Category: არქივი

  • დედაზე ძალადობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს

    დედაზე ძალადობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. მეზობლები ყვებიან რომ ბრალდებული დიმა ვალოშვილი დედაზე ხშირად ძალადობდა ბოლო შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა რის შემდეგაც პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულის ძებნა დაიწყო. მეზობლების ინფორმაციით ბრალდებულმა დიმა ბალოშვილმა ერთ-ერთ ოთახში სარდაფის ჩასასვლელი ამოჭრა, რათა გაქცევა და დამალვა შესძლებოდა თუკი მასთან პოლიციელები დასაკავებლად მივიდოდნენ.

    „ამ ოჯახს ყველა იცნობს, ხშირად ჩხუბობდნენ. გამეტებით ურტყამდა შვილი დედას. სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა მათი სახლიდან,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

    დიმა ვალოშვილი საკუთარ სახლში მაშინ აიყვანეს როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ სახლს ცეცხლი ბრალდებულმა წაუკიდა რათა შემდეგ მიმალვა მოესწრო.
    დიმა ვალოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის დედა თავშესაფარშია გადაყვანილი.

  • პირს, რომელიც მობილური ტელეფონით და სოციალური ქსელით არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

    პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  

    პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში ჯ.ჯ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ს.თ.-ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა.

    “სამართალდამცველებმა ჯ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 27 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირის მიმართ უკანონო თვალთვალი, ასევე პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,წერია პროკურატურის ინფორმაციაში.
  • ლატარიაში გამარჯვებულმა კაცმა სახე ნიღბით დაიფარა

    იამაიკელმა კაცმა, რომელმაც  ლატარიაში 158.4 მილიონი დოლარი მოიგო თანხის აღებისას კამერებთან სახე საშინელებათა ფილმის “კივილის” ნიღბით დაიფარა.

    მისი თქმით, ნიღბის გაკეთების მიზეზი ოჯახის წევრებისგან დამალვა იყო.გამარჯვებული გვარად კემპბელია ჯილდოს ასაღებად 54 დღის შემდეგ მივიდა. ლატარიის წესებით მიხედვით თუ ფულის აღება 90 დღეს გადააცილე, გამარჯვება გაუქმდება.

    “დავხედე ბილეთს, ტუალეტში გავიქეცი და სარკეში ვყვიროდი რომ გავიმარჯვე. მას შემდეგ გული სამი დღე მტკიოდა. პატარა ბიზნესი მაქვს, რომელიც მინდა რომ დიდი გახდეს და ასევე მინდა რომ დიდი სახლი ვიყიდო, ძალიან მომწონს რომ ფული მაქვს” – განაცხადა გამარჯვებულმა

  • კაფე ახალი მზიური გაქურდეს

    ვაკეში, კაფე ახალი მზიური გაქურდეს. წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპადი და 165 ლარი. ინფორმაციას კაფეს დამფუძნებელი ანა გოგუაძე ავრცელებს და ამბობს, რომ კაფე დღეს დილით დახვდათ გაქურდული. მისივე ინფორმაციით, ძარცვაში 5 არასრულწლოვანი მონაწილეობდა – საქმეში არასრულწოვანთა შესაძლო მონაწილეობას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ არასრულწოვანთა ვინაობა უკვე დადგენილია. solostudio.agency/-ს შსს-ში ასევე განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

  • ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის TOP-10-ში შვიდი ქართველია

    ძიუდოს მსოფლიოს ორგანიზაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ტოპ-ათეულში შვიდი ქართველია დასახელებული. 5 მათგანი საქართველოს სახელის ასპარეზობს : ასპარეზობს: ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი.ორი კი, ქართული სკოლის აღზრდილი, ოღონდ უცხო ქვეყნის სახელით მოასპარეზე: ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) და რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი).

    პირველ ადგილზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანია, მეორე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი, მესამე პოზიციაზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ).

    აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

  • ამერიკელი სენატორი: რუსეთი დამნაშავეა საქართველოსა და უკრაინაში ცუდი ქცევის გამო

    გაზეთ “The Charlotte Observer” – სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი), სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ რუსეთი დამნაშავეა იმ ქმედებების გამო, რომელსაც ის ახორციელებს. 

    “რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო”, ამბობს რიში, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე მიანიშნებს: “ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის არ სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს”,ამბობს ჯიმ რიში.

  • დედის გარდაცვალების საქმეზე ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში გამოკითხავენ

    ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას.

    ბაჩანა შენგელია პროკურატურაში გუშინ დაიბარეს, თუმცა მისივე თხოვნით, გამოკითხვა დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.

    ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა დატოვა

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა დატოვა. ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიზე აცხადებს რომ წასვლის მიზეზი რესტრუქტურიზაციაა, რის საფუძველზეც ბიზნესის სკოლა სრულიად ახალი ფაკულტეტის ნაწილი გახდა. მაია სიდამონიძის აზრით ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მომავალი თაობის ინტერესებს. მისი აზრით უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა და მისი გამოსწორების მცდელობა გიორგი ქადაგიძესთან ერთად ჰქონდა თუმცა ამის საშუალება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ მისცა. 10 თებერვალს ამავე მიზეზით უნივერსიტეტი ბიზნესის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ისაკაძემაც დატოვა.

    “გარდა იმისა რომ იკვეთებოდა გარკვეული პრობლემები, მეორეს მხრივ მიუღებელია ის სტრუქტურული ცვლილებები, რაც განხორციელდა, რა ფორმითაც განხორციელდა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საქმე წინ უნდა უძღვოდეს პირად ამბიციებს. ასეთ შემთხვევაში უკვე მე ჩემს წვლილს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნამდვილად ვეღარ შევიტანდი,”-განაცხადა მაია სიდამონიძემ

    “მენეჯმენტში რეორგანიზაცია საუკეთესო საშუალებაა რომ არასასურველი ადამიანები წავიდნენ თანამდებობიდან და მიმაჩნია რომ ეს არ ემსახურებოდა ბიზნესის სკოლის უკეთეს მომავალს. მიმაჩნია რომ ბიზნესის სკოლა გაცილებით უკეთ განვითარდებოდა ძველი მენეჯმენტის პირობებში,”-განაცხადა გიორგი ისაკაძემ