Category: არქივი

  • ხანძარი ხილიანზე

    არ დასტურდება ვარაუდი ხილიანზე დამწვარ სახლში მცხოვრები ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

    ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა შს სამინისტროს ცნობით, ცხედარი არ არის აღმოჩენილი.

    ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30-50 კვ.მ.

    ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიულობით და საკუთარ სახლს ცეცხლი შარშანაც გაუჩინა.

  • ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია

    ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია. ირკვევა რომ ზურა გასიტაშვილის მეუღლე, ია ფარცხალაძე ოთარ ფარცხალაძის ახლო ნათესავია. ეს კავშირი კი გახდა გასიტაშვილის პოლიტიკური გააქტიურების საფუძველი. ზურა გასიტაშვილი ლიეჟეს შეხვედრამდე პოლონეთიდან ცდილობდა „ქართული ოცნების“ დავალებების შესრულებას. “PRESA.GE” ინფორმაციით პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორების დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ 250 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა.

    “ჩვენ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ ინფორმაცია, მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძის სიძე აქტიურობდა, ის აგროვებდა ე.წ. ემიგრანტებს იმისთვის, რომ შემდეგ მოეწყოთ პროვოკაციები და ეცადათ ლიეჟის შეხვედრის ჩაშლა. ეს პიროვნება ჯერ კიდევ პოლონეთიდან მართავდა პროცესებს იქამდე ვიდრე დაიწყებოდა ლიეჟის შეხვედრა, ერთ ე.წ. ემიგრანტს აძლევდნენ 150 ევრომდე,”-აცხადებს ”PRESA.GE”-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე.

  • ხელვაჩაურში წყალმომარაგების სისტემაზე სამი მუშა დაშავდა

    ხელვაჩაურში წყალმომარაგების სისტემაზე სამი მუშა დაშავდა. ინციდენტი სამუშაო დროს მოხდა. შპს „ბათუმის წყლის” წარმომადგენლები, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • სააკაშვილი ივანიშვილს გალიაში ადგილის მიჩენას პირდება. ექსპრეზიდენტის მორიგი ვიდეომიმართვა

    ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე ფეისბუქლაივით მიმართავს საზოგადოებას და თვლის, რომ პირველი ისტორიული კონგრესი მაინც შედგა. მასთან შესახვედრად ჩასულ ემიგრანტებს სააკაშვილი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას. მადლობასთან ერთად იხდის ბოდიშსაც, იმის გამო, რომ დისკუსია ვერ შედგა. „ვაი, თქვე უბედურებო, რა ხალხი მოიყვანეთ ამრევებად, რას გავდნენ. მოჭიდავეები ქალების ტუალეტში იყვნენ ჩაკეტილები, წარმოუდგენელი რაღაცეები ხდებოდა“ – აცხადებს სააკაშვილი და 3 მარტს ემიგრანტებთან შეხვედრას ამჯერად იტალიაში აანონსებს. „ჩვენ მაინც ჩავატარებთ დისკუსიებს, გამოცდილება გვაქვს , რა ავადმყოფებთან გვაქვს საქმე და მაგ ხალხს იტალიაში ბარდაგს არ მოვაწყობინებთ. ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები, კვიციანები და ინაშვილები, სანაგვიდან ამოთხრილიები ხელს ვერ შეგვიშლიან. სააკაშვილი ივანიშვილის მიმართავს და ჰპირდება, რომ ადგილს მიუჩენს გალიაში, მისივე ზებრების გვერდით.
  • ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

    ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა მოსკოვის გამზირზე ე.წ ნავთლუხის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისთვის ზონის სტატუსის ცვლილება გააპროტესტა, რაც საკრებულოში დღეს განიხილეს. ხაბეიშვილის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ზონა ხდება და ინვესტორს საშუალება ეძლევა 18, 9 სართულიანი კორპუსი ააშენოს. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალ გენერალურ გეგმაში წითელი ხაზით არის შემოსაზღვრული და იქ მსგავსი მშენებლობები დაუშვებელია. ოპოზიციის წევრის ამ განცხადებას ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

    ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა ვიცე მერიც, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ ფუნქცუირი ზონის ცვლილება განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით მოხდა. ირაკლი ხმალაძის თქმით,  ტერიტორიისთვის ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი მერიამ გენგეგმის ჯგუფთანაც შეათანხმა.

    დღსვე თბილისის მერიამ საკრებულოსგან კიდევ ერთი თანხმობა მიიღო. უწყება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საფინასო სექტორისგან 62 მილიონი ლარის ოდენობით სესხს იღებს. როგორც მერიასა და საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, ეს სესხი თბილისის მთავრობას პროექტების შეუფერხებლ;ად განხორციელებისთვის სჭირდება, იქამდე ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მილიონიან ტრანსფერს მიირებენ

  • შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში ქართველი საჯარო მოხელე დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში დააკავეს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის თანამშრომელია. ტელეკომპანია “რუსთავი2-ის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გრიგოლ აბრალავასთან ერთად, კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული. თავად ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს და არ ის იცის, სად იმყოფება გრიგოლ აბრალავა.

    “ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს, გადავიკითხავ. როგორ გითხრათ, ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ? რა ვიცი, არ მინახავს, არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ვიცი, რომ ბოლოს უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში. ორი კვირაა, არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. დავურეკავ და დავაზუსტებ”, ამბობს ზარდიაშვილი რუსთავი2თან.

  • “მკვლელი არ არსებობს, ვეღარ გავუძელი” – ზაზა სარალიძემ დარბაზი მოწმის დაკითხვისას დატოვა

    ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწმის სტატუსით მ.კ-ს დაკითხვისას დარბაზი დატოვა.

    სარალიძის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს მ.კ-ს გამართლებას და მისი ჩვენებიდან გამომდინარე იმის დამტკიცებას, რომ დავით სარალიძე გ.ბ-მ მოკლა.

    “პროკურორები კითხავდნენ და ფიზიკურად ვეღარ გავუძელი. პროკურორის მიმანიშნებელი კითხვის გამო ადვოკატებმა პროტესტი დააყენეს, რაც მოსამართლეებმა არ დაუკმაყოფილეს. ჩემ ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ, გაგაძევებ გარეთ თუ არ გაჩუმდებიო. ხმა არ ამომიღია საერთოდ”, უთხრა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მისი შეფასებით, “ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ მ.კ. არ არის მკვლელი.”

    “ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს”, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

    თბილისის სააპელაციო სასამართლო ამჟამად განიხილავს საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა გაასაჩივრეს.

    პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო არასრულწოვანი გ.ბ და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე განაჩენით, მოსამართლემ 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვან გ.ჯ-ს, რომელიც დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში. თავის მხრივ, პროკურატურა დღემდე ირწმუნება, რომ მკვლელობა ორივე მათგანმა ჩაიდინა. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ლევან დადუნაშვილს და დავით სარალიძეს 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას დანებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.