ალეკო ელისაშვილი “თიბისი ბანკისა ” და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებზე
{{VIDEO}}
ალეკო ელისაშვილი “თიბისი ბანკისა ” და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებზე
{{VIDEO}}
შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე2-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჟურნალისტი გიორგი კაპანაძ აცხადებს, რომ ივანიშვილს უნდა, „აახიოს“ „თიბისი“ ხაზარაძეს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ივანიშვილმა შესთავაზა ხაზარაძეს აქციების მესამედ ფასად მიყიდვა, რაზეც უარი მიღიღო. ამიტომაც დაიწყო სისხლის სამარლის საქმე გათეთრების მუხლით. გიორგი კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც აკეთებს პირამიდას, სადაც მთავარი ინსტრუმენტი „თიბისია“
„ანაკლიაში შენდება უნიკალური ღრმაწყლოვანო პორტი, რომელიც არ შედის რუსეთი ინტერსებში. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის მიზანია, პორტი არ აშენდეს, თუმცა, ხაზარაძემ უკვე მოიძია საჭირო ინვესტიციები და პორტის აშენება გახადა რეალური. ამიტომ , მისი განეიტრალება აწყობს როგორც ივანიშვილს ასევე ოკუპანტ ქვეყანას, როგორიც არის რუსეთი“ – აცხადებს გიორგი კაპანაძე
41 წლის დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ზაფხულში მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
ამერიკელი რინგზე ივლისში დაბრუნდება, სადაც იგი იაპონელ ექსმოკრივეს დაუპირისპირდება. მეტოქის ვინაობა ამ მომენტისთვის უცნობია. სამრაუნდიანი ბრძოლისთვის მეივეზერი $10 მილიონს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, პირველი ბრძოლა იაპონიაში ფლოიდმა 2018 წლის 31 დეკემბერს ტოკიოში მდებარე საიტამ სუპერ არენაზე Rizin-ის შოუს ფარგლებში გამართა და პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა 20 წლის იაპონელი ტენშინ ნასუკავა, რომელიც კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობს. ამ ბრძოლით მან $9 მილიონი გამოიმუშავა.
წყნარ ოკეანეში II მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ამერიკული საბრძოლო ავიამზდიდი „ჰორნეტი“ ოლომონის კუნძულებთან იპოვეს. 1942 წელს სანტა კრუზის კუნძულებთან იაპონურ ხომალდებთან ბრძოლის შედეგად USS Hornet-ი ჩაიძირა.
ხომალდზე 2200 ადამიანი იმყოფებოდა. ღრმაწყლოვანმა უპილოტო აპარატმა გემის ფოტოსურათები გადაიღო. ფოტოებზე ასევე ჩანს გემის გვერდით თვითმფრინავი, რომელიც ხომალდის ჩაძირვის დროს გემბანზე იმყოფებოდა.

ხომალდის ძებნა 2018 წელს დაიწყეს და მას წყლის ზედაპირიდან 5 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს. სამეცნიერო ხომალდი Microscoft-ის თანადამფუძნებელს პოლ ალენის კომპანიას ეკუთვნის. კომპანიას ამჟამად ნაპოვნი აქვს ბრიტანული იტალიური და იაპონური ხომალდები ხოლო გასულ წელს USS Lexington-იც იპოვეს.

USS Hornet-ს საბრძოლო თვითმფრინავები გადაჰქონდა. მიდვეის ბრძოლაში მან 4 იაპონური ხომალდი ჩაძირა
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკში გამწვანებული ფერდობები დაასუფთავა და მოაწესრიგა. აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან გაიწმინდა.
ასევე, გაისხლა და დაფორმირდა იქ არსებული ხე-მცენარეები, მოწესრიგდა მწვანე საფარი.
შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.