Category: არქივი

  • 10 მილიონ დოლარზე მეტი ბრუნავდა ქრთამის სახით მისაღებ გამოცდებზე – კანდელაკი მინისტრს

    “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განათლების მინისტრს შეახსენა, უნარების გამოცდებით “ამოიშანთა ტრაგედია, რომელიც თაობებს განვითარების საშუალებას არ აძლევდა”. პლენარულ სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. მინისტრის მოსმენა ბატიაშვილის მხრიდან დეპუტატების კითხვებზე პასუხებით გაგრძელდება.

  • ია კერზაიას შვილი დედის გარდაცვალების საქმეზე ბატიაშვილს მწვავე შეკითხვებს დაუსვამს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მინისტრ ბატიაშვილს დღეს მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია განათლების კომიტეტში იმ სხდომას დაესწრება, სადაც დღეს სწორედ მინისტრს მოუსმენენ.

    solostudio.agency/- სთან საუბარში ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ რამდენიმე შეკითხვა აქვს, მათ შორის ყველაზე მთავარია, რატომ მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორება ია კერზაიას მიმართ. ამასთან, ბაჩანა შენგელიას აინტერესებს, დადგინდა თუ არა ლავრენტი ქირიას ვინაობა, რომელმაც მინისტრს სკოლის შემოწმების მოთხოვნით მიმართა და როგორ მოახერხა მინისტრმა ორ წუთში ამ წერილის გააზრება და მასზე რეაგირება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ლავრენტი ქირია გარდაცვლილია და საჩივარიც შესაბამისად ყალბია – ეს ინფორმაცია ტელეკომპანია "რუსთავი2-მა" გაავრცელა. 

    შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.

    როგორც ცნობილია, პირველი მინისტრი, რომელსაც დღეს თბილისში გადმოსვლის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ, განათლების მინისტრია. მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატებს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებების მიზეზებზეც, რომლის გამოც უწყებამ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და ასევე უნარების გამოცდა გააუქმა. აღსანიშნავია, რომ მინისტრ ბატიასვილს დღეს კითხვები ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზეც დაუსვეს და კითხეს, გრძნობს თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო. სწორედ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გაიმართება დღეს მინისტრის მოსმენა პარლამენტის განათლების კომიტეტშიც. პლენარული სხდომა მინისტრის პასუხებით გაგრძელდება.

  • შეცდომით მიღებული ოქროს ზოდები და პატიოსანი ფრანგი, რომელსაც წესიერება დაუფასდა

    საფრანგეთის ქალაქ ვანის მცხოვრებმა მამაკაცმა ფოსტით ოქროს ზოდები მიიღო. არადა 27 წლის ჟულიენმა ცოლისთვის ბიკინი შეუკვეთა. ამანათის ჩაბარებისას არ დაკვირებია ქვითარზე მითითებულ გზავნილის ღირებულებას, მოგვიანებით კი, როცა ამანათი გახსნა ბიკინის ნაცვლად იქ ოქროს 20 და 30 გრამიანი ზოდები და რამდენიმე ლუიდორი (ოქროს მონეტები, რომლებსაც საფრანგეთში მე–17ე – მე 18ე საუკუნეებში ასხამდნენ) აღმოაჩინა. გზავნილის საერთო ღირებულებად 20 000 ევრო იყო მითითებული.
    ჟულიენმა გადაწყვიტა თავად წაეღო ამანათი ადრესატისთვის ქვითარზე მითითებულ მისამართზე, თუმცა სახლში არავინ დახვდა. ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წავიდა და ამანათი იქ დატოვა. პოლიციამ რამდენიმე დღეში ადრესატი მოძებნა და ამანათი გადასცა.
    ამანათის გამგზავნმა, საფრანგეთის ოქროს ნაციონალურმა ასოციაციამ გადაწყვიტა ახალგაზრდა კაცი წესიერებისთვის დაეჯილდოებინა. მას საჩუქრად ოქროს ზოდი გადასცეს, რომლის ღირებულება უცნობია. თუმცა ცოლისთვის შეკვეთილი ბიკინი ჟულიენს ამ დრომდე არ მიუღია.
  • კახა კალაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

    23 მარტს ლივერპულში, ენფილდზე გაიმართება ამხანაგური მატჩი, რომელშიც ლივერპულის და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრაში თბილისის მერი, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას. 

    • ლივერპულის ფეხბურთელები
      ირჟი დუდეკი, სენდერ ვესტერველდი, დანიელ აგერი, ჯეიმი კარაგერი, სამი ჰიიპია, გლენ ჯონსონი, ალან კენედი, ბიორნ ტორ კიარმი, ჯეისონ მაკატიერი, ჯიმი ტრაორე, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯონ ოლდრიჯი, ლუის გარსია, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ შმიცერი, ჯიბრილ სისე, რობი ფაულერი, დირკ კუიტი, მაიკლ ოუენი, იან რაში.
    • მილანის ფეხბურთელები
      კრისტიან აბიატი, ნელსონ დიდა, ვალერიო ფიორი, მარკო სტორარი, მასიმო ამბროზინი, დანიელე ბონერა, მარკო ბორიელო, კაფუ, ანჯელო კარბონე, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჯენარო გატუზო, ალბერტო ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი, რიკარდო კაკა, მარეკ იანკულოვსკი, კახა კალაძე, პაოლო მალდინი, ნესტა, მასიმო ოდო, ჯუზეპე პანკარო, ანდრეა პირლო, მანუელ რუი კოშტა, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, იაპ სტამი.

      ამ გუნდებს ერთმანეთთან დიდი ისტორია აკავშირებთ. ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონათა ლიგის ფინალში. პირველად 2005 წელს სტამბულში, სადაც ლეგენდარული მატჩი შედგა და ლივერპულმა პენალტების სერიაში იმარჯვა. მეორედ კი 2007 წელს ათენში, სადაც მილანმა რევანში აიღო და 2:1 სძლია ლივერპულს.

  • ელისო კილაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხეს

    გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ელისო კილაძემ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს გამოძიების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის განცხადებით, მას შეკითხვები პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბთან და იმ ჩანაწერთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც მან გამოძიებას ორი წლის წინ მიაწოდა, და რომელშიც კილაძის თქმით, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური, ულაის ახმადოვი ამბობს, რომ კუდ-ის მაღალჩინოსანმა, გია დგებუაძემ მეტსახელად, მასტერამ მას პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა. კილაძის თქმითვე, გამოძიებას აქვს აუდიოჩანაწერიც, რომელშიც დგებუაძე და ახმედოვი საუბრობენ.

  • ეკა ბესელია მოსამართლოეების დანიშვნის საკითხზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვს

    ეკა ბესელია მოსამართლოეების დანიშვნის საკითხზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და როგორც ირკვევა, მის ინიციატივას უკვე 9 მხარდამჭრი ყავს. საკანონმდებლო ცვლილება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება და კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ბესელიას როგორც ძველი თანამოაზრეები – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე, ასევე დეპუტატები – ლევან კობერიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია და კობა ნარჩემაშვილი. ბესელია იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მის ინიციატივას მხარს დაუჭერს.

    ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ინიციატივის თანახმად, იუსტიციის საბჭომ უნდა შეაჩეროს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების სპეციალურ მუხლს, რომლითაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საბჭოს შეუძლია, არ გამოიყენოს უვადოდ გამწესება და მოხდეს გამოსაცდელი ვადით დანიშვნა.

    ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და ამის შედეგად სასამართლო სისტემაში უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები.

  • პარლამენტის თავმჯდომარის გამოკითხვის თხოვნა პროკურატურას

    ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი, ლევან სამუშია პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის გამოკითხვას სთხოვს. სამუშია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუსვას ირაკლი კობახიძეს კითხვები, ვინ მისცა მას ე.წ კაბელების საქმის მასალები, რომელზეც კობახიძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. სამუშიას თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარე საქმის მასალებს მართლაც გაეცნო, ეს კანონდარღვევაა, ვინაიდან მასალებს გრიფით საიდუმლო ადევს.

    ლევან სამუშიამ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უწყების განცხადება თითქოს,  ირაკლი კობახიძეს ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შესწავლის გამო ჰქონდა, სასაცილოა, გასაჯაროებული მასალა საქმის მხოლოდ 0,01%-ია. სამუშია თვლის, რომ საქმის მასალები კობახიძეს თავად პროკურატურამ გააცნო.

    ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” თქვა, რომ ის პირადად, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კაბელების საქმით დაინტერესდა, ჩაიხედა საქმეში და მკაფიო დანაშაულიც გამოკვეთა. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას გუშინ განცხადებით გამოეხმაურა პროკურატურა. უწყებაში განმარტეს, რომ “კაბელების საქმის” მასალებს გრიფით საიდუმლო მოეხსნა და 2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალების 90%-ზე მეტი არასაიდუმლო იყო. პროკურატურის თქმით, მასალები გამოქვეყნდა კიდეც და იძლეოდა შესაძლებლობას დაინტერესებულ პირს სრულყოფილი ინფორმაცია მიეღო.