Category: მსოფლიო

  • ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – კულება

    “ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა” –

    “უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. […] ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობას”.– ამბობს კულება.

  • დასავლეთს უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე კონტროლის გამკაცრება უნდა, რომ მისი კვალი არ დაიკარგოს

    ნატოს და ევროკავშირს უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე კონტროლის გამკაცრება უნდათ.

    გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას სთავაზობს შექმნას მეთვალყურეობის, ან მიწოდებული შეიარაღების დეტალიზებული ჩამონათვალის სისტემა.

    გამოცემის წყაროს ინფორმაციით, არსბობს შიში, რომ შეიარაღების ნაწილი პოლონეთიდან უკრაინაში ისეთი ტრანსპორტთ ჩადის, რომლის კვალი შეიძლება დაიკარგოს და მისი გაკონტროლება შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია სისტემის შექმნა, რომელიც უკრაინისთვის მიცემული იარაღის შავ ბაზარზე მოხვედრას გამორიცხავს.

  • უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების კიდევ ერთი სამხედო ბაზა გაანადგურეს

    მელიტოპოლში კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა. ქალაქის მეთაურის  ინფორმაციით სწორედ აქ გადაიტანეს რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი სამხედრ ტექნიკა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ერთი კვირის წინ მელიტოპოლის აერდრომთან რუსების ბაზაზე დამანგრეველი დარტყმა მიიტანეს.

    ქალაქის მერი, ივან ფედოროვი აღნიშნავს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით იწვის საგანგებო სიტუაციების სამხედრო ნაწილის ბაზა სოფელ მირნოეში.

    “სწორედ აქ გადაიტანეს რაშისტებმა სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ უკრაინელებმა მელიტოპოლის აეროპორტთან მათი ბაზა გაანადგურეს.“– წერს ფედოროვი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ მირნოეს მაცხოვრებლებმა დაახლოებით 25 აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს შავი კვამლი, რომელიც ოკუპანტების ბაზის მხრიდან ამოვიდა.

  • რუსეთმა უკრაინას 30 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

    BBC-ი Ukrinform-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ  რუსეთმა უკრაინას 30 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

    ცხედრების გადაცემა, ზაპაროჟიეს რაიონში მოხდა. უკრაინული მხრიდან  პროცესში ოლეგ კოტენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, გენერალური შტაბი და სხვა სამართალდამცავი უწყებები მონაწილეობდნენ.

  • ბელორუსმა უკრაინის საზღვართან სამეთაურო–საშტაბო სწავლებები დაიწყო

    დღეს, 12 ივლისს ბელორუსში  ტერიტორიული ძალების სამეთაურო–საშტაბო სწავლებები დაიწყო უკრაინის საზღვართან, გომელის ოლქში.  ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

    სწავლება 3 დღე, 14 ივლისამდე გაგრძელდება. მიზანი ოფიციალურად ტერიტორიული ძალების ნაწილების მეთაურების მზადყოფნის შემოწმებაა, სასწავლ–საბრძოლო დავალებები შეასრულონ, ასევე თადარიგის ოფიცრების უნარების შემოწმება, თუ რამდენად აქვთ მათ უნარი მართვის პუნქტებში იმუშაონ.

    სწავლების დროს შემოწმდება ბელორუსის არმიის უნარი, სამხედრო მდგომარეობის დროს  ტერიტორიული თავდაცვის ობიექტები დაიცვან და საკონტრლო–გამშვებ პუნქტებზე წარმატებით იმუშაონ.

    როგორც ცნობილია, ბელორუსი რუსეთში კვლავ გზავნის საბრძოლო მასალებს, ატარებს ხანგრძლივ სამხედრო წვრთნებს უკრაინის საზღვართან. ქვეყანაში გამოცხადებულია სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვართან, მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში იწვევენ.

    ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე შეტევა დაიწყონ.

  • აშშ: ირანი რუსეთს ასობით სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის

    ირანი გეგმავს ასობით სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად – განაცხადა ბრიფინგზე აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

    მისი თქმით, ამას ადასტურებს მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთს  დიდი დანაკარგების შემდეგ ჯარის იარაღით მომარაგებაში პრობლემები აქვს.

    “ირანის მთავრობა ემზადება დაჩქარებულ ვადებში მისცეს რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო აპარატი, მათ შორის ისეთები, რომლებსაც იარაღის გადატანა შეუძლიათ. ჩვენი ინფორმაცია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ემზადება რუსი სამხედროები ამ აპარატების გამოყენებისთვის გაწვრთნას“–უთხრა ჟურნალისტებს სალივანმა.

  • უკრაინას უნდა მიეცეს უფლება რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას–აშშ–ს კონგრესის მრჩეველი

    უკრაინას უნდა მიეცეს უფლება დარტმა განახორციელოს რუსეთის, ბელორუსის და ოკუპირებული ყირიმის სამხედრო ობიეტებზე.

    ამის შესახებ ევროპის მიმართულებით აშშ–ს უშიშროებისა და თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის მრჩეველმა, პოლ მასარომ განაცხადა.

    ის თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული იარაღით მისი ამოცანები უნდა შეასრულონ.

    კონგრესის უფროსი მრჩეველი ტვიტერში წერს, რომ ამისათვის აშშ–მ უკრაინელ სამხედროებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS  კიდევ უფრო დიდი რაოდენობით უნდა გადასცეს. ასევე მნიშვნელოვანია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ისეთი რაკეტების გადაცემა, რომელთა დარტყმის სიშორე 300 კილომეტრია.

    უკრაინისათვის ახალ სამხედრო პაკეტის ფარგლებში განიხილება 4 ერთეულ HIMARS-თან MGM-140 (ATACMS)ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტების გადაცემაც, რომლის საცეცხლე მოქმედების რადიუსი 140-300 კილოემტრია ასევე განიხილება GMLRS ER მესამე მოდიფიკაციის რაკეტების გადაცემაც რომლის საცეცხლე მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია, გამომდინარე აქედან უკრაინას ამის შესაძლებლობა ექნება თუმცა ბელორუსიის ტერიტორიის დაბომბვა გამოწვევს თუ არა მათ ჩართვას ომში კითხვის ნიშნის ქვეშაა…

     

    წინაპირობა იმისა რომ უკრანულმა არმიამ დასავლური შეარაღებით არ უნდა დაბომბოს რუსეთის ტერიტორია დღის წესრიგიდან თანდათანობით იხსნება, მანამდე გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს პრევენცია რუსული სარაკეტო ტერორის წინააღმდეგ და რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული ავიაბაზები უნდა დაბომბოს რათა რუსეთმა ვერ შეძლოს სტრატეგიულო ავიაციის გამოყენება რომლითაც ხდება ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ქალაქების დაბომბვა…

  • ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტის მიღების პროცედურები გაამარტივა. აღნიშნული გამარტივებული პროცედურა გულისხმობს, რომ რუსეთში ცხოვრება, ქვეყნის მოქალაქეობისთვის საჭირო აღარ არის, ასევე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, არ საჭიროებს საარსებო შემოსავლის დადასტურებას, რუსული ენის ცოდნასა და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.

    • “დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად, გამარტივებული წესით”. – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.
  • უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება

    უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უზარმაზარი შეტევისთვის ემზადება – ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძანება გასცა, სამხრეთის რეგიონები დაეკავებინათ. რეზნიკოვმა დასძინა რომ შეტევა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის მეშვეობით გაძლიერდება.

    • “უკრაინა საბრძოლო ძალებს აგროვებს, რათა სამხრეთ ნაწილში მდებარე თავიანთი ტერიტორია რუსეთისგან დაიბრუნონ”. – თქვა ოლექსეი რეზნიკოვმა.
  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 11 ივლისამდე პერიოდს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 37 400;
    • ტანკი – 1 645;
    • ჯავშანტექნიკა – 3 828;
    • საარტილერიო სისტემა – 838;
    • სარაკეტო სისტემა – 247;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი -188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 676;
    • საკრუიზო რაკეტები – 155;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 696;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 66.