Category: მსოფლიო

  • პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები:სამხედრო ექსპერტი უკრაინის გამარჯვების ვარიანტების შესახებ

    რუსეთზე უკრაინის გამარჯვება ორი სცენარით შეიძლება მოხდეს – პესიმისტურით და ოპტიმისტურით. ასეთი მოსაზრება გამოთქვა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა მის იუთუბ არხზე.

    “დღეისათვის გამარჯვების ორი სცენარის წარმოდგენაა შესაძლებელი. ერთი – პესიმისტური, მეორე – ოპტიმისტური. პესიმისტური ცენარია ასეთია: უკრაინა გადის 24 თებერვლამდე არსებულ გამოყფ საზღვრებზე. ამ შემთხვევაში რუსეთი შეძლებს სახის შენარჩუნებას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომით ტაიმაუტს მიიღებს, რათა ახალი არმია მოამზადოს და ისევ შემოგვიტიოს ომის გზით. ანუ, ეს იქნება უბრალოდ გადავადებული ომი. ოპტიმისტური სცენარი – 1991 წლის საზღვრებზე გასვლაა. სხვათა შორის, ორივე სცენარში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ან ჯარების წინსვლის შეჩერება ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად, შეიძლება ორი გზით დასრულდეს.

    პირველი – მოლაპარაკების პროცესი ცეცეხლის შეწყვეტასთან ერთად. მეორე– მოლაპარაკების პროცესი ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, როგორც ეს 2014 წლიდან მოყოლებული, 8 წლის განმავლობაში იყო. ასეთი ვარიანტი არ არის გამორიცხული. ამასთან, ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებშიც ამ ვარიანტის არსებობა შესაძლებელია“– პროგნოზირებს ჟდანოვი.

    ის ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების 24 თებერვლისთვის არსებულ საზღვრებზე გასვლის, ან 1991 წლის მდგომარეობით არსებული სახელმწიფო საზღვრების დაკავების მომენტისთვის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა დარჩება.

    “თუ პუტინი ძალაუფლებას ინარჩუნებს, არაფერი არ ხდება, ის ცოცხალი და ჯანმრთელია და კვლავ მართავს რუსეთს, მაშინ მოვლენათა ასეთი განვითარება სრულიად რეალური და შესაძლებელია. თუ რუსეთის ხელისუფლებაში რაღაც ხდება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იცვლება, ასეთ შემთხვევაში დასავლეთი მხოლოდ ერთ სცენარს განიხილავს – 1991 წლის საზღვრებზე გასვლას და რაიმე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ორი სახელმწიფოს თანაარსებობის შესახებ“ – ამბობს სამხედრო ექსპერტი.

    ჟდანოვი ამბობს, რომ დასავლეთი განიხილავს ვარიანტს, რომელშიც უკრაინა რუსეთის სამხედრო მანქანის მთავარი შემაკავებელი ძალა უნდა გახდეს.

    “ამის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთს არ მიეცემა საშუალება რამენაირი, თუნდაც მცირე გამარჯვება, ან სტატუს ქვო გაიფორმოს. სტატუს ქვო – ეს იქნება 24 თებერვლისთვის არსებულ საზღვრებზე გასვლა. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ფაქტიურად აგებს, მაგრამ დასავლეთი დღეს არ აპირებს წაგებას“– ამბობს ჟდანოვი.

    მისი თქმით, დასავლეთს ჯერ კიდევ წინ აქვს რუსეთის ბირთვული არსენალის საკითხის გადაწყვეტა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ყველაფერი თავიდან გამეორდეს.

  • უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა –  ლუკაშენკო

    უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა – ლუკაშენკო

    ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკ აცხადებს, რომ უკრაინამ სარაკეტო თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ლუკაშენკომ სამთავრობო მედიასთან Belta-სთან ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ ბელორუსიის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა სცადა თუმცა, ქვეყანამ პანცირის საზენიტო სისტემებმა ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო.

    “ისინი ცდილობენ გამოგვიწვიონ. სამი დღის წინ, შესაძლოა უფრო ადრეც, უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობა იყო. თუმცა მადლობა ღმერთს, პანცირის საზენიტო სისტემებმა უკრაინიდან გაშვებული ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო”. – აღნიშნა ლუკაშენკომ.

  • კიევი თურქეთს სთხოვს დააკავოს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ხომალდი

    უკრაინამ თურქეთს მიმართა თხოვნით, დააკავოს რუსეთის დროშით მცურავი გემი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, დატვირთულია უკრაინული მარცვლეულით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zhibek Zholy-ს უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტი ბერდიანსკიდან.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული. უკრაინული მხარე ანკარას მოუწოდებს, განახორციელოს საზღვაო ხომალდის ინსპექტირება და “ამოიღონ მარცვლეულის ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად”.

     

  • “უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები,“–პენტაგონის მაღალიჩნოსანი HIMARS–ის ეფექტურ გამოყენებაზე

    უკრაინამ წარმატებით დაიწყო  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS–ის გამოყენება რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე შეტევისთვის – წერს CNN აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    სანამ აშშ უკრაინაში საბრძოლო მასალების გასაგზავნად ემზადება გაუმჯობესებული სარაკეტო სისტემა HIMARS–ისთვის, უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ამ სისტემების გამოყენებაში, რუსების სამხედრო სამეთაურო პუნქტების გასანადგურებლად და ბრძოლის ველზე მათი შესაძლებლობების შესამცირებლად – უთხრა ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

    “უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები, რაც უფრო წარმატებით უთხრის ძირს  რუსების ძალისხმევას, ვიდრე ეს ახლო რადიუსის სისტემების გამოყენების დროს  იქნებოდა შესაძლებელი. “–თქვა ჩინოვნიკმა.

    მისი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები სულ ცოტა ხანია რაც HIMARS–ებს იყენებენ, მაგრამ ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ სწავლების ხანმოკლე კურსის შემდეგ, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა. მინიმუმ ოთხი სისტემა უკრაინას უკვე მიაწოდეს, კიდევ ოთხს კი აშშ–ს ხელისუფლების დაპირების თანახმად უკრაინა მალე მიიღებს.

    “თქვენ ხედავთ, უკრაინელები რა მეთოდურად არჩევენ სამიზნეებს და შემდეგ რა ზუსტად მიაქვთ დარტყმა ამ სამიზნეებზე, და ამგვარად, რუსეთის საბრძოლო პოტენციალს თანმიმდევრულად ამცირებენ“– თქვა მან.

    ჩინოვნიკმა ასევე კომენტარი გააკეთა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და უარყო მოსკოვის განცხადება, თითქოს მათ სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები არ განუხორციელებიათ:

    “მათ, რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ ეს რა შენობა იყო. და მათ უნდა სცოდნოდათ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად ასეთი თანმდევი ზიანი იქნებოდა“– ამბობს ჩინოვნიკი და დასძენს, რომ დარტყმისას რუსეთმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა, რაც არ არის განკუთვნილი ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში გამოყენებისთვის.

  • ოკუპანტებმა ზმეინი ფოსფორის ბომბებით დაბომბეს – ვალერი ზალუჟნი

    შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი რუსმა ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბებით დაბომბეს. ამის ამსახველ ვიდეოს  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.

    “რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არც კი ემორჩილება საკუთარ განცხადებებს “კეთილი ნების ჟესტის” შესახებ. დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების წყვილმა Су-30-მა ბელბეკის აეროდრომიდან ორჯერ დაბომბა კუნძული ზმეინი ფოსფორის ბომბები, სადაც, სავარაუდოდ, “შეასრულეს დასახული ამოცანები”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

  • პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან უნდა დაახლოვდნენ – ლუკაშენკო

    “დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, მათ სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს”.

    აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო.

  • ევროკავშირი დღეს უკრაინის ეკონომიკური დახმარების პირველ ტრანშს დაამტკიცებს

    ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე ინგლისურ და უკრაინულ ენებზე დაწერა, რომ დღეს ევროკავშირი განიხილავს, და სავარაუდოდ დაამტკიცებს უკრაინისთვის პირველი მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფას.

    უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ნაწილის გადაცემის შესახებ ევროკავშირმა მაისში გამოაცხადა.

    “ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მოაგვაროს ქვეყნის  გადაუდებელი საჭიროებები. ევროკავშირი განაგრძობს ურაინის დახმარებას და გრძელვადიან მხარდაჭერას მისი რეკონსტრუქციისთვის “– წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

  • აშშ უკრაინას თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

    პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი, 820 მლნ დოლარიანი პაკეტის შესახებ განაცხადა.

    აშშ–ს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პაკეტში შედის ორი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი NASAMS  და საბრძოლო მასალები საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის –HIMARS.

    პაკეტში ასევე შევა დამატებითი საბრძლო მასალები ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS–სთვის, 150 ათასი საბრძოლო მასალა  155- მილიმეტრიანი არტილერიისთვის და 4 დამატებითი კონრსაარტილერიო რადარი.

    პენტაგონი ასევე აღნიშნეს ნორვეგიის როლი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში.

    საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები  NASAMS 1990-იან წლებში ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defence & Aerospace–მა და ამერიკულმა კომპანია Raytheon–მა შეიმუშავეს.

    მათი გამოყენება შესაძლებელია: ფრთოსანი რაკეტების, დრონების, თვითმფრინავების და ვერტმფრენების წინააღმდეგ. სროლის სიშორე გამოყენებული რაკეტებიდან გამომდინარე შეიძლება 20–180 კილომეტრი იყოს, განადგურების სიმაღლე – 21 კილომეტრამდე.

    “მივესალმები ისტორიულ გადაწყვეტილებას დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც შეიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს. მადლობა აშშ–ს პრეზიდენტს უცვლელი ლიდერობისთვის და მხარდაჭერისთვის აგრესორთან ბრძოლაში. ერთად– გამარჯვებისკენ!“– ასეთი იყო ტვიტერზე ზელენსკის რეაქცია ამ ინფორმაციაზე.

  • ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ ზმეინიდან ოკუპანტების გასვლა “კეთილი ნება” არ ყოფილა

    დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინიდან ოკუპანტების გასვლა “კეთილი ნება” არ ყოფილა და ის უკრაინის არმიის მოქმედებების შედეგად დატოვეს. დაზვერვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზმეინიზე მყოფ რუსულ გარნიზონს უტევდნენ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა.

    „რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან თავისი ძალები გაიყვანა იმის გამო, რომ მისი გარნიზონი იზოლაციაში მოექცა და დაუცველი დარჩა უკრაინელთა თავდასხმების პირისპირ და არა „კეთილი ნების“ ნიშნად, როგორც ამას თვითონ აცხადებს“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.

  • მარიუპოლში ახალი მასობრივი საფლავი იპოვეს, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანის გვამია

    მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში კიევის ქუჩაზეკიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარია. მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია და მოსახლეობას საფლავებთან ახლოს უწევს ცხოვრების გაგრძელება.

    • „ახალი მასობრივი საფლავი მარცხენა სანაპიროზე, ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა, 53. კვლავ, 100-ზე მეტი ადამიანის გვამი თებერვლის დასაწყისიდან. ოკუპანტები სიახლოვეს ნანგრევებს ასუფთავებენ და კვლავ არ არის საუბარი ხელახალ დაკრძალვაზე. ადამიანები აგრძელებენ აკლდამებში ცხოვრებას.საოკუპაციო ძალებმა იმდენად გადაიტანეს ყურადღება ხელახალი აღმშენებლობის სურათის შექმნაზე, რომ მათ არ უზრუნიათ ხელახალ დაკრძალვებზე. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“ – განაცხადა ანდრიუშენკომ.