Category: კულტურა

  • ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

    საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, ზაზა ურუშაძე თანამდებობას ტოვებს. ურუშაძის  მიმართვა საქართველოს კინოაკადემიის წევრებისადმი სოციალურ ქსელში  გავრცელდა.

    “კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.
    არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.
    ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს.
    მინდა, მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს.
    და ბოლოს – ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას”-წერს ზაზა ურუშაძე

    შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საქართველოს კინოაკადემიის ყრილობაზე ხმაური იყო. აკადემიის წევრების ნაწილი ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდა. სხდომა არასაკმარისი რაოდენობის წევრების გამო ჩაიშალა.

  • Breaking Bad-ის ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა (თრეილერი)

    კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი, რომელიც პოპულარული  სერიალ “Breaking Bad”-ის მიხედვით არის გადაღებული.

    ფილმი გადაღებულია სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმენის ცხოვრებაზე.  ფილმის პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს იგეგმება.

    ამერიკული სატელევიზიო დრამა სერიალი “Breaking Bad”-ი 2008-2013 წლებში გამოდიოდა. სადაც, ქიმიის მასწავლებელს უოლტერ უაიტს ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამ საშინელი დიაგნოზის დასმის შემდეგ ის გადაწყვეტს რომ მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს, სწორედ ამიტომ ის თავის ყოფილ სტუდენტს ჯესი პინკმენს ხვდება და უოლტერ უაიტი მეტამფეტამინის წარმოებას და გაყიდვას იწყებს.

  • ფილმ “მარტო სახლშის” ახალ ვერსიას მაკალეი კალკინი საკუთარი ფოტოთი გამოეხმაურა

    ფილმ “მარტო სახლშის” მთავარი გმირი, მსახიობი  მაკალეი კალკინი იმ ინფორმაციას გამოეხმაუარა, რომლის მიხედვითაც  ფილმის რიმეიქს გადაიღებენ.

    “დაახლოებით ასეთი იქნება “მარტო სახლშის” ახალი ვერსია”, – წერს მსახიობი საკუთარ ტვიტერის გვერდზე და  ფოტოს აქვეყნებს.

    “მარტო სახლში” ეკრანებზე 1990 წელს გამოჩნდა. მაკალეი კალკინი მასში კევინის როლს ასრულებდა.

  • კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

    3 აგვისტოდან კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება.

    „ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

    3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე – თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.

    აფიშა:

    · 3 აგვისტო – „კრიმინალური საკითხავი“

    · 4 აგვისტო – „ჯეკი ბრაუნი“

    · 5 აგვისტო – „უსახელო ნაბიჭვრები“

    · 6 აგვისტო-მოკალი ბილი (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2)

    კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

    ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი – 50 ლარი.

    თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

    ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

  • „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე ვინ დიზელის დუბლიორი 9 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

    ამერიკელი მსახიობის ვინ დიზელის დუბლიორი „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცის უცხოური მედია ავრცელებს.

    მედიის ინფორმაციით ინფორმაციით, ვინ დიზელის დუბლიორი ჯო უოტსი 9 მეტრი სიმაღლეზე მდებარე აივნიდან ხტებოდა, რა დროსაც  დამცავი თოკი გაწყდა და დაცემისას კასკადიორმა თავი დაარტყა.

    ის გადასაღები მოედნიდან ვერტმფრენით ლონდონის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

    შეგახსენებთ, რომ  ფორსაჟი 9“ ფილმის 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს. თბილისს ჰოლიბუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, ხოლო გადაღებები აგვისტოში იგეგმება.

  • ახალი აგენტი 007 შავკანიანი ქალი იქნება

    მას შემდეგ, რაც დენიელ კრეიგმა განაცხადა, რომ ცნობილი აგენტი 007–ის ფილმების სერიდან წასვლას აპირებს, საზოგადოებამ დაიწყო მარჩიელობა, ვინ გახდებოდა ბონდიანას სერიაში ახალი მთავარი როლის შემსრულებელი. ნაწილი ამბობდა, რომ სპეცაგენტის როლს ქალი შეასრულებდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა აუცილებლად შავკანიანი მსახიობი. ერთიც და მეორეც მართალი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, აგენტ 007–ის როლს 31 წლის შავკანიანი ბრიტანელი მსახიობი ლაშანა ლინჩი შეასრულებს. თუმცა კრეიგის თაყვანისმცემლები მთლად იმედგაცრუებულნი არ დარჩებიან.

    მსახიობი ფილმ“ ბონდ 25„–ში გამოჩნდება ჯეიმს ბონდის როლში, თუმცა სიუჟეტის მიხედვით რაღაც მომენტში მას ლიჩი შეცვლის. სცენარით კრეიგის პესონაჟი უკვე სამსახურს ჩამოშორებულია და იამაიკაში ისვენებს. სწორედ ამ დროს იკავებს მის ადგილს ლინჩის გმირი. ყოფილ სპეცაგენტს კუნძულზე მშვიდად ცხოვრება არ გამოსდის – ის საქმიანობას უბრუნდება და ახალ კოლეგასთან მუშაობა მოუწევს.

    ბონდი, რა თქმა უნდა ახალი აგენტი 007–ის მოხიბვლას ცდილობს, თუმცა მისი ჩვეული ხერხები ქალზე არ ჭრის – ამბობს ინფორმირებული წყარო.

    ლაშანა ლინჩს მაყურებელი ფილმ “კაპიტან მარველიდან“ და სერიალიდან “სიკვდილი სამოთხეში“ იცნობს.

  • დამბოს შემქმნელი ანიმატორი გარდაიცვალა

    ცნობილი ანიმაციური ფილმის “დამბოს” შემქმნელი გარდაიცვალა.

    მილტონ კვონი 105 წლის ასაკში კალიფორნიაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

    წარმოშობით ჩინელი ანიმატორი ლოს-ანჟელესში დაიბადა და 1939 წლიდან  დისნეის სტუდიაში მუშაობდა.

  • დონა ბარბარას როლის შემსრულებელი, ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

    ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი დონა ბარბარას შემსრულებელი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტელემუნდო ავრცელებს.

    გონსალესს, კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუდგინდა და ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ქართველი მაყურებელი მისი შესრულებით ყველაზე კარგად სერიალ “დონა ბარბარასა და “ველურ გულს” იცნობს.

    მსახიობი სერიალ “ველურ გულში” მთავარი გმირის, მონიკას როლს ასრულებდა.

    ედიტ გონსალესმა „ველური გულის“ შემდეგ არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა.

  • მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს

    ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ Homeland-ში კლავ გამოჩნდება და ამჯერად ფინალურ სეზონში ითამაშებს.

    პირველად ნინიძე „შოუთაიმის” ყველაზე პოპულარული  სერიალის მეშვიდე სეზონში გამოჩნდა და მან  რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლი შეასრულა.

    ფინალური სეზონის შესახებ კი ინფორმაცია მსახიობმა „იმედის” ეთერში დაადასტურა.

    “სამშობლოს” ფინალური სეზონის პრემიერი ივნისში გაიმართება.

     

  • რა თანხა გამოიმუშავეს სამეფო კარის თამაშების მსახიობებმა საკულტო სერიალით

    ალბათ ყველას გვსმენია ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილ სერიალზე ”სამეფო კარის თამაშებზე”. HBO-ს შექმნილმა შოუმ მართლაც უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭა და წლების განმავლობაში არაერთი ფანის გული მოიგო. იმის მიუხედავად, რომ ბოლო სეზონი სხვა სეზონებთან შედარებით ძალზე სკანდალური აღმოჩნდა და ფანებისა და კრიტიკოსებისგან ძალიან დაბალი შეფასება მიიღო, სწორედ ბოლო სეზონი გახდა სამეფო კარის თამაშების ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტური სეზონი და შესაბამისად მსახიობებმაც ყველაზე დიდი ანაზღაურება სწორედ ამ სეზონში მიიღეს.

    კიტ ჰარინგტონი იგივე ჯონ სნოუ სერიალის პირველივე დღიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონაჟი იყო. მერვე სეზონამდე თითო ეპიზოდში ჰარინგტონი 500 000$ იღებდა, თუმცა მერვე სეზონიდან მისი ხელფასი ჯერ 700 000$-მდე გაიზარდა ხოლო ბოლო სეზონში საერთოდ 6 ციფრა ნიშნულს გადააჭარბა და ეპიზოდში 1.2$ მილიონ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისმა შემოსავალმა საბოლოო ჯამში დაახლოებით 16 მილიონ დოლარს მიაღწია.

    ემილია კლარკი იგივე დეინერის ტარგარიენი, დრაკონების დედა, კჰალისი და სხვა. სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი,თუმცა არა პირველივე დღიდან. სერიალის სტარტზე ემილიას კონტრაქტით თითო სერიაში დაახლოებით 500 000$ დოლარი უნდა მიეღო, თუმცა მისი როლის გაზრდასთან ერთად გაიზარდა მისი შემოსავალიც და ბოლო სეზონში უკვე 6 ციფრა ნიშნულსაც გადააჭარბა და ”გიჟი მეფე” საბოლოოდ თითო ეპიზოდში 1.2 მილიონ დოლარს იღებდა. საბოლოო ჯამში მისმა შემოსავალმა დაახლოებით 13 მილიონი დოლარი შეადგინა.

    ნიკოლაი-კოსტერ ვალდაუ, ჯეიმი ლანისტერი, მეფის მკვლელი, სამეფო კარის რაინდი, მოღალატე. ნიკოლაი სხვებთან შედარებით კინოს სამყაროში გამოცდილებითა და ცოდნით გამოირჩეოდა. მსახიობობის გარდა ნიკოლაი პროდიუსერი და სცენარისტიც გახლავთ. მართალია სამეფო კარის თამაშებში მხოლოდ მსახიობად მოგვევლინა, თუმცა დამეთანხმებით მისნაირი გამოცდილებისა და ცოდნის მქონდე ადამიანის შოუში ყოფნა იაფი არ დაჯდებოდა. საწყის სეზონებში ჯეიმი ლანისტერის ხელფასი 700 000$ გახლდათ, თუმცა მომავალში ბუნებრივია ეს ხელფასი გაიზარდა და ბოლოს თითო ეპიზოდში ნიკოლაი სხვების მსგავსად 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებდა. საბოლოოდ მისმა შემოსავალმა დაახლოებით 16 მილიონ დოლარს მიაღწია.

    სერსეი ლანისტერის, ალბათ სერიალის ყველაზე ნეგატიური პერსონაჟის როლის შემსრულებლის ხელფასი თავიდანვე სხვებივით დიდი არ იყო. საწყის სეზონებში მისი ხელფასი დაახლოებით 300 000$ დოლარი იყო. თუმცა სეზონების მიმდინარეობასთან ერთად მან კონტრაქტის გადახედვა გადაწყვიტა და ჯერ 500 000$-მდე გაიზარდა მისი შემოსავალი, ხოლო უკანასკნელ სეზონში როგორც სხვებს ისიც 1.2 მილიონ დოლარს იღებდა. არსებობდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ლენა ჰედი ბოლო სეზონში საკუთარი როლით უკმაყოფილო იყო, რადგან მას ძალიან მწირი როლი ჰქონდა და ეკრანებზე სულ რამდენიმე წუთით უწევდა გამოჩენა. მართლაც ბოლო სეზონში იგი მხოლოდ 3 ეპიზოდში გამოჩნდა და მთლიანი სათამაშო დრო 26 წუთი იყო. სხვა კუთხით თუ შევხედავთ 26 წუთში გაკეთებული 3.6 მილიონი არც თუ ურიგო თანხაა. საბოლოო ჯამში მისმა შემოსავალმა 9 მილიონი დოლარი შეადგინა.

    სერიალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ალბათ ყველასათვის საყვარელი მეისონ უილიამსის ანუ იგივე არია სტარკის ხელფასი დასაწყისში სხვებთან შედარებით საკმაოდ მცირე იყო და ის დაახლოებით 150 000$ იღებდა. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მეისონმა სერიალში თამაში 13 წლის ასაკში დაიწყო, ამ ასაკის გოგოსთვის კი ეს თანხა ურიგო ნამდვილად არ არის. მომავალში მისმა ხელფასმაც მოიმატა და თითო ეპიზოდში 210 000 დოლარი შეადგინა, საბოლოოდ მისმა შემოსავალმა 4 მილიონი დოლარი შეადგინა.

    პიტერ დინკლეიჯი HBO-ს შოუმდეც პოპულარული იყო და შესაბამისად მისი ხელფასიც საკმაოდ მაღალი იყო. დასაწყისისთვის ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი დაახლოებით 700 000$ დოლარს იღებდა, მაგრამ სერიალის მიწურულს სხვების მსგავსად მისი ხელფასიც გაიზარდა და საბოლოო კონტრაქტით მისი ბანკის ანგარიში თითო სერიაში 1.2 მილიონ დოლარით ივსებოდა. პიტერ დინკლეიჯმა სამეფო კარის თამაშებით დაახლოებით 15 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

    სოფია ტარნერი იგივე სანსა სტარკი მისი პერსონაჟის დის მსგავსად თითო სერიაში დაახლოებით 150 000 დოლარს გამოიმუშავებდა, თუმცა მას არ ადარდებდა ის ფაქტი, რომ თუნდაც კიტ ჰარინგტონს მასზე 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტს იღებდა. ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სწორიც არის ხელფასებს შორის ასეთი სხვაობა, რადგან კიტ ჰარინგტონის პერსონაჟს ბევრად დიდი როლი აქვს სერიალში, ვიდრე სანსას და ამის გამო ბოლო სეზონში ჰარინგტონს 70 ღამის გადაღება ჰქონდა, რაც არანორმალურია. სოფი ტარნერის შემოსავალმა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი შეადგინა.