Category: არქივი
-
4 წლის გოგონას გარდაცვალების გამო სოციალური მუშაკები თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სანზონაში მცხოვრები 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების გამო 4 სოციალური მუშაკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქმეში გამოიკვეთა “ბავშვის მართვის მენეჯმენტთან ” დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. თამარ ბარკალაიას თქმით, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.ბარკალიამ სისტემურ ხარვეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2018 წელს დაიგეგმა სოცმომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენაა მიმართული.
სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ მან ბავშვი სცემა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცოხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. დედას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. -
სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამ პროცედურის ფარგლებში, 2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწია, განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით, რადგანაც აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე მთავრობა 4634 რუსეთიდან გამოძევებული ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დაობდა.სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის მიღების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.). მთლიანობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საკომუნიკაციო და მოძიებითი სამუშაოების შედეგად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში − 2016 წლის 1 სექტემბერს, გაიგზავნა 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ შეატყობინა, რომ გაგზავნილი სია იყო საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებდა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.1795 მსხვერპლის მონაცემების შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას, საქართველოში და, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. – ნათქამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს იმედი აქვს, რომ დადგება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება დაზარალებულების და ქართული საზოგადოების ინტერესებს. საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთიდან დეპორტირებულებისათვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადებს, რის შემდეგაც აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება. -
ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 25 ოპოზიციური პარტია საქრთველოს კონსტიტუციაში ცვლილებას და 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. მათი თქმით, არსებული მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და აუცილებელია, არჩევნები პროპორციული სისტემით უკვე 2020 წლიდან ჩატარდეს. ოპოზიცია ამ მოთხოვნით განცხადებას და კანონპროექტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. იმისთვის, რომ პარლამენტმა ოპოზიციის ინიციატივა განიხილოს, 200 000 ხელმოწერა უნდა მოგროვდეს, თუმცა ოპოზიციური პარტიები მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ. “25 პარტია შეიკრიბა ერთი იდეით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული, რის გარეშეც არც დემოკრატიის, არც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი კარგს არაფერს გვიქადის. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრებით, მას პირდაპირ უნდა ვუმეოროთ ამ კამპანიის განმავლობაში, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ”,განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
-
შეკითხვები, რომლებიც NDI-მ გამოკითხულებს პირველად დაუსვა
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი პირველად განისაზღვრა. მოლოდინები პრეზიდენტის მიმართ – ამ ფორმულირებით შეიტანა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) შეკითხვა კვლევაში, რომლის შედეგებიც მედიას დღეს წარედგინა.
გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.
შედეგები ადასტურებს, რომ გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა არ იზიარებს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გამოთქმულ შენიშვნებს როგორც ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. უფრო კონკრეტულად, კვლევაში დასმულია შეკითხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ირკვევა, გამოკითხულთა უმრავლესობამ ეს პრობლემები ვერ შენიშნა.


კომუნიკაცია ამომრჩევენთან – გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კანდიდატების/ან პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მათთან დაკავშირება არ მომხდარა, და თუ იყო ასეთი კომუნიკაცია, ეს ტელეფონის საშუალებით ხდებოდა.
ვინც აღნიშნულ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა, უმრავლესობა ამბობს, რომ ზურაბიშვილის შტაბიდან დაურეკეს.კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მთავრობის საქმიანობის შეფასებას:


კვლევაში შეკითხვა ასევე დაისვა მმართველობის ფორმაზე და ირკვევა, რომ მოსახლეობას ძლიერი ლიდერი, როგორც მმართველობის ფორმა არ მოსწონს.
გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პარლამენტში წევრთა უმრავლესობა არ შრომობს.




<კორუფციის ნაწილი

<კვლევის შედეგების მიხედვით, ცნობილია ის პარტიებიც, რომლებსაც ხმას არასოდეს მისცემდნენ.
-
ელისაშვილი კალაძეს საიდუმლო საკადრო ცვლილებაში ადანაშაულებს
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ელისაშვილი ამბობს, რომ მამუკა კობახიძე, რომელიც პარალელურად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ამ თანამდებობიდან საიდუმლოდ მოხსნეს. მამუკა კობახიძის გათავისუფლება მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან მერიის და სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდებზე არ დასტურდება, თუმცა მის ადგილზე უკვე დაინიშნა გიორგი შარკოვი.
სამოქალაქო მოძრაობამ გუშინ ყაზტრანსგაზის შენობასთან აქცია გამართა და კომპანიის გენერალური დირექტორის გადადგომა მოითხოვა, რომელიც ალეკო ელისაშვილის განცხადებით კალაძის კადრია. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ ელისაშვილი პასუხისმგებლობას ყაზტრანსგაზს აკისრებდა და აცხადებდა, რომ ეს კომპანია კალაძის მიერ იმართება და ამას ადასტურებს ის, რომ ერთი და იგივე ადამიანი ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორის თანამდებობას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის თანამდებობას ერთდროულად იკავებს.
ახლა კი ირკვევა, რომ მამუკა კობახიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი აღარ არის.
„მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც აგერ უკვე ორი დღეა ასაიდუმლოებენ. არც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, არც მერიის სატრანსპორტო კომპანიიაში ამ ამბავს ვერ ამოიკითხავთ. ვიცით, რომ მამუკა კობახიძე მოხსნეს მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორობის პოსტიდან და იქ დანიშნეს კახა კალაძის ერთგული კადრი, ვინმე გიორგი შარკოვი. როგორც ჩანს, კალაძე ხვდება, რომ ეს კაცი ჩამოსაცილებელი იყო ამ თანამდებობიდან.
მამუკა კობახიძე ყაზტრანსგაზ თბილისიდან იყო პირველ რიგში მოსახსნელი, ვინაიდან მისი უუნარობის და ცუდი მენეჯმენტის გამო ხალხი დაიღუპა და ამიტომ არის ის გასათავისუფლებელი. კახა კალაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს ბოროტმოქმედი და მავნებელი ადამიანი თანამდებობიდან“, – ამბობს ელისაშვილი.
მერიაში ამ თემაზე მოგვიანებით გააკეთეს განცხადება და დაადასტურეს, რომ მამუკა კობახიძე თანამდებობიდან მართლაც წავიდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, რადგან მას ყაზტრანსგაზში მუშაობის გაგრძელება სურს და მის ადგილზე დროებით გიორგი შარკოვი დაინიშნა.
-
პატრიარქმა ძიუდოისტები შეარიგა
დაპირისპირების დასასრულებლად ძიუდოისტები, მწვრთნლები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ. მათთან ერთად იყო პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელიც.
ხაბარელმა განაცხადა, რომ დაპირისპირება დასრულდა. ძიუდოისტები შერიგდნენ და პატიარქმა დალოცა. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ იქნება, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო”, – განაცხადა ხაბარელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება 2018 წლის აპრილიდან დაიწყო. თავდაპირველად, ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს და პროტესტი დაიწყეს. მოგვიანებით ქევხიშვილი გადადგა, მისი ადგილი კი გიორგი ათაბეგაშვილმა დაიკავა. თუმცა, ნაკრების წევრებმა მასაც უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან მათი თქმით, ათაბეგაშვილი ქევხიშვილის კადრი და მისი პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა.