Category: არქივი

  • ევროკავშირის ქვეყნებმა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი აღიარეს

    დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად აღიარეს ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო, როგორც ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კვირას ამოიწურა ევროკავშირის ქვეყნების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომლითაც ისინი ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუაიდოს აღიარებით ემუქრებოდნენ.
    “დიდი ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები აღიარებენ გუაიდოს როგორც დროებით კონსტიტუციურ პრეზიდენტს სანამ სანდო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება“ – დაწერა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯერემი ჰანტმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვენესუელელებს აქვთ თავისუფლების და დემოკრატიის უფლება.
    გერმანიის კანცლემა, ანგელა მერკელმა კი ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ იმედი, რომ გუაიდო სწრაფ და სამართლიან საარჩევნო პროცესს ჩაუდგება სათავეში.
    ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა კი განაცხადა, რომ ვენესუელა თვითონ უნდა იყოს მისი ბედის შემოქმედი.
    “საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება დაეხმაროს მას ამ პროცესში და მისცეს ამისთვის აუცილებელი გარანტიები. “
    რუსეთი კვლავ ვენესუელას არალეგიტიმურ პრეზიდენტს უჭერს მხარს და ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების პოზიცია ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაა და ძალაუფლების უზურპაციის ლეგიტიმაციას ნიშნავს.
    თავად ნიკოლას მადურო ამბობს, რომ არავისგან მიღებს ულტიმატუმს და აცხადებს: “მეც შემიძლია ევროკავშირს ულტიმატუმი წავუყენო, მაგალითად: შვიდ დღეს გაძლევთ რომ კატალონიის რესპუბლიკა აღიაროთ, თუ არადა ზომებს მივიღებთ. საერთაშორისო პოლიტიკა ულტიმატუებზე არ უნდა იყოს დამყარებული. იმპერიალიზმების და კოლონიების დრო აღარ არის. “
    მადურო ვენესუელაში სამოქალაქო ომსაც არ გამორიცხავს. ესპანეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე – შეიძლება თუ არა ვენესუელაში კრიზისი სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, მადურომ უპასუხა: “ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოეთ იმპერიის (იგულისხმება აშშ) და მისი მოკავშირეების სიგიჟის და აგრესიულობის ხარისხსზე. “

  • კალაძე ფარულ ჩანაწერებზე (ვიდეო)

    პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის თემაზე მორიგ კომენტარს აკეთებს თბილისის მერი. კახა კალაძე ფაქტის მიუღებლობაზე აკეთებს აქცენტს.

    რაც შეეხება ვარაუდებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი შესაძლოა, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გადაიღეს, რადგან ჩანაწერში ჩანს “აიფონ 5”, კალაძე ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

  • ნათელაშვილი: შევადგინოთ “ზონდერსპორტსმენთა” შავი სია

    {{ARTICLEIMAGE}}
    სპორტის ოლიგარქიზაციის დამადასტურებელ ფაქტად მიიჩნევს “ლეიბორისტული პარტია” ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს. შალვა ნათელაშვილია ამბობს, რომ ფედერაცია მოძალადე პოლიტზონდერებად გადაიქცა. მთავარი ლეიბორისტი მოითხოვს, რომ ფედერაციას ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდეს და ის სპორტის განვითარებას მოხმარდეს.

    “შევადგინოთ პოლიტზონდერსპორტსმენთა ერთობლივი შავი სია, რათა მათი დუხი არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებში”, – მიმართავს ნათელაშვილი ოპოზიციას. 

    როგორც ცნობილია, ზურაბ დათუნაშვილი არჩევანის წინაშეა – ის არ გამორიცხავს, რომ სხვა ქვეყანაში განაგრძოს კარიერა.

  • ივანიშვილს მისი ფულის გაფლანგვის გამო ჩივილი სურს, თუმცა სასამართლო უარს ეუბნება

    სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი არ განიხილა. საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” ლიდერი შვეიცარული ბანკის, “კრედიტ სუისის” ბანკირს მისი ფულის გაფლანგვას ედავებოდა. პატრიკ ლესკადრონი ახლახან გაათავისუფლეს ციხიდან, 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ. ივანიშვილი სწორედ ლესკადროს სდებდა ბრალს მისი ფულის გაფლანგვაში და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, ბერმუდასა და სინგაპურში.


    The Singapore Strait Times-ის ინფორმაციით სინგაპურელმა მოსამართლემ უარი თქვა საქმის განხილვაზე, რადგან დანაშაული შვეიცარიაში მოხდა და ის შვეიცარულმა სასამართლომ უნდა განიხილოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ჯერ უცნობია.

  • მოუწევს თუ არა პრეზიდენტის გერს კონკურსის გავლა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ ნანა კაშიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გერია, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კონკურსის გავლა მოუწევს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს.

    ის ამბობს, რომ კაშიას დასაქმება კანონთან სრულ შესაბამისობაში მოხდა და მას დროებითი კონტრაქტი აქვს.

    “ქალბატონ ნანა კაშიას აქვს 24-წლიანი სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში, სადაც მუშაობდა უვადო კონტრაქტით. საუბრობს თავისუფლად 4 ენაზე და ის იყო გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე”, განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

  • ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის

    პარლამენტი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ პროექტის განხილვას იწყებს. პროექტი დღევანდელი ბიუროს სხდომის დღის წესრიგშია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საქართველოს მთავრობაა.
    “მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
    კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით:
    მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი.
    მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი.
    ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი.
    სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი.
    მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი.
    სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.

  • კობახიძე ფარულ ჩანაწერში “აიფონ 5” – ის ნაცვლად, პარტიულ ნიშან 5-ს ხედავს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის “გამავრცელებლის კუთხით არის პროგრესი თუმცა, მთავარია პირველწყაროს დადგენა და ამიტომ, მმართველი გუნდი მუდმიმ კომუნიკაციაშია სამართალდამცავ ორგანოებთან”.

    კობახიძის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ეს საქმე ბოლომდე გაიხსნას.

    რაც შეეხება ვარაუდებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი შესაძლოა, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გადაიღეს, რადგან ჩანაწერში ჩანს “აიფონ 5”, კობახიძე სპეკულაციაზე საუბრობს.

    “ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა სრულიად შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა და გავრცელების საქმეზე 17 დაკავებულთაგან სამს აღკვეთის ზომად პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს გირაო შეეფარდათ.

  • თბილისის საკრებულოს წევრმა გამგებელს პოლიცია გამოუძახა

    თბილისის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილმა ვაკის რაიონის გამგეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

    ხაბეიშვილის ინფორმაციით, მან, როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრმა გამგებლის, ნოდარ ტურძელაძისგან მოითხოვა დოკუმენტები სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხების შესახებ და უარი მიიღო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გამგეობაში არ გაანადგურონ დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა, გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დოკუმენტები მას შემდეგ მოითხოვა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი თანხის “ქართული ოცნების” კოორდინატორებისთვის გადარიცხვის შესახებ.

  • მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზს 61-ე სკოლის ადმინისტრაცია ხსნის

    {{ARTICLEIMAGE}}
    61-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზზე სასწავლო დაწესებულების დირექტორი საუბრობს. მადინა ბაღდავაძის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი მოსწავლის ხუმრობა გახდა. 

    “ერთი გაეხუმრა მეორეს, მან ხუმრობა ვერ გაიგო და აქედან დაიწყო კონფლიქტი. ჩვენ პრევენციის მიზნით ყოველთვის ვიძახებთ საპატრულო პოლიციას. ეს იყო და ეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, ბავშვებს გაკაწრულები ჰქონდათ – ერთ-ერთ მოსწავლეს სათვალე ეკეთა, ხელი მოხდა და გაეკაწრა სათვალით”,განაცხადა სკოლის დირექტორმა.

    61-ე საჯარო სკოლასთან, სადაც მეთერთმეტე კლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცნობილია, რომ არავინ დაშავაბულა, თუმცა კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ადგილზე ასევე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

  • კალაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა იწყება

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”” ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

    საკრებულოს ოპოზიციამ უკვე მოამზადა სარჩელი, რომელსაც მთავარ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ვაკის შუაგულში, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის 1500-ზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას.

    ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, მერიამ გასული წლის ბოლოს ჯერ ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტა, ორ დღეში კი კახა კალაძემ განკარგულება გამოსცა და ტერიტორიის გადაცემის პროცესი დაიწყო.

    “ამ მაფიოზური სქემის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც თბილისის მერი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა, ასევე რამდენიმე ის მაღალჩინოსანი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას. შესაბამისად ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მიიღო ამ უკანონობაში მონაწილეობა და ასევე ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ფიქტიურ გარიგებაშია მხილებული”, ამბობს ირაკლი ნადირაძე.