{{ARTICLEIMAGE}}
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს პერსონალურ წერილებს უგზავნიან. მათი განცახდებით, 26 იანვარს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაა დაგეგმილი და კონფერეციის ჩატარებამდე, სურთ თითოეულ მოსამართლეს ინდივიდუალურად განუმარტონ ის ვითარება, რომელშიც დღეს სასამართლო სისტემა იმყოფება. ჯანეზაშვილი და დოლიძე წერილს არ გაუგზავნიან იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს და იმ 10 მოსამართლეს, რომლებიც საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად შეარჩია. წერილს არ მიიღებს არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე უვადოდ დანიშნული ლევან მურუსიძე.
Category: არქივი
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები 278 მოსამართლეს პერსონალურ წერილებს უგზავნიან
-
საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა წყურვილის გამო სადეზინფექციო ხსნარი დალია
ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია. ის თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბათუმის საბავშვო ბაღში კი მომხდარს უკვე სწავლობს სპეციალური დისციპლინური კომისია. მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზომებს მიიღებს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ძიძასთან დაკავშირებით. მოკვლევა დაწყებული აქვს შსს-საც.
ბაღში კი განმარტავენ, რომ გრიპის სეზონთან დაკავშირებით შენობას სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებდნენ, სპეციალური ხსნარი კი სამზარეულოში იდო და წყურვილის გამო გოგონამ ბოთლი პირთან მიიტანა. შემთხვევა 21 იანვარს მოხდა, თუმცა დღეს გახმაურდა.
{{VIDEO}} -
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შესული ხაბეიშვილი კალაძემ დარბაზიდან გააძევა (ვიდეო)
ხმაური იყო თბილისის მთავრობის სხდომაზე. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დედაქალაქის მერთან შეკითხვებით დღესაც მივიდა. მან კახა კალაძეს საბავშვო ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოსთხოვა და ის განკარგულებებიც წარუდგინა, რომელიც ბაღებში კვების რაციონს განსაზღვრავს და რომელიც ხაბეიშვილის თქმით, უხარისხოა. საკრებულოს დეპუტატმა კახა კალაძეს პასუხი მოსთხოვა თბილისში არსებულ უკანონო თხრილებზეც, რომელსაც, მისი თქმით, 13 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. თბილისის მერმა ხაბეიშვილი შანტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა და დარბაზიდან გააძევა.
რაც შეხება მთვრობის სხდომას, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს 1 ლარად ფართები გადაეცემათ. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც თბილისის მერმა დღეს ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, 3000-ზე მეტი ადამიანი 90-იან წლებში დაზარალდა, დღევანდელი მთავრობა კი შეეცდება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარაებული ყველა ადამიანი ფართებით დაკმაყოფილდეს. მერიამ პირველ ეტაპზე ფართებს სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადასცემს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში გარეგანათებები LED-ის ტიპის გარეგანათებებით ჩანაცვლდება. კახა კალაძის განცხადებით, შემუშავდება პროექტი, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.
მერის ინფორმაციითვე, თბილისში კიდევ დამატებითი ქუჩები შეირჩევა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება, მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. მერი ამობს, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლა და საჭიროა დამატებითი ქუჩების განსაზღვრა. სიახლეები შეეხება ავტობუსებსაც. მერის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან.
სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მიმართულებით შესაძლოა, საბაგირო ხაზები მოეწყოს.როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, “სისტრას” კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.
თბილისის მერის თქმით, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. კახა კალაძე ამბობს, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მერია ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს.
-
ლინდსი ვონი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
{{ARTICLEIMAGE}}ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მოთხილამურე ლინდსი ვონი კარიერის ნაადრევად დასრულებაზე ალაპარაკდა. როგორც მოგეხსენებათ, მას დაანონსებული ჰქონდა, რომ 2018-2019 წლის სეზონი მისთვის საბოლოო იქნებოდა, თუმცა ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე კარიერის დასრულებას. ამის მიზეზად კი ხშირ ტრავმიანობას ასახელებს.
ამერიკელ მოთხილამურეს პროფესიონალურ კარიერაში 82 გამარჯვება მოუგროვდა და მხოლოდ 5 გამარჯვება აშორებს ინგემარ სტენმარკის რეკორდის მოხსნამდე. შეგახსენებთ ამ უკანასკნელის ანგარიშზე 86 გამარჯვებაა, რაც აბსოლუტური რეკორდია სპორტის ამ სახეობაში.
ლინდსი ვონის თქმით, სწორედ ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად ასპარეზობს ამ სეზონში და კარიერის დასრულებასაც ამის შემდეგ გეგმავდა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა როგორც მას სურდა. მიმდინარე სეზონში იგი პოდიუმზეც ვერ ხვდება და საუკეთესო შედეგი მეცხრე ადგილი იყო.
-
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი უახლოეს დღეებში შემოვა
წითელას ეპიდაფეთქების შეჩერებისა და გრიპით ავადობის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხდებით წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ.ამ დრომდე ვაქცინაცია 4 300-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. კვლავ ნარჩუნდება გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებებიც. უახლოეს დღეებში კი, ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა. -
“ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ” – მოჭიდავე ძალადობის მუხლით დაკავებული გეგეშიძის მხარდასაჭერად
{{ARTICLEIMAGE}}
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოჭიდავეთა ნაწილი მოითხოვს. ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ფედერაციაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა ლუკა კურტანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მეგობრების შესარიგებლად ყველაფერს გააკეთებს.“მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არავის მისცემს უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს, ან ფედერაციას მუშაობის საშუალებას არ მიეცეს, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო ფედერაციასთანაც. ზურა და გიორგი ჩემი მეგობრები არიან – ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ძმებს შორის ურთიერთობების დარეგულირება სურს, ასეთ ადამიანად მიგულეთ. ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ მოხდეს შერიგება და ეს იყოს ერთიანი ოჯახი”,განაცხადა კურტანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. ამავე საღამოს მისი დაკავება სპორტსმენთა ნაწილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებით გააპროტესტა. კომენტარი გააკეთა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც.
“ჭიდაობაც ძალადობაა. რომ ვეჭიდავები, მეც ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე, მე ქულას ვერ ავუღებ. ყველაფერი ხდება. ხშირად მომხდარა ასეთი სიტუაციები. ასეთი ფორმა არასდროს მიუღია. დღეს რომ აქ ვდგავართ, ძალიან საწყენი და სამარცხვინოა. ფედერაციაც მოჭიდავეა და მოჭიდავეც მოჭიდავეა. მამასა და შვილს შორის ხდება კონფლიქტი. შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს”, განაცხადა საქართველოს ჩემპიონმა 65 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
გეგა გეგეშიძის გათავისუფლება ასევე მოითხოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც დუშეთში მიმდინარე საწვრთნელი შეკრება შეწყვიტა.

“წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. 2019 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება იწყება და მაქსიმალურად კარგად მომზადებულები და კონცენტრირებულები უნდა შევხვდეთ. უკვე დავიწყეთ ერთობლივი ვარჯიშები, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისში დავბრუნებულიყავით და ქართული საჭიდაო ოჯახის ხელმძღვანელის გვერდით დავმდგარიყავით. ნაკრების წევრები მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოუშვან დაკავებული გეგა გეგეშიძე და მოგვცენ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების საშუალება”, განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.

-
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. ქართველი მეზღვაურის ოჯახის ეჭვები
ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ეჭვობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რის გამოც რაზმაძე მოკლეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.
23 წლის ქართველი მეზღვაური, რომელიც თურქულ გემზე მსახურობდა ლიბიის ერთ–ერთ პორტში ნაოსნობისას გაუჩინარდა. მას ორ კვირის მანძილზე ეძებდნენ და ბოლოს პორტის ტერიტორიაზევე გარდაცვლილი იპოვნეს.
დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზე დაღუპულ ძმას გლოვობს.
-
ბათუმში დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში რჩება
{{ARTICLEIMAGE}}ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოზე დაჭრილი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით ჯარისკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
23 წლის მარად გივრაძე, რომელიც 8 თვეა ჯარში მსახურობს, გუშინ დაჭრეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ის სხვა სამხედრო მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული უნებლიე გასროლის შედეგად, მარჯვენა იდაყვის არეში დაიჭრა. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.