Category: არქივი

  • დეკანოზის ზიარების მოთხოვნით საპატრიარქოსთან კარვები იშლება

    {{ARTICLEIMAGE}}
    დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარვებს შლიან. ისინი მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას მოითხოვენ და ამასთანავე ამბობენ, რომ დეკანოზი უკანონო პატიმარია.  

    გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და უკვე მეორე წელია, ზიარებას უშედეგოდ ითხოვს.

    “ორი წელია, ზიარებას ელოდება. მამა გიორგის სულიერი ძალა ჭირდება – ეს არის მისი ზიარება”,ამბობს მიხეილ რამიშვილის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი. 

    საპატრიარქოს პოზიცია ჯერ უცნობია. 

    დეკანოზ გიორგი მამალაძე, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ”ციანიდის საქმეზე” 2017 წლის 13 თებერვალს დააკავეს.

  • ყაველაშვილის სოლიდარობა მოჭიდავეს

    სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ვერ ჩაერევა ჭიდაობის ფედერაციის შიდასაქმეებში, თუმცა აღნიშნავს, რომ დასახვეწია მმართველობის პროცესი. ბიუროს სხდომაზე გამართული მსჯელობისას ყევლაშვილმა თქვა, რომ პრობლემები ამ მიმართულებით სხვა ფედერაციებშიც არის და ჭიდაობის ფედერაცია გამონაკლისი არ არის. 

    “იგივე გზას ვერ გავიმეორებთ, რომ დაკვეთით და შეკვეთით მოხდეს ვინმეს გადაყენება ან მოშორება თანამდებობიდან”,ამბობს ყაველაშვილი. 

    დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას ყაველაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა ზურაბ დათუნაშვილს, რომელთანაც შეხვედრას გეგმავს და ამასთანავე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგეშიძის ქმედება.

  • კობახიძის განცხადება მოჭიდავეების კონფლიქტზე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჭიდაობის ფედერაციის ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს. მისი თქმით, პარლამენტის როლი მნიშვნელოვანია ამ საკითხში.

    “მოხდა ძალიან მძიმე და სამწუხარო ინციდენტი და პარლამენტმა საკუთარი როლი უნდა გამოკვეთოს”,განაცხადა კობახიძემ ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც თემაზე “ევროპული საქართველოს” წევრებმა გააკეთეს განცხადება.

  • კობახიძე ვარაუდობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან პოლიტიკური სტატუსის მქონე პირი დგას

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან პოლიტიკური ინტერესი ჩანს. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, სავარაუდოდ, დამკვეთიც პოლიტიკური სტატუსის მქონე უნდა იყოს. 

    პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კონტაქტი და იმედოვნებს, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული. 

    შეგვიძლია, საპარლამენტო ფორმატიც გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩავიხედოთ ამ საკითხში”,ამბობს ირაკლი კობახიძე. 

  • კარასინის განცხადება

    6 თებერვალს რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის კომპანიასთან საბოლოო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხში სწრაფ გარღვევას არ ელოდება. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-რუსულ მედიასთან გააკეთა. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შვეიცარიისა და მათი კომპანიის SGS-ის-ის წარმომადგენლებიც მიიღებენ. მისი თქმით, სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება, დაიწყება თუ არა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება. კარასინის განმარტებით, ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში მიდის-საბაჟო პუნქტებზე დაფიქსირებული იქნება შვეიცარიული ფირმის მიერ, შემდეგ კი, შესაბამისი პლომბებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის-ტერიტორიებს გაივლიან და გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ეს პლომბები მოიხსნება.

    საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. 2017 წელს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის. დოკუმენტი ე.წ. სავაჭრო კორიდორების შექმნას რუსეთიდან საქართველოში და სომხეთში-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ითვალისწინებს ტვირთების მოძრაობას შვეიცარიელები დააკვირდებიან.

  • ოხანაშვილი: ჰიპოთეზებზე და თეორიებზე ვერ ვისაუბრებ, ვენდობი გამოძიებას, რომელიც ოპერატიულად მუშაობს

    საპარლამენტო უმრავლესოვბის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე შსს ძალიან ოპერატიულად მუშაობს დადეპუტატი გამოძიებას ნდობას უცხადებს. რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის წარდგენას, დეპუტატი საკუთარ გუნდს მადლობას უხდის და ამობობს, რომ მის კანდიდატურას საფუძვლად დაედო სწორედ ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

    შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელად მის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს, ოხანაშვილის თქმით, ეს ამ დეპუტატების პირადი არჩევანია.

    “ძალიან დიდი მადლობა გუნდს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო. ამას ბევრ სხვა საკითხთან ერთად საფუძვლად დაედო სწორედ ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ჩემი კოლეგის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის მისი პირადი პოზიცია და არჩევანი. სხვა დამატებითი კომენტარი გუნდის წევრების შესახებ არ მიმაჩნია სწორად”, – განაცხადა ოხანაშვილმა.{{VIDEO}}

  • ლევან მურუსიძე თავმოკვეთილ თემიდასთან ერთად

    ლევან მურუსიძე თავმოკვეთილ თემიდასთან ერთად – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაზე წუხელ ღამით პლაკატები გააკრეს. კარიკატურებზე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ხელში თემიდას მოჭრილი თავი უჭირავს, ხოლო მართლმსაჯულების ქალღმერთს პულსს ბიძინა ივანიშვილი უსინჯავს. ვინ გააკრა პლაკატები იუსტციის საბჭოსთან, უცნობია. იუსტიციის საბჭოს მდივანი ამბობს, რომ პროტეტის გამოხატვის მსგავი ფორმა მისთვის მიუღებელია. გიორგი მიქაუტაძემ დღეს საბჭოს სხდომის გადადების მიზეზიც განმარტა და განაცხადა, რომ სხდომის გადადება პალაკატებს არ უკავშირდება და მიზეზი რამდენიმე მოსამართლე წევრის არყოფნაა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი პროტესტის ამგვარ გამოხატვას მიესალმება და ამბობს, რომ საბჭოში მიმდინარე პროცესებმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა მისივე თმით, ეს პროტესტი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

    იუსტიციის საბჭოს შენობაზე საპროტესტო პლაკატები დილით უკვე აღარ იყო. საბჭოს დღევანდელი სხდომა კი გაურკვევლი ვადით გადაიდო. 

  • ბესელიას ულტიმატუმი მედიას

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეკა ბესელიას არ სურს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ დეტალური მსჯელობა ტელეეთერში გაგრძელდეს და მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის გავრცელებაზე. ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა, როდესაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ “რუსთავი-2” ის ეთერში გასული კონკრეტული კადრი ფარული ჩანაწერიდან მას არ ეხება. ბესელია ამბობს, რომ ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს თავად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს უზუსტობა გასწორდეს. პოლიტიკოსი კიდევ ერთელ ამბობს, რომ მის შესახებ ფარული ჩანაწერი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გაკეთდა. “თუ ამაზე დეტალურად უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, მე აღარ ჩავერთვები ეთერებში”,თქვა ბესელიამ.