Category: მსოფლიო

  • პუტინი ამბობს, რომ ხერსონის მოსახლეობამ ქალაქი აუცილებლად უნდა დატოვოს

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ხერსონის ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქიდან უნდა გაასახლონ. ამის შესახებ მან მოხალისეებთან სუბრისას თქვა, რომლებსაც წითელ მოედანზე სახალხო ერთიანობის დღეს მინინის და პოჟარსკის ძეგლის ყვავილებით შემკობის შემდეგ ესაუბრა.

    “ახლა, რა თქმა უნდა, უნდა გავიყვანოთ ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობენ საშიში საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან. სამოქალაქო მოსახლეობა დაბომბვებით, რაღაც შეტევებით, კონტრშეტევებით და სხვა ღონისძიებებით არ უნდა ზარალდებოდეს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება. ისეთი ბიჭები, როგორებიც თქვენ ხართ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხი უსაფრთხო ზონაში გაიყვანონ, და ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა თქვენ“–თქვა პუტინმა.

    მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთში ჩავიდნენ სამსახურს ითხოვენ. ევროპაში გაქცეული უკრაინელები კი, პუტინის თქმით “რესტორნებში დადიან და ფასდაკლებებს ითხოვენ.“

    ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა “სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციამ“ 22 ოქტომბერს ქალაქის მაცხოვრებლებისგან ქალაქის სასწრაფოდ დატოვება და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა მოითხოვა. ხერსონში დარჩენა, მათი თქმით უსაფრთხო არ არის უკრაინული არმიის შესაძლო დაბომბვების გამო. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, რამდენმა ადამიანმა დატოვა ხერსონი და სად წავიდნენ ისინი.

    უკვე 28 ოქტომბერს რუსეთის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკებმა გამოაცხადეს, რომ ევაკუაცია დასრულდა და ქალაქიდან, სადაც მათი შეფასებით 100 ათსი ადამიანი ცხოვრობდა, 70 ათასი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.

    ხერსონის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ქალაქში ფაქტიურად არაფერი არ მუშაობს. დახურულია ბანკები, საპენსიო ფონდები, საპასპორტო მაგიდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, კომუნალური სამსახურები და პროდუქტებით მომარაგება. “ქალაქში დადის გადაცმული როსგვარდია, დანარჩენები სანგრებში ზიან და სიკვდილს ელოდებიან“– ამბობს ერთ–ერთი ხერსონელი.

     

  • უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს – მიხაილო პოდოლიაკი

    “მორიგი “დიპლომატიური მოგვარების” გეგმის თითოეული ავტორი, რომელიც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, ავიწყდება ის დეტალი, რაც ამას შეუძლებელს ხდის. ეს დეტალი უკრაინელი ხალხის ნებაა. ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე. უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსეთს,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დავეხმარებით – ბერბოკი

    “ერთიან სანქციებს, რომელთა ინიცირებაც მოვახდინეთ, მოჰყვება ზამთრის ერთიანი დახმარების პაკეტი დიდი შვიდეულის პარტნიორებისგან. […] დახმარების ეს პაკეტი ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ზამთარში მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგია, გატეხოს უკრაინა, წარმატებულია”.

    განაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

  • ოკუპანტები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან – ბრიტანეთი

    რუსული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

    “ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკანდახევისთვის დახვრეტით ემუქრებიან, რათა აიძულონ შეტევა”, – წერია განახლებაში.

    ანგარიშში ნათქვამია ასევე რომ ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მათ მეთაურებს იარაღი გამოეყენებინათ დეზერტირების წინააღმდეგ. გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე.

  • მტერმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებები 3-ჯერ გაზარდა – ზალუჟნი

    მტერმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებები 3-ჯერ გაზარდა – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა  ვალერი ზალუჟნიმ.

    “განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, რომელიც დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე – ყოველდღიურად 80-მდე შეტევაა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით ვინარჩუნებთ თავდაცვას“, – თქვა ზალუჟნიმ.

    მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფრონტზე ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხორციელდება.
  • უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 107 სამხედრო დააბრუნა, მათ შორის აზოვსტალის მცველები 

    უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 107 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის აზოვსტალის მცველები. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

    “ჩვენ დავაბრუნეთ სახლში ბევრი დაჭრილი სამხედრო. კერძოდ, შევძელით გაგვეცვალა და დაგვებრუნებინა მძიმედ დაჭრილები მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან. ძირითადი დაზიანებები მათ კიდურებში აქვთ მიღებული, ასევე ზოგს ამპუტირებული აქვს ხელი ან ფეხი, ზოგიერთს სხვადასხვა სიმძიმეს დამწვრობები აღენიშნება. ბევრ ჩვენ სამხედროს ჭრილობები ჯერ კიდევ მარტის თვეში აქვს მიღებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. დავაბრუნეთ 6 ოფიცერი, 101 რიგითი და სერჟანტი. ისინი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე საზღვაო ფლოტის სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და სხვა დანაყოფების წევრები. დავაბრუნეთ რამდენიმე მოხალისე, რომელიც მარიუპოლში საბრძოლველად იყო წასული. რაც შეეხება აზოვსტალის მცველებს – 74 მცველი დავიბრუნეთ”, – ამბობ ერმაკი.

  • უკრაინის რადამ რაბინოვიჩს სადეპუტატო მანდატი ჩამოართვა

    უკრაინის უმაღლესმა რადამ ორ სახალხო დეპუტატს მანდატი ჩამოართვა.

    “პარლამენტმა ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება ორ სახალხო დეპუტატს – ი.ი. ვასილკოვსკის და ვ.ზ. რაბინოვიჩს, რომლებსაც 2022 წლის 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვათ“–წერს რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამში.

    მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას 304 დეპუტატიდან 292–მა დაუჭირა მხარი.

    ვადიმ რაბინოვიჩი პრორუსული პარტიის, “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ერთ–ერთი ლიდერი იყო, რომელსაც უკრაინაში საქმიანობა სექტემბერში საბოლოოდ აუკრძალეს.

    თავად რაბინოვიჩი აცხადებდა, რომ უკრაინიდან ისრაელში ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში წავიდა – რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

    იგორ ვასილკოვსკი პარლამენტში პარტია “ხალხის მსახურიდან“ მოხვდა.

    ივლისში გამოჩნდა ინფორმაცია ამ ორივე დეპუტატისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. საქმე ეხება პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებას  №502/2022 , რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

  • რუსეთმა უკრაინაში 2-ჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში – ზალუჟნი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში.

    “უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში – 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში” – აცხადებს ჟალუზნი

  • უკრაინელებმა სამხრეთში რუსული საბრძოლო მასალის 4 საცავი გაანადგურეს

    უკრაინელმასამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში,რუსეთის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმის შეედეგად გაანადგურეს საბრძოლო მასალის ოთხი საცავი და საწვავის გადამზდი ტანკი.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინის სამხედროებმა განახორციელეს 150 საცეცხლე მისია და საჰაერო თავდასხმა რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სამხრეთში.

  • ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეექმნება – რუსეთი

    “ბირთვული შეკავების პოლიტიკის განხორციელებაში რუსეთი მკაცრად და თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს პოსტულატით, არ იქნას დაშვებული ბირთვული ომი, რომელსაც გამარჯვებული ვერ ეყოლება და რომელიც არასდროს უნდა გაჩაღდეს. რუსეთის დოქტრინალური მითითებები ნახსენებ სფეროში ნათლად არის ასახული, ისინი წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევიან. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით ჰიპოთეტური რეაგირება დაიშვება მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით განხორციელებულ აგრესიაზე პასუხის გასაცემად ან თუ აგრესია, ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, საფრთხეს უქმნის თავად სახელმწიფოს არსებობას”

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბირთვული ომის თავიდან არიდებასთან დაკავშირებული განცხადებას ავრცელებს.