Category: არქივი

  • “ცუნამი, აზვირთება, ჩამოცურვა საქართველოში – ვინმეს მიშასი თუ ეშინია”…

    მერაბ მეტრეველის მწვავე ეთერი აკაკი ზოიძესთან – “სააკაშვილის ახალი მოძრაობა, ცუნამი, აზვირთება ემიგრაციის და მასთან ერთად ჩამოსვლა, ჩამოცურვა საქართველოში კომედიური ელემენტებია ამ ყველაფერში”, “ჩემ კოლეგას ვინმეს მიშასი თუ ეშიანია, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს” “გვერდზე გადავდოთ ყველაფერი და მიშას სტილს დავუბრუნდეთ – დაახლოებით ამას ითხვენ ჩვენგან”, “მთელი სასამართლოს დემონიზებას ვახდენთ”, “ყველას უნდა სამართლიანი სასამართლო, რასაც მტკივნეული მშობიარობა სჭირდება”

  • MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი თბილისში ხვალიდან, ეტაპობრივად შემოვა

    თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია, რომლის ფერზე გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.
    “90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც კომპანია MAN-მა გაიმარჯვა. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით, 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი. ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე დამზადებულია და რამდენიმე დღეში, თბილისში შემოვა. ეს არის ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსი, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერები იმისთვის, რომ ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული. გათვალისწინებულია ასევე, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილი”, განაცხადა კახა კალაძემ.
    მისივე თქმით, დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს. “ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ მეტროში მგზავრთა ნაკადი 25%-ით არის გაზრდილი და ახალ შემადგენლობებს ვამატებთ იმისთვის, რომ პიკის საათებში მოცდის დრო შევამციროთ. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს”, განაცხადა თბილისის მერმა.
    კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით”, აღნიშნა კახა კალაძემ.

    MAN-ის ახალი ავტობუსების პირველი ნაკადითბილისში გამოსაგზავნად უკვე მზადაა. ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე. ავტობუსები ასევე, აღჭურვილია ანტივანდალურივიდეომონიტორინგის სისტემითა და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

  • “ქუჩის ბიჭების” წევრის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

    ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

    “2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი”, წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს  განცხადებაში.

  • მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილის და საპატრიარქოს “განაჩენს” ელის

    ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

    7 არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ პირველივე დღეებიდან, მამალაძის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, რამაც განაჩენის გამოტანამდე დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა შექმნა. პრეზიდენტისადმი მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკანოზის საქმეზე გამოტანილი განაჩენები დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

    არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება კი ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.


    არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას მიესალმება მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახი. თორნიკე მამალაძე, რომელიც უკვე მერვე დღეა, პროტესტს საპატრიარქოსთან გაშლილ კარავში გამოხატავს და ძმის საკანში ზიარებას მოითხოვს, ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია – აიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას, ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

    დეკანოზის უფლედამცველიც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მიხეილ რამიშვილი 2 წლის წინ დეკანოზის დაკავების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს და იმედოვნებს, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილზე გავლენას არ იქონიებს.

    პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ოჯახმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადრეც მიმართა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პირის პოსტი ისე დატოვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ეტაპზე უცნობია, რა პოზიცია აქვს ახლადარჩეულ პრეზიდენტს და საერთოდ განიხილავს თუ არა ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის ბრალდებულის შეწყალების საკითხს სალომე ზურაბიშვილი.

    აღსანიშანავია, რომ დღეს გაიმართა პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი, რომელზეც ჟურნალისტებმა ხატია მოისწრაფიშვილს შეწყალების კომისიის დაკომპლექტების თემაზე დაუსვეს შეკითხვა.


    მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან დღემდე შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი.პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, როგორ დაკომპლექტდება შეწყალების კომისია. “პრეზიდენტი უფლებამოსილია კომისიის არარსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, შეწყალების სამ აქტს უკვე მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გითხარით: კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება მისი დაკომპლექტება. ამ ეტაპზე არ განიხილება არც ერთი გვარი და დაკომპლექტების საკითხი,”განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

     

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია

    ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ კვლავ გაიმარჯვა და იგი 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

    ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში ქართველმა ძალოსანმა 17 800 ხმა მოაგროვა.

    ლაშა ტალახაძე, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად, ზედიზედ მეორედ დასახელდა.

    შეგახსენებთ, გასული წლის 21 დეკემბერს ლაშა ტალახაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

  • მათიკაშვილი ბესელიას ყოფილ კომიტეტში დაწინაურდა

    “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის კომიტეტმა 10 ხმით აირჩია. მათიკაშვილის კანიდატურა კოლეგებს კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა – პირველი მოადგილის შერჩევა და წარდგენა სწორედ კომიტეტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ოხანაშვილმა ამ პოსტზე ეკა ბესელია შეცვალა – რაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო იუსტიციის საბჭოსთან და გუნდთან დაპირისპირების შემდეგ ბესელია გადადგა. კომიტეტის ახალი ხელმძღვანელობით დაკომპლექტების შემდეგ ბესელიას თანამოაზრე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დღეს ამბობს, რომ ცოტა ხანში შესაძლოა, იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს. მათიკაშვილმა კი გოგიჩაიშვილის ეჭვებს სპეკულაცია უწოდა. 

  • უდუმაშვილი: კირკიტაძეს სჯიან,რადგან მან არჩევნებში “ქათული ოცნება” დაამარცხა

    საქართველოში არ იქნება სამართალი, ვიდრე ივანიშვილი მართავს ქვეყანას – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობი” წევრი ზაალ უდუმაშვილი თანაგუნდელისთვის პატიმრობის გახანგრძლივებას. 

    “ეს არის დღეს ივანიშვილის სამართალი – როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თავს ესხმის სპორტსმენს, მას გირაოთი ათავისუფლებენ და კირკიტაძე, რომელიც პოლიციის მანქანაზე იყო ჩამოკიდებული და კანონი არ დაურღვევია, პატიმრობაში დატოვეს. კირკიტაძეს სჯიან იმიტომ, რომ მან რუსთავში არჩევნები მოუგო “ქართულ ოცნებას”,განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

  • დავით კირკიტაძე არ გაათავისუფლეს

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის არგუმენტი იყო, რომ კირკიტაძის მიმალვის საფრთხე არსებობდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლოს გარეთ აპროტესტებენ. გიგი უგულავას განცხადებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა.

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენა და 5 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

    “არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო”, განაცხადა კირკიტაძემ.

    დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.