შემზარავი შემთხვევა თბილისში – 4 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული მისი დედაა. მცირეწლოვანის ცხედარს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი და არის თუ არა რეალობა მეზობლების ნაამბობი იმის შესახებ, რომ მშობლები ბავშვზე მუდმივად ძალადობდნენ. ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი. არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ მისი გერი ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში დღეს, გარდაცვლილი მცირეწლოვანის ფოტო გავრცელდა, რომელზეც ბავშვს სახეზე სილურჯეები აღენიშნება. ამბავს, კიდევ უფრო შემზარავს შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაცია ხდის, რომ ლელა ქსოვრელს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. უწყების ინფორმაციით, ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება პირველად 6 იანვარს შევიდა. პოლიციამ დედა დააკავა, მცირეწლოვანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურსაც ეცნობა. თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოკითხულმა მოწმეებმა ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა უარყვეს. ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი ჰიპერაქტიური ქცევით იყო გამოწვეული. ირკვევა ისიც, რომ გარდაცვლილი მცირეწლოვანი რამდენიმე წელი მინდობით აღზრდაშიც იყო.
Category: არქივი
-
ევროკომისიამ ზურაბიშვილს პრეზიდენტის სტატუსი “დაუბრუნა”
{{ARTICLEIMAGE}}
ევროკომისიამ საკუთარ ვებგვერდზე დაშვებული შეცდომა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის მოხსენიებას ასახავდა, უკვე შეასწორა. ზურაბიშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრისადმი მიძღვნილი ინფორმაციის სათაურის შინაარსი მთლიანად შეცვლილია. აღსანიშნავია, რომ შეცდომის შესახებ solostudio.agency/-მ ევროკავშირს წერილობით მიმართა.
-
ზურაბიშვილი-მოგერინის შეხვედრა (ვიდეო)
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და ფედერიკა მოგერინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელშია.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან,
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი. -
მამინაცვალი 4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზს ჰყვება (ვიდეო)
რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი. გარდაცვლილი გოგონას დედას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მეზობლების ვარაუდით, 4 წლის ბავშვს სასიკვდილო დაზიანებები სწორედ დედამ მიაყენა, თუმცა დაკავებულის ახლობლები და მეუღლე ამტკიცებენ, რომ ბავშვი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მასზე დედას არ უძალადია. ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ცნობილია, ბავშვზე ძალადობის გამო ქალს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი რამდენიმე კვირის წინ გამოუწერა. 6 იანვარს ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშიც მოხვდა, სადაც მკურნალობას ორი დღის განმავლობაში გადიოდა.
-
ევროპის ჩემპიონი მოჭიდავეებს:არ მწამს ისეთი ოჯახის, სადაც ძალაუფლების მქონე წევრს გვერდით უდგებიან და არა მას, ვისაც უჭირს
{{ARTICLEIMAGE}}
ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი მოჭიდავეების განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ეს არ არის ერთი ოჯახი.დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს თავში რაღაცას ურტყამდეს გულშემატკივრებისა და მთელი ქვეყნის წინაშე, ასეთი ფაქტი აქამდე არ მომხდარა.
ევროპის ჩემპიონი კვლავ ითხოვს გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არ მოუთხოვია ვინმეს დაკავება.
“არ მწამს ისეთი ოჯახის, სადაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს და მას გვერდში არ უდგებიან, ხოლო როდესაც ძალაუფლების მქონე ოჯახის წევრს გაუჭირდება, მას გვერდში უდგებიან – მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი”,-ამბობს დათუნაშვილი “რუსთავი 2” – თან.
-
ევროკომისიამ ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად “აღიარა”
{{ARTICLEIMAGE}}
ევროკომისიის ვებგვერდის თანახმად, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა პრემიერ-მინისტრ, ზურაბიშვილს უმასპინძლა. სწორედ ამ სათაურით იკითხება ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე.როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე ევროკომისიამ შეცდომით განათავსა და ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად მოიხსენია.
აღსანიშნავია, რომ ეს უზუსტობა ინფორმაციის ავტორებს ჯერ არ ჩაუსწორებიათ.

-
4 წლის გოგონას გარდაცვალების ისტორია:შემზარავი დეტალები (ვიდეო)
შემზარავი შემთხვევა თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული მისი დედაა. მცირეწლოვანის ცხედარს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი და არის თუ არა რეალობა მეზობლების ნაამბობი იმის შესახებ, რომ მშობლები ბავშვზე მუდმივად ძალადობდნენ.
ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი. არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ მისი გერი ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში დღეს, გარდაცვლილი მცირეწლოვანის ფოტო გავრცელდა, რომელზეც ბავშვს სახეზე სილურჯეები აღენიშნება.
კიდევ უფრო შემზარავს შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაცია ხდის, რომ ლელა ქსოვრელს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. უწყების ინფორმაციით, ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება პირველად 6 იანვარს შევიდა. პოლიციამ დედა დააკავა, მცირეწლოვანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურსაც ეცნობა. თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოკითხულმა მოწმეებმა ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა უარყვეს. ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი ჰიპერაქტიური ქცევით იყო გამოწვეული.
ირკვევა ისიც, რომ გარდაცვლილი მცირეწლოვანი რამდენიმე წელი მინდობით აღზრდაშიც იყო. ინფორმაციას ძალადობის შესახებ უარყოფენ გარდაცლილი ბავშვის ახლობლებიც, ამბობენ, რომ მეზობლებმა ეს ჭორი სპეციალურად გაავრცელეს. კონკრეტულად კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სტამბის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მათ ამ ადგილის მისაკუთრება სურთ და პროვოკაციებზე მიდიან.
-
პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში: საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს
{{ARTICLEIMAGE}}საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – ევრკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
სალომე ზურაბიშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს მადლობა გადაუხადა ვიზიტის ფარგლებში გაწეული უაღრესად თბილი მიღებისთვის და ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა.
“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე როგორც ახალარჩეული პრეზიდენტისათვის. ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველო ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე. ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმის, რაც კომისიამ გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, ნოემბრის თვეში აქ გამართული შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან მისცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელ შემადგენლობას, კომისიასთან ერთად, განეხილა ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და ის, თუ რა არის გასაკეთებელი, მოეხაზა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. ჩვენ ვიმსჯელეთ, ასევე, მიმდინარე წლის ივლისში, ბატონი თავმჯდომარის ჩამოსვლის შესაძლებლობაზე ბათუმში პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი და კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია. ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის.
ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე. მინდა, აქაც გავუსვა ხაზი, და ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმ როლს, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს საოკუპაციო ხაზზე. ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური მისია. მისია, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს. ეს მისია აძლიერებს მათში უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს პოლიტიკური მხარდაჭერაა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.ზოგადად, მთლიანობაში ამ ოკუპირებულ ზონებთან დაკავშირებული ზომები, ის მშვიდობიანი ძალისხმევა, რომელსაც ატარებს საქართველო, წარმატებული იქნება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის შემთხვევაში. მარტო ჩვენი ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანს. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო და ხაზი გავუსვა ამ მისიის და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, რის შესახებაც გადაწყვეტილება ახლახან იქნა მიღებული ბრიუსელში.და ბოლოს, ბატონო თავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ჩემი ქვეყნისა და მისი ევროპული პერსპექტივების მიმართ გამოხატული უწყვეტი მხარდაჭერისათვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.“უაღრესად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად. მინდა სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა.ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს სწრაფად და დაჩქარებული ტემპებით და მე მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა, ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება.ეს ვალდებულება მე ავიღე, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ წელს. ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე. ერთობაში ვგულისხმობ ევროკავშირს და არა საქართველოს, ეს ცალკე ქვეყანა და დიდი ერია.2017 წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000–მა ქართველმა იმოგზაურა. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა “ერაზმუს +”. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად.მაკროფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, შენარჩუნდება იმავე დონეზე. ამას გარდა, მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდასაკითხებს ეხება. კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი. მე დავუსვი კითხვები ქალბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას”, განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე. -
ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის
{{ARTICLEIMAGE}}ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასაახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.
Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში. კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.