Category: არქივი

  • მიხეილ სააკაშვილი: 72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი თბილისში, 72 საათის განმავლობაში მის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, ივანიშვილი საერთოდ გაქრება.  

    “72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს”, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – ის” გადაცემა “კვირის აქცენტებში” ჩართვის დროს.

    “იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის:

    “მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • მიხეილ სააკაშვილი:2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელას ოპოზიციას

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აქციოს რუსეთად, კრახით დასრულდება, რადგან ის მიიღებს ვენესუელის მსგავს მოვლენებს, განცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

    “საქართველო არ არის რუსეთი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება. ეს გამარჯვება მათ მოგვპარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით, ვენესუელურად ვითარდება მოვლენები. ვენესუელის რეჟიმი არის საქართველოს მტერი იმიტომ, რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას სხვადასხვა ფორმით, რჩევებითაც მათ შორის და მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა, ახლა ჩვენ აღარ ვართ რუკაზე. თქვენ რომ მეკითხებით, სად ხედავ ხალხსო? ზუსტად ასეთი სასოწარკვეთა მახსოვს ვენესუელელების”, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – ის” გადაცემა “კვირის აქცენტებში” ჩართვის დროს.

  • “ივანიშვილის ხელიდან თქვენ უკვე დახურული ხართ – სააკაშვილი “რუსთავი 2” -ზე საუბრობს

    {{ARTICLEIMAGE}
    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ წელს დახუროს “რუსთავი 2”. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა  “კვირის აქცენტების” ეთერში, აშშ-დან ჩართვის დროს განაცხადა.

    “ივანიშვილის ხელიდან თქვენ უკვე დახურული ხართ. ის აპირებს შემდეგ რაღაცებს წელს, ის აპირებს, დახუროს “რუსთავი 2”. შეზღუდოს “ფეისბუქზე” პოსტები. და მთელი აქტივების ხელში ჩაგდებას. ის, რასაც ის აკეთებს ახლა, “თიბისი ბანკს” იგდებს ხელში. მას უნდა, იყოს, ერთადერთი მევახშე, მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

    {{ARTICLEIMAGE}}
    2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

    უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

    როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე მათ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი დაეხმარებათ. მისი თქმით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის.

    სოფო გორგოძის ინფორმაციით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

    აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.

    წყარო – “ინტერპრესნიუსი”

  • ლადო აფხაზავას მოსწავლეების შიმშილის გამო სკოლა სასწრაფო დახმარებას მიმართავს: მსოფლიო კონკურსის ორგანიზატორი თავის ფინალისტზე წერს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ფინალისტია. ის უკვე დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლად 49 კოლეგასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა უკვე ათეულში მოსახვედრად მიმდინარეობს მზადება, მანამდე კი “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალისტთა შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მათ შორის არის ლადო აფხაზავა, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორები ასე წარადგენენ: “ვლადიმერი ძალიან ღარიბ რეგიონში ასწავლის. საქართველოში ეკონომიკა მძიმე ზეწოლას განიცდის. ბევრი სტუდენტის მშობელი უცხო ქვეყანაში სამუშაოდ მიდის, რომ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარონ. ვლადიმერ აფხაზავას ბევრ მოსწავლეს დილით, საუზმე ენატრება, და ზოგჯერ, მოსწავლეების შიმშილის გამო სკოლა სასწრაფო დახმარებასაც მიმართავს. ბევრი სტუდენტი სწავლაზე უარს ამბობს და სამუშაოდ თურქეთში მიდის”,წერია აღწერაში.


    ინფორმაციისთვის: “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, ყოველწლიურად, Varkey Foundation–ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” აკადემია, მასწავლებლების, განათლების ექსპერტების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, სხვადასხვა კომპანიების დირექტორების და მეცნიერების შემადგენლობით არჩევს.

     

  • “ყველაზე ხშირი დანაშაული და კრიმინალური მდგომარეობა” : მოსახლეობის აზრი

    {{ARTICLEIMAGE}}
    NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. 18 პროცენტი ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 32 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულა, 7 პროცენტმა კი არ იცის.

     

    რაც შეეხება, დანაშაულის სტატისტიკას, მოსახლეობას ფიქრობს, რომ ყველაზე ხშირად მოქალაქეები ნარკოდანაშაულს ჩადიან.

  • მოსახლეობის 94%-ს ბოლო 2 წელში პოლიციისთვის არ მიუმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    NDI მიერ გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად. 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

    რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ პოლიციისთვის მიუმართავს. აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შეფასებაც სთხოვა, გამოკითხულთა 47% უწყების საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა – 23% უარყოფითად, 29%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

    საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

  • მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი სამსახურის პოვნა პირადი ნაცნობობით არის შესაძლებელი

    {{ARTICLEIMAGE}}
    NDI-ის გამოკითხულთა 37 პროცენტი მიაჩნევს, რომ საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ნაცნობობაა.

  • ევროკავშირსა და NATO-ს მიმართ მხარდაჭერა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის (38 პროცენტი) აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართლებით ვითარდება. თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და Nato- ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში.

    Nato-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს, Nato-ს წევრობას კი 78 პროცენტი ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. NDI-ს კვლევის მიხედვით, უმცირესობათა დასახლებაში ევროკავშირის მხარდაჭერა 2018 წლის მარტთან შედარებით 50 პროცენტიდან 58-მდე გაიზარდა.

    რაც შეეხება NATO-ს, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი, 78 პროცენტი ამბობს, რომ მისაღებია, 13 პროცენტისთვის გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 9 პროცენტი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

    კვლევის მიხედვით, უმცირესობათა დასახლებაში ალიანსის მიმართ მხარდაჭერა 2018 წლის მარტთან შედარებით 26 პროცენტიდან 48-მდე გაიზარდა.

    გზები (35 პროცენტი) და გარემოს დაბინძურება (22 პროცენტი) ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხებია. გარემოს დაცვის კუთხით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე (57 პროცენტი), საკვების უსაფრთხოებასა (44 პროცენტი) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (40 პროცენტი) წუხს. თბილისის მოსახლეობისთვის გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია (48 პროცენტი), რის შემდეგაც კომუნალური გადასახადები (38 პროცენტი) და საგზაო მოძრაობა (32 პროცენტი) მოდის.

    “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობა გარკვეულ პროგრესს ხედავს, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის კუთხით, მოქალაქეებისთვის
    მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს საკითხებია: სასამართლო სისტემა, კრიმინალის დონის ზრდა და სუსტი ეკონომიკა,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის კუთხით ნეგატიური შეფასება პოლიტიკის დაუყოვნებლივ ცვლილებასა და ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროსთვის გამოყოფილი რესურსების შემცირება, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის სამინისტროს შეზღუდული სტატუსის გათვალისწინებით.”

    მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას “კარგად” ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58 პროცენტი). თუმცა თბილისის მოსახლეობის 57 პროცენტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას “ცუდად” აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა “საშუალოდ” (43 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) აფასებს. მოქალაქეები კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში ოდნავ უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება. მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის (47 პროცენტი), სკოლის საატესტატო გამოცდებისა (55 პროცენტი) და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად (73 პროცენტი). უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

    “მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს.” – განაცხადა ლორა თორნტონმა. ის ასევე ამბობს, რომ “საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია, განსაკუთრებით იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა იმათ შორის ვისაც ხელი მიუწვდება კერძო სკოლებსა და რეპეტიტორებზე და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გააჩნია. ”

    კვლევის ავტორები: NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რომ დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

    NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.