Category: არქივი

  • ეკა ბესელია: რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? დაადგინეთ, ვინ დგას მორალური ტერორის უკან

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, რომელიც მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დაუპირისპირდა, მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს. ბესელია “საჯაროდ მიმართავს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, შს მინისტრს, გიორგი გახარიას და სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა და ვინ დგას მორალური ტერორის უკან”.

    “ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე , შეფასებების გარეშე: ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. ბოლო ინფორმაცია, რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს. მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში. მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის. ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან !!! ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში…აღარ გავაგრძელებ! ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით.  საჯაროდ გამოავლინეთ!!! მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა”,წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვაშინტონს დონალდ ტრამპთან შეხვედრის თხოვნით მიმართა: ვერ გეტყვით, რამდენად ეცლება ჩემთვის

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დღის წესრიგი, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ ამ შეხვედრამდე ქართული მხარე ამერიკის პრეზიდენტთან გამართავდა აუდიენციას, რომ ტრამპმა კარგად იცოდეს “ჩვენთვის მტკივნეული საკითხები”.

    “თუ რეგიონის საკითხები, ჩვენი საკითხი იქნება დასმული რაიმე ფორმით ამ შეხვედრაზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მანამდე გვქონდეს საშუალება, რომ შეხვედრა გაიმართოს პრეზიდენტ ტრამპთან, რომ კარგად იცოდეს, რა არის ყველაზე საფრთხილო ასეთ დისკუსიაში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვაშინგტონში შეტანილია თხოვნაც, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს. რამდენად ეცლება ჩემთვის, ვერ გეტყვით”,განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკინფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის შედეგებს მიუძღვნა.

  • დეპუტატის ინფორმაციით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მმართველი პარტია”ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. დეპუტატის თქმით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რასაც ჭიჭინაძე ბესელიას მიმართ სადამსჯელო კამპანიას უწოდებს და მას პირდაპირ უკავშირებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ამ კამპანიის გამო პაუსხიმებლობას კი პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრებს. ჭიჭინაძემ დღეს ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, ჰკითხონ ირაკლი კობახიძეს, თუ რატომ მოახდევინეს მას ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე. დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში სწორედ ბესელიასა და ბიძინა გეგიძეს მოუხადა და დარწმუნებულია, რომ კობახიძე მომავალშიც ბევრჯერ მოიხდის ბოდიშს.  

    შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატის განცხადებით დაინტერესდება. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, ამ ამბავს, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

  • დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    დაზიანებული ხეების მოჭრა დღეს კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე დაიწყო.

    კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, სამუშაოების მიმდინარეობას შპს “ეკოსერვისჯგუფის” დირექტორი ვახტანგ ნოზაძე გაეცნო. “ეკოსერვისჯგუფის” დირექტორის განცხადებით, სანიტარიული ღონისძიებების ფარგლებში მოჭრილი ხეები, რგვების შესაბამის სეზონზე, ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება.

    “სამუშაოები დავიწყეთ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან და, პარალელურად, ვმუშაობთ მოსკოვის გამზირზე.სანიტარიული ჭრები გაგრძელდება თბილისის სხვა რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გაზაფხულზე, რგვების სეზონის დადგომისთანავე, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი ნერგები დაირგვება”,განაცხადა ვახტანგ ნოზაძემ.

    სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

    წლების განმავლობაში, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი ფიჭვების საკითხი და არ ტარდებოდა შესაბამისი ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

    დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა, თბილისის მერიის ინიციატივით, უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

    კვლევით დამტკიცდა, რომ რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია თომიცუს Dესტრუენს-ის სახეობის მავნებელი მწერი. შესაბამისად, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების განხორციელება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ჭრების პარალელურად, ასევე, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

    თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

  • თავდაცვის სამინისტრო 2019-ს სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკის” წლად აცხადებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თავდაცვის სამინისტრო 2019 წელს “სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკის” წლად აცხადებს. მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს სამინისტრიოს სტრატეგია წარადგინა და მედიის კითხვებს უპასუხა: წლის მთავარი პრიორიტეტი ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე თავდაცვის ძალების ორგანიზება იქნება. დაიწყება ავიაციის მიმართულებით შვეულმფრენების მოდერნიზება. 2019 წელს, დასავლეთ საქართველოში ჩატარდება პირველი საერთაშორისო მრავალეროვანი სწავლება “მტკიცე სული”. მინისტრის განცახდებით მსგავსი მასშტაბის სწავლება დასავლეთ საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. სწავლება მოიცავს ახალ ელემენტებს, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ლევან იზორიამ დღეს NATO-სთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და NATO-ს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი დააანონსა

    დღეს მინისტრს პოსტის დატოვებასტან დაკავშირებითაც კითხეს. იზორია არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ იგი შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს. თავდაცვის მინისტრმა ასევე არ უპასუხა კითხვას, შცვლის თუ არა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია. 

  • დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხმაური იყო ბათუმში, სადაც გარემოვაჭრეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ერთი ქალი დააკავეს, რომელიც პოლიციის ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

    ბათუმში, გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას დღეს დილიდან მართავენ და მერიის მიერ, სავაჭროდ განკუთვნილი დახლების მოშლას აპროტესტებენ. თვიდასამქებულები დღეს ბათუმის მერს შეხვდნენ. ისინი ლაშა კომახიძისგან მუშაობის ორი თვით გახანგრძლივებას მოითხოვდნენ, რაზედაც უარი მიიღეს.

  • ადვოკატი: უცხოურ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ჯეკ შეფერდი საქართველოში, ციხეში ცუდ პირობებში იმყოფება

    დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, დღეს მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მოინახულებს. ადვოკატის ინფორმაციით, უცხოურ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ჯეკ შეფერდი საქართველოში, ციხეში ცუდ პირობებში იმყოფება. 

    “თუ როგორ გრძნობს ის თავს, რამდენად ეგუება ამ პირობებს, ხომ არ არის რაიმე დარღვევა მის მიმართ, ამას გავერკვევი და გამოვკითხავ დეტალურად. ვინაიდან, არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება უცხოურ მედიაში, რომ ის ძალიან ცუდ პირობებშია ამ ციხეში. ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ საშიშროების ხარისხი. რამდენად რეალურად ემუქრება საფრთხე მის სიცოცხლეს და მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ვინაიდან მისი მდგომარეობა მეტად ემოციურია. ეს აღნიშნა კიდეც ბრალდების მხარემ, პროკურორმა პროცესზე, რომ მის ისტორიაში ვლინდება ღრმა დეპრესიული ნიშნები, სუიციდისკენ მიდრეკილება და ა.შ. ეს დეტალები არის შესასწავლი აუცილებლად რამდენად გაუარესდება და მკაფიოდ გაუარესდება მისი მდგომარეობა უკვე ბრიტანეთის ციხეში,” განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

  • “მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ”: ვაკის გამგებლის მოადგილეს და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. ივანეიშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ხოლო ჩოჩუას ქრთამის აღებაში დახმარება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ რომან ხორავამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შესახებ. თავის მხრივ, ადვოკატები ითხოვდნენ ივანეიშვილისთვის 400 000, ხოლო ჩოჩუასთვის 100 000 ლარის გირაოს შეფარდებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუა 26 იანვარს დააკავა. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

    “მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს რეკომენდატორებს. ცხოვრებაში სიჩქარე არ გადამიჭარბებია, ვცდილობ კანონით ვიცხოვრო, მე ვერ შევარცხვენ ჩემი ოჯახის სახელს. მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით”,განაცხადა ჩოჩუამ.

    “რაც შეეხება, ჩემ დახმარებას ამ პროცესში, მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას. ამიტომ გავემგზავრე სპეციალურად თბილისიდან. ვიცოდი რომ ინვესტორი ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, ამის გამოცდილება მაქვს. მე რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი. ამგვარი შეტევები, ზეწოლები ჩემზე 2 წელია მიმდინარეობს. ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი ვითომ ინვესტორი და მშენებელი მიწყობს მოლაპარაკებას. რამდენი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. 2 წლის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას ვიჩენდი ჩემი კომპეტენციიისა და უფლებამოსილების ფარგლებში. წყალტუბო ჩემი საყვარელი ადგილია. თავიდან ბოლომდე ავაშენე, პრომეთეს მღვიმე, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული, იქაურობა მიყვარს. ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი ცენტრის, პარკის და მთლიანად ტურისტული კონცეფციის განვითარებაზე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ჩამოსულ ინვესტორს, რომ წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ ჩემი დანაშაული არის მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ”,ამბობს თეიმურაზ ჩოჩუა. 

    სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული, ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს დაპირდა შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და შესყიდვაში დახმარებას და სანაცვლოდ მოთხოვა 250 000 ლარის ქრთამის გადახდა. სუს-ის ცნობითვე, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იანი წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის აღებაში.

  • ღამის კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ კიდვ ერთ პირს პატიმრობა მიესაჯა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

    პროკურატურის ინფორმაციით: თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო.

    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ.ჟ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველი 54 აბი, საიდანაც თბილისში, ღამის კლუბ “კაფე გალერი”-ში 2018 წლის 31 მარტს 2 აბი 200 ლარად, ხოლო 15 აპრილს ასევე 2 აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ხოლო დანარჩენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველ 50 აბს პირადად ინახავდა.

    სამართალდამცველებმა ვ.ჟ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. ვ.ჟ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

  • გაზის დეტექტორების დამონტაჟება კორპუსებში სავალდებულო იქნება

    გაზის დეტექტორების დამონტაჟება კორპუსებში სავალდებულო იქნება. ამის შესახებ, თბილისის მერიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, განუცხადა. მისი თქმით ძველ კორპუსებში მაცხოვრებლებს შეღავათიან პაკეტს შესთავაზებენ.

    “მთავრობას და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობა. გამკაცრება-ოპტიმიზაცია შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ რა მიმართულებებით ვმუშაობთ. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრება და ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ ახალ მშენებლობებს, რაც შედარებით მარტივია, არამედ, დღეს არსებულ საბინაო ფონდს, ძველ კორპუსებს. იქ მთავრობა მზად არის და მერიასთანაც ვიხილავთ საკითხს, რომ გარკვეული პაკეტი შევთავაზოთ მოსახლეობას, ვიდრე ეს მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება. კონკრეტულად ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟებას, ასევე ეს იმგვარად უნდა იყოს გაკეთებული, რომ მოსახლეს არ შეეძლოს თვითნებურად ელექტროენერგიის კვებიდან მათი გამორთვა, ასევე ეს იქნება სწორი და კვალიფიციური მონტაჟი გაზის დანადგარების და ასევე, სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია გაზის ექსპლუატაციასთან. საწყის ეტაპზე, ძველ კორპუსებში შეიძლება მოსახლეობას შევთავაზოთ ეს პაკეტი და ამ მიმარულებით ხარჯებიც გავიზიაროთ, მაგრამ სამომავლოდ ეს ყველასთვის ყოვლად სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან მოსახლე, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს, საფრთხეს უქმნის ყველა მეზობელს.ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა ფორმით მოხდება ხარჯების განაწილება, თუმცა, მზად ვართ გარკვეულ შეღავათიან პაკეტზე წავიდეთ”,- განაცხადა ნათია თურნავამ.