ. სწორედ ამისთვის გამოიგონეს ტელეფონები.”

    ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სურდა კიევში წასვლა პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად, თუმცა, კიევმა უარი თქვა ვიზიტზე და მის ნაცვლად კანცლერი მიიწვია.

  • უკრაინა ემზადება თავისუფლებისთვის ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის – ბლინკენი

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მიესალმება უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას. ამერიკის ხმის ცნობით, მან თქვა, რომ უკრაინა ემზადება ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

    ”შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ ახლა დამატებითი სამხედრო დახმარების გაზრდის მიზნით, რადგან უკრაინა ემზადება თავისი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

    ჩვენ ვრჩებით მჭიდრო კავშირში უკრაინასთან და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის განზრახვას გამოიყენოს დიპლომატიური საშუალებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეტევების შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა“, – განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს, გაამყაროს უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში და გაზარდოს ზეწოლა პუტინზე.

    მისივე შეფასებით, რუსეთმა ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი გეგმების განხორციელება – კიევის აღება და მთელი ქვეყნის დამონება, თუმცა, “დასვენება ჯერ ადრეა“.

    „აშშ და საერთაშორისო საზოგადოება პუტინის ომს კრემლის გრძელვადიან სტრატეგიულ მარცხად გადააქცევს“, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

  • კრეისერი МОСКВА სერიოზულად დაზიანდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ხომალდს, კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა.

    “სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალა. ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ”,– აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

    ცნობისთვის, გუშინ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერს 2 რაკეტა მოარტყეს. ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ხომალდი იწვის. მისი ინფორმაციით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

  • რუსული სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” იწვის – არესტოვიჩი

    უკრაინული მხარის განცხადებით, ორი რაკეტა მოარტყეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ხომალდს, სარაკეტო კრეისერ “მოსკოვს”. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

    რუსულ კრეისერზე დარტყმა დაადასტურა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.

    “შავი ზღვის მცველმა “ნეპტუნის” რაკეტებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსულ ხომალდს. დიდება უკრაინას!”,– აცხადებს ოფიციალური პირი.

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ კრეისერი იწვის.

    „საზღვაო ფლოტის ფლაგმანს, კრეისერ “მოსკოვს” რაღაც მოულოდნელი დაემართა. ძლიერად იწვის… ეკიპაჟის შემადგენლობაში 510 წევრია, ვერ ვხვდებით, რა მოხდა – ორმა მეზღვაურმა არასწორ ადგილას მოწია, უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს, არ გაუმართლათ”,– იხუმრა არესტოვიჩმა.

    ამ ეტაპზე უცნობია კრეისერის დაზიანების ხარისხი. ინფორმაცია არ დაუდასტურებია რუსულ მხარეს.

  • აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას გამოუყოფს.

    “უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყენეს ჩვენი მიწოდებული იარაღი დამანგრეველი ეფექტით. რადგან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას”,– თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.

    ახალი აღჭურვილობა მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს.

    “მე ასევე დავთანხმდი დამატებითი შვეულმფრენების გადაცემას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

  • რუსეთი კიევზე სარაკეტო დარტყმის საბაბად პროვოკაციებს ამზადებს – ერმაკი

    “რუსეთი საკუთარი პროვოკაციებით კიდევ ერთი საფრთხის საბაბს ამზადებს. მათ უკვე ისაუბრეს კიევზე შესაძლო სარაკეტო დარტყმაზე.

    ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – არცერთი არ იმუშავებს.

    კრემლმა უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ვერ უპასუხებენ მათ.

    რუსეთი მომავალში ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე”

    ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის მუქარას. მან თქვა, რომ თუ უკრაინული მხარე “გააგრძელებს დივერიას, რუსეთი დაარტყამს კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს”.

  • თუ დივერსია გაგრძელდება, დავარტყამთ კიევს – რუსეთი

    რუსეთი კიევს დარტყმით დაემუქრა, თუ უკრაინა “დივერსიას გააგრძელებს”. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

    „ჩვენ ვხედავთ დივერსიის მცდელობებს და დარტყმებს უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. თუ ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევში, რისგანაც რუსული ჯარი ამ დრომდე თავს იკავებდა“, – განაცხადა მან რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.

    სავარაუდოდ, “დივერსიაში” რუსული მხარე გულისხმობს რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად ნავთობისა და საბრძოლო მასალი საცავის აფეთქებას, რის გამოც, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან. უკრაინის განცხადებით, აფეთქებამ პანიკა გამოიწვია მეზობელ რეგიონებში.

  • ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    “ვაგრძელებ მუდმივ დიალოგს ჯო ბაიდენთან. შევაფასეთ რუსეთის ომის დანაშაულები. განვიხილეთ თავდაცვითი და შესაძლო მაკროფინანსური დახმარების დამატებითი პაკეტი უკრაინისთვის. შევთანხმდით სანქციების გაძლიერებაზე”

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.