უკვე მეხუთე დღეა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მსჯავრდებული სასულიერო პირის ზიარებას -საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავში ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზის მოძღვარმა მამა ნიკოლოზმა მისი ზიარების სურვილი გამოთქვა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჯერ ისევ უცნობია მოხდება თუ არა მათი თხოვნის დაკმაყოფილება. ხვალ 2 წელი გახდება, რაც პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის. სასულიერო პირის ოჯახი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარია, ამიტომ ხვალ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან მორიგ აქციას გამართავს.
Category: არქივი
-
მანქანის ძარცვა თბილისის ყველაზე დაცულ უბანში
ფეისბუქ მომხმარებელი, მაია ბიჭიკაშვილი საკუთარი მანქანის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ მანქანას ოთხივე საბურავი აქვს მოხსნილი. მანქანის ძარცვა თბილისში, დიღომში, ყველაზე დაცულ, ეგრეთწოდებულ “ელჩების უბანში“ მოხდა.“აი დადგა ის ნანატრი ხვალე…. ვიღაცამ ოცნება აისრულა ჩემი მანქანის საბურავებით…. გაგებით მოვეკიდო? არადა ყველაზე დაცულ უბანში ვცხოვრობ ვითომ…“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მაია ბიჭიკაშვილი.
-
მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდნენ
კომპანია ამაზონის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ტაბლოიდი ინტიმური ფოტოებით შანტაჟში დაადანაშაულოა. მისი თქმით National Enquirer მას ბეზოსის და ტელეწამყვანის, ლორენ სანჩესის ინტიმური ფოტოების სერიის გამოქვეყნებით ემუქრებოდა. ფოტოებს შორის არის კადრი, რომელშიც ბეზოსი სრულიად შიშველია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ტაბლოიდის ადვოკატმა მიმართა და შანტაჟის შეწყვეტას დაპირდა, თუ ბეზოსი განაცხადებდა, რომ გამოცემაში მის შესახებ მანამდე გამოქვეყნებულ მასალებს პოლიტიკური მოტივი არ ქონია.თუმცა ბეზოსმა ადვოკატთან მიმოწერის გამოქვეყნება გადაწყვიტა. “ნაცვლად იმისა, რომ გამომძალველობას და შანტაჟს დავმორჩილებოდი, გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ის, რასაც ისინი თვითონ მწერდნენ, მიუხედავად მოყენებული პირადი ზიანისა და უხერხულობისა.“ განაცხადა ბეზოსმა.National Enquirer –მა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია ბეზოსისა და მისი საყვარლის შესახებ. ორი კვირის მანძილზე ქვეყნდებოდა სტატიები წყვილის ფოტოებით. ჯეფმა საკუთარი გამოძება ჩაატარა და გაარკვია, რომ ამაში პოლიტიკა იყო ჩარეული.ბეზოსი გაზეთ The Washington Post ის მფლობელია, რომელიც ხშირად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს. National Enquirer–ის ხელმძღვანელი, დევიდ პეკერი კი აშშს პრეზიდენტის დიდი ხნის თანამებრძოლია. უფრო მეტიც, ბიზნესმენი ეჭვობს, რომ ინტიმური ფოტოების “გაჟონვა“ შესაძლოა მისი შეყვარებულის ძმის ნამოქმედარი იყოს, რომელიც ასევე ტრამპის მხარდამჭერია.ბეზოსების 25 წლიანი ოჯახის დანგრევას მის ღალატს უკავშირებენ. ამაზონის ხელმძღვანელი უკვე რვა თვეა ხვდება ლორენ სანჩესს – 49 წლის ამერიკელ ტელეწამყვანს და მსახიობს. წლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ ბეზოსების წყვილი განქორწინებას აპირებს. ჯეფ ბეზოსის ცოლს განქორწინებისას მინიმუმ 60 მილიარდი დოლარის მიღება უნდა. სწორედ ამ თანხად აფასებენ იურისტები წყვილის ქონების ნახევარს.ფოტოზე ბეზოსი და მისი ყოფილი ცოლი, მაკენზი
ცოლ–ქმრის განქორწინება ვაშინგტონის შტატში მოხდება. იურისტები ვარაუდობენ, რომ გასაყოფი ქონების მოცულობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს. ვარაუდობენ, რომ წყვილი ადვილად მოილაპარაკებს ფინანსების და უძრავი ქონების გაყოფაზე. მთავარი პრობლემა კომპანია ამაზონში ბეზოსის წილია. თუ აქციების ნაწილს ყოფილ ცოლს, მაკენზის გადასცემს ეს ბაზარზე კომპანიის ღირებულებას სერიოზულად შეამცირებს. ამიტომ არ არის გამორიცხული ქალმა კომპანიის აქციებზე უარი თქვას , რათა მომგებიანი ინვესტიცია არ დააზარალოს, სამაგიეროდ კი მუდმივ ალიმენტზე დათანხმდეს.ლორენ სანჩესი
ღალატის შემთხვევაში ამერიკის ბევრ შტატში დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს ოჯახური ქონების ნახევარზე მეტი მოითხოვოს, თუმცა ვაშინგტონის შტატში ოჯახური ღალატი და ამორალური საქციელი აქტივების გაყოფისას მხედველობაში არ მიიღება.
-
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კოშკურას გარშემო ბადეებს ავლებენ. როგორც რეჟიმის წარმომადგნლებმა გუშინ ერგნეთში გამართულ სხვედრაზე თქვეს- კოშკი ხანძრების ან სხვა მსგავს შემთხვევებზე დასაკვირველბლად სჭირდებათ. ადგილზე მობილიზებულია ქართული პოლიციაც.სოფლის მოსახლეობა შეშინებულია და ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.
-
აჭარაში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
კასპში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
კასპში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 63 წლის ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.დაკავებული დანაშაულს აღიარებს.გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
“სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება” – დიმიტრი შაშკინი
განათლების ყოფილი მინისტრის განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ 2011 წელს 4000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ფიქსირდებოდა, ახლა კი მათი რაოდენობა 54 000-მდეა გაზრდილი, შაშკინის თქმით, 17 000 yofili studenti ღიად აცხადებს, რომ სწავლა ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. შაშკინის TqmiT, განათლების სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს ფულის ხარჯვა საკუთარ თანამშრომლებზე, ექსპერტებზე, მოგზაურობსა და პრემიებზე და თანხები იმ ადამიანებზე მიმართოს, რომლებსაც daxmareba სჭირდებათ.
-
საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში და ქუთაისის მერმა უმასპინძლეს. პრეზიდენტი ესტუმრა ძველ სანატორიუმებს: დაათვალიერა სტალინის აგარაკი da ცივი ტბა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტის მხარდაჭერით, პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.
-
31-ე ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელი ათეულის დონის შეფასებას გადის
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელი ათეულის დონის შეფასებას გადის. ამჟამად ნორიოში საბრძოლო დავალებებში 16 ქვეითი ათეულის შეფასების პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების დროს ათეულის ტაქტიკური გადაადგილების, ჩასაფრების, შეტევითი ამოცანების, კონტაქტზე რეაგირების და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. წინამოსამზადებელ პერიოდში სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინსტრუქტორები აკვირდებიან და აფასებენ. 31-ე ბატალიონის ათეულები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე წინამოსამზადებელ სწავლება-შეფასებას გადიან. ამჟამად ნორიოში საბრძოლო დავალებებში 16 ქვეითი ათეულის შეფასების პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების დროს ათეულის ტაქტიკური გადაადგილების, ჩასაფრების, შეტევითი ამოცანების, კონტაქტზე რეაგირების, არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, ბუნკერის აღებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. წინამოსამზადებელ პერიოდში სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები აკვირდებიან და აფასებენ. ქვედანაყოფმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური დონის მომზადება ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გაიარა. მოგვიანებით ოცეულისა და ასეულის დონეზეც მოემზადებიან, აპრილიდან კი 31-ე ქვეითი ბატალიონი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთვება. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.