Category: კულტურა

  • ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი იან ჰოლმი გარდაიცვალა

    ბრიტანელი მსახიობი იან ჰოლმი, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში ჰობიტი ბილბო ბეგინსის  როლს ასრულებდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, ბოლო წლებში მსახიობს პარკინსონის დაავადება სტანჯავდა.

    მაყურებელმა იენ ჰოლმი ტრილოგია “ბეჭდების მბრძანებელში”, ჰობიტი ბილბო ბეგინსის საკულტრო როლის შესრულებით გაიცნო და შეიყვარა.

    1988 წელს მსახიობს ლოურენს ოლივიეს ჯილდო გადაეცა „მეფე ლირის“ როლის ბრწყინვალედ შესრულებისთვის.

  • კიანუ რივზის შეყვარებულმა მათი ურთიერთობების შესახებ მედიასთან პირველად ილაპარაკა

    კიანუ რივზის შეყვარებულმა მათი ურთიერთობების შესახებ მედიასთან პირველად ილაპარაკა

    დიდი ხნის მანძილზე ჰოლივუდის ვარსკვლავი, კიანუ რივზი კამერების წინ მარტო ჩნდებოდა და ყველა თვლიდა, რომ მან მართლაც მარტოობა აირჩია. “ნაღვლიანი კიანუ“ და “ინტერნეტის ბოიფრენდი“ – ასე უწოდებდნენ მას ხშირად, თუმცა ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. გასული წლის ნოემბერში 55 წლის მსახიობი საჯაროდ გამოჩნდა 46 წლის მხატვარ, ალექსანდრა გრანტთან ერთად და ყველამ გაიგო, რომ კიანუ რივზი სულაც არ არის მარტო. თანაც უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ მსახიობის თანამგზავრის მიმართ საყოველთაო ყურადღებაა მიპყრობილი, რომელსაც ქალი ღიმილით ხვდება. Vogue–სთან ინტერვიუში მან კიანუ რივზთან ურთიერთობებზე ილაპარაკა და ჟურნალისტს რომანის დასაწყისისა და სტერეოტიპების მსხვრევის შესახებ ესაუბრა.

    წყვილის ერთად გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იყო ეიჯისტური კომენტარებიც. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა კიანუ რივზზე უმცროსია, ის ჩათვალეს ასაკით ბევრად უფროსად. გრანტი ასეთ კომენტარებს ირონიით უყურებს.

    “ჭაღარა თმა მაქვს და 1 მეტრი და 84 სანტიმეტრი სიმაღლის ვარ. ასე რომ, თუ იდეალებთან და ეტალონებთან შესაბამისობაზე ვისაუბრებთ… რომ მინდოდეს კიმ კარდაშიანს დავემსგავსო, ოპერაციების გაკეთება მომიწევდა“ – ამბობს ალექსანდრა.

    წყვილი ერთად მართავს გამომცემლობა X Artists’ Books–ს. ერთობილმა საქმემ როგოც ჩანს ისინი კიდევ უფრო დააახლოვა. 2011 წელს მათ პირველი წიგნი გამოუშვეს. “ბედნიერების ოდა“ – ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ დეპრესიიდან. კიანუ რივზის ტექსტი ალექსანდრას ილუსტრაციებით არის გაფორმებული.

    “წიგნი კიანუსთვის ჩემი საჩუქარი იყო. ჩაფიქრებული იყო, როგორც პირადი საჩუქარი. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ამ მომენტს ესწრებოდა იცინოდა. ყველამ გვთხოვა გამოგვექვეყნებინა. ასე მოვხვდით საგამომცემლო ბიზნესში.“– ამბობს ალექსანდრა.

    პოლიგრაფია ქალის ერთადერთი გატაცება არ არის. გრანტი შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და გამოფენებს მართავს. ის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა და მოვლენების შუაგულში ყოფნა.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, როდის გეგმავს წყვილი ქორწილს, მითუმეტეს, რომ მათი ნიშნობის შესახებ ჭორები უკვე ვრცელდება.

    “ჭიქა ღვინით ხელში სიამოვნებით მოგიყვებოდით. სიყვარული ყველა დონეზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ მიჯერა, რომ იზოლაცია სწორი გზაა. არის განმარტოების პერიოდები, რომლებიც მჭირდება როგორც მხატვარს, თუმცა ამასთანავე ძალიან ვაფასებ ურთიერთობებს“ – თქვა გრანტმა და კომენტარი გააკთა მისი თმის ფერთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე. დღემდე სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, რატომ არ ცდილობს ის თმის შეღებვას და იმას, რომ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეს.

    “გულწრფელად მჯერა პირადი არჩევანის: ყოველ ჩვენგან საკუთარი ხერხი აქვს, რომ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდეს. სილამაზეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.“– ამბობს ის.

  • მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში ითამაშა

    მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში ითამაშა

    მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში Freud ითამაშა. ეს არის  მრავალსერიიანი ფსიქოლოგიური დეტექტივი, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას ეხება.

    სერიალის რეჟისორი მარვინ კარენია, მთავარ როლს კი რობერტ ფინსტერსი ასრულებს. მერაბ ნინიძე ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლში ითამაშებს. შოუს პირველის ეზონი 8 სერიისგან შედგება.

  • საკულტო კინოროლები, რომელთა შესრულება თავიდან არავის უნდოდა

    საკულტო კინოროლები, რომელთა შესრულება თავიდან არავის უნდოდა

    ზოგჯერ მსახიობები ნანობენ, რომ ამა თუ იმ როლს არ დათანხმდნენ და ამაზე ღიად საუბრობენ. თუმცა არის ფილმები, რომლებში მონაწილეობაზეც პრაქტიკულად ყველა უარს ამბობდა. რეჟოსორები იძულებულნი გახდნენ დამწყები მსახიობები, ნაკლებად პოპულარული მსახიობები ან ისინი გადაეღოთ, ვინც ერთი შეხედვით ამ როლს საერთოდ არ შეეფერებოდა. რა გამოვიდა საბოლოოდ ასეთი ექსპერიმენტებიდან, ქვევით გიამბობთ:
     

    ვივიანი ფილმ “ლამაზმანში“

    მეძავი ქალის, ვივიანის როლზე კასტინგი უარების ყველაზე გრძელი ისტორიაა, რომელიც კი ნებისმიერ რეჟისორს ოდესმე მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ჰარი მარშალს უკვე გადაღებული ქონდა წარმატებული ფილმი “ბორტს მიღმა“ გოლდი ჰოუნის და კურტ რასელის მონაწილეობით. მას ამ როლის შესრულებაზე ყველა უარს ეუბნებოდა. თავად რეჟისორი ამ როლში ვივიან კარენ ალენის გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა ქალმა მაშინვე უარი უთხრა. შემდეგ როლი მოლი რინგუოლდს და მეგ რაიანს შესთავაზა, თუმცა ორივემ თქვა, რომ არ უნდათ მეძავის როლის თამაში. ვაინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი თანახმანი იყვნენ, თუმცა ამ როლისთვის მეტისმეტად ახალგაზრდები. დაიანა ლეინი თავიდან დათანხმდა და ცნობილი წითელი კაბაც მოიზომა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა და განაცხადა, რომ გადაღებების გრაფიკი არ აწყობდა. მიშელ პფაიფერმა თავიდანვე გულახდილად განაცხადა, რომ სცენარი არ მოსწონდა. დერილ ჰანამ კი თქვა, რომ სცენარი აღმაშფოთებლად სექსისტური იყო და ქალებს შეურაცხყოფდა.

    ისტორიას დეტალები არ შემორჩა, მაგრამ ცნობილია, რომ რეჟისორს უარი უთხრეს ჯენიფერ ჯეისონ ლიმ, კიმ ბეისინგერმა, მელანი გრიფიტმა და შერონ სტოუნმაც.

    როცა ჰარი მარშალმა სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის ჯულია რობერტსი იპოვნა, რომელიც როლს იდეალურად შეეფერებოდა, უარი უკვე სტუდია Disney–მ თქვა. კომპანიის აზრით სრულიად უცნობი მსახიობი რამდენიმე ეპიზოდური როლით მთავარ როლს ვერ შეასრულებდა. თუმცა რადგან არავინ თანხმებოდა, რობერტსი კი მოითხოვდა ან როლზე სასწრაფოდ აეყვანათ, ანდა სხვა სტუდიასთან გააფორმებდა კონტრაქტს, სტუდიის ხელმძღვანელებს მეტი აღარაფერი დარჩენოდათ და მას როლი მისცეს. სწორედ ამ როლმა აქცია ვარსკვლავად ჯულია რობერტსი, სტუდიას კი წარმოუდგენლად დიდი მოგება მოუტანა.


    ჯეკ დოუსონის როლი ფილმ ტიტანიკში

    ვინაიდან ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეკ დოუსენი 17 წლის არის, ჯეიმს ქემერონს არც ისე დიდი არჩევანი ქონდა. თავიდან ის მაინც ცდილობდა პროექტში ვარსკვლავები მიეზიდა და როლი მეთიუ მაკ კონახის, კრისტიან ბეილის, კრის ო დონელს და ტომ კრუზს შესთავაზა. ამ უკანასკნელს პირდაპირ უარი არ უთქვამს, მაგრამ იმდენად დიდი ჰონორარი მოითხოვა, რომ ფილმის ბიუჯეტი მას ვერ გაწვდებოდა. მაკ კონაჰმა კი კემერონის წერილს, რომლითაც მან მსახიობს კასტინგზე მისვლა და გასაუბრება სთხოვა, უბრალოდ იგნორირება გაუკეთა რეჟისორის თხოვნას. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცია ქემერონმა ყურადღება ლეონარდო დი კაპრიოს.

     

    სხვათა შორის, როლზე თავიდან მანაც უარი თქვა. ჯეკ დოუსონი ლეოს ფილმოგრაფიაში არანაირად არ ჯდებოდა: არც ბუნტისთავი იყო, არც რთული მოზარდი, არც ფსიქიურად დაავადებული გმირი. ლეომ თქვა, რომ როლი არ აინტერესებდა. საპასუხოდ მისმა აგენტმა უამბო ზღაპარი, რომ ქემერონს ამ როლზე მის გარდა სხვა ვერავინ წარმოედგინა. მოგვიანებით, როცა გაიგო რომ სინამდვილეში სხვაგვარად იყო, კასტინგებზე და გადაღებებზე ისე საშინლად იქცეოდა, რომ რეჟისორმა მისი გაგდებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ბოლოს ლეო მოჭკვიანდა და რეჟისორიც მიხვდა: სწორედ ის იყო ამ როლისთვის დაბადებული!

    ნეო ფილმ “მატრიცადან“

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თავიდან ნეოს როლში უილ სმიტის გადაღება იგეგმებოდა. თუმცა მან “მატრიცას„ ფილმში “ველური, ველური დასავლეთი“ მონაწილეობა ამჯობინა, რომელიც საბოლოოდ გაქირავებაში ჩავარდა და ხუთი ანტიპრემია მიიღო ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაში.

    უილ სმიტის რომანის ჩემდეგ პროექტის ავტორებმა ფილმში მოპნაწილეობა იუენ მაკ გრეგორს, ლეონარდო დი კაპრიოს და ტომ კრუზს შესთავაზეს. საბედნიეროდ ორივემ უარი თქვა და მსოფლიოს შესაძლებლობა მიეცა კიანუ რივზი აღმოეჩინა: მატრიცის გადაღებიდან 20 წელი გავიდა და კიანუ რივზი კვლავ პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არცერთ ნამდვილ საკულტო ფილმში არ უთამაშია.

    კლარისა სტარლინგი ფილმში “კრავთა დუმილი“

    ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის შესარჩევად კასტინგი ძალიან რთული გამოდგა: თავად ჰანიბალ ლექტერის როლის თამაშზეც ყველა უარს ამბობდა. როლზე უარი თქვეს: შონ კონერიმ, ჯეკ ნიკოლსონმა, რობერტ დიუვალმა, ჯერემი აირონსმა და ბრაიან კოქსმა. ენტონი ჰოპკინსი კი არც დაფიქრებულა და შედეგად მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარიც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი ეკრანზე ძალიან მცირე დროით ჩანს. მისი პარტნიორის მოძებნას კი ფილმისთვის დიდხანს ვერ ახერხებდნენ. ფილმის რეჟისორი ჯონათან დემი ამ როლში მიშელ ფაიფერის ან მეგ რაიანის გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა ორივემ უარი თქვა, რადგან ფილმი მეტისმეტად სასტიკად და სისხლიანად ჩათვალეს. მაშინ ჯონათანი იძულებული გახდა არჩევანი ჯოდი ფოსტერზე შეეჩერებინა.
  • ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი “მეგობრები” ეკრანებზე ბრუნდება

    ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი “მეგობრები” ეკრანებზე ბრუნდება

    პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

    დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სერიალის გმირები სპეციალური სატელევიზიო პროექტის სახით HBO Max – ის  ეთერში გამოჩნდებიან. გასულ წელს ნეტფლიქსის შემდეგ სწორედ ამ სტრიმინგ სერვისმა იყიდა ამერიკაში სერიალის უფლებები $425 მილიონად. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პროექტს სერიალის ფორმატის ექნება, თუ ფილმის. უცნობია მისი გამოსვლის ზუსტი თარიღიც.

    სპეციალურ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას სერიალის ექვსივე მთავარი გმირი მიიღებს. ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიკა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, დევიდ შვიმერმა და მეთ ლიბლანკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე განაცხადეს.

    სერიალ „მეგობრების“ პირველი სეზონი ეთერში 1994 წელს გავიდა და 2004 წლამდე იღებდნენ. ის მალევე გახდა საკულტო შოუ. ფინალურ ეპიზოდს ამერიკის შეერთებულ შტატებში 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. „მეგობრები“ პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

    2018 წელს სერიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საყვარელ შოუებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

  • უკრაინაში ფეხზე წამომდგარი დარბაზი  და ხანგრძლივი აპლოდისმენტები “სუხიშვილებს”  (ვიდეო)

    უკრაინაში ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები “სუხიშვილებს” (ვიდეო)

    მოლდოვაში გამართულ  “სუხიშვილების” კონცერტის დასრულების შემდეგ, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და  ანსამბლი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოეს.

    2 თებერვალს ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ დაიწყო ხანგრძლივი ტური, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, 28 მარტს სრულდება. სულ ამ ტურნეს ფარგლებში „სუხიშვილები“ 55 კონცერტს გამართავენ. პირველი კონცერტი უკრაინაში სწორედ 2 თებერვალს გაიმართა, უკრაინის ქალაქების შემდეგ მათ მოდლოვაში გადაინაცვლეს, შემდეგ პოლონეთს მიაშურებენ და ტურს ისევ უკრაინაში დაასრულებენ.

  • Fast and Furious-ის სრულ ტრეილერში თბილისში გადაღებული კადრები გამოჩნდა

    Fast and Furious-ის სრულ ტრეილერში თბილისში გადაღებული კადრები გამოჩნდა

    ინტერნეტში ფილმ „ფორსაჟი 9“-ის (Fast & Furious 9) ოფიციალური თრეილერი ვრცელდება, რომელშიც სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ.

    პროგრამა გადაიღე საქართველოს ფარგლებში ფილმის გადაღებები 5 კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.

    მეცხრე ნაწილი რეჟისორმა ჯასტინ ლინმა გადაიღო, მასში კი ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, შარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ქარდი ბი მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა 22 მაისსაა დაგეგმილი.

    {{VIDEO}}

  • როგორ გარდაიქმნა ანჯელინა ჯოლი მალეფისენტად (ვიდეო)

    ანჯელინა ჯოლი ეკრანს “მალეფისენტის” ახალი ფილმით უბრუნდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო სადაც ანჯელინა ჯოლი გრიმით მალეფისენტად გარდაიქმნება.

    დისნეის მალეფისენტის მეორე ნაწილის, პრემიერა დღეს შედგება.

  • კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები ვუდი ალენის ფილმის პრემიერით გრძელდება

    კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 10 ოქტომბერს ვუდი ალენის ფილმის „A rainy day in New York” პრემიერით დაიწყება.

    რომანტიკული კომედია რეჟისორის რიგით 50-ე ფილმია, სადაც მთავარ როლებს სელენა გომესი და ტიმოთი შალამე ასრულებენ.

    ვუდი ალენის რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება:

    · 12 ოქტომბერი – „ენი ჰოლი“

    · 13 ოქტომბერი – „მანჰეტენი“

    · 18 ოქტომბერი – „ჰანა და მისი დები“

    · 19 ოქტომბერი – „კაიროს მეწამული ვარდი“

    · 20 ოქტომბერი – „შუაღამე პარიზში“

    12 ოქტომბერს, ფილმის დაწყებამდე, 19:30-ზე ვუდი ალენის შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებს.

    კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ყოველი თვე სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას ეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

    კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ტარდება.

    თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

    ახალი ფილმის პრემიერა 10 ოქტობერს 22:15 საათზე შედგება, რეტროსპექტივის ყოველი სეანსი კი 20:00 საათზე დაიწყება.

  • Netflix–ის ახალ დეტექტიურ სერიალს,რომელშიც არაფერი ხდება კრიტიკოსები და მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა

    20 სექტემბერს Netflix–ზე გამოვიდა ახალი დეტექტიური სერიალის, “დამნაშავე“–ს (Criminal) 12 ეპიზოდი. ყველა მოქმედება სერიალში მხოლოდ დაკითხვების ოთახში და კაბინეტში ხდება, საიდანაც დაკითხვაზე დაკვირვება მიმდინარეობს. და კიდევ პოლიციის განყოფილების კორდიორში. თუმცა კრიტიკოსების აღიარებით ეს არის 2019 წლის ყველაზე საინტერესო დეტექტივი.

     

    12 სერიიდან 3 ინგლისურ ენაზეა გადაღებული, დანარჩენები კი გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ყოველი სერია ეს არის დასრულებული სიუჟეტი, მკვლელობაში, ბავშვის მოტაცებაში, გაუპატიურებაში ან არალეგალი მიგრანტების გადაყვანაში ეჭვმიტანილების დაკითხვა. და ყოველი სერია თამაშია. პოლიციელები ეჭვმიტანილებს ეთამაშებიან, ეჭვმიტანილები და მათი ადვოკატები კი პოლიციას.

     

    დეკორაცია ამ სერიალში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ სცენაზე დადგმულ სპექტაკლში. თუმცა ეს სერიალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მინიმალიზმი მაყურებელს საშუალებას აძლევს ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე, რომლებიც მაღალბიუჯეტიან ტრილერში უმნიშვნელოდ ჩანს: პერსონაჟის ხელში ყავის ჭიქა კანკალებს. დაკითხვის კულმინაციურ მომენტში უცებ კონდიციონერი ამუშავდება.
    იმის მიხედვით, როგორ ატრიალებს სერიალის გამირი ხელში კალამს, შეიძლება განისაზღვრროს ატყუებს თუ არა ის პოლიციელებს. დანაშაულის აღიარების შემდეგ ატირებული ქალი კი ტუჩსაცხის კვალს ტოვებს წყლის ჭიქაზე.ავტორების ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო.

     

    მოქმედება, როგორც ასეთი სერიალში არ ხდება. აქ მთავარი საუბრებია. დანაშაულები, რომლებზეც საუბრობენ შეიძლება მხოლოდ პოლიციურ დოკუმენტებში ან მონიტორის ეკრანზე ნახოთ, რომლითაც მათ ეჭვმიტანილებს აჩვენებენ. ამის მიუხედავად ყოველ სერიაში მალევე ჩნდება სრულფასოვანი ინტრიგა, რომელიც ისევე ითრევს მაყურებელს, როგორც მაშტაბური დეტექტივი დევნით,სროლით და დინამიური გადაღებით.

    მიუხედავად დაკითხვის ოთახების სრულიად იდენტური ინტერიერისა სერიები სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა მსახიობების მონაწილეობით გადაიღეს და ისინი ძალიან განსხვავებულია.

    სერიალს აღფრთოვანებული რეცენზიები მოჰყვა. “ახლებური, მომნუსხველი, განსხვავებული“– ასეთია კრიტიკოსების შეფასებები.გამოსვლიდან 12 საათში სერიალმა IMDB–ს გვერდზე, სადაც მაყურებლის შეფასება აისახება 10 დან 9.4 ქულიანი შეფასება მიიღო.