Category: არქივი

  • ვინ დატოვებს უმრავლესობას

    უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით არ არის გამორიცხული, უმრავლესობა ახლო მომავალში რამდენიმე წევრმა დატოვოს. მათ შორის ერთ–ერთი ეკა ბესელია იქნება, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდის წევრებს შორის საჯარო პოლემიკის დასრულების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ის და რამდენიმე თანამებრძოლი არჩევანის წინაშე დგანან. ბესელია ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მიღებს გადაწყვეტილებას შეძლებს თანაგუნდელებთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას თუ ვერა.
    სავარაუდოდ კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც უმრავლესობას დატოვებს, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ის უკმაყოფილებას არ მალავდა.

    “ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგორიულად შენ უთხრა ასიათასობით ადამიანს, რომ შენ თუ მაგალითად არ მოგწონს გვრიტიშვილი და შენ თუ ამას იტყვი, ხარ ნაციონალური მოძრაობა. ეს არის შეურაცხმყოფელი. შენ რომ ეუბნები ადამიანს, რომ რაც გიკეთეს ეს ნორმალური იყო და მოდი მივცეთ შანსი ამ კაი ბიჭებს რომ იქნებ შეიცვალონ – ეს შეურაცხმყოფელია .

    ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებულ მაქვს, მაგრამ ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა ჩავთვლი საჭიროდ.
    “ – უთხრა ჟურნალისტებს გოგიჩაშვილმა.
    სავარაუდოდ გუნდის დატოვებაზე ე.წ. ამბოხებულები ფიქრობენ, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა ათკაციანი სია გააპროტესტეს.  უმრავლესობა გუშინ უკვე დატოვა გედევან ფოფხაძემ.
    დღევანდელი შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
    “ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდი იქნას შენარჩუნებული; გუნდის ყველა წევრი იქნას შენარჩუნებული მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა შეუთანხმებელი თუ შეთანხმებული განცხადებები გაეკეთებინა ან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. ჩვენ გვყავს გუნდში ძალიან დამსახურებული ადამიანები, რომლებსაც 2011 წლიდან კიარა, კიდევ უფრო ადრე, ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ყველა მათგანს ვცემთ პატივს და ასევე ვცემთ პატივს გუნდურობას, რომლის დაცვაც ყველას ვალია”.
    მდინარაძის თქმით, უახლოეს დღეებში გაჟღერდება მათი თანაგუნდელების გადაწყვეტილება: “მიზეზსაც თვითონ ახსნიან და დაველოდოთ”.
  • ზაზა სარალიძე გენპროკურორთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ თადუმაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან

    ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობა დატოვა. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ შალვა თადუმაძეს დაბალი რგოლები არასრულ ინფორმაციას აწვიდან.

    ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მთავარი შეხვედრა სამშაბათს გაიმართება, როდესაც საქმის პროკურორებს პირადად დაუსვამს შეკითხვები.

    “დამრჩა განცდა, რომ საქმის პროკურორები მთავარ პროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ, შევთანხმდით, რომ მთავარი შეხვედრა გაიმართება სამშაბათს – რა პრეტენზიებიც წავუყენე, ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი”,ამბობს ზაზა სარალიძე. 

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, გენერალურ პროკურატურაში შალვა თადუმაძესთან შესახვედრად რამდენიმესაათიანი მცდელობისა და დაპირისპირების შემდეგ მაინც შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო განცხადების თანახმად, თითქოს პროკურატურა დათმობაზე წასვლას არ აპირებდა.

    მანამდე კი პროკურატურის ეზოდან ზაზა სარალიძის გაყვანას რამდენიმე სამართალდაცველი ძალის გამოყენებით ცდილობდა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას “თვითნებურად შეჭრად” აფასებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან “აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს” აქვს ადგილი.

    ზაზა სარალიძეს მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს.

    “საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს, საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”, წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში თვითდაზიანებები მიიყენა

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, გენერალურ პროკურატურაში შალვა თადუმაძესთან შესახვედრად მივიდა, თუმცა გენერალურ პროკურორთან აუდიენცია ვერ მოახერხა.

    პროკურატურის ეზოდან ზაზა სარალიძის გაყვანას რამდენიმე სამართალდაცველი ძალის გამოყენებით ცდილობდა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას “თვითნებურად შეჭრად” აფასებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან “აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს” აქვს ადგილი.

    ზაზა სარალიძეს მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს.

    “საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს, საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”, წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ივანიშვილმა “წერტილი დასვა”, ბესელია კი დროს ითხოვს მოსაფიქრებლად, დატოვოს თუ არა მმართველი გუნდი

    ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ არჩევანის წინაშეა, რადგან გუნდში განსხვავებული ფასეულობები აქვთ, და რამდენიმე დღე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს. ბესელია ამბობს, რომ ემოციურად ეს მისთვის მარტივი არ არის, რადგან “ქართული ოცნების” დამფუძნებელია და პარტიის შექმნის სათავეებთან სწორედ ის იდგა, “დანარჩენები მოვიდნენ მერე”.

    “ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოდით, დეტალების განხილვაში ნუ შევალთ და დავსვათ წერტილი. პარტიის ლიდერმა თქვა, რომ უნდა გავაგრძელოთ პროცესი. მოდი, აქ დასრულდეს საჯარო პოლემიკა და შიგნით ვისაუბროთო – აბსოლუტურად გასაგებია და მესმის ეს განწყობა – ახლა გვაქვს არაორდინალური მოცემულობა, დღევანდელმა შეხვედრამ არჩევანის წინაშე დამაყენა”, ამბობს ბესელია.

    პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არავის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, თუ ვინ იყო სწორი და ვინ არა.

  • ევროლიგამ გოგა ბითაძეს სიუჟეტი მიუძღვნა

    ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გოგა ბითაძეს სპეციალური ვიდეო სიუჟეტი მიუძღვნა – ”SEK Rising Stars: Goga Bitadze, Buducnost”.

    შეგახსენებთ, რომ ევროლიგა ყოველ წელს ‘ამომავალი ვარსკვლავის’ პრიზს გადასცემს 22 წლამდე ასაკის საუკეთესო კალათბურთელს. ბოლო ორი სეზონი ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა მოიგო, ახლა კი სტატისტიკურად იმდენად უსწრებს გოგა ბითაძე კონკურენტებს, რომ პრიზი ფაქტობრივად მისია.

    {{VIDEO}}

  • “ნაციონალური მოძრაობა” ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

    “ნაციონალური მოძრაობა” აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, მათი განმარტებით, პოლიტიკური დევნაა ასახული. ანუ, როგორ მოითხოვს გურჯაანის მერი თანამშრომლისგან ოპოზიციასთან კავშირის გამო სამსახური დატოვოს. გიორგი ბოტკოველის თქმით, არჩილ ხანდამაშვილმა იზოლდა ხარაზიშვილი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ის ქუჩაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს მიესალმა. თავად ხარაზიშვბილი ამბობს, რომ გურჯაანის მერთან ურთიერთობა მას შემდეგ გაურთულდა, რაც ერთ-ერთ სატელევიზიო ქუჩის გამოკითხვაში მოხვდა და კითხვაზე – ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, თქვა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია.

  • მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძეს მისი მოძღვარი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს

    “ციანიდის” საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში დეკანოზ გიგატაძე აცხადებს, რომ უკვე არის კურთხევა და ნებისმიერ მოძღვარს შეუძლია ამის გაკეთება: “როგორც მის მოძღვარს აქამდეც მქონდა ამის სურვილი”.

    რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ “ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა”, დეკანოზი ნიკოლოზი განმარტავს, რომ ვისაც მოძღვარი აზიარებს საკუთარ თავზე იღებს პასუხიმგებლობას და თავად წყვეტს აღსარების შემდეგ აზიაროს თუ არა ადამიანი, ასე რომ მისი განმარტებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

  • გაჩეჩილაძე: ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დაპირისპირებული მხარეები დაამეგობროს

    საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან გამოსული დეპუტატები აცხადებენ, რომ გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და შეხვედრა შიდასაორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრთა შორის დაპირისპირების თემას ძალიან მცირე დრო დაეთმო და ძირითადი ნაწილი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს ეხებოდა.

    “ბატონი ბიძინას პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ შეარიგოს დაპირისპირებული მხარეები”,ამბობს გაჩეჩილაძე. ქართული ოცნების უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრას ამჯერადაც ესწრებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბოლო 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შაბათს გაიმართა, “ოცნების” ერთი ნაწილი, კონკრეტულად კი ბესელია და მისი თანამოაზრეები არ მალავდნენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა მწვავე კომენტარებისგან ყველა თავს იკავებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოლო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხერხდა. სხდომაზე დასასწრებად დღეს მივიდა გედევან ფოფხაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავდა. შეხვედრაზე მივიდა ეკა ბესელიაც, თუმცა მას კომენტარი სხდომის დაწყებამდე არ გაუკეთებია.
  • პროკურატურა სარალიძეს უწყებაში თვითნებურად შეჭრასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს

    საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
    “საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”,წერია პროკურატურის განცხადებაში. ზაზა სარალიძე პროკურატურასთან იმყოფება. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.
  • “დანაშაულის აღიარება პირდაპირ ეთერში”: კობახიძის განცხადების გამო მთავარ პროკურორს მიმართავენ

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “კაბელების საქმეზე” “პასუხი არ უგია მას, ვინც დანაშაული ჩაიდინა”.

    ეს დასკვნა კობახიძემ “საქმეში ჩახედვის” შემდეგ გამოიტანა. კობახიძემ ამასთან დაკავშირებით “ტვპირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურმა განმარტა, რომ კობახიძე საუბრობდა საქმის იმ მასალებზე, რომელსაც საიუდმლო გრიფი არ ადევს.

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ აღაშფოთა “კაბელების საქმეზე” დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია: პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქმის მასალებს იცნობს, გრიფით საიდუმო მასალებზეა საუბარი – მერე მიხვდნენ, რომ სიმართლე წამოცდა და თქვეს, რომ ნახევრადგრიფირებული საქმის მასალებს იცნობენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ამაზე გამოძიება”, განაცხადა ლევან სამუშიამ ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში”.

    საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო, შედეგად კი,  102 872 ლარი გაიფლანგა. ამ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს 2016 წლის 16 მაისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.