Category: კულტურა

  • ქართული ფილმი კანის კინოფესტივალზე საუკეთესოთა შორის მოხვდა

     

    ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტია. ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” 70-მდე კინოკრიტიკოსის მაღალი შეფასებით საუკეთესოთა შორის მოხვდა და რეიტინგში მეშვიდე ადგილიც დაიკავა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში კანის კინოფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, აღიარება მოულოდნელი აღმოჩნდა.
  • HBO-ს მორიგი სერიალი რომელმაც რეიტინგით “სამეფო კარის თამაშებს” გადაუსწრო

     

    ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ მორიგი მაღალრეიტინგული  მინი სერიალი  შექმნა, რომელმაც რეიტინგით ყველასათვის კარგად ცნობილ “სამეფო კარის თამაშებს” და “მძიმე დანაშაულს” გადაასწრო. მინი სერიალ “ჩერნობილს“  IMDB-ზე შეფასება   9.5 აქვს და ის  მეორე ადგილს იკავებს “Planet Earth II “-ის შემდეგ. სერიალის პრემიერა 6 მაისს შედგა და ის მხოლოდ 5 ეპიზოდისგან შედგება. 3 ეპიზოდი უკვე გამოსულია. 4–ე ეპიზოდი 27 მაისს გამოდის ხოლო  5–ე ეპიზოდი 3 ივნისს.
    „ჩერნობილის“ სცენარი კრეიგ მაზინმა დაწერა, რეჟისორი კი იოჰან რენკია რომელსაც ისეთ სერიალებზე უმუშავია როგორებიცაა: “მძიმე დანაშაული”, “მოსიარულე მკვდრები”,  “ვიკინგები”.
    სერიალი საკმაოდ რეალისტურია და ის მსოფლიოში დატრიალებულ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას გადმოსცემს  და შესაბამისად მოიცავს არც თუ ისე სასიამოვნო კადრებს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
    მსახიობი ჯარედ ჰარისი სერიალში საბჭოელ ქიმიკოს მეცნიერ ვალერი ლეგასოვს განასახიერებს, რომელიც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიების კომისიის წევრი გახდა. არაორგანული ქიმიის სპეციალისტმა ავარიის ადგილზე ორი კვირის ნაცვლად ოთხი გაატარა და რადიაციული დასხივება მიიღო, რამაც ჯანმრთელობა შეურყია. მოკლე დროში ლეგასოვი საიდუმლო ინფორმაციების გამავრცელებლად შეირაცხა, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრობა დაკარგა, კატასტროფიდან ორი წლის შემდეგ კი იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
    სერიალში გამოყენებული პერსონაჟების სახელები რეალურია

    ყველაზე რეიტინგული სერიალებია IMDB-ზე

    • “პლანეტა დედამიწა II” – 9.5
    • “ჩერნობილი” – 9.5
    • “ჯარისკაცთა საძმო” – 9.4
    • “პლანეტა დედამიწა” – 9.4
    • “სამეფო კარის თამაშები” – 9.4
    • “მძიმე დანაშაული” – 9.4

     

  • 250 ათასი ადამიანი პეტიციით ითხოვს რომ “სამეფო კარის თამაშები” ხელახლა გადაიღონ

    პოპულარული ამერიკული სერიალის “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონით მაყურებელი უკმაყოფილოა. ფანების მრავალრიცხოვანი არმია უკმაყოფილოა სერიალში განვითარებული მოვლენებით, ეს უკმაყოფილება კი ძირითადად ფინალური სეზონის მე-5 ეპიზოდმა გამოიწვია.  ყველასათვის კარგად ცნობილი “დრაკონების დედა” დეინერის ტარგარიენი, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში მონების გათავისუფლებით იყო დაკავებული, მოულოდნელად მონსტრად გადაიქცა და ათასობით უდანაშაულო ადამიანი დრაკონის ცეცხლით გაანადგურა. ფანები უკმაყოფილონი არიან ასევე პერსონაჟების განვითარების ხაზითაც. მათი აზრით სეზონის ერთადერთი დადებითი მხარე მხოლოდ სერიალის მუსიკალური გაფორმება და ლამაზად შერჩეული კოსტიუმებია.

    ამდენი იმედგაცრუების გამო ფანებმა სერიალის შემქმნელებს სამაგიერო გადაუხადეს და IMDB-ზე რეიტინგი მთლიანად გაუნადგურეს. მე-5 ეპიზოდს შეფასება მხოლოდ  6.8 აქვს, მე-4 ეპიზოდს კი 6.1.

    ფანების არმიამ არ იკმარა მხოლოდ რეიტინგის განადგურება და ერთ-ერთმა მაყურებელმა,  ჩათვალა რომ “სამეფო კარის თამაშები” ახალ ფინალურ სეზონს იმსახურებს  და შექმნა პეტიცია ამ მოთხოვნით.

    “დევიდ ბენიოფმა და დ.ბ ვაისმა დაამტკიცეს, რომ არიან არაკომპეტენტური სცენარისტები. მათ არ შეუძლიათ წერა, როცა არ აქვთ  (წიგნები), რომელსაც დაეყრდნობიან. ეს ისტორია იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც უფრო დიდი აზრი ექნება, მოაწერეთ ჩემს პეტიციას ხელი და ვაქციოთ ყოველივე ეს რეალურად”, — წერს ავტორი.

    ამჟამად პეტიციას ხელს 249,783 – ადამიანი აწერს. სულ კი 300 ათასი ადამიანის ხელმოწერაა საჭირო რომ პეტიცია გაიგზავნოს.

    იხილეთ პეტიცია

  • HBO-მ ”სამეფო კარის თამაშებში” შემთხვევით მოხვედრილ ყავის ჭიქაზე კომენტარი გაკეთა

    ”სამეფო კარის თამაშები” დღევანდელობის ყველაზე პოპულარული სერიალია და მასში მომხდარ სცენებს არაერთხელ მოჰყოლია დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. თუმცა ეს შემთხვევა სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება.

    კურიოზული შემთხვევა მერვე სეზონის მეოთხე სერიაში მოხდა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ბუნებრივად მიმდინარეობს, მეომრები სერიალის მთავარ პერსონაჟებთან ერთად ვინტერფელის ომში გამარჯვებასა და ღამის მეფის დამარცხებას აღნიშნავენ.

    მაგრამ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სცენაში რეჟისორებსა და ოპერატორებს ერთი ფაქტი გამორჩათ, რაც, რა თქმა უნდა, მაყურებლების ყურადღების ცენტრში მოექცა და მეორე დღეს ფაქტობრივად ყველა ამაზე საუბრობდა. საქმე იმაშია, რომ დრაკონების დედას, დეინერის ტარგარიენს მაგიდაზე ჩვეულებრივი სასმისის ნაცვლად ”სტარბაქსის” ყავის ჭიქა უდგას. როგორც ჩანს გადამღები ჯგუფიდან ვერავინ ვერ შეამჩნია მაგიდაზე ”განსხვავებული” სასმისის არსებობა.

    ამ ფაქტს სერიალის გადამღები კომპანია HBO-ც გამოეხმაურა და მათ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, მერვე სეზონის მეოთხე სერიაში შემჩნეული ლატე შეცდომა იყო, რადგან დეინერისს ბალახის ჩაი ჰქონდა შეკვეთილიო. მოგვიანებით სერიალის სამხატვრო დირექტორმა ჰოუკი რიხტერმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს მთლიანად გამოეპარათ ეს ფაქტი.

    რასაკვირველია ამ შემთხვევას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა სერიალის განვითარებაში არ ჰქონია, თუმცა მაინც საინტერესოა შუა საუკუნეების პერიოდზე გადაღებულ სერიალში დრაკონების დედის წინ მაგიდაზე ”სტარბაქსის” ჭიქის არსებობა.

  • რა სერიალებს უნდა უყუროთ მაისში. ნეტფლიქსი და HBO ნამდვილ ვარსკვლავთცვენას გვიმზადებენ

    მაისის თვე სერიალების თვალსაზრისით დატვირთული იქნება: რენე ზელვეგერი და უმა თურმანი Netflix–ის ახალ ტრილერებში ითამაშებენ, HBO კი ბოლოს და ბოლოს გამოუშვებს სერიალს ჩერნობილის შესახებ.

    ნეტფლიქსი ტელევიზიაში რევოლუციას განაგრძობს და თავის პროექტებში პირველი კლასის მსახიობებს ეპატიჟება. ამჯერად უმა თურმანი მისტიკურ ტრილერში – “საიდუმლო ოთახები“ გადაიღეს. სერიალი ახალგაზრდა ქალის, საშას ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაში უცნაური ამბები იწყება მას შემდეგ, რაც გულის გადანერგვას უკეთებენ. უმა თურმანი გოგონს დედის როლს თამაშობს, რომლის გული გადანერგვისთვის გამოიყენეს და რომლის შესახებ მოგონებები საშას ცხოვრებაში აღწევს.

     

    ტელევიაში ბრუნდება კიდევ ერთი დიდი მსახიობი – ჯორჯ ქლუნი, რომელიც ბოლოს სატელევიზიო სერიალში 1990–იანებში გადაიღეს. სერიალი “სასწრაფო“ ბევრს დღემდე ახსოვს. ქლუნი რეჟისორი და მთავარი რლის შემსრულებელია “ხაფანგი 22“–ში. ეს არის სასაცილო და ენამახვილობით გადმოცემული ისტორია დიდ პოლიტიკაზე და პატარა ადამიანზე .

    ქლუნიმ ჯოზეფ ჰელერის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გააკეთა, რომელიც 60იან წლებში გაომიცა. მისი მთავარი გმირი ამერიკელი სამხედროა. ძალიან ეშინია ომში დაღუპვის და მთელი ძალებით ცდილობს ბრძოლაში მონაწილეობას თავი დააღწიოს. მაგალითად, თავს იგიჟიანებს. მინი სერიალი ექვსი ეპიზოდისგან შედგება და მასში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს.

    პრემიერა 17 მაისს შედგება.

     

    მაისში ნეტფლიქსი აქცენტს ჰორორზე და დიდ ვარსკვლავებზე აკეთებს. სერიალი „რა იქნება, რომ.. “ (What/If) ეკრანზე რენე ზელვეგერის ერთგვარი დაბრუნება იქნება. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურის“ მესამე ნაწილის გამოსვლის შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა. ახალ პროექტში რენე ზელვეგერის გამირი იდუმალი მდიდარი ლამაზმანია, რომელიც ახალდაქორწინებულ ხელმოკლე წყვიტს წინადადებას სთავაზობს. შემდეგ კი საშიში თამაშები იწყება. სერიალის პრემიერა 24 მაისს შედგება.

     

    მაისში გამოვა კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ. სერიალი ჩერნობილი HBO –მ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა. სერიალზე, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე საშინელ კატასტროფას ეხება, ბრწყინვალე გუნდმა იმუშავა. სიუჟენტში აქცენტი კეთდება “მამაც ქალებზე და კაცებზე“, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ევროპის გადასარჩენად წარმოუდგენელი კატასტროფისგან. ტრეილერის მიხედვით სიუჟეტი ძალიან მძიმე იქნება.

    პრემიერა 6 მაისს შედგება.

    კიდევ ერთი სერიალი, რომელიც მაისში გამოდის და რომელშიც პირველი რანგის ვარსკვლავი თამაშობს გახლავთ “საუკეთესოები ლოს ანჯელესში“. მთავარი გმირები ქალი პოლიციელები არიან. მთავარ როლს კი ჯესიკა ალბა თამაშობს. მისი გმირი, ნენსი ლოს ანჯელესში დეტექტივად მუშაობს და თან მარტოხელა დედაა. მისი მეწყვილე სიდი წარსულში ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა გადაწყვიტა უფრო მშვიდი სამუშაო ეშოვა და უბრალო დეტექტივი გახდა.

  • ნეტფლიქსმა ბიონსეს დოკუმენტური ფილმის გამოსვლის თარიღი დააანონსა

    ნეტფლიქსმა ბიონსეს შესახებ  დოკუმენტურო ფილმი “Homecoming” გადაიღო რომელიც ეკრანებზე 17 აპრილს გამოვა. გუშინ გამოქვეყნდა ფილმის ოფიციალური თრეილერიც.დოკუმენტური ფილმი 2018 წელს კოაჩელაზე ბიონსეს გამოსვლას შეეხება – ფილმში ძირითადად გამოუქვეყნებელი კადრები და ინტერვიუები იქნება.2018 წელს, ბიონსეს  კოაჩელაზე გამოსვლა ისტორიული იყო – ის გახდა პირველი შავკნანიანი ქალი, რომელიც ფესტივალის ჰედლაინერი იყო.

  • რატომ ვერ დაესწრო “სერსეი” “სამეფო კარის თამაშების” პრემიერას?

    გუშინ, 3 აპრილს,  ნიუ-იორკში სამეფო კარის თამაშების ფინალური  მე-8 სეზონის პრემიერა გაიმართა. პრემიერამდე ვარსკვლავები კამერების წინ საპოზიოროდ შეიკრიბნენ. წითელ ხალიჩაზე არ გაუვლია  სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელ ლინა ჰიდს, რომელიც პრემიერაზე საერთოდ არ მოვიდა.

    პოპულარულმა  მსახიობმა და მთავარი ერთ-ერთი როლის შემსრულებელმა   არყოფნის მიზეზი  ინსტაგრამზე განმარტა და თქვა, რომ ავადმყოფობის გამო ნიუ-იორკში ჩაფრენა ვერ მოახერხა

    ლინა ჰიდმა  დაწერა, რომ ის ძალიან გულნატკენია იმით, რომ პრემიერაზე ყოფნა ვერ მოახერხა და მისი მდგომარეობის ამსახველი ფოტოც ატვირთა.

    სერიალის ფინალური სეზონის მსოფლიო პრემიერა 14 აპრილს შედგება.

     

  • როცა გავიგე რომ არია კვდება- მეისი უილიამსი “სამეფო კარის თამაშებზე”

    რამდენიმე დღის წინ ჯიმი ფელონს შოუში მეისი უილიამსი ჰყავდა სტუმრად. მეისი უილიამსი ყველასათვის  ცნობილ პერსონაჟის არია სტარკის როლს ასრულებს სერიალში “სამეფო კარის თამაშებში” როდესაც  ჯიმი ფელონმა მეისის სთხოვა რომ პატარა დეტალი მაინც გაემხილა  ბოლო სეზონიდან, მეისის შემთხვევით წამოსცდა რომ ” გადაღების ბოლო დღეები განსაკუთრებით ემოციური იყო ყველასათვის, როდესაც გავიგე რომ არია მეორე ეპიზოდში კვდება…”

    ყველასათვის საყვარელი სტარკების ქალიშვილის სიკვდილი რა თქმა უნდა არავის გახარებია და დარბაზიც რამდენიმე წუთის განმავლობაში შოკში იყო, თუმცა შოუ დადგმული იყო და ეს უბრალოდ 1 აპრილის ხუმრობა იყო.

    გუშინ ასევე გამოქვეყნდა სერიალის ბოლო თიზერი სადაც  მიტოვებული ვინტერფელი ჩანს, ასევე ჩანს ბრან სტარკის ცარიელი სავარძელი, მეფის მარჯვენის გულსამაგრი, ჯეიმი ლანისტერის მარჯვენა ხელის ოქროს იმპლანტი, არია სტარკის “ნემსი”, ბუმბული რომელიც რობერტმა 1 სეზონში ლიანა სტარკის ქანდაკებაზე დატოვა, ჯონ სნოუს სისხლიანი მახვილი და დეინერის ტარგარიანის გულსაბნევი. თუ რას უნდა ნიშნავდეს  თიზერის ეს კადრები ჯერ-ჯერობით უცნობია. ყველაზე რეიტინგული სერიალის ბოლო სეზონის პრემიერა კი 14 აპრილს შედგება.