Category: არქივი

  • IX მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 5 თებერვალს თბილისში გაიხსნება

    IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით 5 თებერვალს გაიხსნება.

    საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

    ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

    საქართველოს პარლამენტის წევრები უკვე დღეს 15:00 საათზე თბილისში, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ. 

    საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, “პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.”

    2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.

  • დაპირისპირება მე-11 კლასელებს შორის

    {{ARTICLEIMAGE}}
    ინციდენტი თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში. ფიზიკური დაპირისპირება მე-11 კლასელებს შორის შესვენების დროს მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი პოლიციის მოსვლამდე ამოიწურა. დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საკლასო ოთახში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხუმრობა გახდა, ისინი ხელით შეეხნენ ერთმანეთს, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ და მხოლოდ ნაკაწრები აქვთ.

    61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებას განათლების მინისტრი გამოეხმაურება. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ინციდენტის დასაწყისშივე მანდატურის სამსახური დროულად ჩაერთო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

    61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • თვითმფრინავი რომელშიც ემილიანო სალასი იმყოფებოდა იპოვეს

    Sky Sports-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი რომელშიც ემილიანო სალასი იმყოფებოდა, ლა-მანშის სრუტის ფსკერზე იპოვეს.

    3 იანვარს დილით წყალქვეშა ძებნის ოპერაცია სპეციალურმა ჯგუფმა განაახლა. ნაპოვნ თვითმფრინავში არგენტინელი ფეხბურთელი და პილოტი დევიდ იბოთსონის სხეული ვერ აღმოაჩინეს.

    არგენტინელი ფეხბურთელის თვითმფრინავი საფრანგეთიდან უელსში, ქალაქ კარდიფის მიმართულებით მიფრინავდა. ემილიანო სალა საფეხბურთო კლუბმა “კარდიფ სიტიმ” ცოტა ხნის წინ შეიძინა,

  • 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის

    როგორი იქნება 2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით ვერძისთვის, ლომისთვის და მშვილდოსნისთვის.

    ვერძი

    უზარმაზარი ნაბიჯები, რომლითაც კარიერულ კიბეზე წინ მიიწევთ ლოგიკურად სოლიდურ შემოსავალსაც გპირდებათ. ასეთი მდგომარეობა უდაოდ გააუმჯობესებს თქვენს თვითშეფასებას. ოღონდ თავში არ აგივარდეთ. კიდევ ერთი გაფრთხილება: ნუ დახარჯავთ ფულს ისე სწრაფად, როგორც გჩვევიათ. დიდი შემოსავლის გარდა ხომ შეიძლება უცაბედად მსხვილი ხარჯის გაწევაც მოგიხდეთ. კარგი ახალი ამბავი ის არის, რომ ფინანსური ცვლილებები, რომლებიც 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში ხდება აშკარად დადებითად წაგადგებათ.


    ლომი

    მხიარულება, წვეულებები და თავგადასავლები 2019 წელს არ მოგაკლდებათ. ცდუნება დიდია! მეტისმეტად ნუ დაკარგავთ თავს – ამ ყველაფერს ხომ ფასი აქვს, პირდაპირი მნიშვნელობით. და სერიოზული გასავალიც არ დააყოვნებს. დარწმუნებული ხართ, რომ ამ ყველაფრს გადახდა შეგიძლიათ? რატომ უნდა დააყენოთ საკუთარი თავი ამხელა სტრესის და რისკის პირისპირ? როგორც არ უნდა იყოს, ზაფხულის დაბნელება და თავშეკავებული სატურნი ნებსით თუ უნებლიედ აუცილებელი ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. პანიკაში ნუ ჩავარდებით ამ ინფორმაციის შემდეგ. ურანი კუროში კარიერულ წინსვლას გპირდებათ, შესაბამისად, ფულადი ნაკადი არა მხოლდ თქვენგან, არამედ თქვენი მიმართულებითაც დაიწყებს დენას.

    მშვილდოსანი
    2019 წელს მშვილდოსნებს ბედი გაანებივრებს. ეს კი იმას ნშნავს, რომ შესანიშნავი შანსი გაქვთ საკუთარი ფინანსური მიზნები საკუთარი ძალებით და პროფესიონალური შესაძლებლობებით დაძლიოთ. თუმცა სატურნი რქის თხაში გონივრულად გაფრთხილებთ: ახლა არ არის დრო ზედმეტი ფლანგვისთვის. დადგა მშვენიერი კარიერული მომენტი, რათა ფინანსური ფუნდამენტი ააშენოთ, რომელიც თქვენი „უსაფრთხოების ბალიში„ იქნება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. სტაბილურობა ამ წელს თქვენი მთავარი ფასეულობა უნდა იყოს, მიუხედავად იმისა რომ მას ზოგადად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ.

  • 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი წყლის ნიშნებისთვის

    როგორი იქნება 2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით თევზების, კირჩხიბის და მორიელისთვის

    კირჩხიბი

    ბოლო წელი ფინანსური სიტუაცია თქვენი ნიშნისთვის არასტაბილური იყო. ეს სავარაუდოდ თქვენი არამყარი სამსახურეობრივი პოზიციის ბრალია. მაგრამ 2019 წელი თქვენი კარიერული აღმასვლის პერიოდია, შესაბამისად ფინანსური არასტაბილურობაც გამოსწორდება. ზოგიერთ კირჩხიბს შეიძლება ხელფასიც მოუმატონ წარმატებული პროექტის ან განსკუთრებული კონცეფციის გამო, რომელზეც ახლა მუშაობენ. გახსოდეთ, რომ თქვენი ფინანსური პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აფასებთ საკუთარ თავს და საკუთარ უნარებს. 2019 წელი გაჩვენებთ, რომ თქვენ ბევრად მეტი ღირხართ.

    მორიელი

    იუპიტერი მშვილდოსანში მთელი წლის განმავლობაში თქვენი შემოსავლების ზონაში დარჩება. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა “დიდი კუში მოხსნათ“. სამსახურში რამდენიმე მომგებიან წინადადებას მიიღებთ . ახალი პოზიცია ხელფასის სიდიდის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. და ამის შეგრძნება თვითშეფასებას და ღირსების გრძნობას აგიმაღლებთ. თუმცა, ეიფორიისგან ფულის ფლანგვას ნუ შეუდგებით.


    თევზები

    თქვენი ფინანსური იმედები და სურვილები შესაძლოა 2019 წელს ასრულდეს, თუმცა მეტი თავდაჯერება და მეტი კარიერული რისკი დაგჭირდებათ. თუ ბოლო დროს თავდაჯერება გაკლიათ, გვერწმუნეთ, ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლოა უბრალოდ ფინანსური სტაბილურობის თქვენეული ხედვის შეცვლა მოგიწიოთ. დარწმუნდით, რომ დრო და ენერგია, რომელსაც შემოსავლის მისაღებად ხარჯავთ, მიღებული შემოსავლის პროპორციულია.

  • 2 და მეტი ძროხის მფლობელებს მეწარმე სუბიეტად დარეგისტრირება მოუწევთ

    2020 წლიდან მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება  და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, ვისაც  ოჯახში 2 ან მეტი ძროხა ჰყავს და ყველსა და რძის ნაწარმს ყიდის.

    დარეგისტრირების გარდა ყველა მეწარმე რომელიც რძის ნაწარმს ყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს, ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი რომელშიც პროდუქი მზადდება.

    არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა.

    ნუგზარ სუარიძე ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აგრო მიმართულებით ხელმძღვანელი აცხადებს რომ შინამეურნეობების ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირება მათთვის მომგებიანი გახდება და არაკეთილ სინდისიერი მეწარმეებისგან დაცულნი იქნებიან.

    „ამ რეგულაციების არ არსებობაქვეყნაში იწვევს იმას, რომ არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა ბებოს ყველის სტატუსით ისარგებლეს და ბებომ ვერ მოიგო აქედან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პროდუქტები,რომლებიც იწარმოება ჩვენს სოფლებში არის უვნებელი“,-ამბობს სუარიძე.

    სურსათის უვნებლობის სააგენტო საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

    “გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მოკლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს”, -აღნიშნულია განცხადებაში.

  • ან უნდა დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე – ზურაბ დათუნაშვილის მიმართვა

    მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და საკუთარ გულშემატკივრებს სთხოვს რჩევას, როგორ მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად: 

    “გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა და გამონახეთ დრო, რათა გაგემხნევებინეთ. ჩემი განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმ ადამიანების ჩართულობამ, რომლებიც სპორტთან არც კი არიან დაკავშირებულნი, თუმცა აქტიურად ჩაერთნენ ჩემი პრობლემის განხილვაში და დააფიქსირეს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია – მადლობა, მეგობრებო.

    მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით – გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

    თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

    მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

    შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ – დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?

    ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული.” – წერს ზურაბ დათუნაშვილი Facebook-ზე.

  • ბრიტანეთის დედოფალს მძიმე “ბრეგზითის“ შემთხვევაში ევაკუაციას უპირებენ

    გაზეთ The Sunday Times – ის ინფორმაციით თუ ბრეგზითი ხელშეკრულების, ანუ მკაფიოდ დადგენილი წესების გარეშე გარეშე დაიწყო და ამას ლონდონში არეულობები მოჰყვა დედოფალ ელისაბედ მეორეს ევაკუაცია მოხდება.
    გამოცემის ინფორმაციით ასეთი გეგმა ჯერ კიდევ 1962 წელს ცივი ომის დროს შეიმუშავეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი თანამედროვე რეალობასთან მისი ადაპტრირება მოხდა. ვარაუდობენ, რომ დედოფალს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს ლონდონის გარეთ, საიდუმლო სახლებში გადაიყვანენ.
    27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გამორიცხავს საომარი მდგომარეობის შემოღებას ქაოსის აღსაკვეთად “უხეში ბრეგზითის“ შემთხვევაში. ბრიტანელმა მინისტრებმა არეულობის შემთხვევაში 2004 წლის საგანგებო სიტუაციების შესახებ აქტის გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს. ამ აქტის მიხედვით ქვეყანაში შესაძლებელია კომენდანტის საათის შემოღება, მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ქონების კონფისკაცია და არეულობის სამხედროების დახმარებით ჩარხშობა
    დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებები ლონდონსა და ბრიუსელს შორის 2017 წელს დაიწყო. ამას წინ უძღვოდა რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 51.9 % მა დაუჭირა მხარი.
  • პოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს.
    გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
    გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
  • 158 შეკვრა მეტადონის და მეტამფეტამინის შემოტანისთვის აეროპორტში 25 წლის ქალი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავა
    ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ე.წ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული ქალისგან 158 შეკვრად დაფასოებული “მეტადონის” და “მეტამფეტამინის” შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
    ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.