ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს ხვდება. ის ამბობს, რომ მას აქვს არაერთი კითხვა, რომელზეც პროკურატურაში შესვლამდე არ ისაუბრებს. შვილმოკლული მამა ფიქრობს, რომ გამოძიება კვლავ ხელს აფარებს არამარტო მკვლელს, არამედ საქმის გამყალბებლებსაც.
Category: არქივი
-
გარდაცვლილი დირექტორის შვილი პროკურატურაში ვიდეომასალით და სხვა მტკიცებულებებით მივიდა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა მიმდინარეობს. გარდაცვლილის შვილი აპირებს, რომ საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს ის მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დადგინდება, რომ კერზაის გარდაცვალების ირგვლივ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. ბაჩანა შენგელიას ადვოკატის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით არაერთი პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება იკვეთება, მათ შორისაა განათლების მინისტრი. -
მსჯავრდებული დეკანოზის გასაიდუმლოებული წერილი
რა ხდება საპატრიარქოში და რა მიზეზით უპირისპირდება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზს სასულიერო პირთა ნაწილი. ცნობილი ხდება, რომ 2017 წელს გიორგი მამალაძემ ჭყონდიდის მიტროპოლიტს წერილი გადასცა, რომლის ადრესატებიც მეუფე პეტრე ცაავა, მეუფე ანდრია გვაზავა, მეუფე დიმიტრი და მეუფე დავით ალავერდელია. ზუსტად რა შინაარსის არის წერილი, უცნობია, თუმცა რამდენიმე დეტალზე მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა საუბრობს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დეკანოზი ყურადღებას ამახვილებს, საეკლესიო ბიზნესს უკავშირდება და პატრიარქის დაზე საუბრობს.
თორნიკე მამალაძე ფიქრობს, რომ მისი ძმა სასულიერო პირებმა ამ წერილის გამო დასაჯეს და ქვეყნის წინა პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეწყალებაზე უარი ათქმევინეს.
წერილის შესახებ მეუფე პეტრემ გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის” ეთერში ისაუბრა. ჭყონდიდის მიტროპოლიტს წერილი არ გაუსაჯაროებია, თუმცა თქვა, რომ ის “საეკლესიო ბედუკაძეობას” გავდა. მეუფე პეტრეს განცხადებით, სწორედ ამ წერილის შემდეგ პატრიარქმა, ფაქტობრივად, ზურგი აქცია მამა გიორგი მამალაძეს. ჭყონდიდს მიტროპოლიტი, რომელიც სინოდის წევრებს დეკანოზ გიორგი მამალაძის გამო რამდენჯერმე დაუპირისპირდა, დღეს, წერილთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას აღარ აკეთებს.
-
“ქუჩური გარჩევები” სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება
ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, – შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ე.წ ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.
“კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
-
ბახტაძემ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შეიყვანა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებას, რომ საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს გავს, ანეკდოტს უწოდებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს განცხადება კიდევ ერთი ანეგდოტების სიაში შევა”,თქვა ბახტაძემ.
-
დეზინფორმაცია და “ფეიქნიუსი” – პრემიერი ლიეჟის მოვლენებში სუს-ის შესაძლო ჩართულობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე სპეციალურად სუს-ის თანამშრომლების შესაძლო მივლენას დეზინფორმაცია უწოდა. მამუკა ბახტაძემ მთვრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია.
“ეს არის დეზინფორმაცია და “ფეიქნიუსი”,-თქვა ბახტაძემ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ლიეჟში ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე სუს-ის თანამშრომლები მიავლინა.
-
“ჩვენი ამოსავალი წერტილია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება” – პრემიერი “გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე
“გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ეკონომიკის სამინისტრო და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ”, აცხადებს საქართველოს პერმიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მალე დასრულდება.
“დაველოდოთ-მე ვფიქრობ, მოკლე დროში დასრულდება. ჩვენი ამოსავალი წერტილია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება”,განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას “გაზპრომთან” ხელშეკრულების განახლების თაობაზე დღეს დეპუტატების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. მინისტრს დღეს საკომიტეტო მოსმენაზე ელოდებიან და ერთ-ერთი თემა, რომელზეც ოპოზიცია აპირებს საუბარს, სწორედ “გაზპრომია”.გიორგი ქობულია ორი კვირის წინ ამბობდა, რომ ქართული მხარე “გაზპრომ-ექსპორტთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აგრძელებს და ეს პროცესი თებერვალში დასრულდებოდა. მინისტრის მიერ დასახელებული ორკვირიანი ვადა უკვე ამოწურულია, თუმცა რას აპირებს ქართული მხარე, ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ამ დრომდე უცნობია.
“თვენახევარი გავიდა, “გაზპრომთან” ხელშეკრულება არ არსებობს. მიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ – ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.გვახსოვს, რა საშინელ კონტრაქტს მოაწერა ხელი კალაძემ ხელი და როგორი აჟიოტაჟი იყო მის მოგზაურობებზე მილანში, შვეიცარიაში, თითქოსდა, ქვეყნის გამარჯვების კონტრაქტი ჩამოჰქონდათ. გაზი, რომელიც უფასოდ მოეწოდება შაჰდენიზიდან საქართველოს და ასევე შეღავათიანი ფასით, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ამ სიმდიდრეს აზის ერთი მუჭა კლანი”ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.
2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და “გაზპრომ–ექსპორტს” შორის ახალი კონტრაქტის თანახმად, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეიცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. სწორედ აღნიშნულ კონტრაქტს ამოეწურა მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.
რა პირობებით აპირებს მთავრობა “გაზპრომთან” სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, ამ თემაზე პრემიერსაც დაუსვეს შეკითხვა. მამუკა ბახტაძემ იანვარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობი იყო, როდის დაიწყებოდა მორიგი მოლაპარაკება რუსულ კომპანია “გაზრპომთან: “ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს ზოგადად სატრანზიტო ფუნქციიდან და ამას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. შეკითხვას ოპოზიციის შიშზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა, კაბალურ, ქვეყნისთვის წამგებიან პირობებს დათანხდეს, ბახტაძემ უპასუხა, რომ ყოველთვის ცდილობს შინაარსობრივ პასუხს და უკვე თქვა, რომ საქართველო განაგრძობს სარგებლის მიღებას ნებისმიერი სატრანზიტო საქმიანობიდან.
“რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, იგივე პოლიტიკური გუნდი მათ შორის საუბრობდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
-
შაქარიშვილი: მოსამართლე მიქაუტაძემ იზოლატორში ჩამსვა – წყალს ვითხოვდით და გვითხრეს, ბიძინამ დაგალევინოთო
წავიდა თუ არა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ და დატოვებს თუ არა ის მოსამართლეების გამო პარტიას – ვატო შაქარიშვილი”ბარიერში”
“გიორგი მიქაუტაძე ჩემი მოსამართლე იყო, მან რომ გამგზავნა მეგობრებთან ერთად იზოლატორში და წყალს რომ ვითხოვდით – ბიძინამ დაგალევინოთო”, “ეს მოსამართლეები თუ მსხვერპლი არიან, მაშინ რა სტატუსი აქვს ათიათასობით იმ ადამიანს, ვისაც ამ მოსამართლეებმა დაუნგრიეს ცხოვრება”, “ისინი არიან პარაზიტები”, “ჩვენ ხომ მოძღვრები არ ვართ, ამ ადამიანებს მივუტევოთ ცოდვები, ეს ხომ პოლიტიკური პროცესია” “მორჩილი სასამართლო ჭირდება რეჟიმს, დამნაშავე ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკაც არის რეპრესიული”, “ჭრილობა გახსნა იმ ათკაციანმა მოსამართლეთა სიამ, იქ ყოფილა ბევრი ჩირქი დაგროვილი, ეს ჩირქი ამოვიდა”, “თან მანტია გაიხადონ, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, თან შეურაცყოფა მიაყენონ საზოგადოებას, მერე მანტიები მოისხან და ბედი გადაუწყვიტონ ადამიანებს, ასე არ გამოვა”, “ნებისმიერი ფასის გადამხდელი ვარ, არაფერი მიღირს იმად, რომ საკუთარ ღირებულებებზე უარი ვთქვა”
-
პირველი ფოტოგრაფი რომელმაც შავი ავაზა 1909 წლის შემდეგ გადაიღო
{{ARTICLEIMAGE}} საუკუნეზე მეტია აფრიკული შავი ავაზა აღარავის უნახავს. ველური ბუნების ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ვილ ბიურარდ- ლუკასმა 110 წლის შემდეგ კენიაში პირველად დააფიქსირა ეს ცხოველი საკუთარ ფოტოაპარატში.შავი აფრიკული ავაზა საკმაოდ იშვიათი ცხოველია პირველად ის ადგილობრივმა მოსახლეობამ ნახა. მისი ბეწვი მელანიზმის გამო მთლიანად შავია, მელანიზმი ეს არის ალბინიზმის შებრუნებული დაავადება.ფოტოგრაფმა ფოტოაპარატი იმ იმედით დაამონტაჟა რომ ცხოველს ღამით მაინც გადაიღებდა. ის რამდენიმე დღე კამერით უშედეგოდ იღებდა ოძრაობის უსადენო სენსორების გამოყენებით. როდესაც მან კიდევ ერთხელ გადაათვალიერა სურათები სიბნელეში ორი თვალი შენიშნა.


