Category: არქივი

  • ბესელიას ყოფილი კომიტეტი ანრი ოხანაშვილმა ჩაიბარა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 126 დეპუტატი იმყოფებოდა. მის კანდიდატურას დარბაზში მყოფ 126 დეპუტატიდან 98-მა დაუჭირა მხარი, ოთხმა დეპუტატმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. (გედევან ფოფხაძე (ქართული ოცნება); დავით ჭიჭინაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი); ნატო ჩხეიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი); ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)

    აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რომელიც ამ თანამდებობის დატოვებით დაუპირისპირდა მმართველ გუნდს. ცნობილია, რომ ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა.

    კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებდა.

  • “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებიან. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმყოფება ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე. 6 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც არის ჩანიშნული.
  • რეპერი შავი პრინცი გარდაიცვალა

    ქართველი რეპერი შავი პრინცი, იგივე აკაკი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თირკმლის უკმარისობა გახდა. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. რეპერი ბათუმში იმყოფებოდა.{{ARTICLEIMAGE}}
  • ლომბარდები იხურება. რა ბედი ელის სესხებს და დალომბარდებულ ნივთებს

    ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ლომბარდების ნაწილი დახურვის რეჟიმში გადადის. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოში 600 ზე მეტი ლომბარდი ფუნქციონირებდა. “სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგულირების წესების“ ძალაში შესვლის შემდეგ ბაზრიდან წვრილი და საშუალო ლომბარდების უმრავლესობა გაქრება.
    არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ინფორმაციით ლომბარდებს, რომელთაც 100 000 ლარიანი პორტფელი აქვთ ეროვნულ ბანკში 10 000 ლარის გადახდა უწევთ, ახალი რეგულაციების ყველა სხვა პირობის დასაკმაყოფილებლად კი ხარჯები 20–25 ათას ლარამდე ადის. ლომბარდების დიდი ნაწილი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. მათი დიდი ნაწილი იხურება, მათ პორტფელებს კი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები ყიდულობენ.
    ასოციაციის ხელმძღვავნელი, ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბანკებმა წვრილ და საშუალო ზომის ლომბარდებს ოქროთი უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი გაუძვირეს, ამიტომ ბევრი იძულებული გახდა სასესხო პორტფელი გაეყიდა. თუმცა კომპანიების ნაწილი ვერც პორტფელს ყიდის, ვერც ვალდებულებებს ფარავს. და ვერც დათქმულ ვადაში, ანუ 2019 წლის აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებას ახერხებენ. დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში კი აპრილის ბოლოდან სესხების დახურვასაც ვეღარ შეძლებენ. ირაკლი ბერძენაძის განცხადებით ახალი რეგულაციები წლების მანძილზე არსებულ ბიზნესებს ყველა გზას უკეტავს და ამით შესაძლოა მომხმარებელიც დაზარალდეს.

  • გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

    80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია. გურანდა გაბუნიას იყო საქართველოს სახალხო არტისტი. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი. ქართულ კინოში ოცამდე როლი აქვს შესრულებული.
    გურანდა გაბუნია ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნით ახალი და მიმდინარე ამბების გადაცემები მიკერძოებულია ხელისუფლების სასარგებლოდ

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შესაფასებლად 2018 წლის ნოემბერში ხუთი ექსპერტი: ზაალ ანჯაფარიძე, თორნიკე შარაშენიძე, ნანა სუმბაძე, არჩილ გეგეშიძე და გრიგოლ გეგელია დაიქირავა.
    ექსპერტებმა არხის საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემები გააანალიზეს და სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს.
    ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის გადაცემების შეფასებებში ყველა ექსპერტმა (მეტ-ნაკლები სიმწვავით) აღნიშნა მიკერძოება და ტენდენციურობა ხელისუფლების/მმართველი პარტიის მიმართ. მათი შეფასებით ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, ბალანსის დარღვევით მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მწვავე კითხვების ნაკლებობით, ხელისუფლებისთვის უსიამოვნო თემების უკანა პლანზე გადატანით, სტუმრების შერჩევით, შეფასებითი მსჯელობებით.
    ამ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, სამეურვეო საბჭო მიმართავს გენერალურ დირექტორს რეკომენდაციებით, რომელთა გათვალისწინება, საბჭოს აზრით, აუცილებელია. სამეურვეო საბჭო სთხოვს მენეჯმენტს ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთი თვის განმავლობაში წარმოადგინოს.
    გთავაზობთ საბჭოს მიმართვას სრულად:
    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციები გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელ საბჭოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაუმჯობესების თაობაზე
    პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შესაფასებლად, 2018 წლის ნოემბერში სამეურვეო საბჭომ მოიწვია 5 ექსპერტი: ზაალ ანჯაფარიძე, თორნიკე შარაშენიძე, ნანა სუმბაძე, არჩილ გეგეშძე და გრიგოლ გეგელია. გადაცემებზე დაკვირვებისთვის ექსპერტებს განესაზღვრათ 1 თვე, ხოლო დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოსადგენად 10 დღე. ექსპერტებს დაევალათ შემდეგი გადაცემების შეფასება: „მოამბე“ 21:00 საათზე, მოამბე დღის თემა (თამთა სანიკიძე), „ახალი კვირა“, საპრეზიდენტო არჩევნები-2018, „აქტუალური თემა“, „კვირის ინტერვიუ“, „42-ე პარალელი“, და „რეალური სივრცე“. სამეურვეო საბჭომ ექსპერტებს განუსაზღვრა საკითხები, რომლებიც მათ გადაცემების შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინათ. კერძოდ:
    1. ასახავს თუ არა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ხედვებისა და მოსაზრებების, პოლიტიკური იდეოლოგიების მრავალფეროვნებას და რამდენად დაბალანსებულად?
    2. რამდენად ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოპულარიზაციის მხრივ?
    3. რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელია მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები? დაბალანსებულად აშუქებს თუ არა ძირითად პოლიტიკურ ძალებს?
    4. რამდენად აქტუალურია ტოქშოუში შერჩეული დღის მთავარი თემა? ხომ არ ხდება მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში მნიშვნელოვანი თემების გამოტოვება?
    5. რამდენად კვალიფიციურია საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანი/ავტორი? ფლობს თუ არა საკითხს, რომელსაც აშუქებს? რამდენად რელევანტური და კრიტიკულია დასმული კითხვები? რამდენად სწორად არის შერჩეული მოწვეული სტუმარი?
    6. აძლევს თუ არა გამოხატვის შესაძლებლობას იმ ჯგუფებს, რომელთა ხმა არ ისმის მედიაში, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლებს?
    თავიანთ შეფასებებში მოწვეულმა ექსპერტებმა აღნიშნეს გადაცემების ძლიერი მხარეები. მაგალითად, ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს გაშუქებული თემების აქტუალობას, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემატიკის გაშუქებას.
    ამასთან, ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს მთელ რიგ ნაკლოვანებებზე, რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია როგორც პროდუქციის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის გასაუმჯობესებლად.
    აღსანიშნავია 2 შეფასება, რომლებშიც ყველა ექსპერტი ერთსულოვანი იყო:
    1. ყველა ექსპერტი დადებითად აფასებს გადაცემებს „42-ე პარალელი“ და „რეალური სივრცე“.
    კერძოდ, ექსპერტებს „42-ე პარალელი“ მიაჩნიათ საინტერესო და ინფორმატიულ გადაცემად, რომელიც კვალიფიციურ ანალიზს სთავაზობს მაყურებელს საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ თემებზე. „რეალური სივრცე“ შეფასდა როგორც დაბალანსებული გადაცემა საინტერესო და აქტუალურ თემებზე და აღინიშნა მისი წამყვანის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი.
    2. ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის გადაცემების შეფასებებში ყველა ექსპერტმა (მეტ-ნაკლები სიმწვავით) აღნიშნა მიკერძოება და ტენდენციურობა ხელისუფლების/მმართველი პარტიის მიმართ. მათი შეფასებით ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, ბალანსის დარღვევით მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მწვავე კითხვების ნაკლებობით, ხელისუფლებისთვის უსიამოვნო თემების უკანა პლანზე გადატანით, სტუმრების შერჩევით, შეფასებითი მსჯელობებით.
    მოწვეულ ექსპერტთა ზემოაღნიშნული მოსაზრება ემთხვევა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის წინასწარ დასკვნასა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ანგარიშში გამოთმულ შენიშვნებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.
    ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, სამეურვეო საბჭო მიმართავს გენერალურ დირექტორს რეკომენდაციებით, რომელთა გათვალისწინება, საბჭოს აზრით, აუცილებელია. სამეურვეო საბჭო სთხოვს მენეჯმენტს, წარმოადგინოს ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთი თვის განმავლობაში.
    ზოგადი რეკომენდაციები
    1. ამაღლდეს ჟურნალისტების და წამყვანების კვალიფიკაცია პროფესიულ სტანდარტებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას, როგორებიცაა მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ბალანსი, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, სიზუსტე, სამართლიანობა.
    2. ჩატარდეს ტრენინგი არჩევნების გაშუქებაში.
    3. დაწესდეს რეგულარული მონიტორინგი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე. ამ მონიტორინგის ფარგლებში რეგულარულად მოხდეს გასული სიუჟეტების და გადაცემების, ასევე ვებზე გამოქვეყნებული მასალის კრიტიკული შეფასება; სტანდარტების დარღვევის შემთხვევების განხილვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მთელ პერსონალთან; სტანდარტების დამრღვევ ჟურნალისტებთან და წამყვანებთან დარღვევების გამოსწორებაზე მუშაობა (ტრენინგების მოკლე კურსის ჩატარების ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენების მეშვეობით).
    4. მონიტორინგის ფუნქციის შესასრულებლად გამოიყოს შესაბამისი კომპეტენციის, სულ ცოტა, ერთი ადამიანი.
    5. შემუშავდეს ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების/პროფესიული განვითარების კონცეფცია და ამ განვითარების მონიტორინგის და შეფასების პროცედურა.
    6. ჩატარდეს ტრენინგი შშმ პირების და სხვა დაუცველი ჯგუფების გაშუქების, გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
    მოამბე
    1. გაუმჯობესდეს გადაცემის ხარისხი ექსკლუზიური თემების მოძიების და საკითხების უფრო სიღრმისეული გაშუქების გზით.
    2. გადაიხედოს თემების/სიუჟეტების პრიორიტეტულობის და რიგითობის განსაზღვრის პრინციპი.
    3. მომზადდეს სიუჟეტები საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების, წარმატებების შესახებ.
    4. მომზადდეს სიუჟეტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭირბოროტო თემებზე.
    ახალი კვირა
    1. გადაიხედოს თემების შერჩევის პრინციპი და კრიტერიუმი. უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებისთვის აქტუალურ, საინტერესო და სასარგებლო თემებს, სიახლეებს.
    2. უზრუნველყოფილი იქნეს აქტუალური თემების განგრძობადობა; მოხდეს გადაცემებში წამოჭრილ განსაკუთრებით მწვავე და აქტუალურ თემებზე თვალყურის მიდევნება და მომდევნო გადაცემებში გაშუქება თუ რა შეიცვალა, რა რეაგირება მოხდა და ა.შ.
    3. შესთავაზოს მაყურებელს თემების სიღრმისეული ანალიზი.
    ტოქშოუები
    1. წამყვანებმა საფუძვლიანად შეისწავლონ თემები, რომლებზეც გადაცემებს ამზადებენ.
    2. თავიდან იქნეს აცილებული თემების დუბლირება ტოქშოუებში.
    3. წამყვანებმა დაიცვან ნეიტრალურობა და სამართლიანობის პრინციპი მოწვეულ სტუმრებთან.
    4. უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა.
    5. წამყვანებმა უზრუნველყონ დროის სათანადო გადანაწილება და მართვა, რათა შესაძლებელი იყოს თემის ამომწურავად განხილვა.
    6. წამყვანებმა ოპონირება გაუწიონ მოწვეულ სტუმრებს ჩაღრმავებული და კრიტიკული კითხვებით.
    რეალური სივრცე
    1. სასურველია, გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც პირდაპირ პასუხობს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას (კანონი მაუწყებლის შესახებ თავი 3, მუხლი 16) და შეესაბამება სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ საპროგრამო პრიორიტეტებს, სიღრმისეულად და კვალიფიციურად განიხილავს სხვადასხვა სოციალურ პრობლემას და მსჯელობს ადამიანის უფლებებზე, გადმოტანილი იქნეს სატელევიზიო ბადის პრაიმტაიმში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ყველაზე აქტიური 20:00 საათიდან არის, „რეალური სივრცის“ 18:30 საათზე განთავსება ამ გადაცემას აკარგვინებს აუდიტორიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაყურებელს ართმევს ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე მსჯელობის მოსმენის შანსს. ამრიგად, სამეურვეო საბჭო რეკომენდაციას უწევს ამ გადაცემის გაშვებას საღამოს უფრო გვიან საათებში.
    ფორმატი
    ექსპერტთა ნაწილმა შენიშვნები გამოთქვა ზოგიერთი გადაცემის ფორმატთან, სტილსა თუ ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით. მათი აზრით, ამ ხარვეზების გამოსწორება გადაცემებს უფრო დინამიკურს და საინტერესოს გახდის. საბჭოს მიაჩნია, რომ ეს საკითხი უფრო ფართო, რეპრეზენტატიულ კვლევას საჭიროებს.
    ექსპერტთა გვარები ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. სამეურვეო საბჭო გადასცემს გენერალურ დირექტორს ექსპერტთა შეფასებების სრულ ტექსტებს ავტორთა მითითების გარეშე. სამეურვეო საბჭო სთხოვს მენეჯმენტს, ეს ტექსტები გასაცნობად და გასათვალისწინებლად გადასცეს შესაბამისი გადაცემების თანამშრომლებს. დასკვნები გამოქვეყნდება მაუწყებლის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
  • ფიზიკური დაპირისპირება და ყოფილი მაღალჩინოსნის ახლობლების პროტესტი პროკურატურასთან (ექსკლუზივი)

    ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურასთან, სადაც ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას ახლობლები მივიდნენ. ქობალია, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის გასული წლის ნოემბრეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ყოფილ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

    ყოფილ მარალჩინოსნებს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის უკანონო პატიმარია და გისოსებს მიღმა, მტკიცებულებების გარეშე აღმოჩნდა. პროკურატურაში შეკრებილები საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

     

  • ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

    კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

    პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას მან აღნიშნა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე არსებობს:

    “პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული.

    კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.