Category: კულტურა

  • მაკბეტის ახალ ეკრანიზაციაში დენზელ ვაშინგტონი ითამაშებს

    ჰოლივუდში შექსპირის კლასიკის მორიგი ეკრანიზაცია მზადდება. ჰოლივუდ რეპორტერის ცნობით “მაკბეტის“ მოტივებზე გადაღებულ ფილმში პოპულარული მსახიობები, დენზელ ვაშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი ითამაშებენ. ფილმის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი მსახიობის ქმარი, ჯოელ კოენია. ფილმის გადაღებების გრაფიკი ჯერ დადგენილ არ არის.
    შეგახსენებთ, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში დაწერილი პიესის სიუჟეტი შოტლანდიელი ლორდის გარშემო ტრიალებს, რომელსაც ალქაჯები უწინასწარმეტყველებენ რომ მეფე გახდება. ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებული და ცოლისგან გაქეზებული ლორდი მასთან სტუმრად მისულ მეფეს კლავს და მის ტახტს იკავებს, რაც საბოლოოდ მისთვის ცუდად მთავრდება.
    ეს ნაწარმოები ეკრანებზე არაერთხელ გადაიტანეს. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია 1948 წლით თარიღდება. ბოლო კი 2015 წლით. მთავარი როლები მაკბეტის ამ ეკრანიზაციაში მაიკლ ფასბენდერმა, შონ ჰარისმა, მარიონ კოტიარდმა, დევიდ ტიულისმა, ჯეკ რეინორმა და სხვა მსახიობებმა შეასრულეს.

     

  • კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში” ტრეილერი გამოქვეყნდა

    ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტისა და რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმის, “Once Upon A Time In Hollywood”-ის ტრეილერი  გამოქვეყნდა.

    ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ, სიუჟეტი კი 1960-იან წლებში ლოს-ანჯელესში განვითარებულ ამბებს, კერძოდ კი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის ისტორიას შეეხება.ტარანტინოს თქმით, მის რიგით მე-9 ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს ანჯელესში ვითარდება. მთავარი გმირი რიკ დალტონი (დიკაპრიო) სატელევიზიო ვესტერნი სერიალების მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავობა სურს, მის დუბლიორ-კასკადიორ კლიფ ბუთს (ბრედ პიტი) კი იგივე გეგმები აქვს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის მკვლელობის ისტორია ფილმის ერთგვარი ფონი იქნება.

    ფილმი  2019 წლის 26 ივლისს გამოვა.

  • „გალაქტიკის მცველების“ მესამე ნაწილის გადაღებას ისევ ჯეიმს განი გაუძღვება

    ცნობილია რომ, „გალაქტიკის მცველების“ მესამე ნაწილის გადაღებას ისევ ჯეიმს განი გაუძღვება. გასულ წელს 51 წლის რეჟისორი, „DISNEY“-იმ თანმდებობიდან გაანთავისუფლდა, მიზეზი თვითერზე უხამსი პოსტების დადება გახდა.„DISNEY“-იმ ფილმის გადაღების დასრულებისთვის შესაბამისი რეჟისორი ვერ მოძებნა და საბოლოოდ  გადაღებას მაინც რეჟისორი ჯეიმს განი დაასრულებს.
    თუ როდის ვიხილავთ “გალაქტიკის მცველების” მესამე ნაწილს ჯერ კიდევ უცნობია.

  • სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის ტრეილერი (ვიდეო)

    ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალის  „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა.

    “მე ვიცნობ სიკვდილს. მას ბევრი სახე აქვს”, – ამბობს არიას, ამ სიტყვებით ის გვატყობინებს რომ თეთრი მოსიარულეები უკვე ვინტერფელში არიან.
    ​სოციალურ ქსელში ახალმა ტრეილერმა გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან სერიალის ფანებმა ახალი ინფორმაცია ვერ მიიღეს, გარდა იმისა, რაც უკვე იცოდნენ – „ვინტერფელში ომისთვის ემზადებიან“.

    „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა.

  • “ჩემი ცოლის დაქალების” მეთხუთმეტე სეზონი იწყება

    პოპულარული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი 8 მარტს დაიწყება.

    სერიალის მეთხუთმეტე სეზონი კვლავ გავა პარასკევს, შაბათს და კვირას, საინფორმაციო გადაცემა “კურიერის” დასრულების შემდეგ, “რუსთავი 2”-ის ეთერში.

    სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ კვლავ შევხვდებით მთავარ პერსონაჟებს, თუმცა კარგად დავიწყებული ძველი სახეებიც დაბრუნდებიან.

    პროდიუსერის თქმით, უნდა ველოდოთ სიახლეებსაც:

    “ტრადიციულად იქნება სიახლეები. ყველა ახალმა სეზონმა ახალი სათქმელი, ხედვის კუთხე, პერსონაჟის ან სიუჟეტის განვითარების ხაზი უნდა მოიტანოს. ასე რომ, სტილს ამ სეზონშიც დავიცავთ, და მსგავსი სიახლეები იქნება”.

    სერიალის მეთხუთმეტე სეზონში 62 სერია იქნება და ის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

    წყარო – on.ge

  • პეტ მეთინი თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალის ჰედლაინერია

    {{ARTICLEIMAGE}}თბილისი 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერი ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინია. ის 20 გრემის ჯილდოს მფლობელია.

    „თიბისის“ ინფორმაციით, თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება.

    1 მარტს ივენთ ჰოლის სცენას პეტ მეთინი და მისი ტრიო დაიკავებს. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები – დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი წარსდგებიან.

    2 მარტს კი ფესტივალი პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

    ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით.

    პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარსდგება.

    ვრცლად პეტ მეთინზე

    20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ჩვენი დროის ყველაზე ორიგინალური ჯაზ-გიტარისტი, ლეგენდარული პეტ მეთინი ერთადერთი არტისტია მუსიკის ისტორიაში, რომელმაც გაიმარჯვა, გრემის 10 სხვადასხვა კატეგორიაში.

    მის მიერ შესრულებული მუსიკა რთულია რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მიაკუთვნო, მაგრამ ცალსახაა, რომ მეთინი არის უნიკალური შემსრულებელი, რომელიც სცდება ჯაზის საზღვრებს. ჯაზ-გიტარისტი იმ იშვიათი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეასრულონ ის მუსიკა რომელიც მათ სურთ და ამასთანავე არასდროს დაკარგონ მსმენელის სიყვარული.


    პეტ მეთინი ესბორნ სვენსონის ტრიოსთან ერთად

    პეტ მეთინმა, გიტარაზე დაკვრა 13 წლის ასკში დაიწყო. ნიჭიერმა მუსიკოსმა განათლება მაიამისა და ბერკლის უნივერსიტეტებში მიიღო. სადებიუტო ჩანაწერი 1974 წელს პოლ ბლეისთან და ჯაკო პასტორიუსთან ერთად გამოუშვა. 1974-77 წლები პეტ მეთინის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში გიტარისტი გარი ბერტონის ბენდთან მუშაობდა. 1978 წელს მეთინიმ საკუთარი ჯგუფი ჩამოაყლიბა, რომლის წევრებიც იყვნენ ლაილ მეისი (კლავიში), მარკ იგანი (ბასი) და დენ გოთლიბი (დასარტყამი ინსტრუმენტი). სწორედ ამ პერიოდში პეტ მეთინი იქცა ყველაზე პოპულარურ ჯაზ-მუსიკოსად, რომლის კონცერტებზე მელომანებით ივსებოდა ყველაზე დიდი სტადიონებიც კი.

    პეტ მეთინი მუდმივად თავს არიდებდა პროგნოზირებადი მუსიკის შესრულებას და არასდროს ერიდებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას. მნიშვნელოვანია, მეთინის ცალკეული პროექტები; მაგალითად 1980 წელს, მუსიკოსმა დიუი რედმანთან, მაიკ ბრეკერთან და ჩარლი ჰედენთან თანამშრომლობით გამოუშვა ალბომი “80/81“. პეტ მეთინის ცალკეული პროექტები ასევე ითვლის ერთობლივ ჩანაწერს სონი როლინსთან, 1990 წელს გამართულ ტურს ჰერბი ჰენკოკის კვარტეტთან ერთად, ტრიო ალბომის გამოშვებას დეივ ჰოლანდთან და როი ჰეინესთან ერთად და თანამშრომლობას ჯოშუა რედმანთან.

    {{VIDEO}}

    ჯაზ-გიტარისტს კარიერის განმავლობაში, არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული და ყველა მათგანი ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. მაგალითად, მუსიკოსის მიერ, 1994 წელს გამოშვებულმა ალბომმა, სახელწოდებით „Zero Tolerance for Silence“, მეთინს, როგორც ყველაზე კრეატიული შემსრულებლის სახელი დაუმკვიდრა. “ECM RECORDS”-ში ჩაწერილმა კომპოზიციებმა კი ცხადყო, რომ პეტ მეთინი, საკუთარი საშემსრულებლო მანერით მსოფლიო დონის მუსიკოსია.

    პეტ მეთინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომია Beyond the Missouri Sky (Short Stories), რომელიც მუსიკოსმა 1997 წელს, ჩარლი ჰეიდენთან ერთად გამოუშვა. სწორედ აღნიშნულმა ალბომმა მოუტანა მეთინს ერთ-ერთი გრემის ჯელდო. Beyond the Missouri Sky (Short Stories) მუსიკოსის კარიერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სიმფნიურ ორკესტრთან ერთად, მსმენელი წინაშე პეტ მეთინი სწორედ აღნიშნული ალბომით წარდგება.

     

  • ალმადოვარის ახალი ფილმი პენელოპა კრუზისა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით

    ესპანელმა რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა ახალი ფილმი გადაიღო. მთავარ როლებს პენელოპა კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.

  • მეთიუ მაკკონაჰი და ენ ჰეთევეი “ცდუნებების ზღვაში“

    ენ ჰეთეუეიმ და მეთიუ მაკკონახმა ფილმის – “ცდუნებების ზღვაში“ მაშტაბური საპრემიერო ტურნე დაიწყეს. მთავარი პრემიერა ნიუ–იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მთავარი როლების შემსრულებლები წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდნენ. შემდეგ კი ფილმის ჩვენებას დაესწრნენ.

    ფილმის სიუჟეტი ყოფილ საყვარლებზე მოგვითხრობს: ქალმა საყვარელი მილიარდერის გამო მიატოვა, ის კი ყველაფრისთვის მზად არის ოღონდ ქალი დაიბრუნოს. ისტორია კარიბის კუნძულების ფონზე ვითარდება.  ენი საბედისწერო ქერათმიანი ლამაზმანის როლს თამაშობს.