Category: არქივი

  • ჯეკ შეფარდის ადვოკატს ემუქრებიან

    ჯეკ შეფარდის ბრიტანელ ადვოკატს, რიჩარდ ეგანს  რამდენიმე მუქარის წერილი გაუგზავნეს, თუმცა სერიოზულად არ მიუღია. ბოლოს გამოგზავნილი წერილი მან საკუთარ ოფისსში მიღო სადაც ეწერა: “უარი თქვი ადვოკატობაზე. ამისათვის შენ მხოლოდ 48 საათი დაგრჩა, გახსოვს ჯო კოქსი? ჩვენ შენ სახლამდე გამოგყევით და ვიცით სადაც ცხოვრობ. ხომ იცი ლონდონში ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, ადამიანებს ჩეხავენ, ცხოველები იწამლებიან ბავშვები კი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან.ფრთხილად იყავი ჩვენ (EDF) შენს ოფისს ავაფეთქებთ“ წერილზე მიხატული იყო სვასტიკები და “HEIL HITLER” ეწერა.

    რიჩარდ ეგანმა პოლიციას მიმართა , რადგან მისი თქმით „ ეს ჩვეულებრივი მუქარა აღარ არის ისინი ჩემს ოჯახს მოკვლით ემუქრებიან ხოლო თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ“. ეგანი ამაში ნაწილობრივ პრესასაც ადანაშაულებს. „ისინი ყველაფერს ისე აშუქებენ რომ დაცვის მხარე უკვე ზიზღს იწვევს საზოგადოებაში. 25 წელია ადვოკატი ვარ თუმცა არცერთ საქმეზე ისეთი მუქარის წერილი არ მიმიღია როგორიც მივიღე შეფარდის საქმეზე. ჩვენი სისტემიდან გამომდინარე მე მევალება დამნაშავეების დაცვა, ხოლო მოსამართლე წყვეტს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, თუმცა დარტყმას მაინც დაცვის მხარე იღებს.“– ამბობს ადვოკატი.

    ჯეკ შეპარდი 31 წლისაა. მას ბრალად ედება შარლოტა ბრაუნის მკვლელობა. მათ ერთმანეთი 2015 წლის 8 დეკემბერს OKCupis-ის მეშვეობით გაიცნეს. ერთ-ერთი პაემნის შემდეგ ჯეკმა შარლოტა ჩქაროსნულ ნავზე დაპატიჟა.  შუაღამისას ხიდთან ახლოს ნარჩენებთან შეჯახების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ.  შეპარდი მაშინ იპოვეს როცა ნავის ნარჩენებს ეჭიდებოდა ხოლო ბრაუნი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

    ჯეკ შეფარდს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თუმცა ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და 2018 წლის მარტში მან დიდი ბრიტანეთი დატოვა.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ ბრიტანულ პოლიციასთან ერთად დამნაშავის ადგილმდებარეობის დადგენაზე თანამშრომლობდნენ. ჯეკ შეფარდი  თბილისსში რამდენიმე დღის წინ პოლიციას თვითონ  ჩაბარდა.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი “პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირებაზე” განცხადებას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა:

    “მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”

  • ზარდიაშვილი ამბობს, რომ სკვერში, მოსამართლეებთან შეხვედრაზე ახლობლის პანაშვიდზე წასვლაზე საუბრობდა

    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში შეხვდა და ამის მიზეზი მოგვიანებით მედიასთან განმარტა. ის ამბობს, რომ მოსამართლეებს ახლობლის პანაშვიდზე წასვლის დეტალებზე ესაუბრებოდა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე და ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.

    “შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს. ქაშვეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო – ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო – თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ხალხი არ საუბრობს ხო?,”-განაცხადა ” “რუსთავი 2” – თან სატელეფონო საუბრისას ზარდიაშვილმა. 

    “ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა მეგობრებთან და მოსამართლეთა სია არ განუხილავთ.

  • ელისაშვილი: ეკა ბესელიას კადრებს ივანიშვილი უვრცელებს

    სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, ალექსანდრე ელისაშვილი ეკა ბესელიას ირგვლივ შექმნილ ვითრებას განიხილავს: 

    “ეკა ბესელია როგორ “მეხატება” გულზე, მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ეკა ბესელიასთანაც კი ასეთი ბრძოლა არის გულის ამრევი და აღმაშფოთებელი. ეს არის ამაზრზენი – ავრცელებს უშიშროება, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს. თუ მეტი დაზუსტება გინდათ, დიახ, ივანიშვილი ავრცელებს. ბესელია დიდი ოხერი და შებერტყილი ქალია, თემას დაელოდა, მისი გაგდება უნდოდათ დიდი ხანია. სხვებზე გაცილებით ჭკვიანია – დაინახა მოსამართლეების თემა და ჩაებღაუჭა”.

    ელისაშვილი ამბობს, რომ “მასაც სთავაზობდნენ ბესელიასთან ბრძოლას, თუმცა მან ეს არ იკადრა და იკადრა ივანიშვილმა”.

    “კარდაკარ დაძრწოდნენ ამ კადრებით, მაგრამ მე არ მაინტერესებს არავის პირადი ცხოვრება. მე ავისხლიტე”. ასე ბინძურად არავის დავუპირისპირდები. “ქართულ ოცნებას” მეტი საქმე არ აქვს, რომ კადრებით ებრძვიან ბესელიას. მადლობა ბატონო ბიძინა, ასეთი ქვეყანა რომ გვაჩუქეთ”. 

  • შეხვედრა სკვერში – ბესელიას ყოფილი მოადგილე ზარდიაშვილი სკანდალურ მოსამართლეებს ესაუბრა

    {{ARTICLEIMAGE}}
    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში შეხვდა.

    შეხვედრას უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე და ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.

    “ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა მეგობრებთან და მოსამართლეთა სია არ განუხილავთ.

    “შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს. ქაშვეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო – ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო – თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ხალხი არ საუბრობს ხო?,”-განაცხადა ” “რუსთავი 2” – თან სატელეფონო საუბრისას ზარდიაშვილმა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა.

  • ფინანსთა მინისტრი: საქართველოში გადასახადები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია

    ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გადასახადები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია.

    “ხშირად არის სპეკულაცია – დავწიოთ გადასახადი და ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვექნება. ჩვენ პრაქტიკულად ისეთ დაბალ დონეზე ვართ გადასახადების, რომ იმის იქით დაწევა უბრალოდ შეუძლებელია,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

    მაჭავარიანის განცხადებით, დღეს გადასახადების დამატებითი შემცირება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ზრდას არ მოიტანს, ხოლო ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში კი, სახელმწიფოს შემცირებული შემოსავლების სახით წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პრობლემები დაუდგება.

    “გადასახადების შემდგომი შემცირება პოლიტიკური და სოციალური რისკების მატარებელია. რეალურად დღეს გადასახადების პრობლემა საქართველოში არ დგას. თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების ეფექტიანობის ზრდა, მისი გადახდის და შევსების გამარტივება. თავად საგადასახადო განაკვეთების შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმის გზა, მე ვთვლი, რომ პრაქტიკულად უკვე ამოწურულია. ჩვენ თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ეს გადასახადების ბრალი ნამდვილად არ არის. ზღვრული შედეგი ამ გადასახადების დაწევის უკვე მიღწეულია, მისი შემდგომი შემცირებით აღარ უნდა ველოდეთ დიდ ზრდას. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი დღეს უფრო მეტად არის დაბალკვალიფიციური მუშახელი, განათლების ნაკლებობა, ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები”, ამბობს მაჭავარიანი.

  • “შეაჩერე სიკვდილი!” – ელისაშვილის ორგანიზებით, “ყაზტრანსგაზთან” აქცია გაიმართა

    “ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, კომპანიის ცენტრალურ ოფისთან აქცია გაიმართა. “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მამუკა კობახიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ელისაშვილის თქმით, კობახიძეს უნდა წავიდეს, რადგან 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარმა ფაქტმა დაადასტურა, რომ “ყაზტრანსგაზი”  არ ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რადგან მომხდარზე პასუხიმგებლობა რიგითი თანამშრომლის გარდა, მმართველმაც უნდა აიღოს. ელისაშვილი კობახიძეს პოსტიდან წასვლისთვის რამდენიმე დღეს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ სხვა უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

    “უნდა გავაგონოთ ამ უპასუხისმგებლო მენეჯმენტს, რომელიც კლავს, რომ უნდა წავიდეს. რა ნაბიჯები გადადგა ამ კომპანიამ მას შემდეგ, რაც დიდ დიღომში აფეთქება მოხდა, რამე ვიცით?!თუ ავფეთქდით, მერე არც ყვირილს ექნება ფასი და არც დავიდარაბას. მერე ისევ ჩვენს თავს დავიდანაშაულებთ – რატომ უფრო მეტად არ მოვინდომეთ და რატომ უფრო მეტად არ ვეჩხუბეთ ამ ხალხს… არ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ეს აფეთქებები და ტრაგედიები მხოლოდ სტატისტიკად იქცეს. არავინ ვართ დაზღვეულები და ნუ გადაგვადგმევინებენ რადიკალურ ნაბიჯებს”, განაცხადა ელისაშვილმა.

  • პარლამენტის თავმჯდომარე: კახა კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა კალაძე ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი. “კახა კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი. დღეს წარმოდგენილი პროექტები არის შთამბეჭდავი, როგორც თავისი მოცულობით, ასევე იმითაც, რომ ძალიან სწორად არის დაგეგმილი და დანახული ყველაფერი ის, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

    “დღეს კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მერი და მერია უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქალაქს და ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს უშუალოდ კახის დამოკიდებულებას თავის ქალაქისადმი და ასევე, ქალაქის მოსახლეობისადმი. ის ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ირაკლი კობახიძე პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე: ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს


    “პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის და ინფორმაციის გავრცელება არის ამორალური და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებთან, მაქსიმალურად ჩაჰყვნენ ამ საქმეს, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

    “მით უმეტეს საქმე ეხება პარლამენტის წევრს ამიტომ, მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად.

    “რაც შეეხება ეკა ბესელიას, უნდა ვკითხოთ რას გულისხმობდა, მეც ვკითხავ რა იგულისხმა ამ ყველაფერში და ბუნებრივ გვექნება რეაგირება, თუ რაიმე ეჭვი აქვს კონკრეტული ქალბატონ ბესელიას ამაზეც უნდა გვქონდეს რეაგირება”,ამბობს ირაკლი კობახიძე.

    რაც შეეხება დავით ჭიჭინაძის განცხადებას, კობახიძე ამბობს, რომ ჭიჭინაძე გუნდის წევრი არ არის და შესაბამისად, მის ბრალდებას არ პასუხობს.