Category: კავკასია

  • კრემლი: უკრაინისთვის დასავლური ჯავშანმანქანების მიწოდება, უკრაინელების “ტანჯვას გააღრმავებს”

    კრემლი: უკრაინისთვის დასავლური ჯავშანმანქანების მიწოდება, უკრაინელების “ტანჯვას გააღრმავებს”

    ორშაბათს კრემლმა გამოაცხადა, რომ კიევისთვის დასავლური იარაღის, მათ შორის ფრანგული ჯავშნიანი მანქანების მიწოდებას, „უკრაინელი ხალხის ტანჯვის გაღრმავება შეეძლება“ და კონფლიქტის კურსს ვერ შეცვლის.

    გასულ კვირაში საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ კიევისათვის სამხედრო დახმარების ფარგლებში, შესაძლოა უკრაინას მსუბუქი საბრძოლო მანქანები მიაწოდონ. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინას მსუბუქი საბრძოლო მანქანები მანაც მიაწოდოს.

    „მათ მიწოდებას არაფრის შეცვლა არ შეეძლება“, უთხრა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

    უკრაინამ ბრძოლის ველზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და დასავლელ მოკავშირეებს უფრო მძიმე შეიარაღებას სთხოვს, რათა ომის ბალანსში მისთვის სასარგებლო გარდატეხას მიაღწიოს.

    ორშაბათს კრემლმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად საფრანგეთის გადაწყვეტილებისა, კიევისთვის მეტი იარაღი მიეწოდებინა, მოსკოვი მადლიერია პრეზიდენტ მაკრონის წვლილის გამო, რომელიც მას დასავლეთსა და მოსკოვს შორის დიალოგის შენარჩუნების საქმეში შეაქვს.

    გასულ თვეში ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მაკრონი მკაცრად გააკრიტიკეს მისი სიტყვების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრძოლის შეწყვეტის მიზნით გამართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, დასავლეთმა რუსეთის „უსაფრთხოების გარანტიები“ უნდა გაითვალისწინოს.

  • “რუსეთი უკვე მზად არის ყირიმიდან გაიქცეს”-პოდოლიაკი

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება დროის საკითხია და რუსეთი მას დატოვებს, როგორც კი ყირიმი უკრაინის სრულ საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცევა.

    “თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოხვდება. მე არ მესმის, რას გააკეთებენ იქ რუსები. ისინი მიხვდებიან, რომ  უნდა გაიქცნენ, იმიტომ, რომ რუსეთი უკვე მზად არის გაქცევისთვის. უბრალოდ, ისინი ჯერ არ გამოსულან ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები.

    არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც დღეს ბომბშესაფრებში სხედან, 3-5 წელიწადში კიდევ ახალი ფასი გადაიხადონ, რომ სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის დაიღუპონ. ამიტომ, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“ – ან დღეს ჩვენ ბოლომდე მივალთ და მერე ჩვენი შვილები ცხოვრობენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ საცხოვრებლად, რადგან  უკრაინა არ იქნება“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

  • აშშ-ში ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში ციხიდან გამოვიდა

    შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ანა მონტესი, ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში.

    მონტესი, რომელიც ახლა 65 წლისაა,  პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და  კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

    2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან თითქმის მთლიანად გაამხილა აშშ-ს სადაზვერვო ოპერაციები კუნძულზე.

    ერთ-ერთი მათგანის თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ოდესმე დაუკავებიათ და  მან დიდი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.

    მიშელ ვან კლივმა, კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა კუნძულზე ამერიკელი აგენტების ყველა საქმიანობის კომპრომეტირება მოახდინა  .

    „კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ ამის  სასარგებლოდ გამოყენება. გარდა ამისა, მან შეძლო გავლენა მოეხდინა კუბაში სიტუაციის შეფასებაზე კოლეგებთან საუბრისას და ასევე იპოვა შესაძლებლობა მიეწოდებინა მოპოვებული ინფორმაცია სხვა სახელმწიფოებისთვის„- თქვა ვან კლივმა.

    მას შემდეგ, რაც მონტესი დააკავეს, მას ბრალი დასდეს ოთხი ამერიკელი დაზვერვის ოფიცრის ვინაობისა და უზარმაზარი საიდუმლო მასალის გამხელაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, რომ მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოებას.

    ცივი ომის მრავალი სხვა ცნობილი ჯაშუშისგან განსხვავებით, ანა მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და არა პირადი სარგებლით. მას არ მოსწონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მოქმედება ლათინურ ამერიკაში და მრავალი თვალსაზრისით სწორედ ამან უბიძგა ეთანამშრომლა კუბის დაზვერვასთან.

    აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მონტესი აღშფოთებული იყო, ამერიკის მხრიდან მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფის “კონტრასის“ მხარდაჭერით, რომელიც ეჭვმიტანილი იყო  ნიკარაგუაში ომის დანაშაულებებში და სხვა სისასტიკეში.

    მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას 1984 წელს მას მიმართა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანაკურსელმა. მოგვიანებით იგი გააცნეს კუბის დაზვერვის აგენტი და ის  უყოყმანოდ დათანხმდა კუბელებთან მუშაობას ნიკარაგუას დასახმარებლად.

    მომდევნო წელს მონტესი  ჰავანაში ჯაშუშად მომზადებისთვის გაემგზავრა და შემდეგ  თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოში დაიწყო მუშაობაშ, საბოლოოდ კი  კუბის მთავრობის უფროსი ანალიტიკოსის თანამდებობამდე დაწინაურდა.

    თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ის ხვდებოდა კუბელ კურატორებს ყოველ რამდენიმე კვირაში ვაშინგტონის რესტორნებში დამათ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. მას ახალი დავალებებს რადიოგადამცემის საშუალებით აძლევდნენ, რომელიც მოკლე ტალღებზე მუშაობდა.

    2001 წლის სექტემბერში ის დააკავეს  მას შემდეგ, აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მთავრობის თანამშრომელიკუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

    გათავისუფლების შემდეგ მონტესი მეთვალყურეობის ქვეშ ხუთი წელი იქნება. მას ასევე ეკრძალება მთავრობაზე მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება.

    თუმცა, FBI თვლის, რომ  ნაკლებად სავარაუდოა, მან კავშირები  კავშირებს თავის კუბელ კურატორებთან.

    „მისი ცხოვრების ეს ნაწილი უკან დარჩა“, – უთხრა CBS-ს პიტ ლაპმა, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც  მონტესი დააკავა.

  • კრემლს სურს შემოგთავაზოს ქვეყნის დაყოფის კორეული ვერსია–უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

    კრემლს სურს შემოგვთავაზოს ზავის კორეული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დაყოფას ორ ქვეყნად, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

    “ახლა გვთავაზობენ კორეულ ვერსიას. ეგრეთ წოდებული პირობითი 38-ე პარალელით. აქეთ არიან ასეთი უკრაინელები, იქით არც ისე უკრაინელები… ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ, არის 38-ე პარალელი”, – განაცხადა მან. დანილოვს მხედველობაში ქონდა ის პარალელი, რომლის გასწვრივაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა იყოფა.

    მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ხვდება ევროპაში გადამდგარ პოლიტიკოსებს და მათი მეშვეობით უგზავნის მესიჯებს ამჟამინდელ ლიდერებს, რომ რუსეთი მზად არის დათმობაზე წავიდეს, რათა გამოასწოროს არსებული სტატუს კვო და აიძულოს უკრაინა ზავი დადოს.

  • თბილისში დეტექტივების სამმართველოს უფროსი 6 გასროლით მოკლეს. დაზიანებები აქვს დაკავებულსაც

    თბილისში დეტექტივების სამმართველოს უფროსი 6 გასროლით მოკლეს. დაზიანებები აქვს დაკავებულსაც

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე შეყელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლით მისივე თანამშრომელმა მოკლა. შემთხვევა დღეს  გამთენიისას თბილისში მოხდა.

    პოლიციელი, გიორგი მღებრიშვილი ახლა ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან.

    სავარაუდო დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, მაგრამ ბოლო პერიოდში კადრების განყოფილებაში იყო დასაქმებული. მღებრიშვილი ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის რაჭაში, ამბროლაურში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

    “მთავარი არხის“ ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დაკავებამდე, პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

    მოკლული ალექსანდრე შეყელაძე გლდანში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე  გაასვენეს.

  • ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას გადმოგვცეს სააკაშვილი. პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან-პოდოლიაკი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას.თუ საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის უკრაინის მოქალაქის გადაცემას უკრაინისთვის, მაშინ ის მესამე ქვეყანაში უნდა გაგზავნონ მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.

    ამის შესახებ პოდოლიაკმა  რუსი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, იულია ლატინინას გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას არ მოჰყვება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული ნაბიჯები.

    „ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს – რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. არ ვიძლევით არანაირ რჩევებს. ჩვენ ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი. მე პატივს ვცემ სააკაშვილს, რადგან ის ისტორიული მასშტაბის ფიგურაა. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, გადმოგვცენ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული თვალსაზრისით ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასეთია ჩვენი ოფიციალურ პოზიცია, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, მათ შორის დიპლომატიური არხებითაც. პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა ცნობილი პირებიც ამაზე საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლით თქმით, განსხვავებულია მისი პირადი პოზიცია ამ საკითხზე და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შევიდეს სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხე აწამა“.

    „მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას მიზანმიმართულად შეჰყავს ისტორიაში საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა. ვურჩევ ეს არ გააკეთონ. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი, არ ჩაეწერონ ისტორიაში შავი ასოებით. თუ გინდათ, პირადად მე ჩამოვალ და წამოვიყვან. უბრალოდ მინდა საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო. თუ არ უნდა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარეს დადგეს, სწორი არჩევანი მაინც გააკეთოს. სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი“, – აცხადებს პოდოლიაკი.

  • აშშ იტალიისგან ითხოვს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცეს SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემები – მედია

    ამერიკის ხელმძღვანელობამ იტალიას სთხოვა,  უკრაინისთვის საზენიტო სარაკეტო სისტემების SAMP-T–ის  მიწოდებაზე თანხმობა განაცხადოს. ამის შესახებ La Repubblica დიპლომატიური წრეების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

    ჟურნალისტების ცნობით, დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას იტალიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ფრანჩესკო ტალო, ხოლო ამერიკული მხრიდან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი განიხილავენ.

    თეთრი სახლის ოფიციალური პირები ითხოვენ SAMP-T-ის დაუყონებლივ მიწოდებას უკრაინის არმიისთვის, რადგან მათი აზრით, ეს სისტემები დაეხმარება კიევის დაცვას რუსული თავდასხმებისგან. იტალიური გამოცემის წყაროების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე სიტყვიერი შეთანხმებები უკვე მიღწეულია.

    SAMP-T კომპლექსი შეიქმნა იმისათვის, მექანიზებული დანაყოფებისა და ჯარების დასაცავად, ასევე მნიშვნელოვანი სტაციონარული ობიექტების  მასიური საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად არის შექმნილი – იქნება ეს ტაქტიკური რაკეტები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

    საჰაერო თავდაცვის სისტემას ევროპული კონსორციუმი Eurosam აწარმოებს .

    შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 იანვარს უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის გადაცემა დააანონსა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი იარაღის სიაში შედის Sparrow, Zuni, TOW რაკეტები, ჰაუბიცები, ბრედლის ჯავშანტრანსპორტიორები და მრავალი სხვა. პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ იარაღი შეირჩა დონბასში არსებული პირობებისა და მომდევნო თვეების გათვალისწინებით.

  • ბრიტანელი მინისტრების მანქანაში ჩინური სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს

    დიდი ბრიტანეთის მთავრობის კუთვნილ მანქანაში  სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს. არის ვარაუდები, რომ ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურების ნამუშევარია. ამის შესახებ The Sun ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

    გავრცელებული ინფორმაციით,  ჩინეთიდან ჩამოტანილ ჰერმეტულად   დალუქულ მანქანის ნაწილში აღმოჩენილია გეოლოკაციის მონაცემების გადამცემი მინიმუმ ერთი SIM ბარათი.

    მანქანებს, რომლებსაც შემოწმება ჩაუტარდა  დიპლომატები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყენებენ.

    მანქანები “ქირურგიულად დაშალეს  ბოლო ხრახნამდე” მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები შესაძლოა  ბრიტანელ მინისტრებზე ჯაშუშობდნენ.

    წყაროს ცნობით, ეს სიმ-ბარათები  საშუალებას იძლევა  წლების განმავლობაში თვალყური ადევნონ სახელმწიფო ჩინოვნიკების გადაადგილებას და შექმნან მათი საქმიანობის დეტალური სურათი.

    “ეს შეიძლება გაკეთდეს მეთოდურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს არის საფრთხე”, – თქვა წყარომ.

    ჩინური ნაწილავტომობილზე დაშლის  გარეშე დამონტაჟდა, საგარანტიო პირობებისა  და კომერციული ხელშეკრულებების გამო.

    კონსერვატიული პარტიის სპიკერმა სერ იან დუნკან სმიტმა  ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჩინეთი უნდა განიხილებოდეს როგორც “მუდმივი საფრთხე”.

    არსებობს შეშფოთება, რომ ჩინეთს შეუძლია სერიოზული საფრთხე შეუქმნას დიდ ბრიტანეთს სხვადასხვა  დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების შესაძლო ქურდობიდან დაწყებული და დამთავრებული ბრიტანეთის მოქალაქეების დაშინებით.

  • კირკოროვი, ბილანი, მიხალკოვი და სხვები…ზელენსკიმ რუსი მომღერლების, მსახიობების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ სანქციების შესახებ.

    სიაში 119 ადამიანია, ძირითადად რუსი ცნობილი სახეები, მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები: ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ნიკიტა მიხალკოვი, ირინა ალეგროვა, ევგენი პეტროსიანი, მარგარიტა სიმონიანი, ლეონიდ იაკუბოვიჩი და სხვები. ბევრმა მათგანმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ.

    სიაში ასევე არის უკრაინის სამი მოქალაქე: ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა, ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი, მომღერალი ლოლიტა მილავსკაია (მას აქვს ორმაგი მოქალაქეობა: რუსეთი და უკრაინა).

    დოკუმენტის თანახმად,  ადამიანებს ამ სიიდან დებლოკებათ უკრაინული აქტივები, უნდა შეწყდეს მათთან სავაჭრო ოპერაციები, გაუქმდეს ყველა ლიცენზია ან ნებართვა, აიკრძალოს ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემა.

    სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა.

    სია ასე გამოიყურება:

    მსახიობები და წამყვანები

    მსახიობი და კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი;
    იუმორისტი ევგენი პეტროსიანი;
    ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა (რეჟისორ ალან ბადოევის ყოფილი მეუღლე და გადაცემის “არწივი და რეშკა” თანაწამყვანი);
    ტელეწამყვანი დანა ბორისოვა;
    ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი.
    მომღერლები და მუსიკოსები
    რეპერი ბასტა (ვასილი ვაკულენკო);
    რეპერი და პროდიუსერი ვლად ტოპალოვი;
    ჯაზმენი იგორ ბუტმანი;
    მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი;
    მომღერალი ირინა ალეგროვა;
    მომღერალი დიმიტრი ბილანი;
    მომღერალი ლარისა დოლინა;
    მომღერალი ფილიპ კირკოროვი;
    მომღერალი სერგეი ლაზარევი;
    მომღერალი ალექსანდრე ბუინოვი;
    მომღერალი ვალერი დიდულა;
    მომღერალი ვალერი კიპელოვი, ჯგუფ “არიას” ყოფილი ვოკალისტი;
    მომღერალი პოლინა გაგარინა;
    მომღერალი როდიონ გაზმანოვი;
    მომღერალი გრიგორი ლეპსი;
    მომღერალი ლოლიტა მილავსკაია (ჩაწერა აბსტრაქტული ვიდეოები მსოფლიოს შესახებ, ომს უწოდა “სპეციალური ოპერაცია” და არ დაგმო უკრაინაში შეჭრა);
    მომღერალი ანა ნეტრებკო (შეჭრის შემდეგ მან გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები უკრაინის სასარგებლოდ და წინააღმდეგ, რის გამოც დაკარგა კონტრაქტები დასავლეთში და რუსეთის ფედერაციაში);
    მომღერალი ვიქტორ რიბინი, ჯგუფ “Dune”-ს ვოკალისტი;
    მომღერალი იულია სავიჩევა;
    მომღერალი ანა სემენოვიჩი;
    მომღერალი პელაგია;
    მომღერალი ალექსანდრე სკლიარი;
    მომღერალი ლიუბოვ უსპენსკაია;
    მომღერალი მიხაილ შუფუტინსკი;
    პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი.

    პროპაგანდისტები

    პროპაგანდისტი დიმიტრი კისელევი;
    პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი;
    პროპაგანდისტი ფიოდორ ლუკიანოვი;
    პროპაგანდისტი კრისტინა პოტუპჩიკი;
    პროპაგანდისტი ალექსანდრე პროხანოვი;
    პროპაგანდისტი ევგენი სატანოვსკი;
    RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი.

    მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები

    მსახიობი ვიქტორ დობრონავოვი;
    მსახიობი დიმიტრი დიუჟევი;
    მსახიობი დიმიტრი ხარატიანი;
    მსახიობი ვიქტორ სუხორუკოვი;
    მსახიობი სერგეი ჟიგუნოვი;
    რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი (რუსულ შოუბიზნესში ამბობენ, რომ პირდაპირ პუტინს ესაუბრა. ახლა რეჟისორი რეანიმაციაშია);
    ქორეოგრაფი ალა დუხოვა;
    დიზაინერი და ბლოგერი არტემი ლებედევი;
    უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი (შახტარის ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვლის შემდეგ დარჩა პეტერბურგის ზენიტში).

  • უკრაინის ხელისუფლება: პუტინის “საშობაო ზავი” არ შედგა

    რუსეთის ჯარებს არ შეუწყვიტავთ  არ შეაჩერეს უკრაინის ტერიტორიებზე შეტევა 6 იანვარს, მიუხედავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავისა“, განაცხადა შაბათს ღამით ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ.

    „როგორც იყო დაბომბვა, ისევე გაგრძელდა, როგორც იყო ჩვენს პოზიციებზე თავდასხმის მცდელობები, ასე რჩება“, – თქვა მან. „ვფიქრობ, ხვალ [შაბათს] გენერალური შტაბი გამოაცხადებს დაბომბვისა და თავდასხმების რაოდენობას, რაც მოხდა.

    მანამდე ვლადიმერ პუტინმა მართლმადიდებლური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა ფრონტის მთელ ხაზზე 36 საათის განმავლობაში.

    კიევმა უარი თქვა ინიციატივის მხარდაჭერაზე და მას ფარისევლობა უწოდა.

    გარდა ამისა, უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჯარებს მხოლოდ საომარი მოქმედებების ოპერატიული პაუზა სჭირდებათ და კრემლმა  მისი ამ გზით უზრუნველყოფა გადაწყვიტა.

    ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) რუსეთის ქმედებებს უწოდა საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც შექმნილია უკრაინის რეპუტაციის შელახვის მიზნით.

    „საშობაო ზავის“ ვადა დღეს, შუაღამისას იწურება.