Category: კულტურა

  • სილვესტერ სტალონე რემბოს როლს უბრუნდება


    სილვესტერ სტალონემ “რემბოს“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაასრულა ამის შესახებ მსახიობმა ერთ–ერთ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. “რემბოს“ სერიის მეხუთე ფილმის ქვესათაურია “უკანასკნელი სისხლი“. მსახიობმა მიანიშნა, რომ ის ამ გმირს საბოლოოდ დაემშვიდობა.

    “დასრულდა. ეს იყო უკანასკნელი დუბლი. “უკანასკნელი სისხლი“ … ეს მართლაც გასაოცარი მოგზაურობა იყო. პირველად 1980 წელს გავიცანი გმირი, რომელსაც ხელს არავინ კიდებდა. იცით, მე ამ როლზე მეთერთმეტე კანდიდატი ვიყავი. ამ გმირში უზარმაზარი შესაძლებლობა დავინახე. ეს გრძელი გზა იყო. მადლობა მხარდაჭერისთვის“ – წერს მსახიობი.

    მეხუთე სერიაში ჯონ რემბო პოსტტრავმატულ სინდრომს ებრძვის. წარსულის დემონების დასაძლევად არიზონაში რანჩოზე მიემგზავრება, სადაც ცდილობს წარსული და ომის პერიოდი არ გაიხსენოს. თუმცა ერთხელაც იგებს, რომ მისი ახლობლის ქალიშვილი უცნაურად გაუჩინარდა. ის გოგონას ძებნას იწყებს და დანაშაულებრივ დაჯგუფებას აღმოაჩენს, რომელიც ქალებით ვაჭრობს. რემბო გადაწყვეტს დამნაშავეებს გაუსწორდეს და მათი მსხვერპლი გადაარჩინოს.

    ჯერჯერობით ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია. სცენარი სტალონემ დევიდ მორელთან და მეთიუ სირულნიკთან ერთად დაწერა. ფილმის რეჟისორი ადრიან გრიუნბერგია, თუმცა თავდაპირველად რეჟისორობას თავად სტალონე აპირებდა.
    შეგახსენებთ, რომ რემბოს ეპოპეის პირველი ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში 125 მილიონი დოლარი შეაგროვა. მომავალი წლის დასაწყისში სტალონეს მონაწილეობით ეკრანებზე კიდევ ერთი ფილმი გამოვა. ეს არის სპორტული დრამა კრედო 2.

  • ცნობილი ანიმაციური სერიალის, ”SPONGEBOB”-ის შემქმნელი გარდაიცვალა

    სტივენ ჰილენბურგი, ნიკელოდეონის მეგაჰიტის, ”SpongeBob SquarePants”-ის შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    სიკვდილის მიზეზად ამიოტროფიული სკლეროზი დასახელდა, რაც მას გასული წლის მარტში დაუდგინეს.

    მისი, როგორც ანიმატორის კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1992 წელს ის დააჯილდოვეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, ”Wormholes”-ის შექმნისთვის.  ამის შემდეგ მან მთლიანად მიუძღვნა თავისი ცხოვრება ანიმაციების შექმნას და უკვე  1996 წელს დაიწყო ყველასათვის საყვარელ ანიმაციურ სერიალზე, ”SpongeBob”-ზე მუშაობა. 1999 წლის 1 მაისს კი შედგა მისი პრემიერა ”Nickelodeon”-ზე და ძალიან მალე ღრუბელი ბობი ყველასთვის საყვარელ ანიმაციურ გმირად იქცა.

  • “მეფე ლომი”- ის ახალი ეკრანიზაცია

    2019 წლის 19 ივლისს ეკრანებზე “მეფე ლომი”-ის ახალ ეკრანიზაციას ვიხილავთ.ფილმის რეჟისორი ჯონ ფავროა  რომელმაც ასევე შექმნა ისეთი ფილმები როგორებიცაა: ჯუნგლების წიგნი, რკინის კაცი, უოლ სტრიტის მგელი და ასე შემდეგ.სიმბას, მსახიობი დონალდ გლოვერი ახმოვანებს, ნალას – ბიონსე, მუფასას – ჯეიმს ერლ ჯონსი. ფილმში მუსიკალურ გახმოვანებაზე, ისევე როგორც 1994 წელს, ელტონ ჯონმა იზრუნა.მეფე ლომი 1994 წლის 15 ივნისს გამოვიდა და დაიმსახურა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, რომლებმაც მოიწონეს მუსიკა, სიუჟეტი და ანიმაციის ხარისხი. იგი იყო 1994 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და რიგით მეორე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანების სიაში. ნამუშევარმა ორი ოსკარი მიიღო (მუსიკის კატეგორიებში) და ორი ოქროს გლობუსი – საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის. წარმატებას მოჰყვა ფრენჩაიზის შემუშავებაც, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მიუზიკლი; ორი პირდაპირ ვიდეოზე გამოსული ფილმი, „მეფე ლომი 2: სიმბას სიამაყე“ და „მეფე ლომი 1½“; ორი ტელესერიალი, „ტიმონი და პუმბა“ და „მცველი ლომი“, აგრეთვე თავად მეფე ლომის 3D ვერსია.
  • სექსი დიდ ქალაქში ეკრანებს უბრუნდება ქერი ბრედშოუ ქვრივდება

    ნახევარი წელი მთელი ჰოლივუდი განიხილავდა სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტროლს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, რომელიც  ფილმის – “სექსი დიდ ქალაქში“ მესამე ნაწილი გადაღებების მზადების ნიადაგზე დაიწყო. საბოლოოდ მსახიობმა, რომელიც ბოლო თვრამეტი წელია მაყურებელს სამანტა ჯონსის როლში ევლინება პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მისმა გმირმა აქტუალობა დაკარგა. თუმცა როგორც  მოგვიანებით გახდა ცნობილი,  სინამდვილეში კიმ კეტროლს ახალ ფილმში თამაში იმიტომ არ უნდა, რომ სცენარი მთლიანად სარა ჯესიკა პარკერის გმირზეა კონცენტრირებული.

     ამ დღეებში გაჟონა ფილმის მესამე ნაწილის დეტალებმა, რომელსაც დიდი ხანია ელიან. ნიუ იორკელი დაქალების საგა ხომ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. “სექსი დიდ ქალაქში 3“– ის სიუჟეტის ცენტრში ქერი ბრედშოუ იქნება, რომელიც ფილმის დასაწყისშივე დაქვრივდება. სცენარისტების თქმით მისი ქმარი, მისტერ ბიგი გულის შეტევით გარდაიცვლება, ქერი კი ახალ ცხოვრებას იწყებს, მისი ოცნების მამაკაცის გარეშე. შეგახსენებთ, რომ სერიალის ბოლო სეზონში კრის ნოტის გმირს გულის პრობლემები ქონდა, ბრედშოუ კი საყვარელ მამაკაცს გულის შეტევის შემდეგ გაჯანმრთელებაში ეხმარებოდა. როგორც ჩანს “სექსი დიდ ქალაქში 3“ 1998 წელს დაწყებული პროექტის დამაგვირგვინებელი და ყველაზე სენტიმენტალური ნაწილი იქნება.ფილმის გადაღებები 2019 წელს დაიწყება და ის ამ პროექტისთვის უჩვეულო სტილისტიკის იქნება – ნაკლებად რომანტიული და მსუბუქი. პირველ პლანზე კი მთავარი გმირის და მთლიანად, თანამედროვე საზოგადოების ფსიქოლოგიური პრობლემები გადმოინაცვლებს.

  • რობინ ჰუდის ახალი ფილმი კინოთეატრებში

    სულ მალე კინოთეატრებში ყველაზე ცნობილი მშვილდოსანი დაბრუნდება.  რობინ ჰუდმა ყველას თავი საკუთარი სიმამაცით დაამახსოვრა. ინგლისური ბალადების ხალხური გმირი, რომელიც არაერთი ცნობილი მწერლის ნაწარმოებებში გვხვდება.

    ანალიტიკოსები ამ ფილმის გამოჩენას ზედმეტადაც კი მიიჩნევენ, რადგან როგორც მოგეხსენებათ ამ პერსონაჟზე როგორც ნაწარმოებები, ისე ფილმები და სერიალები საკმარისად ბევრია. თუმცა ამ ფილმში ისეთი სახელოვანი მსახიობები იღებენ მონაწილეობას როგორებიც არიან: ტერონ ეგერტონი, ჯეიმი ფოქსი, ბენ მენდელსონი, ივ ჰიუსონი და სხვები.

    ფილმის სიუჟეტი ინგლისში ვითარდება, სადაც მთავარი ქვეყნის კორუმპირებულ მმართველებს უპირისპირდება. თქვენ გელოდებათ დრამატული ორთაბრძოლებით აღსავსე მომენტები, სადაც მთავარი გმირის გადაწყვეტილებებზე მთელი ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული .ეს ფილმი გამოწვევაა რეჟისორისთვისაც, ოტო ბეთჰურსთისთვის ეს პირველი ფილმია, აქამდე იგი სატელევიზიო შოუებს უძღვებოდა.

    რობინ ჰუდის  მსოფლიო პრემიერა 21 ნოემბერს შედგება.

  • ნიკოლ ქიდმანი პირველად ალაპარაკდა შვილების რელიგიურ მრწამსზე

    მას შემდეგ, რაც 2001 წელს მსახობი ტომ კრუზს გაშორდა, ნიკოლ ქიდმანი პრესასთან ოჯახურ ცხოვრებაზე ძალიან ფრთხილად საუბრობს. შვილებზე კი,  რომლებიც მან და ტომმა 1990 იანების დასაწყისში იშვილეს საერთოდ დუმისლ ამჯობინებს. თუმცა ცოტა ხნის წინ ავსტრალიურ ჟურნალ Who –სთან საუბრისას მსახიობმა 25 წლის იზაბელზე და 23 წლის კონორზე ისაუბრა. შვილები მამის, ტომ კრუზის მსგავსად საიენტოლოგთა ეკლესიის წევრები გახდნენ.

     

    “ძალიან არ მიყვარს ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენს ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდე. 150 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვების გამო სიცოცხლეს დავთმობ. ისინი უკვე დიდები არიან და შეუძლიათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. არჩევანი გააკეთეს და საიენტოლოგები გახდნენ. ჩემი, როგორც დედის ვალია მიყვარდეს ისინი. მიუხედავად იმისა, რას აკეთებს შვილი მან უნდა იცოდეს, რომ მიყვარს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. მშობლის ვალია შვილს უპირობო სიყვარული მისცეს“ – თქვა ნიკოლმა.

    თავად ნიკოლ ქიდმანი კათოლიკა. ტომ კრუზთან განშორების დროს ის ამბობდა, რომ არ უნდოდა მისი შვილები საიენტოლოგების წესებით გაზრდილიყვნენ. 2015 წელს მედია იტყობინებოდა,  რომ იზაბელა კრუზი გათხოვდა. როგორც პრესა წერდა, გოგონამ ქორწილში დედობილი და მამობილი არ დაპატიჟა.

    ამჟამად ნიკოლ ქიდმანი მომღერალ კიტ ორბანზეა გათხოვილი და ორ გოგონას ზრდის – ათი წლის სანდეი როუზს და რვა წლის ფეიტ მარგარეტს.

     

     

     

  • მაუგლი ეკრანებზე ბრუნდება

    მაყურებელს უკვე საშუალება აქვს ნახოს მაუგლის ახალი ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელზეც ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი და მსახიობი, ენდი სერკისი მუშაობდა. პროექტი რადიარდ კიპლინგის ცნობილ ნაწარმოებს ეფუძნება.

    სიუჟეტი პატარა ბიჭის ისტორიაზეა ფოკუსირებული, რომელიც ტყეში მგლებთან გაიზარდა.ფილმის გადაღება კინოკომპანია  Warner Bros. მა წამოიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით “მაუგლი“ კინოგაქირავებაში წელს 19 ოქტომბერს უნდა ჩაეშვათ, თუმცა საბოლოოდ სტუდიამ ეს ფილმი უპერსპექტივოდ ჩათვალა და მისი გადაღების უფლება Netflix –ს მიყიდა.

    ფილმის გმირების გახმოვანებაზე ისეთი ცნობილი მსახიობები მუშაობდნენ, როგორებიც არიან. ბენედიქტ ქამბერბაჩი, ფრეიდა პინტო, კრისტიან ბეილი, ქეით ბლანშეტი, მეთიუ რიზი, ნაომი ჰარისი და სხვები.

    “მაუგლის“ მაყურებელი მომავალი წლის 7 დეკემბერს ნახავს. გარდა ამისა, ფილმს შეზღუდულ კინოჩვენებაშიც ჩაუშვებენ, რათა ფილმის შემქმნელებს მომავალში პრესტიჟული პროფესიული პრემიებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცეთ.