{{ARTICLEIMAGE}}მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა მუზეუმმა, პარიზის ლუვრმა 2018 წელს 10 მლიონზე მეტი მნახველი მიიღო. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით ლუვრმა არა მხოლოდ მისივე წინანდელი რეკორდი მოხსნა, არამედ მთელი მსოფლიოს მუზეუმების მაშტაბით მნახველთა რაოდენობის სრულიად ახალი სიმაღლე დაიპყრო. მარტინეზი დასძენს, რომ ამ მიღწევას ხელი შეუწყო ზოგადად პარიზში საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლის ზრდამ. ლუვრმა სამხატვრო მუზეუმის სახით მუშაობა 1973 წელს დაიწყო. მისი წინა რეკორდი 2012 წელს დაფიქსირდა და 9.7 მილიონი ადამიანი შეადგინა.
Category: კულტურა
-
2018 წლის საუკეთესო ფილმების ათეული
ამერიკის კინემატოგრაფიის ინსტიტუტმა (AFI) 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა. დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 4 იანვარს გაიმართება.
ათეული შემდეგი ფილმებით დაკომპლექტდა:
- BLACK PANTHER
- BLACKKKLANSMAN
- EIGHTH GRADE
- THE FAVOURITE
- FIRST REFORMED
- GREEN BOOK
- IF BEALE STREET COULD TALK
- ARMY POPPINS RETURNS
- A QUIET PLACE
- A STAR IS BORN
-
საშობაო სენსაცია: “მარტო სახლში“ დაბრუნდა
38 წლის ამერიკელი მსახიობი, მაკოლეი კალკინი მაკკალისტერებიბს სახლში მარტო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად ცნობილი სერიის “მარტო სახლში“ მთავარი გმირი გუგლის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. გუგლის ხმოვანი ასისტენტის რეკლამა YouTube –ზე 19 დეკემბერს ჩაუშვეს და რამდენიმე საათში ხუთ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. გუგლის ხმოვანი ასისტენტის რეკლამა რეჟისორებმა ფილმის – “მარტო სახლში“ სტილში გადაიღეს. უკვე ზრდასრული კევინ მაკკალისტერი საახალწლო დღესასწაულებზე მშობლების სახლში ისევ მარტო რჩება. ამჯერად პრობლემების მოგვარებაში მას გუგლის ხმოვანი ასისტენტი ეხმარება. რგოლის პოპულარობა YouTube–ზე და სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად იზრდება. ინტერნეტ მომხმარებლებმა უკვე უწოდეს ვიდეოს მიმდინარე წლის საუკეთესო რეკლამა.
შეგახსენებთ, რომ კრის კოლამბუსის პირველი კომედია “მარტო სახლში“ კინოგაქირავებაში 1990 წელს გამოვიდა და ოცი წლის მანძილზე აშშ–ში ყველაზე შემოსავლიანი კომედია იყო. 18 მილიონიანი ბიუჯეტით შექმნილმა ფილმმა მის შემქმნელებს 476 მილიონი დოლარი მოუტანა. პირველ ფილმს მთელი სერია მოჰყვა, თუმცა კომერციული წარმატება მხოლოდ “მარტო სახლში“–ს მეორე ფილმმა მოიპოვა, რომელშიც პატარა მაკკალისტერი ნიუ იორკში იკარგება. ამ ფილმში ეპიზოდურ როლს აშშ–ს ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ასრულებს.
-
ჯეიმს ბონდის პროდიუსერებს როლზე ტრანსგენდერის დამტკიცებას სთხოვენ
ვინ ითამაშებს შემდეგ ჯეიმს ბონდს – ამ თემაზე მიმდინარე დებატებში მსახიობი დომინიკ უესტი ჩაერთო და პროდიუსერებს მოუწოდებს, ამ როლზე ტრანსგენდერი შეარჩიოს. ბრიტანელ ვარსკვლავს თავისი კანდიდატიც ჰყავს და როლზე ბრიტანეთის არმიის ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეს ჰანა გრაფს მოიაზრებს.
დომინი უესტმა შუნდაყ თიმეს Mაგაზინე-ს განუცხადა: “ის მშვენიერი გოგოა და შეუძლია, იყოს ბონდი. მათ უნდა აირჩიონ ტრანსგენდერი ბონდი, რადგან შეიარაღებულ ძალებში უამრავი ასეთი ადამიანია. ეს მართლაც შესანიშნავი იდეაა”.
თავად გრაფი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მსახიობობას არ გეგმავს, თუმცა ფილმში ტრანსგენდერის მონაწილეობის იდეას იწონებს.
შემდეგი ჯეიმს ბონდი ეკრანებზე 2020 წლის თებერვალში გამოვა.
-
“დედე” – ეგზოტიკური კარიკატურა
ყველამ ვიცით, რომ ფაშიზმი ევროპაცენტრული რაციონალიზმის მონაპოვარია, თუმცა, ცოტას თუ გვიფიქრია, სად გაქრა ან როგორ სუბლიმირდა ეს საშინელი ევროპული მიდგომა (უკეთესი იქნებოდა, გვეთქვა – სენი). ლენი რიფენშტალის ყველაზე ცნობილი ფოტოალბომი სამხრეთ სუდანის მიუდგომელ მთიანეთშია გადაღებული. იქ რვა ათასამდე ნუბიელი ცხოვრობს და მათი ფიზიკური სრულყოფილება ალბომში ხაზგასმულად გამოკვეთილია. სუზან ზონტაგი რიფენშტალის ეგზოტიკურ დამოკიდებულებას ნუბიელებისადმი მაგიურ ფაშიზმს უწოდებს. აზიური, სამხრეთ ამერიკული თუ სხვა ეგზოტიკურ ლოკაციებზე გადაღებული ფილმები უაღრესად აქტუალური გახდა ევროპულ საფესტივალო სივრცეში. ერთ-ერთმა ევროპელმა კინოკრიტიკოსმა ქართველ სტუდენტებს დედეზე გვითხრა, რომ ძალიან მოეწონა. ჩვენ გაოცებულებმა ვკითხეთ: რატომ? მან კი გვიპასუხა: Because it’s so trash!ფილმი ეძღვნება ჩემს ბებიას და ყველა იმ ბავშვს, რომელიც იძულებით დააშორეს დედებს, სვანეთში არსებული წესების გამო, – ამ სიტყვებით მთავრდება მარიამ ხაჭვანის პირველი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი დინოლა. ეს ფილმი ერთგვარი ესკიზია, დედეს წინაპირობა, თუმცა ბევრად დახვეწილი კინემატოგრაფიული გამოცდილება, ვიდრე დედეს კარიკატურული ეგზოტიკა. შეიძლება ითქვას, ის ფაქტურული სისადავე, რაც პირველ ფილმში იკითხება, მარიამ ხაჭვანმა მომდევნოში სრულიად დაკარგა. ის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აკლია ბრძოლის უნარი ქართველ რეჟისორს და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროდიუსერსა თუ შედარებით მაღალ ბიუჯეტს ბრძოლისთვის შეუმზადებელ ავტორზე. დინოლაში იკითხება კინემატოგრაფიული ფაქტურა და რეჟისორის აშკარა გემოვნება, დედეში კი იკითხება კინოსთვის გაუმართავი, სცენარის ზედაპირული კომპლექსურობა და კოპროდიუსერების მოთხოვნები. ის ტოვებს შეგრძნებას, თითქოს ქალთა უფლებებზე დაკვეთით გადაღებული ფილმია.სცენარი ძალიან დიდია, ქრონომეტრაჟი კი – ნორმატიული, დაახლოებით საათნახევარი, ამიტომ პერსონაჟების სახიერება იკარგება და ეკრანზე გადმოდის სქემა, რომელიც აგრეთვე გაურკვეველი ნაივურობით შეიძლება დახასიათდეს. გეგი (გიორგი ბაბლუანი) და დავითიომიდან (ვგონებ, აფხაზეთის ომიდან) ჩადიან უშგულში, დავითის ოჯახში. შემდეგ, საუბრიდან ვიგებთ, რომ გეგის დავითი უხსნია სიკვდილისგან, ამიტომ ისინი ძმადნაფიცები გახდებიან. მერე აღმოჩნდება, რომ გოგო (დინა), რომელიც გეგის მოსწონს, დავითის საცოლეა… ხოცვა-ჟლეტა, სისხლის აღება და დრამატული კარნავალი – ვერც სვანეთის მომნუსხველ სურათს ქმნის და ვერც სცენარით გვაჯადოებს.კინომცოდნეები ქართული კინოს წარმატებას უცხოურ ფესტივალებზე ხშირად ამართლებენ ენის ბარიერით. ხდება ხოლმე, ფილმი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ყალბი და დეკორატიულია, თუმცა უცხოურ ფესტივალებზე იმარჯვებს, რადგან იქ ენა არ ესმით. დედეში ძირითადად სვანურად საუბრობენ, თუმცა დიალოგის სიყალბე ცხადია, ემოციები კი – არადამაჯერებელი. დინა ნათია ვიბლიანი ვიზუალური რეპრეზენტაცია მარიტასმოგაგონებთ ნატვრის ხიდან რეჟისორი მისი გამოკვეთილი კაბის ფერებით “სამოთხეს” გვიხატავს და გვეუბნება: შეხედეთ, რა ლამაზია ჩემი დინა, და როგორ ჩაგრავენ ეს მუქ ფერებში გამოწყობილი კაცები. ბაბლუანის პერსონაჟის იქ ყოფნა კი ზონტაგის მიერ დეფინირებულ მაგიურ ფაშიზმს ემსგავსება. ამ მსახიობს კარგად იცნობს როგორც ქართული, აგრეთვე ევროპული კინემატოგრაფი. რაც ყველაზე მთავარია, თავად რეჟისორი აღნიშნავს, რომ ბაბლუანის პერსონაჟს არ ათამაშებდა და ნება მისცა, გადასაღებ მოედანზე საკუთარი თავი ყოფილიყო. მისი იქ ყოფნა, შესაძლოა, ძალაუნებურად შემდეგი მესიჯის მატარებელი იყოს: შეხედეთ ამ სევდიან, ევროპული გარეგნობისა და იდენტობის მატარებელ ბიჭს, როგორ ექცევიან ეს მხეცები.მოუქნელი რეჟისურის გამო, მოუქნელი ხდება მოტაცების, ტრადიციული თუ თანამედროვე რიტუალების სცენები. “ცისფერი მთები” და გათიშული ელექტროენერგია წარსულის ზედაპირულ, სკეტჩურ სურათს უფრო ხატავს, ვიდრე კინოსურათს. მითების დესაკრალიზაცია უმიზნოდ და ბრუტალურად ხდება. მაგალითად, ავი თვალისგან დამცავი ძაფის გაკეთებიდან მეორე დღესვე ტრაგედია ტრიალდება. ღამით გადაღებული სცენები, კამერის ლინზისა და განათების შეუთავსებლობის გამო, ნეო-ნუარის სცენებად გარდაიქმნება, პირობითად, 90-იანი წლების სვანეთშიფილმში ყველა მიზეზი გამოკვეთილია. ზედმიწევნით დალაგებული დრამატურგია სრულიად შთანთქავს კინოს. რეჟისორი გვთავაზობს არა უშუალოდ სვანეთს, არამედ სვანეთის კარიკატურას, სადაც ხაზგასმულად ველურები ჩანან ეგზოტიკური ქვეყნის ეგზოტიკურ მხარეში მცხოვრები გმირები. ნეტა, რა არგუმენტებით გაამართლა დედეს პრიზები დიდი ფესტივალების ჟიურიმ?
რეცენზიის ავტორი: ლევან ცხოვრებაძე
-
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტი გამოვლინდება
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხვალ, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტი გამოვლინდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო გაუძღვებიან.
2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი.
-
ჯგუფ Queen-ის Bohemian Rhapsody მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა
კომპანია Universal Music Group-მა ბრტანული როკჯგუფის Queen-ის Bohemian Rhapsody მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ და მოსმენად სიმღერად დაასახელა. ამის შესაებ Reuters-ი წერს.
ამაში კი მთავარი როლი მუსიკალური ბიოგრაფიულმა ფილმმა Bohemian Rhapsody-მ ითამაშა. სურათის კინოეკრანებზე გამოსვლის დღეს სტიმინგ სერვისებზე ამ სიმღერას ერთ ნახევარ მილიონჯერ მოუსმინეს.
სინგლმა და მისმა შემსურლებლებმა განაპირობეს ახალი ფილმის რეიტინგიც. მუსიკალურ- ბიოგრაფიული სურათი ამ ჟანრში ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 596 მილიონი დოლარი შეადგინა, ფილმი კი ოქროს გლობუსზეა წარდგენილი.
-
ლუკ ბესონი სექსუალურ სკანდალში გაეხვა
რამდენიმე ქალი რეჟისორს ძალადობაში და შევიწროვებაში ადანაშაულებსცნობილი რეჟისორი ლუკ ბესონი სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. დასავლური მედიის ინფორმაციით რამდენიმე ქალმა ერთდროულად განაცხადა, რომ რეჟისორი მათ სექსუალურად ავიწროვებდა და ძალადობდა.
ფრანგი რეჟისორის ყოფილმა თანაშემწემ სასამართლოს განუცხადა, რომ ბესონმა შანტაჟით აიძულა მასთან ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა. გოგონამ სასამართლოს უამბო დეტალები რამდენიმე სექსუალური კონტაქტისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროვების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჟისორისგან თავმობეზრებულმა თანაშემწემ ეს ისტორია სტუდიის თანამშრომლებს უამბო, რომლებიც ახლა სასამართლოში მის სიტყვებს ადასტურებენ.
გარდა ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა წერილი, რომელიც მისი თქმით რეჟისორმა მისწერა, როცა გადამღები ჯგუფი ერთ–ერთ პარიზულ სასტუმროში დაბინავდა. ბარათში ბესონი გოგონას პრინცესას უწოდებს და სთხოვს მოემზადოს და შხაპი მიიღოს.
თანაშემწის გარდა რეჟისორს Cite du Cinema –ს ორი ყოფილი სტუდენტი სდებს ბრალს. მათ ბესონს სექსუალური შევიწროვების გამო უჩივლეს. “არასათანადო ქცევაში“ ადანაშაულებს რეჟისორს კიდევ ერთი ქალი – EuropaCorp –ის ყოფილი თანამშრომელი.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ერთ–ერთმა მსახიობმა, რომლის გვარი არ ხმაურდება პოლიციას მიმართა და შეატყობინა, რომ ლუკ ბესონმა გააუპატიურა.
-
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა სასამართლო დავა შეწყვიტეს
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს საერთო შვილებზე მეურვეობისთვის სასამართლოში აღარ იდაონ. ჟურნალ People– ს ინფორმაციით მსახიობებმა უარი თქვეს სასამართლო სხდომაზე, რომელიც 4 დეკემბრისთვის იყო დანიშნული. ყოფილმა მეუღლეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ბავშვებთან მიმართებაში უფლებები და მოვალეობები გაინაწილეს.
თავიდან ანჯელინა ჯოლი ბავშვებზე სრული და ერთპიროვნული მეურვეობის მიღებას ითხოვდა. თუმცა ბრედ პიტი ერთობლივი მეურვეობის და თანაბარი უფლებების მომხრე იყო. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა შეთანხმებამდე მივიდა ყოფილი წყვილი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში მსახიობებმა განქორწინება გადაწყვიტეს. ამას წინ უძღვოდა კონფლიქტი მათი კერძო თვითმფრინავის ბორტზე, რომლის შემდეგაც ჯოლი აცხადებდა, რომ ქმრის მიერ გამოყენებულ აღზრდი მეთოდები არ მოსწონს.
განშორების შემდეგ ბრედ პიტი ოჯახს ფინანსურად კვლავ ეხმარებოდა და კონფლიქტის მომენტის შემდეგ ოჯახის ბიუჯეტში დაახლოებით 1 300 000 დოლარი აქვს შეტანილი. ცნობლ წყვილს, რომლებიც მრავალწლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ მათ ერთად ცხოვრების პერიოდში დაგროვილი ქონება თანაბრად ეკუთვნით.
-
ჯესიკა ალბა ანტირეიტინგში ლიდერობს
პორტალმა GoCompare.com გადაწყვიტა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გამოსული ფილმების ანალიზის შედეგად გაერკვია, ამ პერიოდში რომელ მსახიობს ერგო წილად ყველაზე მეტი უარყოფითი რეცენზია. როგორც გაირკვა ქალ მსახიობებს შორის ყველაზე ხშირად კრიტიკის ობიექტი ჯესიკა ალბაა. მამაკაცებს შორის კი მაიკ ეპსი. უარყოფითი შეფასების ლიდერთაგან თითომ 59% მიიღო.
საიტმა მაგალითად გააანალიზა პოპულარული რესურსის, IMDB–ს მონაცემები. საუბარია მხოლოდ იმ კინოვარსკვლავებზე, რომლებმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 ან უფრო მეტ ინგლისურენოვან სრულმეტარჟიან ფილმში ითამაშეს. გარდა ამისა, შეისწავლეს მხოლოდ ის ფილმები, რომლებშიც მსახიობი სამსახიობო შემადგენლობის ათეულში იყო მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ალბა ისეთი ცნობილი პროექტების ვარსკვლავია, როგორებიცაა “ფანტასტიკური ოთხეული“, “თვალი, “ “ცოდვების ქალაქი“. როგორც გაირკვა, მის მიერ მიღებული რეცენზიებიდან დადებითი მხოლოდ 5% იყო, ნეიტრალური კი 36%. დანარჩენი უარყოფითი. ალბას შემდეგ ანტირეიტინგის მეორე ადგილზეა ჯესიკა ბილი, მესამე ადგილზე კი ჰიზერ გრემი.
რაც შეეხება მამაკაც მსახიობებს, ნეგატიურ რეიტინგში მეორე ადგილს კევინ პოლაკი იკავებს, მესამეს კი ჯოშ დუამელი.