Category: არქივი

  • NDI-ის გამოკითხულთა 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% უარყოფითად

    {{ARTICLEIMAGE}}NDI მიერ გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად. 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

    რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ პოლიციისთვის მიუმართავს .აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებაც სთხოვა, გამოკითხულთა 47% უწყების საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა – 23% უარყოფითად, 29%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

    საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

  • NDI-ის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რეპეტიტორის დაქირავება ეროვნული გამოცდებისთვის აუცილებელია

    {{ARTICLEIMAGE}}​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია. გამოკითხულთა 21% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 6% პასუხი არ აქვს ამ კითხვაზე.

    რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: 55% – საჭიროა, 40% არ არის საჭირო, ხოლო 5%-მა პასუხი არ იცის.

    ასევე, კითხვაზე, საჭიროა თუ არა რეპეტიტორი სკოლაში კარგად სწავლისთვის, პასუხები ასეთია: საჭიროა – 47%, არ არის საჭირო -48, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

    საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

  • NDI-ის კვლევის მიხედვით მოსახლეობის 62% უმუშევარია

    {{ARTICLEIMAGE}}​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. გამოკითხვისას მოსახლეობას უსვამდნენ კითხვას იყვნენ თუ არა ისინი დასაქმებულნი სრული ან ნახევარი განაკვეთით, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ. მთავარია ამას მოჰქონდეს შემოსავლი. კითხვაზე გამოკითხულთა 37% პასუხობს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.

    ასაკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები და 18-34 წლის ადამიანები არიან.ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ყველაზე მაღალი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია.

    გამოკითხვის მიხედვით თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს ქალების 65%, ხოლო კაცები 55%.

    საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი 2.1%-ია.

  • NDI-ის კვლევის მიხედვით 83% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა,Nato- ში გაწევრიანების – 78%

    {{ARTICLEIMAGE}}NDI-ის გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9% არ უჭერს.

    რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 13 პროცენტი არ უჭერს.

    გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 – მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,%-ს შეადგენს.

  • NDI: მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

    {{ARTICLEIMAGE}}NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია – ეს პასუხი 51%-მა პირველ ადგილზე მიუთითა.

    38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;
    37%-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია;
    27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;
    25% – პენსიები;
    18% – ხელფასები;
    NDI მიუთითებს, რომ ეს 6 საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.

    NDI-მ კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

    საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი 2.1%-ია.

  • NDI-ის გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

    {{ARTICLEIMAGE}}NDI-ის გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს საერთოდ არ ვითარდება, ხოლო 38% კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

    ამის შესახებ NDI-ის გამოკითხვაშია საუბარი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა.

    გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 – მა ადამიანმა მიიღო.

    ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.

  • ჯოკოვიჩმა ნადალი 3 სეტში გაანადგურა

    მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალში ესპანელი მეორე ჩოგანი 3 სეტში მარტივად 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

    თამაში სერბის უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ნოვაკი კორტზე თავს მშვენივრად გრძნობდა და შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია. განსხვავებით მისგან, რაფაელ ნადალი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ესპანელმა თამაშის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ძალიან ბევრი ბრეიკი ვერ გამოიყენა. ნადალის კარიერაში პირველად მოხდა, რომ დიდი სლემის ტურნირის ფინალში ერთი სეტიც კი ვერ მოიგო.

    ამ გამარჯვებით სერბმა დიდი სლემის ფინალის ანგარიში გაათანაბრა ნადალთან 4:4. საინტერესოა ისიც, რომ კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი წაგება ჯოკოვიჩთან აქვს ნადალს. რაფაელ ნადალისთვის ეს დიდი სლემის 25-ე ფინალი იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის კი – 23-ე.

  • ევროპელი ლიდერების ულიტიმატუმს ვენესუელას პრეზიდენტი უარით პასუხობს

    ვენესუელას პრეზიდენტმა უარყო ევროპის წამყვანი ქვეყნების ულტიმატუმი და ისინი ქედმაღლობაში დაადანაშაულა. გუშინ ესპანეთმა, გემანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვენესუელას პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ რვა დღის განმავლობაში არჩევნები უნდა დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციურ მთავრობას.
    “ევროპა კვლავ შეცდომას უშვებს ვენესუელასთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 200 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ისინი ჩვენს ისტორიას იგნორირებას უწევენ. ვერავინ წამოგვიყენებს ულტიმატუმს“ –განაცხადა მადურომ CNN Turk– თან ინტერვიუში.
    მადურო ამბობს, რომ ვენესუელას ევროპაში ბევრი კარგი მეგობარი ყავს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა პოზიცია ხალხის აზრს არ გამოხატავს და ისინი ტრამპის ჭკუაზე დადიან.
    ვენესუელაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც 23 იანვარს ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა, 35 წლის ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის აშშ–მ გუაიდოს მაშინვე მხარი დაუჭირა.
    საპასუხოდ პრეზიდენტმა მადურომ გადატრიალების მცდელობის შესახებ გამოაცხადა, აშშ–სთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.
    მადურო მეორე ვადით პრეზიდენტი იანვრის დასაწყისში გახდა. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მადურო არჩევნების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა.
    ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა ტვიტერში დაწერა:“ესპანეთს აქვს პასუხისმგებლობა ლათინური ამერიკის წინაშე… ჩვენ არ ვცდილობთ მთავრობის შეცვლას ან დამხობას, ჩვენ გვინდა დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ვენესუელაში.“

    მსგავსი განცხადებები გააკეთეს საფრანგეთმა და გერმანიამ. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა ქვეყნებს შორის შეთანხმებული იყო.

    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ არჩევნები ვენესუელაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა და მანაც გაიმეორა, რომ მადურო ლეგიტიმური ლიდერი არ არის.
    გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა 26 იანვარს აშშ– სინიციატივით კენჭი უყარეს ვენესუელას საკითხის განსახილველად გამოტანას. აშშ–ს იმედი აქვს რომ გაიტანს რეზოლუციას გუაიდოს მხარდასაჭერად. თუმცა რუსეთი მას სავარაუდოდ ვეტოს დაადებს.
    ეს ქვეყანა ვენესუელელი უზურპატორის მხარდამჭერად რჩება. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებეზნიამ განაცხადა: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ, ვინც ვენესუელას საზოგადოებას უფსკრულისკენ და სისხლისღვრისკენ უბიძგებს. ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მადუროს დამხობის მცდელობისას მარცხი განიცადეს და ახლა ცდილობენ მაქსიმალური კონფრონტაციის გზა აირჩიონ.“
    რუსეთის გარდა მადუროს მხარს უჭერს ჩინეთი, თურქეთი, მექსიკა, ირანი, სირია, კუბა, ნიკარაგუა,ბოლივია და სალვადორი.
    რატომ დგას ეჭვქვეშ მადუროს ლეგიტიმურობა

    მადურო მეორე ვადით გასული წლის ბოლოს აირჩიეს, თუმცა არჩევნებს მშვიდად არ ჩაუვლია. ბევრი ოპოზიციური კანდიდატი ციხეში აღმოჩნდა ან არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
    ნაციონალური ასამბლეა ამტკიცებს, რომ პრაქტიკულად პრეზიდენტის პოსტი თავისუფალია, რადგან არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. კონსტიტუციის შესაბამისად კი ეს ნიშნავს, რომ გუაიდო, როგორც ნაციონალური ასამბლეის მეთაური უფლებამოსილია პრეოზიდენტის მოვალეობის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.

    პარალელურად ვენესუელაში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და შეტაკებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. მოსახლეობა ბოლო პერიოდში ქუჩაში მუდმივმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მილიონ პროცენტიანმა ინფლაციამ გამოიყვანა. ისინი მადუროს გადადგომას მოითხოვენ.

    მადურო ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების მახრდაჭერას ინარჩუნებს, თუმცა გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა ვენესუელელი ხალხის მხარეს გადავიდნენ და მას დაუჭირონ მხარი

  • აქცია სასამართლო კლანის გადადგომის მოთხოვნით

    სასამართლო კლანის გადადგომის მოთხოვნითსაპროტესტო აქცია გაიმართა სასტუმრო რედისონთან, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს 11 წევრის გადადგომას მოითხოვდნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამდებობები დატოვონ ე.წ. სასამართლოში არსებული „კლანის“ ლიდერებმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს იმის განცდა, რომ ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი და ობიექტური. აქციის მონაწილეთა თქმით ეს ადამიანები აზიანებენ სასამართლო ხელისუფლებას.

    სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და მოსამართლე მურუსიძე სასტუმროში შეძახილებით შეაცილეს.

    შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.