Category: არქივი

  • მაგთი ტარიფს ვეღარ გააძვირებს

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია “მაგთიკომს” 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. ეს გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს.

    ეს მხოლოდ კომპანია “სილქნეტმა” გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ “მაგთიკომმა” თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება გაუჩერა. “გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით “მაგთიკომს” პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში”, წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მობილური ქსელების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 21 იანვარს გავრცელდა. “სილქნეტი” სატარიფო ცვლილებებს პირველი მარტიდან გეგმავდა.

    მალევე მარეგულირებელმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მობილური ქსელების ტარიფების გაძვირების წინაპირობა არ არსებობს.

  • ეროვნული ბანკი თიბისის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის გაწვევას მოითხოვს

    საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს 2-თვიან ვადას აძლევს.

    ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.

    “ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა, მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

    ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

    ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

    თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს”.

    თიბისი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ბანკის პასუხი სებს

  • თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან

    {{ARTICLEIMAGE}}
    ახლო მომავალში თბილისში უახლესი მოდელის, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლა იგეგმება. ინფორმაციას მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    მისივე ინფორმაციით, კომპანია “სისტრას” კვლევამ აჩვენა, რომ თბილისს 18-მეტრიანი ავტობუსებიც სჭირდება. ამ მიზნით თბილისის მერი მიუნხენში იმყოფება, სადაც კომპანია “მანის” მიერ წარმოებული უახლოესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

  • გია ვოლსკი პოლიტიკიდან მიდის?

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლიტიკიდან წასვლას ფიქრობს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში განაცხადა. ვოლსკი ამბობს, რომ უმჯობესია, ასპარეზი ახალგაზრდებმა დაიკავონ, თვითონ კი ურჩევნია, შვილიშვილებთან ითამაშოს: “მე ალბათ აღარ ვიქნები პოლიტიკაში, დავიღალე, ბევრი დავაკელი ჩემს ოჯახს, ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა მოვიდეს – ჩუგოშვილი მომეწონა, ამერიკაში ერთად ვიყავით, როგორი ობიექტურია, რა ინგლისური აქვს, შემშურდა”,თქვა გია ვოლსკიმ.

    პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას ის 2020 წლიდან ვარაუდობს, ყოველ შემთხვევაში ამბობს, რომ ამის სურვილი აქვს.

  • ირაკლი კობახიძემ ათათურქის საფლავი თაიგულით შეამკო

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძემ ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ათათურქის მავზოლიუმი მოინახულა, საფლავი კობახიძემ გვირგვინით შეამკო და ხსოვნის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

  • უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელში გაფლანგული 2 მილიონი – სკანდალი თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ

    უხარისხო სამხედრო ფეხსაცმელში გაფლანგული 2 მილიონნახევარი ლარი – თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. ფლანგვის დეტექტორის მიერ გასაჯაროებული კვლევიდან ირკვევა, რომ იზორიას უწყებამ 2016 წელს 26 300 სამხედრო ფეხსაცმლის შესაძენად ბიუჯეტიდან 2 453 000 ლარი გადაიხადა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნიუ ატლასის მიერ მიწოდებული ფეხსაცმელი უხარისხო და ტენდერის პირობებთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

    თუმცა როგორც ფლანგვის დეტექტორის მკვლევარი ამბობს, კომპანია ნიუ ატლასი თავდაცვის უწყების მხრიდან პრიორიტეტებით სარგებლობს, ვინაიდან სამინისტრომ უხარისხო ნიმუშის წარდგენის შემდეგ ტენდერის პირობები შეცვლა და პროდუქტი მაინც მოიწონა.

    ორგანიზაციაში საუბრობენ იმაზეც, რომ 2018 წელს ნიუ ატლასი ტენდერების პირობების დარღვევის გამო შესყდვების სააგენტოს, შავ სიაშიც ჰყავდა შეყვანილი, თუმცა კომპანია ტენდერებში მონაიწლეობას დღემდე აგრძელებს და იმარჯვებს კიდეც. ფლანგვის დეტექტორში ვარაუდობენ, რომ კომპანიას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს, თუმცა მოკვლევის მიუხედავად საეჭვო კავშირები ჯერ ვერ დაადგინეს.
  • თავდაცვის სამინისტროს პასუხი ბრალდებებზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    თავდაცვის მინისტრის მოადგილე უწყების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს. გიორგი ბუთხუზი ამბობს, რომ ჯარი უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ფეხსაცმელით და ეს აუდიტის დასკვნაშიც არის ასახული.

  • ბედუკაძე მის ცემაში გრიგოლ ვაშაძეს ადანაშულებს და შურისძიებით ემუქრება

    გლდანის ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე მის ცემას “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს. ბედუკაძე ამბობს, რომ მისი ცემა სწორედ ამ პარტიამ დაუკვეთა. 

    “ვალში ვარ გრიგოლ ვაშაძესთან, რომ დაპირება ვერ შეასრულა, შუბლი ვერ გამიხვრიტა, თუმცა ახლა ჩემი ჯერია – ასე გადაეცით”,განაცხადა ბედუკაძემ “ტვპირველის” ეთერში.

    “ეს არის მათი დაკვეთა, ეს ადამიანი მითვალთვალებდა – ზუსტად ასეთი მოტივი უნდოდათ – რომ პატიმრის თემა ყოფილიყო… 300 ათასი პატიმარი იყო და 290 ათასთან მქონდა შეხება და “მარტივი ლოგიკაა, რომ პატიმარმა მცემა”. ახლა ჩემი რიგია – ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ… ვნახოთ”.