Category: არქივი

  • “ბილაინმა” შესაძლოა, საქართველოს ბაზარი დატოვოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინფორმაციით, კომპანია “ბილაინს” გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ “მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ”.

    “ბილაინიც” ყიდის ბიზნესს, შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა”, ამბობს ბექაური, რომელიც გადაწყვეტილებას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შესუსტებას უკავშირებს. 

    თავად “ბილაინში” კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

  • ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენებენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენებენ – პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება.

    ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს, კვირას, საბურთლოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება ქაშვეთის ტაძრიდან მოხდება.

    “TVპირველის” გადაცემა  “დღის ამბების” წამყვანი, ლევან ჩხაიძე 21 იანვარს, ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი უგრეთის დედაქალაქში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო.

    ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: ტელეკომპანია “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “რადიო მაესტრო”.

    solostudio.agency/ თარაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

  • მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ქარ­თვე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე გერმანიაში ფეხ­საც­მლის ქურ­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ კი­ოლნში მდე­ბა­რე TK Maxx-ის მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­და – ambebi.ge-ის ინფორმაციით, მელორ ვაჩ­ნა­ძემ 130-ევ­რო­ი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მო­სინ­ჯვის მიზ­ნით ჩა­იც­ვა, მას­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ფა­სის კო­დის სის­ტე­მა მოხ­სნა, სა­კუ­თა­რი ფეხ­საც­მე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში და­ტო­ვა და შე­ნო­ბა ახა­ლი ფეხ­საც­მლით, თან­ხის გა­და­უხ­დე­ლად და­ტო­ვა.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მა­ღა­ზი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კა­მე­რებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს, ვაჩ­ნა­ძე შე­ა­ჩე­რეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაჩნაძის დაკავებას ადასტურებს, თუმცა მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს. 

    აქტივისტი მელორ ვაჩნაძე, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ორგანიზაცია “ქართული მარშის” წევრი იყო, ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული წლის ნოემბერში ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებულია, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წავიდეს და საზღვარგარეთ თავშესაფარი მოითხოვოს.

    მელორ ვაჩნაძე  ამბობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ის გაწირა და მის დაკავებასაც გეგმავდა.

  • ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა თბილისში საკუთარი წიგნის პრეზენტაციას დაესწრება

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, თბილისში დაესწრება მისი ერთ-ერთი მთავარი რომანის “გასაუბრება კათედრალში” ქართული თარგმანის წარდგენას. წიგნის წარდგენა თბილისში 2019 წელსაა დაგეგმილი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

    ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

    ქართველ მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლიოსას რომანი “ცუდი გოგოს ოინები”. რომანში მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს. რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი.

  • “არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი”: გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ესწრება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდის დატოვებას არ აპირებს და არც ვინმეს გარიცხვის თემის განხილვას ელის დღევანდელ სხდომაზე. როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, მისთვის სხვა დღის წესრიგის შესახებ არის ცნობილი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ოფისში დღეს სასამართლოს თემაზე გეგმავს. 

    “მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი, ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. “ჩინჩალაძე- მურუსიძის კლანის” მხარდაჭერით გავხდები მოღალატე. მგონია, რომ ჩემი გუნდის, ხალხის ერთგული ვიქნები, თუ პრინციპულად დავიცავ სწორ პოზიციას”,  განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

    “არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია და მოვედი ამ პოზიციის დასამტკიცებლად. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არსებობს არგუმენტები, მათაც ექნებათ საშუალება, ეს არგუმენტები თქვან. ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამტკიცებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ქვეყანას, არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი”, განაცხადა ფოფხაძემ.

  • საქართველომ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დროებით პრეზიდენტად აღიარა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველომ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.  

    “მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ, საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს , მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

  • სხდომა “ქართულ ოცნებაში”: ბესელია საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის თემაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხდომას გამართავს. მედიის მოლოდინი მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ წევრებთან დაკავშირებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხება – დარჩებიან თუ არა ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში, სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხს ელის მედია შეხვედრის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეკრებას წინ უძღოდა მოსამართლეების განცხადება და მათი სიის გამო გამწვავებული დაპირისპირება მმართველ გუნდში. თუმცა როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი საკითხი, რაზეც არ ფიქრობს და რაზეც მის გონებაში ადგილი არ არის, სწორედ მისი გარიცხვის თემაა და წუხს, რომ მედია ამ შეკითხვას ყველაზე ხშირად სვამს-ის ამბობს, რომ ახლა მთავარი არ არის, სად იქნება ეკა ბესელია, მთავარია გამართული მართლმსაჯულება.

    “რაც შეეხება გუნდურობას, ამაზეც მყარი არგუმენტები მაქვს – არ ვარ ის ადამიანი,რომელსაც ესწავლება, რა არის გუნდის შეხიდება. თუმცა ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებსა და შიდაპარტიულ ურთიერთობას შორის”, ამბობს ეკა ბესელია.

    “ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს საქმიანი განწყობა და მოლოდინი, რომ სხდომაზე, რომელიც ამ ფორმატით დეკემბრის შუა კვირის შემდეგ პირველად იმართება, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი, არგუმენტირებული მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე – როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპულ, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი – არგუმენტებით სავსე შეხვედრა იქნება დღეს და მინდა დავიტოვო იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე”,განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე.

    კომენტარი ასევე გააკეთა ბესელიას თანამოაზრემ ლევან გოგიჩაიშვილმა:დღეს შევეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო ამ ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები; თითით საჩვენებელი ადამიანები; რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის და რომელსაც ეს ადამიანები ვერ აკმაყოფილებენ – ვისაც გონია, რომ ეს მოსამართლეები გამოსწორდნენ და მერე რა მოხდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა. ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც არის დღევანდელი პარლამენტი. ეს საკითხი არის წყალგამყოფი. დავარწმუნებთ ჩვენ კოლეგებს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან”.

    რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ორი დღის წინ აცხადებდა: “საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებთან დაკავშირებით”.

    მედიას ასევე აქვს მოლოდინი, რომ სხდომაზე შესაძლოა, მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილონ, თუმცა არჩილ თალაკვაძე ამ შესაძლებლობას არ უშვებს.

  • ვინ რისთვის დადის სტრასბურგში. თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

    პარლამენტის ვიცე–სპიკერი, ქართული ოცნების წევრი ევროპული საქართველოს წევრთა ბრალდებებს სოციალურ ქსელში პასუხობს:

    ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოპოზიციის მხრიდან ატყდა ამბავი მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. მე მათ არ ვპასუხობ, მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას არ დავუტოვო კითხვები, ამიტომ ბოლო განმარტებას ვაკეთებ:

    1. გუშინ ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რეზოლუციას მაგნიცკის სიასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ ამ რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატება და ორპატიულად დავაინიცირეთ ცვლილება. ინიციატივის ავტორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი. ანუ დელეგაციის უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები;

    2. კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას;

    3. პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა;

    4. სესიაზე კენჭისყრის დროს გიორგი კანდელაკს არ ქონდა მონაწილეობის უფლება, თხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;

    5. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ რატომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. დიმიტრი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მას არ აქვს ხმის უფლება; ბატონი ზვიადი არ მონაწილეობდა, იმიტომ რომ მან ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო;

    6. ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭრი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა, სამივეზე ბუნებრივია მხარი დავუჭირე, ორი ჩანს შედეგებში, ერთი არა. აპარატი მეუბნება რომ ხარვეზები ხდება ხოლმე რადგან თითოეული კენჭისყრა 3-4 წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ;

    7. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას, გისურვებთ ასე არავინ მოგექცეთ;

    8. ახლა გავიგე დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით ვინ შოპინგობს ჩემს თვალ წინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი 2-ჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში, მითუმეტეს რომ ბიუჯეტი არა მხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის, ეს ხდება წლიწადში ოთხჯერ 7 დღით, გთხოვთ დაითვალოთ რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენთაგანის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და ღამის 9 საათზე მთავრდება. ასე რომ საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.

    მეტი ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, ვისაც საკითხი აინტერესებს აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი.

    დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს, ამას თავადაც მიხვდებით. – წერს თამარ ჩუგოშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

  • ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა

    ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის სპიკერმა, 35 წლის ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ფიცი დადო. მისი განცხადებით სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით შეასრულებს და ქვეყანაში არჩევნებს მოამზადებს.

     

    აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ვენესულას გარდამავალ ლიდერად აღიარა.

    ოთხშაბათს ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო მარშზე ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა.

    იანვარში ვენესუელას ნაციონალურმა ასამბლეამ ის უზურპატორად გამოაცადა.  რამდენიმე ქვეყანამ კარაკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც მადურო მეორე ვადით გაპრეზიდენტდა.

    ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად მადუროს ხელისუფლებით უკმაყოფილება კრიტიკულად გაიზარდა. 2018 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წლის ბოლომდე მილიონპროცენტიანი ინფლაცია იწინასწარმეტყველა. ქვეყანა ბოლო პერიოდში რეგულარული მასობრივი არეულობის პირობებში ცხოვრობს. აგვისტოს დასაწყისში ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით მადუროს მკვლელობა სცადეს.

    მადუროს რამდენიმე დღის წინ დიქტატორი უწოდა აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა. მაიკლ პენმა 22 იანვარს ტვიტერზე გაავრცელა მიმართვა მადუროს წინააღმდეგ საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეებისა და ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მიმართ.

    “მას არასოდეს მიუღია საპრეზიდენტო ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, ძალაუფლება კი იმით შეინარჩუნა, რომ ციხეში ჩასვა ყველა, ვინც გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია“– ნათქვამია პენის განცხადებაში. პენის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერდა გადაწყვეტილებას მადუროს უზურპატორად გამოცხადების შესახებ.

  • ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც სკოტლენდ იარდი და ინტერპოლი წლებია, ეძებს, საქართველოში პოლიციას თვითონ ჩაბარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბრიტანელი მამაკაცი ჯეკ შეპარდი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის დამნაშავედ ცნეს, თბილისში იმალება – ამ სათაურით  ინფორმაციას ბრიტანული მედია უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დღეს ახალი დეტალები ხდება ცნობილი, როგორც რუსთავი 2 – ის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ტელეკომპანიამ შეპარდთან, რომლის პოვნისთვის ჯილდოდ £25 000 იყო დაწესებული, ინტერვიუ ჩაწერა:

    “ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ დამნაშავესთან. “კურიერის” ჟურნალისტმა ჯეკ შეპარდი ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა, რომლის დაკავებასაც სკოტლანდ იარდი წლებია, ცდილობს და ამ მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიმართა.

    21:00 საათზე “რუსთავი2”-ზე მაყურებელი ნახავს, როგორ ჩაბარდა “კურიერის” კამერის წინ პოლიციას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული, რა მოხდა სამი წლის წინ შეპარდის იახტაზე და რას ყვება “კურიერთან” ინტერვიუში არაგანზრახ მკვლელობაში ბრალდებული”, იუწყება რუსთავი 2. 

    რაც შეეხება ინციდენტს, რის გამოც, ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს: 2015 წლის 9 დეკემბერსხალგაზრდა მამაკაცმა პაემანზე დაპატიჟა 24 წლის ქალი, შარლოტა ბრაუნი და თავისი კუთვნილი კატერით მდინარე ტემზაზე გაასეირნა. იგი ნავს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დასაშვებ სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ქალი მას შეჩერებას სთხოვს. სიჩქარის გამო კატერი გადაბრუნდა. ჯეკ შეპარდმა მისი თანმხლები ქალბატონის გადარჩენა არ სცადა. მან არც ადგილზე მისულ მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად სხვა ადამიანიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე წყალში ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშველებმა შარლოტა ბრაუნი იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.