Category: არქივი

  • UFC-მ ნურმაგომედოვს სასჯელი გამოუტანა

    ხაბიბ ნურმაგომედოვი 9 თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა კონორ მაკგრეგორთან ორთაბრძოლის შემდეგ მის გუნდთან ჩხუბის ინიცირების გამო.

    დაღესტელი მებრძოლი 9 თვე ოქტაგონზე ვერ იბრძოლებს და ამასთანავე 500 000აშშ დოლარის ჯარიმის სახით გადახდაც მოუწევს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის იგი ასევე ელოდება ნევადის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა თუ რა სასჯელი შეეფარდება ხაბიბს.

    შეგახსენებთ, ხაბიბმა 6 ოქტომბერს კონორ მაკგრეგორი მგუდავი ილეთით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუში შეინარჩუნა, თუმცა ბრძოლის დასრულებისთანავე ოქტაგონიდან გადახტა და კონორის გუნდთან დაპირისპირება სცადა, რაც საბოლოო ჯამში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. იხილეთ ვიდეო:
    {{VIDEO}}

  • მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა – NDI

    ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ხასიათდებოდა.არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 69 პროცენტმა, მეორე ტურში კი 76 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ეს აქტივობა თბილისსა და ახალგაზრდების (18-34) ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალი იყო. უმრავლესობამ განაცხადა, რომ არჩევნების ორივე ტურში კმაყოფილი იყო მის მიერ გაკეთებული არჩევანით და გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ უფრო გააკეთა (66 პროცენტი), ვიდრე ვინმეს საწინააღმდეგოდ (33 პროცენტი). რესპოდენტების შეფასებით, არჩევნების დღეს მათი საარჩევნო უბანი მოწესრიგებული იყო, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი და სიტუაცია შემავიწროებელი არ ყოფილა.


    “მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა “კარგად” (41 პროცენტი) ან “საშუალოდ” (34 პროცენტი) შეაფასა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა. მოქალაქეთა უმრავლესობას (85 პროცენტი) კვლავ სურს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. “მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დემოკრატია ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმად მიაჩნია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ ადიამიანების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. “აუცილებელია დროული ზომების გატარება, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობა და მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს.”


    ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

    საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

  • “პატრიოტთა ალიანსს” 3%-იანი მხარდაჭერა აქვს – NDI


    “პატრიოტთა ალიანსს”, რომელმაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა, ახალი გამოკითხვის მიხედვით, 3%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასეთია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროგნოზს ასახავს. 

    უფრო კონკრეტულად, კვლევის ავტორებმა შეკითხვა ასეთი ფორმულირებით დასვეს და პასუხებიც გადაანაწილეს: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 52 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” 24 პროცენტი მისცემდა ხმას, “ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას” – 11 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი – 3 პროცენტი. თავად პარტიაში ამ მონაცემის არ სჯერათ: NDI-ს კვლევები ტყუილია. ჩვენ მილიონი კაციც რომ დავდგეთ გარეთ, NDI მაინც გვეტყვის, რომ სამი პროცენტიაო”, ამბობს დავით თარხან-მოურავი. 

    აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ოპონენტები პატრიოტთა ალიანსს მმართველი გუნდის სატელიტად მოიხსენიებენ, თავად ეს პოლიტიკური გაერთიანება ხშირად გამოირჩევა ყოფილი ხელისუფლების და ამჟამად ოპოზიციაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” მწვავე კრიტიკით. ბოლოს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპირისპირება, როდესაც პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ინაშვილს მელიამ სიტყვა შეაწყვეტინა, საპასუხოდ კი მან მელიას დარბაზს გარეთ უხმო. ასევე საგულისხმოა, რომ ინაშვილის პარტია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსზეც აცხადებს პრეტენზიას – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მათ თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი აქციაც გამართეს და მოსახლეობას მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის.

  • ბოლოს 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს.

    მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. ასე მაგალითად: 36 პროცენტის აზრით, მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ აქვთ გავლენა, 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ მცირე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.


    XX

  • “ქართული ოცნება”– 24 %, “ნაციონალური მოძრაობა” – 11 %. NDI–ს კვლევა

    მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებს დაბალ მხარდაჭერას უცხადებს. მოქალაქეების მხოლოდ 13 პროცენტი ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესებს გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ პარტიები, ძირითადად, საკუთარი, დამფინანსებლების ან ლიდერების ინტერესებს ემსახურებიან. 27 პროცენტისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია “ქართული ოცნებაა”, 12 პროცენტისთვის კი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი” 3-3 პროცენტმა დაასახელა – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში.

    ამავე წყაროს მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოსახლეობის 52 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” 24 პროცენტი მისცემდა ხმას, “ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას” – 11 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი – 3 პროცენტი. მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში (სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და სამინისტროები) მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული. მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ.

    “მოქალაქეებში დემოკრატიისადმი რწმენის გასაძლიერებლად აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობის გაზრდა,” – განაცხადა თორნტონმა. “ჩვენი კვლევები უკვე წლებია აჩვენებს, რომ მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებთან (სამუშაო ადგილები, სიღარები და ფასები ზრდა) მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავს. პარტიებმა და პარლამენტმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ და ეფექტური გადაჭრის გზები შეიმუშაონ.”

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს.
    მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. ასე მაგალითად: 36 პროცენტის აზრით, მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ აქვთ გავლენა, 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ მცირე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
    გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ხასიათდებოდა. არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 69 პროცენტმა, მეორე ტურში კი 76 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ეს აქტივობა თბილისსა და ახალგაზრდების (18-34) ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალი იყო. უმრავლესობამ განაცხადა, რომ არჩევნების ორივე ტურში კმაყოფილი იყო მის მიერ გაკეთებული არჩევანით და გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ უფრო გააკეთა (66 პროცენტი), ვიდრე ვინმეს საწინააღმდეგოდ (33 პროცენტი). რესპოდენტების შეფასებით, არჩევნების დღეს მათი საარჩევნო უბანი მოწესრიგებული იყო, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი და სიტუაცია
    შემავიწროებელი არ ყოფილა.
    მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა “კარგად” (41 პროცენტი) ან “საშუალოდ” (34 პროცენტი) შეაფასა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა. მოქალაქეთა უმრავლესობას (85 პროცენტი) კვლავ სურს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. “მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დემოკრატია ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმად მიაჩნია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ ადიამიანების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. “აუცილებელია დროული ზომების გატარება, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობა და მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს.”
    მთავრობის საქმიანობის შეფასებისას საზოგადოების აზრი ორად იყოფა: ნახევარი “ცუდად” აფასებს, 44 პროცენტი კი – “კარგად”. ნეგატიური შეფასება ყველაზე მაღალი თბილისშია (60 პროცენტი). პარლამენტს კიდევ უფრო უარყოფითად აფასებენ: უმრავლესობა ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ძირითადად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული (71 პროცენტი), რომ პარლამენტმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების წინ წამოწევა (55 პროცენტი), რომ ის არ არის ორგანიზებული და ეფექტური (57 პროცენტი) და ვერ შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება (63 პროცენტი). მოსახლეობა ასევე მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ქვეყნისთვის ბევრს არ შრომობენ, ეთიკურად არ იქცევიან და არც მოქალაქეების ჩართულობაზე ზრუნავენ. მოსახლეობის მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო საკუთარი მაჟორიტარის სწორად დასახელება.
  • საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოვიდა

    მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საგანგებო ვიზიტით საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვიდა. ხვალ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს შეხვდებიან. დღეს საღამოს კი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს სასტუმრო თბილისი მერიოტში შეხვდნენ.

    ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე. მათ შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ადასტურებენ, რომ ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხის განხილვა იქნება.

    კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავრები სავარაუდოდ შეეცდებიან საქართველოს საპატრიარქოს განუმარტონ, რატომ დაუჭირა მსოფლიო საპატრიარქომ მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. რა გავლენას მოახდენს ეს ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაზე ძნელი სათქმელია.

    მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 6 იანვარს სტამბოლში აღიარა. პატრიაროქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ტომოსი გადასცა. რუსეთის ეკლესია ამით ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას. ამ გადაწყვეტილებამდე საკითხი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა. ამ ხნის მანძილზე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ გამოუხატავს და დღემდე ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებს. რამდენჯერმე ითქვა, რომ ამ საკითხს სინოდის სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა ჯერჯერობით საკითხი სინოდზე არ გახილულა.


    საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის საპატრიარქოსთვის ავტოკეფალია არ მიულოცავს, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობას, განსხვავებით პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობისგან. მთავრობა მიზანშეუწონლად მიჩნევს პოზიცია საპატრიარქოზე ადრე გამოხატოს.

  • ჯეკ შეფერდი სამშობლოში გამარტივებულ ექსტრადიციაზე უარს ამბობს, რადგან ბრიტანეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

    თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის სასამართლო პროცესი, რომელზეც მან გამარტივებული წესით ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

    შეფერდის ადვოკატების თქმით, ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რადგან დიდ ბრიტანეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის გარეშე ექსტრადიცია შეცდომა იქნება.

    “მას სურს კვალიფიციური დახმარების საქართველოში მიღება. ადვოკატებს არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებთან. მსაჯულებმა მიიღეს გამამტყუნებელი ვერდიქტი, მაგრამ ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობთ”, განაცხადა შეფერდის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. მისი მეორე ადვოკატის, ლევან აფრასიძის თქმით კი, ეს საკმაოდ ფაქიზი სისხლის სამართლის საქმეა და მხარეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჯეკ შეფერდს გაერთიანებულ სამეფოში საფრთხე არ დაემუქრება.

    აფრასიძე აცხადებს, რომ თუ ექსტრადიცია მოხდება საფრთხეების შეუსწავლელად და შეფერდის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ეს იქნება ქართული მართლმსაჯულების შეცდომა. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ შეფერდს ემუქრებოდნენ.

    ჯეკ შეფერდი მსჯავრდებულია 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. ბრიტანეთის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი გამოიტანა გასული წლის ივლისში და ჯეკ შეფერდს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საქართველოს შს სამინისტროს განცხადების თანახმად კი “ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა”.

    ჯეკ შეფერდი 23 იანვარს ჩაბარდა საქართველოს პოლიციას. 25 იანვარს კი მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიესაჯა.

  • აშშ–მ Huawei თაღლითობაში და ტექნოლოგიების მოპარვაში დაადანაშაულა

    აშშ–ს იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტს, Huawei Technologies -ს და მის ფინანსურ დირექტორს, მენ ვანჩჟოუს.  მათ ბრალად ედებათ საბანკო თაღლითობა, მართლმსაჯულებისთვის ხელშეშლა და ამერიკული კომპანიის – T-Mobile –სგან ტექნოლგიების მოპარვა.

    მენ ვანჩჟოუ აშშ–ს ხელისუფლების მოთხოვნით ვანკუვერში 1 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მიზეზი ამერიკის ხელისუფლების ეჭვი გახდა იმის შესახებ, რომ ის ირანისთვის დაკისრებული სანქციების რეჟიმს არღვევდა.  ვანჩხოუს დაკავებამ და Huawei –ს საქმემ კანადისა და ჩინეთის ურთიერთობებიც გააფუჭა. დაკავებული ქალი Huawei –ს დამფუძნებლის, ჟენ ჩჟენფეის შვილია.

    კომპანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კანონის დარღვევის შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი, ტექნოლოგიების მოპარვის საქმე კი უკვე დარეგულირებული სამოქალაქო სარჩელის თემა იყო და სასამართლომ ვერც ზარალი დაადგინა და ვერც განზრახ ბოროტი ქმედება.

    აშშ–ს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ Huawei–მ აშშს ხელისუფლებას და ბანკებს არასწორი ინფორმაცია მის ორი შვილობილ კომპანიასთან ურთიერთობების შესახებ, რათა ირანთან ბიზნესი ეწარმოებინა.

    მეორე ბრალდება იმ ტექნოლოგიების მოპარვას ეხება, რომელთაც T-Mobile სმარტფონების ტესტირებისთვის იყენებდა.

    მენ ვანჩჟოუ 10 მილიონი კანადური დოლარის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ის ამჟამად ვანკუვერში, თავის სახლში იმყოფება, ელექტრონულ ბრასლეტს ატარებს, სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშ არის და ქალაქის დატოვება მანამ არ შეუძლია, სანამ აშშ–ში მისი ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება.

  • რა იგეგმება თბილისში: რა დაჯდება და როდის აშენდება?

    დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 29 იანვარს წარადგინა 23 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტები 2019-2020 წლებს მოიცავს. რადიო თავისუფლებამ მერიაში დააზუსტა ყველა პროექტების ღირებულება და შესრულების ვადები. ამ ჩამონათვალის მიხედვით შესაძლებელია დაპირებათა შესრულების გაკონტროლებაც.

    გორგასალის ქუჩის სანაპიროს განვითარება;

    დაგეგმილია მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბის გაყვანა და ქუჩის დათმობა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. გამწვანება 10 ჰექტარი ტერიტორია და აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ “ავლაბართან” გადავა.

    ბიუჯეტი: 110 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019- 2020 წელი.

    კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია; დაწყებულია მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზების მოწესრიგება, შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგეგმება გამწვანებისა და გარეგანათების განახლება.

    ბიუჯეტი: საგზაო ინფრასტრუქტურა – 45 000 000 ლარი. გარე განათება – 7 000 000 ლარი. გამწვანების საპროექტო არეალი – 7 085 489 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;

    ბიუჯეტი: 20–30 მილიონი ლარი.
    პერიოდი : 2019- 2020 წელი.

    მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი (ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი) ახალი გზის მშენებლობა;

    ბიუჯეტი: 18 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    “დიღმის ჭალები” – ახალი პარკის მშენებლობა (გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორია); მოეწყობა გამწვანებული სივრცე სპორტული მოედნებით, ამფითეატრით, კაფე-ბარებით;

    ბიუჯეტი: 11 620 192 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით, აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები.

    ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019-2020 წელი.

    ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით, აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები.

    ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019-2020 წელი.

    ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (“კიკვიძის პარკი”) სრული რეკონსტრუქცია; იგეგმება ახალი დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეების შექმნა, მოეწყობა ამფითეატრი და დაიგება ველობილიკები.

    ბიუჯეტი: 4 900 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით);

    ბიუჯეტი: 50 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019-2020 წელი.

    გუდიაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 45 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019-2020 წელი.

    ი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით); მოწესრიგდება დაძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები – საგზაო ინფრასტრუქტურა, გარეგანათებები, შეიქმნება მწვანე სივრცეები, შეიქმნება სპეციალური საავტობუსო ზოლები.

    ბიუჯეტი: 13 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 9 900 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 1 600 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 10 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 3 800 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    სოფელი დიღომი – კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება;

    ბიუჯეტი: 3 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    მუხიანის აგარაკები – საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება;

    ბიუჯეტი: 1 900 000 ლარი.
    პერიოდი : 2018- 2019 წელი.

    სასტუმრო რედისონის ქვეშ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 2 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილ ელბაქიძის) ქუჩაზე ამოსასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია;

    ბიუჯეტი: 1 300 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    მონუმენტის “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია; მოეწყობა მწვანე სივრცე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, განათების ბოძები და შეიქმნება ხელოვნური ტბა.

    ბიუჯეტი: 3 553 970 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    გზაგამყოფი კუნძულების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბანში:

    ბიუჯეტი: 753 773 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

    სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია:

    ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი.
    პერიოდი : 2018- 2019 წელი.

    ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა;

    ბიუჯეტი: 2 700 000 ლარი.
    პერიოდი : 2019 წელი.

  • თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება საქართველოს

    საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი (WHO) ქვეყანაში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებისგან თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნებას ითხოვს.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ურჩევს. მისივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელ-სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება.

    “მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა, სწრაფადვე მასშტაბური მოხმარების პროდუქტი გახდა. 2016 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა. დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელ-სიგარეტს რეგულარულად მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტების მოხმარებელ ბავშვთა 40%-ს არასოდეს გაუსინჯავს თამბაქოს სხვა ნაწარმი, ხოლო 39% მასთან ერთად რეგულარულად მოიხმარს სხვა თამბაქოსაც. ეს ციფრები პრობლემის ხასიათსა და მასშტაბზე მიგვანიშნებს, – ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმი და ელ-სიგარეტები სავარაუდოდ, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს იზიდავს და ხშირად მოწევის დაწყების საშუალებაა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ზრდის ნიკოტინდამოკიდებულების მასშტაბებს.

    2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა მიიღო. მასში ასახული თანამედროვე მიდგომების გამო, მას ხშირად “ახალი თაობის” თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას უწოდებენ და მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ასეთ შეფასებას ე.წ. ელ-სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციაც განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა. რეგულაციების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა.

    იმის გამო, რომ აღნიშნული პროდუქტები შედარებით ახალია, ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. უკვე ცნობილია, რომ ისინი შეიცავენ და/ან მოხმარებისას გამოყოფენ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებებს. ამასთან, თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებების მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს პროდუქტები მოწევაზე თავის დანებების საშუალებაა. მათ შემადგენლობაში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, შეიცავენ სხვა ისეთ ნივთიერებებსაც (მ.შ. კანცეროგენები), რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, დამოუკიდებელ კვლევებს საჭიროებენ. ამ პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებებისგან მოსალოდნელის გარდა, სხვა ტიპის რისკებიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტებს და გასახურებელ თამბაქოს მრავალ პროდუქტს ფლობს ის კომპანიები, რომლებიც წარსულში უპირატესად სიგარეტს აწარმოებდნენ. უკვე არსებული მონაცემების თანახმად, ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გვერდით ავლის და თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაციისთვის გამოიყენება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს გასახურებელი თამბაქო თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად დაარეგულირონ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მათ სრულ აკრძალვასაც. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თანხვდება და პასუხობს გლობალურ ტენდენციებს და ასახავს დღეს არსებული ცოდნის დონეს ელექტრონული სიგარეტების და მსგავსი პროდუქტების პოტენციური რისკების შესახებ. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდების და ბავშვების, არამწველების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია.

    საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდა თამბაქოს კონტროლის ახალ რეგულაციებს და ბოლო მონაცემებით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ნაწილში 85%-იანი, ხოლო რეკლამის აკრძალვის ნაწილში კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. კანონის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია ყველა ძირითადი მიმართულებით: დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის, რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვის, ვაჭრობის რეგულირების ნაწილებში.

    ამ კანონმდებლობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, მწეველთა და მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა კლებულობს, ხოლო არამწეველთა ექსპოზიცია თამბაქოს მეორადი კვამლისადმი მკვეთრად შემცირდა. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ ცვლილებების ეფექტს უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა დაავადების და სიკვდილობის შემცირება. ამისთვის უმნიშვნელოვანესია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მდგრადობა, რათა ტენდენციები შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.

    აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის საინვესტიციო შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებით და რეგულაციებით ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე გადარჩება და 15 წლიან პერსპექტივაში 3,6 მილიარდი ლარი დაიზოგება.

    თამბაქოს ინდუსტრია და მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ კანონი შეასუსტონ, ან მისი ეფექტური დანერგვა ჩაშალონ. ასეთი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და უამრავ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირად, ამ მხრივ, სწორედ გასახურებელი თამბაქოს და ელ-სიგარეტების საკითხები გამოიყენება.

    აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან დაცვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნაა, რომლის სრულად დანერგვის პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მისი ოფიციალურად დამტკიცებისა და რეალიზაციისკენ მოვუწოდებთ”,წერია განცხადებაში.