Category: კავკასია

  • შეუწყდეს საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი! – კოლსი ოდიშარიაზე

    ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი “ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიწერ, ალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმაურება და ითხოვს დეპუტატს,   საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს.

    ამის შესახებ ის  სოციალურ ქსელ, X-ზე წერს.

    • “ტექსტი – ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია. ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.
      სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია”

    “დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ვნელი დედაკაცების ჯოგი […] ეს არის მოუ**ვნელი ქალების სინდრომი”. – თქვა მმართველი გუნდის  დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების პასუხოდ.

     

    რიჰარდს კოლსმა,  “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას “რეანიმირებული ზომბი” უწოდა:

    “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის მოდელით და საყოველთაოდ უარყოფილია”.

  • გამჭვირვალობა არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად – საფრანგეთის ელჩი

    “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი.

    წერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე.

  • ცესკო-მ პრორუსული დაჯგუფება “ალტ ინფო” დაარეგისტრირა

    პრორუსული დაჯგუფება “ალტ ინფო” 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ძალადობრივი დაჯგუფების, ლიდერი კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ძალადობრივი მოძრაობა ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა:

    • “კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და  2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება.” –  წერს ფეისბუქზე კონსტანტინე მორგოშია.
  • შეშფოთებული ვარ საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით – გრეგოროვა “რუსულ კანონზე”

    “როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა.

    ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას – ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, – მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს “ქართული ოცნება”, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით”.

    განაცხადა  “რადიო თავისუფლებასთან” ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” პარლამენტში ხელახლა ინიცირებაზე.

  • მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის! – ბუნდესტაგის წევრი რუსულ კანონზე

    ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას ახლა სურს, აგენტების კანონი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღოს, დასაგმობია. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და მასზე კონტროლის დამყარების ეს მცდელობა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის და აუცილებელია, შედეგები მოჰყვეს.

    წერს ამის შესახებ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, და ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე რენატა ალტი.

  • ხელისუფლება ‘’რუსული კანონის’’ დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს – KHIDI

    “ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას”, – ასე ეხმაურება,  კლუბი “ხიდი””ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

    “2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან ‘’რუსული კანონის’’ დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა
    ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიაა და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია

    დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება ‘’რუსული კანონის’’ დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს

    ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

  • ”ოცნების” განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით.. ადასტურებენ რომ ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები”- კუბილიუსი რუსულ კანონზე

    “ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ  ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის  ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ “

    აცხადებს, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • სტატუსის მიღების შემდეგ “ოცნება” კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს” – ბუნდესტაგის დეპუტატი თომას ჰაკერი

    “საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, “ქართული ოცნება” ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ  “ქართული ოცნება”  კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს”

    გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი  “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • “ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის – ლექსმანი

    “ქართული ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის”.

    წერს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. არ ასვენებთ გამჩენი, ეს არ უნდა გავატანინოთ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

    არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ბნელ ფულებს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური, ამას არ აქვს. არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი, ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ”

    ასე ეხმაურება, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.