Category: არქივი

  • შესაძლოა, ბინებში დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდეს

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია. რაც შეეხება გამათბობლების დამონტაჟებას, შესაძლოა, ეს სერტიფიცირებულმა კომპანიებმა განახორციელონ.

    “რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მერიასაც შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რათა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ამ მიმართულებით გადასახადები. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც შეიძენს თვითონ აბონენტი”, განაცხადა კალაძემ.

  • გერმანიის საელჩო: გრიგოლ ვაშაძეს არაძალადობრივი ოპოზიციის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში გერმანიის საელჩო დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელსა და ოპოზიციონერი ლიდერის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. გერმანიის საელჩოს ინფორმაცია საკმაოდ მწირია და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით აღწერს აუდიენციას.

    “გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 31 იანვარს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრისას მათ ისაუბრეს ძლიერი, კონსტრუქციული და არაძალადობრივი ოპოზიციის მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიისათვის”,წერია საელჩოს პრეს-რელიზში.

  • ელისაშვილი: ძველბიჭობა დამიწყო კალაძემ, კუდით ქვას ვასროლინებ

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს “ყაზტრანსგაზის” მფარველობაში ადანაშაულებს და თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით მომხდარ ტრაგედიებზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. ამ შინაარსის კამათი და დაპირისპირება კალაძესა და ელისაშვილს შორის დღეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, იმ ადგილას მოხდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა. “შენ მოუგვარე ყველაფერი, ჭკუას ნუ მასწავლით”,ასეთი ფრაზები ისმის ვიდეოდან, რომელიც დაპირისპირებას ასახავს.

    “მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე, რომ ასე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი, რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. “ყაზტრანსგაზი” არის მისი კომპანია. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და “ყაზტრანსგაზი,” რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი, არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი”, განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი დროებით დაკეტილია

    დღეს 11–დან 19 საათამდე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდა.

    შემოსავლების სამსახურის ინფომაციით შეზღუდვა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება. ამის გამო კომპიუტერული სისტემის ახალ ადგილზე გადატანა მიმდინარეობს, რის გამოც მგზავრების და ავტომობილების გატარება შეუძლებელია.

  • დაპირისპირება ელისაშვილსა და კალაძეს შორის (ვიდეო)

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს “ყაზტრანსგაზის” მფარველობაში ადანაშაულებს და თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით მომხდარ ტრაგედიებზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. ამ შინაარსის კამათი და დაპირისპირება კალაძესა და ელისაშვილს შორის დღეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, იმ ადგილას მოხდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა. “შენ მოუგვარე ყველაფერი, ჭკუას ნუ მასწავლით”,ასეთი ფრაზები ისმის ვიდეოდან, რომელიც დაპირისპირებას ასახავს. 

  • კახა კალაძე: ბატონ ელისაშვილს პოპულიზმს არ ვაპატიებ

    თბილისის მერი, კახა კალაძე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერთან, ალექსანდრე ელისაშვილთან კამათის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას პასუხობს. როგორც ცნობილია, დღეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დედაქალაქის მერი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ელისაშვილმა თბილისის მერს მოსთხოვა, პასუხისმგებლობა დაეკისრებინა “ყაზტრანსგაზისთვის” და არ მორიდებოდა მათ წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას. 

    “პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს, ეს ვაჩვენე მე საზოგადოებას 2017 წელს-პოპულიზმის დრო არ არის, უნდა ვაკეთოთ საქმე”,განაცხადა თბილისის მერმა.

  • 7 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO–ს დაგროვება გახდა

    ყაზტრანსგაზის წარმომადგენლის განცხადებით 7 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO- დაგროვება გახდა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბინაში გეგმიური რევიზიის დროს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი ნახეს და მოხდა მისი ჩაჭრა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად ბინის მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა. ყაზტრანსგაზი ამის დამადასტურებლად გაზის ჩაჭრის ოქმს ავრცელებს. 

    შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.

  • თბილისის მერი: რეგულაციები გასამკაცრებელია

    თბილისის მერს, კახა კალაძეს უჭირს იმაზე საუბარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა თბილისის მერმა თქვა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრაგედია CO-ს გაჟონვას მოჰყვა. მისივე თქმით, რეგულაციები გასამკაცრებელია. 

    “გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, რომ ზოგადად პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით – რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან – მოვისმინეთ, რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ეს საჭიროა. არის შემთხვევები, როცა შეიძლება, კომპანის დაუდევრობით ხდებოდეს… ან მაცხოვრებლის მხრიდან ხდება დაუდევრობა. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათმობლები აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მითუმეტეს კუსტარულად”,განაცხადა თბილისის მერმა.

  • ევროსასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონის გადახდა დააკისრა

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. გადაწყვეტილებას მხარი 16–მა მოსამართლემ დაუჭირა. ერთი წინააღმდეგ წავიდა.
    ამ საქმეზე საქართველომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად გაუგზავნა.
    გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მისი აღსრულების პროცედურები დაიწყება. რუსეთის ფედერაციის მიერ თანხის ჩარიცხვის შემდეგ ის დაზარალებულებზე გადანაწილდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი წესით და პირობებით.

  • თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

    შსს-ში ადასტურებენ, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის გაჟონვას 7 ადამიანი ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშაობდა, სადაც ბინა ჰქონდათ ნაქირავები. როგორც ირკვევა, გარდაცვლილები მას შემდეგ ნახა ზედამხედველმა, როდესაც დასაქმებულები ობიექტზე არ გამოცხადდნენ. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა მეექსვე სართულზე მოხდა, ადგილზე ბუნებრივი აირის სუნი არავის უგრძვნია და როგორც მოგვიანებით გაიგეს, 7 ცხედარი ნახეს. გარდაცვლილთა შორის მამა-შვილი და ძმები არიან. ამ დროისთვის, შემთვევის ადგილზე მობილიზებულნი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან. ტერიტორია ლენტებით არის შემოსაზღვრული, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ რაიონს არ მიეწოდება ბუნებრივი აირიც. “ყაზტრანსგაზში” ამბობენ, რომ ობიექტზე გაფრთხილებაც ჰქონდათ გაცემული, რადგან გაზის გამათმობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.