Category: არქივი

  • რუსეთის წარმომადგენელი: რეგიონში აშშ-ს და NATO-ს საქმიანობა, შეშფოთებას იწვევს

    კავკასიაში აშშ-ს და NATO-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ირგვლივ ვითარების გამწვავების წინაპირობას ქმნის, – ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი სიდოროვმა განაცხადა.

    მისივე თქმით, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა, რაც განპირობებულია რეგიონის საზღვრებთან მაღალი კონფლიქტური პოტენციალის არსებობით და ასევე აშშ-ს და დასავლეთის მისწრაფებით, აღნიშნულ რეგიონში საკუთარი გავლენა გაზარდონ.

    “საქართველო, დიალოგისთვის მზაობის დემონსტრირებასთან ერთად, ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის ფორმატში აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” კონფლიქტის გადაჭრის კუთხით. დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს თბილისს ამ საკითხში და წინაპირობებს ქმნიან ვითარების გამწვავებისთვის. აშშ-ს და NATO-ს საქმიანობა რეგიონში გავლენის გაზრდის თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსულ პოლიტიკას და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას”, ამბობს სიდოროვი. 

  • გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავეს

    ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი, ზაქარია ქინქლაძე დააკავეს. ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს “გრემი”-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს “ქისტაური”-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ და მოქალაქე ვაჟა ფ. – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. 

    უწყება აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

    “გამოძიებამ დაადგენა, რომ გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.

    გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა. ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია. გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”,წერია სუს-ის ინფორმაციაში.

  • შს მინისტრი ფარულ ჩანაწერებზე

    შს მინისტრის განცხადებით, კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელია. ამის შესახებ მინისტრმა ფარული ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ უწყებისთვის მნიშვნელობა არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველწყაროსა და შენახვას შორის. 

    “როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განხვავებული მიდგომები, მსგავს დანაშაულთან მიდგომები რთული იქნება”,ამბობს გახარია, რომელიც დარწმუნებულია, რომ გამოძიება პირველწყარომდე მივა. 

    “გამოძიება გრძელდება და თუ დაგვჭირდა დახმარება, შესაძლოა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ ეს, რადგან ტექნიკურად მარტივი არ არის კიბერდანაშაულის გამოძიება. მობილიზებულია სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ”.

  • “რა “დაპოსტა” ქაცარავამ არ ვიცი”: მეზვრიშვილისთვის უცნობია, არიან თუ არა ოკუპანტები უკვე ხაშურის ტერიტორიაზე

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან განაახლეს სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა. ამ სოფელს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ძუკაანთკარს შორის არსებულ გზაზე საოკუპაციო ძალების ექვსმა ნიღბიანმა წარმომადგენელმა დაიწყო მწვანედ შეღებილი კონსტრუქციის გარშემო ბეტონის დასხმა.

    თავის მხრივ, სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცოცავი ოკუაცია დიდი სისწრაფით გრძელდება. დავით ქაცარავა წერს, რომ ოკუპანტები ხაშურის ტერიტორიაზე არიან უკვე.

    “სოფელ ჩორჩანის ტყეებში რუსები გადაადგილდებიან! ჩვენი პოლიცია არ გვიშვებს და გვიზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას გადაავაადგილდეთ საქართველის ხელისუფლების მიერ კონტროლურებად ტერიტორიაზე! ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ხაშურის რაიონის კუთვნილი უზარმაზარი ტყის მასივი და იქ მდებარე საბადოები ოკუპირებულია! სასწრაფო რეაგირებაა საჭირო!
    ამ ამბის სასწრაფო და მასობრივი გაზიარებაა საჭირო! არ დავთმოთ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ძალა ერთობაშია!”, წერს დავით ქაცარავა.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ “რა დაპოსტა დავით ქაცარავამ არ იცის”. ეს კომენტარი უწყების წარმომადგენლემა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.   

    როგორც ცნობილია, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედება 8 თებერვალს განიხილება სოფელ ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება.

  • ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ვნანობ ჩემ საქციელს

    პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

    რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილთან მიმართებაში თავის საქციელს ნანობს და ამბობს, რომ პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

    “ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას”, განაცხადა გეგეშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. გეგეშიძე კი პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი. შსს-მ მომხდარზე საქმე ძალადობის მუხლით დაიწყო, გეგეშიძეს სასამართლო წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით 5ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.

  • აქცია ჰესების წინააღმდეგ

    სასტუმრო “იოტასთან” ქვეყანაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ დროს, როცა მათ აქცია გამართეს, სასტუმროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობით კონფერენცია მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ ბანკის დაფინანსებით იგეგმება საქართველოში ჰესების მშენებლობა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ჰესების აშენებით სვანეთის ბუნებას საფრთხე ემუქრება. მათივე თქმით, თუ გაზაფხულზე მშენებლობა გაგრძელდება, აქციებს გააგრძელებენ და გზების ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. აქცია უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილისა და სვანეთის მოსახლობის ნაწილით ორგანიზებით გაიმართა.

    უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, 150-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება. ჩხარტიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოუწოდა, ჰესების მშენებლობა არ დააფინანსოს. ახალგაზრდა იურისტ
    ა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ისეთი მსხვილი პროექტები, რომლებიც მოპსხლეობას ან ბუნებას საფრთხეს შეუქმნის, განხორციელებადმე სერიოზულ დაფირებას საჭიროებს.

    აქციის მონაწილეებმა სასტუმრო “იოტადან” მ
    ავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით გადაინაცვლეს, რადგან მათი განცხადებით, მთავარი პასუხიმგებელი ჰესების მშენებლობაზე სწორედ ხელისუფლებაა.

  • მთავრობა დაეთანხმა ზურაბიშვილის თხოვნას, ეწვიოს საფრანგეთსა და გერმანიას

    საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 17-19 თებერვალს შედგება, ხოლო გერმანიაში – 19-21 თებერვალს. მთავრობამ უკვე მისცა თანხმობა პრეზიდენტს, ეწვიოს აღნიშნულ ქვეყნებს სამუშო ვიზიტით. 

    პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი წინადადებით 4 თებერვალს მიმართა – ამ პროცედურას კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან კი, რომელიც ასევე 4 თებერვლით თარიღდება, მთავრობა პრეზიდენტს აძლევს თანხმობას, ევროკავშირსა და NATO-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, პარიზსა და ბერლინში სამუშაო ვიზიტები გამართოს.

    საქართველოს პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, იანვრის ბოლოს იყო.

  • ტურისტის გაქურდვის ფაქტი აღმაშენებლის გამზირზე, ჩამსხვრეულია ავტომობილის მინა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში მოგზაურობის მიზნით ჩამოსული მოქალაქის ავტომობილს მინები ჩაუმსვხრიეს. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე 6 თებერვალს, ღამით მოხდა. გაქურდული ავტომობილი გამთენიისას ტურისტის მეზობელმა ნახა და პოლიცია გამოიძახა. თავად ტურისტი ჰოსტელში იმყოფებოდა და ავტომობილიც იქვე ჰყავდა გაჩერებეული. solostudio.agency/ შსს-ს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

  • ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში

    კომპანია “ყაზტრანსგაზის” ინფორმაციით, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, CO-თი ცოლ-ქმარი მოიწამლა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    “ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ამ ოჯახში ხმარობდნენ ღია კამერიან, აკრძალულ წყალგამაცხელებელს, რომელიც კომპანიის სპეციალისტებმა ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, მსგავსი დანადგარი აღარ გამოიყენონ.

    “ყაზტრანსგაზის” ცნობითვე, სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა კორპუსის სავენტილაციო არხები და კიდევ ერთ ოჯახს აღმოუჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო მიერთებული და საფრთხეს უქმნიდა სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც.

    კომპანიის განცხადებით, ამავე კორპუსის ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ შემოწმებაზე უარი თქვა. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ხშირია და მისი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების წესებს არღვევენ სწორედ ის მობინადრეები, რომლებიც უარს ამბობენ გაზდანადგარების შემოწმებაზე, აკრძალული დანადგარების ჩაჭრას კი კომპანიის სპეციალისტები ვერ ახერხებენ, რადგან მათ ბინებში არ უშვებენ

    “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაზის დანადგარებს, რადგან CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია.

    31 იანვარს, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა CO-თი მოწამვლის შედეგად. პირველ თებერვალს, თემქის დასახლებაში სიკვდილს გადაურჩა CO-თი მოწამლული ერთი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი.