Category: არქივი

  • კობახიძე “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხეზე

    ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს და ამბობს, რომ ჯერ სიღრმეებშია ჩასახედი – ხომ არ გამოიწვევს ეს პროექტი სასამართლოებში საქმეების გაჭიანურებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს.
    ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი და მისი ინიციატორი დეპუტატები გუნდის დაყოფის საფუძველი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და იგი ჯანსაღი და სტრუქტურირებული იქნება.
    “სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე. ეს არისმთავარი. ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გვაქვს მისაღები კანონი. ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც. ამის შემდეგ, თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას და განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება დაახლოებით ორი თვე. ანუ საუბარია, ოთხ თვიან პროცესზე, ძალიან ჯანსაღ სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ. ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყნას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება”,განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
    ირაკლი კობახიძეს “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხეზეც კითხეს – მისი თქმით, ასეთი საფრთხე არ არსებობს და თუკი ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველაფერი კარგად იქნება. სასამართლოსთან დაკავშირებული თემით სპეკულირება კი კობახიძის განცხადებით, არასწორია.
    ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე და ეს პროცესი საზოგადოების თვალწინ წარიმართება.
    “რაც შეეხება, სასამართლოს საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში სიისწარმოდგენიდან მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საგაზაფხულო სესიაზეგადაიდებოდა ამ საკითხის განხილვა. მანამდე დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდაპროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული უკვე ახალი სია,რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ,რომ არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცუდი. პირიქით, ყველაფერიწარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე. ამის საფუძველზე იქნებაწარმოდგენილი განახლებული სია. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ,დაკვირვების ქვეშ და შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს,ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება იმ თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს,იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
    მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს და გუნდი არის ერთიანი. “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახადშეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს გვერდით სუბიექტურინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას,ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე, კონკრეტული ერთი ორი დეპუტატი, სამიდეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულდეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდისერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
    ელოდება თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შექმნას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუნდი ერთიანობაზე მუშაობს და სწორედ ესაა ამოცანაც.
  • სააკაშვილი: ივანიშვილმა გააოცა ევროპა გამოგზავნილი ნარკომანებით, მოჭიდავეებით, ტიტუშკებით

    მიხეილ სააკაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში გუშინ ჩასულ ქართველ ემიგრანტებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ემიგრანტებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს ბევრი მოქალაქე იმყოფება. საააკშვილი კონგრესის სასახლესთან მომხდარ ინციდენტებსაც ეხმაურება აცხადებს, რომ ივანიშვილმა ევროპა გააოცა ნარკმანებით, მოჭიდავეებითა და ტიტუშკებით. „ერთ მხარეს არის ჭკვიანი, ნათელი ხალხი, მეორე მხარეს არის სრული კატასტროფა“- ამბობს საააკაშვილი ფაისბუქლაივში

    {{VIDEO}}

  • ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას იურისტობას უწუნებს

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობისტად სახელდება, ეკა ბესელიას იურისტობას უწუნებს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე მის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს. ამობს, რომ ბესელიას ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და არცერთი თავმოყვარე იურისტი მას ხელს არ მოაწერს.
    ზარდიაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზეც , რომ ის პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობია. ზარდიაშვილმა ამ მოსაზრებას ბესელიას სუბიექტური ხედვა და ინტერესი უწოდა. უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე კი თქვა, რომ გუნდის შიგნით საუბრები ვიღაცეებს ჟურნალისტებამდე მახინჯი ფორმით მიაქვთ.
    “თქვენ გაქვთ 1%იანი ინფორმაცია რაც იქ მოხდა, ვიღაცის ინტერესშია ამ მახინჯი ფორმით გამოვიდეს ინფორმაცია. ეს არის თითქმის შეუძლებელი, ვინც იცნობს კონსტიტუციას, სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ის ადამიანი ამოიკითხავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური ბრალდებები და ცილისწამება და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი ფუნქცია ან შესაძლებლობა,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
    ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.
    “ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით იმსახურებს უმკაცრეს სასჯელი, შესაბამისად ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,“-განაცხადა ზარდიაშვილმა.
  • არასამთავრობოები პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

    არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

    “ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დეკანოზი გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეს ვეხმიანებით და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტების დარღვევაზე ვუთითებთ და საქართველოს პრეზიდენტის მისი შეწყალებისკენ მოვუწოდებთ.

    საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები, მათ შორის:
    • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით განხორციელდა, რამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვს ქვეშ დააყენა. კერძოდ, გ. მამალაძის დაკავება განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის.
    • საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო გ. მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.
    • საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გ. მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.
    • პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გ. მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის ,,ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. გ. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა გ. მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის – განზრახვის არსებობას.
    • პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
    ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გ. მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.
    სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროდ, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს. “

    ხელმომწერი ორგანიზაციები:


    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
    კონსტიტუციის 42-ე მუხლი
    ადამიანის უფლებათა ცენტრი
    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო (TI)
    პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • გაერთიანებული ოპოზიცია ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

    გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყებასა და განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამბობენ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კერზაიას საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ,რაც მის მისაზრებებს გაამყარებდა, რიტაც ოპოზიციის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კერზაიას წინააღმდეგ დევნა განხორციელდა. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან განათლების სისტემის პოლიტიზირებაზეც საუბრობს.

  • ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემეს

    თბილისსში, ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით კლიენტმა რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯერ სიტყვიერი შემდე კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვასა და ძალადობას გულისხმობს.

  • „ნაციონალური მოძრაობა“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელების გასაჯაროებას მოითხოვს

    „ნაციონალური მოძრაობა“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელების გასაჯაროებას მოითხოვს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით უნდა გაირკვეს, ვინ არიან ოფშორში დარეგისტრირებული იმ კომპანიის მეპატრონეები და მეწილეები, რომელმაც ყაზტრანსგაზის 100%იანი წილი იყიდა. პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, ეს ადამიანი ბიზნესმენი ხვიცა მაქაცარიაა, რომელიც ტავის მხრივ კახი კალაძის ბიზნესპარტნიორი და მასთან დაახლოებული პირია.

    {{VIDEO}}

  • გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა

    ევროპული საქართველოს ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მოქმედ ეუთოს თავჯდომარეს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. საუბარი რეგიონში არსებულ კონფლიქტებს მათ პრევენციას და კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებებს შეეხო. გიგი წერეთელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ზოლი მოინახულა

  • სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პირველად დიმიტრი ანდრევმა გაავრცელა

    ფეისბუქზე ბუბა ლომტათიძის სახელით რეგისტრირებული პირი, რომელმაც სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა, რეალურად დიმიტრი ანდრეევია, ის ურეკში ცხოვრობდა, ახლა კი სომხეთში მკვლელობისთვის იხდის საჯსელს. ანდრეევის ძმას კვირის პალიტრა ესაუბრა. რომა ანდრეევი ამბობს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია, თუმცა საიდან მოხვდა მის ხელში ფარული კადრები, გაუგებარია,ამიტომ რომა ანდრეევი დარწმუნებულია, რომ მისი ძმის უკან ვიღაც დგას.

    ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა. ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო. ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი – ამბობს რომა ანდრეევი

    შეგახსენებთ, ბუბა ლომთათიძის სახელით ფეისბუქზე 3 ტებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში ბიძინა ივანიშვილია ნახსენები და მუქარაა გამოთქმული. ბუბა ლომთატიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

    “… მიხედე შენ კრიმინალ ძმიშვილს ემზარის.. მან რაც იკადრა მაგას არ ვაპატიებ… არც უკან დახევას ვაპირებ… მოიხადოს ბოდიში და შევეშვები… რაც შეეხება ეკა ბესელიას კადრებს არანაკლები მაქვს ემზარ ივანიშვილზე. …. რაც შეეხება 17 ადამიანის დაპატიმრებას ყველა გაანთავისუფლეთ…. მე დავდე ეგ კადრები მე გავავრცელე ყველასთან სამაგისო საბაბიც მაქვს… იცით რას ვგულისხმობ და თუ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ კადრებთან დაკავშირებით მე გაგცემთ პასუხს “- წერს ბუბა ლომთატიძე, იგივე დიმიტრი ანდრეევი ფეისბუქზე

  • ევროპული საქართველო დაგროვებითი პენსიის შეჩერებას მოითხოვს

    ევროპულმა საქართველომ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, დაგროვებითი პენსიის სისტემის მუშაობა შეჩერდეს, სანამ პარლამენტი ევროპული საქართველოს ალტერნატიულ მოდელს არ განიხილავს. პარტიის წევრებმა, სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ამ თემაზე პარტიის განცხადება გააცნეს.
    “ევროპული საქართველოს“ მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
    ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500- ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს.
    ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.
    ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას “ქართული ოცნების” სქემა აკეთებს.
    ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

    {{VIDEO}}