Category: მსოფლიო

  • კრემლი აცხადებს, რომ პუტინს პრეზიდენტად მეხუთე ვადით კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია

    კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 2 ნოემბერს  განუცხადა.

    კითხვაზე გადაწყვიტა თუ არა პუტინმა ხელახლა წარადგინოს კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. “არა”, – უპასუხა პესკოვმა.

    რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთში პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა.

  • პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო ძლიერი გვეგონა – ბორის ჯონსონი

    “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ [ომი] დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდებოდა. ჩვენ მივიღეთ ასეთი სიგნალები სპეცსამსახურებიდან. მათ თქვეს, რომ უპირატესობა მხოლოდ ერთ [რუსულ] მხარეს იქნებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე რეალურად გამოავლინეს”,

    ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  Sky News-თან ინტერვიუში  განაცხადა.

  • აშშ–ს დაზვერვა: რუსი გენერლები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ

    ამერიკული გამოცემა New York Times–ის წყაროების ინფორმაციით ამერიკის მთავრობიდან, რუსეთის სამხედრო მეთაურობას დისკუსია ქონდა იმის შესახებ, როდის და როგორ შეიძლება რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს.

    გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ასეთ საუბრებში არ მონაწილეობდა, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თეთრ სახლს აშფოთებს, რადგან ის პირდაპირ მიუთითებს, რა მდგომარეობაში არიან რუსი გენერლები უკრაინაში მათი არმიის წარუმატებლობების ფონზე.

    იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის თემა რუსულ სამხედრო წრეებში განიხილება, ამერიკის დაზვერვამ აშშ–ს ხელისუფლებას ოქტომბრის შუა რიცხვებში აცნობა. ამასთან, ამ ეტაპზე არ შეინიშნება შეიარაღების მომზადების ან რაიმე სხვა მზადების ნიშნები ბირთვული დარტყმისთვის, აზუსტებენ სპეცსამსახურები.

    ოთხშაბათს ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თეთრი სახლის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ რუსეთის განკარგულებაში დაახლოებით ორი ათასი ტაქტიკური ბირთვული ქობინია.

    რუსული ბირთვული საფრთხე ვაშინგტონში სერიოზულად აღიქმება – წერს  New York Times და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის შუა პერიოდიდან თერმა სახლმა მის მოკავშირეებთან ერთად რიგი ნაბიჯები გადადგა დაპირისპირების გრადუსის შესამცირებდა.

    კერძოდ, საქმე ეხება სატელეფონო საუბრებს დასავლელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის, რომელთა ვინაობა არ სახელდება.

    ექსპერტების აზრით, ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია რუსული სამხედრო ელიტის განწყობების შესახებ  ყურადღებას იმსახურებს.

    ერთის მხრივ, მათი თქმით ტაქტიკური დარტყმა წინასწარი მომზადების გარეშე ვერ განხორციელდება. აუცილებელია რიგი ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც დასავლური სპეცსამსახურები აუცილებლად შენიშნავენ.

    თუმცა, მეორეს მხრივ, გამოვლენის და შეტყობინების სისტემები არასრულყოფილია, და ძნელი გამოსაცნობია, რამდენად დროულად შეძლებენ დაზვერვები დარტყმის მზადების შესახებ საკუთარი მთავრობების ინფორმირებას.

  • CNN:ირანი რუსეთს 1000–მდე რაკეტას და დრონებს მიაწვდის

    ირანი რუსეთში 1000 ერთეული დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის ემზადება. საუბარია მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე და მოიერიშე დრონებზე.

    ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN დასავლელი ქვეყნების ჩინოვნიკებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებიც ყურადღებით აკვიდებიან ირანის შეიარაღების პროგრამას.

    ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ირანი რუსეთს წამყვან მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს გადასცემს, რამაცშეიძლება კრემლს მნიშვნელოვანი იმპულსი მისცეს ბრძოლის ველზე–აღნიშნავს ამერიკული მედია.

    ჩინოვნიკების თქმით, იარაღის ბოლო პარტია ირანიდან რუსეთში დაახლოებით 450უპილოტო საფრენი აპარატისგან შედგებოდა, რომლებიც რუსებმა უკვე გამოიყენეს უკრაინაზე შეტევებისთვის.

    ჯერჯერობით იარაღის მიწოდების ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

    სექტემბერში უკრაინამ ოფიციალურად დაადანაშულა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში და ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუწყვიტა. 18 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა შესთავაზა.

    უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ირანული რაკეტები უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განათავსოს. მისი თქმით, უკრაინას გაუჭირდება მათგან დაცვა იმ საშუალებებით, რომლებიც ამჟამად გააჩნია.

  • მსოფლიო კონფლიქტის აცილება მხოლოდ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი – მედვედევი

    ”დასავლეთის ქვეყნების ცნობილი თეზისია: “რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში”. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას.

    თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ, რუსეთისგან მათი გამოყოფა. ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას. ეს კი ნიშნავს პირდაპირ საბაბს რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მეცხრამეტე პუნქტის გამოსაყენებლად.

    და მაშინ, ნება მიბოძეთ გავიგო, ვინ აპირებს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით? მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვების შემთხვევაშია მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი”

    აცხადებს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი.

  • რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით ირანული რაკეტების განთავსებას გეგმავს – უკრაინა

    რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით ირანული რაკეტების განთავსებას გეგმავს –  ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იგნატი ავრცელებს. მისი თქმით, ოკუპანტები ISKANDER-M-ის ტიპის რაკეტების ყიდვას გეგმავენ ირანიდან, რადგან სწორედ ეს რაკეტები ამოეწურათ.

    რუსებს სურთ ირანიდან Iskander-M ტიპის რაკეტების ყიდვა, რადგან მათ სწორედ აღნიშნული რაკეტები ამოეწურათ და რეზერვის გამოყენება დაიწყეს.

    “ჩვენ მივიღებთ ამ რაკეტებისგან დაცვის ყველა საშუალებას. უკრაინიდან, ალბათ, ჩრდილოეთში მიიტანენ, საიდანაც შეიძლება ისე გაუშვან, რომ მთელ უკრაინას საფრთხე დაემუქროს.

    ეს არის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური დაცვა ამ რაკეტებისგან. მათი ჩამოგდება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამის გაკეთება იმ საშუალებებით, რაც გვაქვს. ჩვენ საჰაერო თავდაცვა გვაქვს და არა რაკეტსაწინააღმდეგო,” – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

  • შოიგუს თქმით, უკრაინაში 87 000 მობილიზებული რუსი გაგზავნეს

    რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000-დან 87 000 რუსი სამხედრო უკვე გაგზავნილია საბრძოლო ზონებში.

    “დამატებითი მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების რაიონში გაგზავნილია 87 ათასი ადამიანი”. – თქვა შოიგუმ.

    ასევე შოიგუმ აღნიშნა, რომ წვევამდელები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გაიგზავნებიან.

    “წვევამდელი სამხედროები ასრულებენ დავალებებს სამხედრო ნაწილების დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, ისინი არ გაიგზავნებიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ყველა წვევამდელი, ვინც სამსახური დაასრულა, სახლში გაიგზავნება,” – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

     

  • ISW:ხერსონში უკრაინული გრივნა დაბრუნდა, რაც “დეუკრაინიზაციის“ ჩავარდნას ნიშნავს

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ანალიზის ერთი პუნქტი ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვით მიმოქცევაში რუსულ რუბლთან ერთად უკრაინული გრივნას გამოყენება დასაშვები გახდა. ანალიზის ავტორები ამას ეკონომიკური პრობლემების ნიშნად თვლიან.

    ხერსონის რუსულმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ ხერსონის ოლქი სექტემბრიდან მთლიანად გადავიდოდა რუსულ რუბლზე. ახლა კი გრივნას მიმოქცევაში გამოყენება ოფიციალურად გამოაცხადეს ნებადართულად, თუმცა გრივნას მფლობელებისთვის ძალიან არამომგებიანი გაცვლითი კურსით.

    ISW–ს ვარაუდით, მათ ამისკენ მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ და იმან უბიძგა, რომ გრივნა ისედაც აქტიურად გამოიყენებოდა შავ ბაზარზე.

    “რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის განზრახვის ჩავარდნა, თავზე მოეხვიათ მოსახლეობისთვის რუსული რუბლი, მეტყველებს, რომ მისი მცდელობები, ხერსონიდან უკრაინული თვითშეგნება ამოეძირკვათ, წარუმატებლად დასრულდა.

    “უკრაინული თვითშეგნება და პატრიოტიზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება. მართალია უკრაინისთვის მძიმე იქნება აქ ხელახლა ააშენოს ინსტიტუტები და რეგიონული ეკონომიკა, რომელსაც უკრაინული არმიის მიერ ახალი ტერიტორიების გათავისუფლების კვალდაკვალ რუსი ოკუპანტები ანადგურებენ“.–ნათქვამია ანგარიშში.

     

  • ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში

    სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით,

    “რუსული აგრესიის ყოველი გამოვლინების მიღმა დგანან ისინი, ვინც დაგეგმა, მოაწყო, გაამართლა ეს ყოველივე და ხელი არ შეუშალა მის დასრულებას,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

     

  • ბოლო ერთ დღეში მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა – უკრაინა

    ბოლო ერთ დღეში მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 60 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. მათ შორისაა: დონეცკის ოლქის სოლედარი, უგლედარი, იაკოვლევკა, ვესელე.

    ოკუპანტები სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ახორციელებენ. ამგვარად, ხერსონის ოლქის კახოვკის დასახლებაში, დნეპრის სანაპიროზე მდებარე ბინაში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გამოყავთ,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.