


კლაუს ბრენდერი ჰაერში წონოასწორობის აღდგენას ცდილობს, კოლორადო.

პეტრა ვლჰოვა, ავსტრია.

მიკაელა შიფრინი აღნიშნავს გამარჯვებას


ტრევის გენგი

თომას ბიზმაიერი

ვინსენტ კრიხმეიერი

ფედერიკა ბრინიანი

ერინ მილზინსკი

მინა ფოურსთ ჰოლთმანი

მეთიას მეიერი




კლაუს ბრენდერი ჰაერში წონოასწორობის აღდგენას ცდილობს, კოლორადო.

პეტრა ვლჰოვა, ავსტრია.

მიკაელა შიფრინი აღნიშნავს გამარჯვებას


ტრევის გენგი

თომას ბიზმაიერი

ვინსენტ კრიხმეიერი

ფედერიკა ბრინიანი

ერინ მილზინსკი

მინა ფოურსთ ჰოლთმანი

მეთიას მეიერი

თბილისში 15-ე საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შენობაში არსებული სპეციფიკური სუნი გახდა.
მშობლების განცხადებით, სუნი დილიდან შეიმჩნეოდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები შენობიდან გაეყვანათ.
ამ დროისათვის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შს მინისტრი უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარია ივანიშვილის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს თიბისი ბანკის დამფუძნებელთან, რომ მამუკა ხაზარაძეს საფინანსო ინსტიტუტის წილები დაეთმო.
“ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ გადაწყვეტილებაზე ვერანაირ კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმოდეს თიბისი ბანკის ფინანსური სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ, აქ ვერანაირი კითხვები ვერ იქნება”, განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ძველი სამარხები, თიხის ჭურჭელი და სამაჯურია ნაპოვნი. ციხესთან გვიან ღამით, სანიაღვრე მილი გასკდა და ნივთების ნახვა სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ შეტყობინება მოქალაქისგან შევიდა, რომელმაც ძვლები და თიხის ჭურჭელი ნახა. ტერიტორიას გვიანობამდე იცავდნენ სამართალდამცველები. მას არქეოლოგები გამოიკვლევენ
კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება კახა კალაძემ მედიას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
კალაძის განცხადებით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.
“მინდა გაგაცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად”, განაცხადა კალაძემ.
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები.
როგორი ინოვაციური და მასშტაბური პოექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კონსულტაციებში.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას! ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ ახლო მომავალში, გვაქვს საინტერესო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომდევნო დღეების განმავლობაში გაგაცნობთ”, ამბობს თბილისის მერი.
ეროვნული ბანკი თიბისის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის გაწვევას მოითხოვს