Category: არქივი

  • ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

    ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ეს განცხადება „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა. გუაიდოს თქმით, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ყველა ხერხი უნდა გამოიყენონ. ვენესუალაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიბიესთან“ ინტერვიუში ვენესუელაში სამხედრო ჩარევა ერთ-ერთ ვარიანტად უვე დაასახელა. შეგახსნებთ, რომ 2018 წლის მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ნიკოლას მადურომ მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები ჯერ ქვეყნის ოპოზიციამ, შემდეგ კი, თითქმის მთელმა მსოფლიომ არალეგიტიმურად ცნო. სწორედ ამის შემდეგ ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირმა და საქართველომაც გამოუცხადეს.
  • სააკაშვილი კვირას ემიგრანტებს ლიეჟში ეპატიჟება

    საქართველოს ექსპერზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელიც ბელგიის ქალაქ ლიეჟშია გადაღებული. ის ქართველ ემიგრანტებს ყველა ქვეყნიდან ამ ქალაქში ეპატიჟება, სადაც კვირას 17 საათზე მსოფლიო ქართველთა კრება გაიმართება. სააკაშვილი ამბობს, რომ კრება ძალიან საინტერესო იქნება და მას “ძალიან მაგარი გაგრძელება მოყვება“. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნებიდან და კონტინენტებიდან ქართველები უკვე მიდიან ლიეში. ქართველების შეკრება ლიეჟის კონგრესთა სასახლეში გაიმართება. “ერთი სული მაქვს ყველა ერთად როდის ვიქნებით“– მიმართავს სააკაშვილი მხარდამჭერებს.

  • რამდენია ყოფილი პრემიერის ხელფასი ახალ თანამდებობაზე

    საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2019 წლის 31 დეკემბერს მოქმედი ჩინოვნიკების მსგავსად 2018 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. კვირიკაშვილმა დეკლარაციაში ხუთი თვის მანძილზე საქართველოს პრემიერის რანგში მიღებულ ხელფასთან ერთად ის თანხაც მიუთითა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საერთაშორისო მრჩევლის რანგში მიიღო. ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყების თარიღად გიორგი კვირიკაშვილს 6 სექტემბერი აქვს მითითებული. ამ დღიდან 31 დეკემბრამდე კი ხელფასის სახით 29 888 ევრო აქვს მიღებული. თუ ამ თანხას ოთხ თვეზე გავყოფთ, გამოდის რომ ექსპრემიერის ხელფასი ახალ თანამდებობაზე დაახლოებით 7500 ევროა.

  • გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილის ქართუსთან ისევ ვალშია

    მოქმედ თანამდებობის პირებთან ერთად ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 31 იანვარს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც შეავსო.

    ყოფილი პრემიერის დეკლარაციაში მითითებულია:
    217 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი თბილისში სხვიტარიძის ქუჩაზე, რომელის შეძენის თარიღად 2006 წელია მითითებული, ფასი კი 80 000 ლარი აგრეთვე 433 კვადრატული მიწა ამავე მისამართზე, რომელიც სახლთან ერთად შეიძინა.
    აგარაკი სოფელ ქვეშეთში – 243 კვ. მ. აშენების წელი – 2010, ღირებულება 100 000 ლარი.ასევე მიწა 3475 კვ.მ. მიწა ქვეშეთში. ეს ის აგარიაკია, რომელიც რუსთავი2 –ის მიერ ჩინოვნიკების სახლების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში მოხვდა და რომელიც უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე მითითებული თანხაა.
    დეკლარაციაში მითითებულია კახეთის გზატკეცილზე მდებარე 34 კვ. მ.–იანი ბინა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა 2005 წელს 10 000 ლარად შეიძინა.
    სხვა უძრავი ქონება ექსპრემიერის დეკლარაციაში არ ჩანს.
    გიორგი კვირიკაშვილის სახელფასო ანგარიშზე ბანკ ქართუში 4991 ლარია. საკრედიტო ანგარიშზე კი მინუს 8999 ლარი, 5000 ევრო და 8435 დოლარი.

    გიორგი კვირიკაშვილმა ამ ბანკში 2015 წელს 15 წლის ვადით იპოთეკური სესხი – 173 500 დოლარი აიღო. 2018 წელს სესხის დასაფარად მან ბანკ ქართუში 19 735 დოლარი გადაიხადა.
    გიორგი კვირიკაშვილს მითითებული აქვს 2018 წლის შემოსავლებიც. მან პრემიერის პოსტზე მუშაობისთვის – 2018 წლის იანვრიდან 13 ივნისამდე 23 882 ლარი აიღო.
    კვირიკაშვილს მითითებული აქვს შემოსავალიც, რომელიც მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საერთაშორისო მრჩევლის პოსტზე მუშაობიდან მიიღო. მუშაობის დაწყების თარიღად 2018 წლის 6 სექტემბერია მითითებული. ამ მომენტიდან წლის ბოლომდე კი შემოსავალი 29 888 ევრო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის თვიური ანაზღაურება ახალ სამსახურში თვეში დაახლოებით 7500 ევროა.
    დეკლარაციის მიხედვით სხვა შემოსავალი გიორგი კვირიკაშვილს 2018 წელს არ მიუღია.

  • სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში იმყოფებოდა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტი იმ ბაზებს ეწვია, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.

    სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლდიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.


    პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილლერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან. დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია.

  • საპატრიარქო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების აკრძალვა მოხსნილია

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ გადამეტებულია საპატრიარქოს განცხადების ინტერპრეტაცია და მისი მუქარად აღქმა საზოგადოების ნაწილის მიერ:

    “განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხისმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი”, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა, აზიაროს “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებული დეკანოზი. მან გადაწყვეტილება საპატრიარქოს განცხადების გავრცელების შემდეგ მიიღო. განცხადების თანახმად, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ამის მსურველ ნებისმიერ მღვდელმთავარს შეუძლია, თუმცა მან პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კი აცხადებდა, რომ “ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში საუბარია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გაბედავს მისი ძმის ზიარებას.” თორნიკე მამალაძე აღნიშნავდა, რომ როგორც კანონიკური, ისე მორალური თვალსაზრისით ზიარების გადაწყვეტილება ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ უნდა მიიღოს.

  • რაგბი ევროპა 2019 : რუმინეთი – საქართველო

    {{ARTICLEIMAGE}}9 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები ტურნირზე ძლიერი მოწინააღმდეგით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

    ტურნირში “ბორჯღალოსნების” გარდა მონაწილეობენ რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები.რაგბი ევროპა 2019 სტარტს 9 თებერვალს აიღებს და 17 მარტს დასრულდება ხოლო ხუთიდან  ორი მატჩი საქართველოში ჩატარდება.

    ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:


    უკანა ხაზი [ბექები] : 15.ლაშა ხმალაძე 14.სანდრო თოდუა 13.მერაბ შარიქაძე კაპ. 12.გიორგი კვესელაძე 11.ზურაბ ძნელაძე 10.თედო აბჟანდაძე 9.ვასილ ლობჟანიძე

    შერკინება [ფორვარდები] : 1.გურამ გოგიჩაშვილი 2.შალვა მამუკაშვილი 3.ბექა გიგაშვილი 4.დავით გიგაური 5.გიორგი ნემსაძე 6.ბექა საღინაძე 7. გიორგი ცუცქირიძე 8. ბექა გორგაძე

    „2019 წელს „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ არატრადიციულად იწყება, რადგან პირველი მატჩი რუმინეთთან გვიწევს. პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია და მეტ ყურადღებას მოითხოვს. არ იქნება მარტივი შეხვედრა. რუმინეთის ნაკრები ძალისმიერ რაგბის თამაშობს, თან საკმაოდ მორბენალი და სწრაფი ხაზი ჰყავთ. ჩვენც კარგად მოვემზადეთ. გუნდში არიან დებიუტანტები. მათი შემოდინება ნაკრებში უმტკივნეულოდ ხდება. ახალგაზრდები კარგად არიან გაწვრთნილები და კარგი უნარ-ჩვევები აქვთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

    „ძალიან რთული მატჩი გვექნება. რუმინელებმა „რაგბი ევროპაზე“ მხოლოდ საქართველოსთან სათამაშოდ „ტოპ 14“-ში მოასპარეზე თითქმის ყველა ლეგიონერი გამოიძახეს. აქედან გამომდინარე მათი მიზანი მხოლოდ მოგებაა. გუნდი ორი კვირაა ემზადება და კარგი შეკრება გამოგვივიდა. შერკინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. გახსოვთ ორი წლის წინ სწორედ შერკინებაში გაგვიჭირდა და თამაში წავაგეთ. ამ ეტაპზე კარგად ვართ მზად და წარმატების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლევან ჩილაჩავამ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპის (ერთა თასის) 10-გზის გამარჯვებულია (2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018). მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები 5 ტიტულით (2000, 2002, 2005/06, 2010, 2017), თუმცა რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ბოლო ტიტული (2017) ოფიციალურად ჩამოართვა მათ. ტურნირი  ერთხელ მოიგო პორტუგალიამ (2003/04), რომელიც ახლა ელიტაში აღარ არის.