Category: არქივი

  • ბანკის ახევის ყველაზე მაშტაბური, შთამბეჭდავი და გრანდიოზული ოპერაცია – უგულავა თიბისის საქმეზე

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში „თიბისი ბანკის“ ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული. უგულავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. „ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს, დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია აახიოს, აახევს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ თიბისი ბანკი აახიოს, აახევს. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ“ – ამბობს გიგი უგულავა. მისივე განცხადებით, საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა შავმა კატამ.
  • დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების გამო მიიღო.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომლის საშუალებით მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მიღებას კონგრესის თანხმობის გარეშე შეძლებს. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტსაც, რომლითაც ქვეყნაში ე.წ. შათდაუნის განმეორება თავიდან აიცილეს.

  • NATO რუსეთს რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს

    ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობები დაიცვას. განცხადება ნატოს გენ მდივანმა მიუნხენის 55-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

    იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსიევროპაში რუსეთის ბირთვული რაკეტების რაოდენობის გაზრდისთვის ემზადება.სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უნდა მოემზადოს ისეთი მსოფლიოსთვის, რომელსაც შესაძლოა, მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება საერთოდ არ ჰქონდეს. სიტყვით გამოსვლის დროს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ვითარების გამოსწორებისთვის ექვსთვიანი ვადა აქვს. ამ ხნის განმავლობაში რუსეთს ხელშეკრულების აღდგენა შეეძლება.

  • ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტები დაფიქსირდა

    ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტები დაფიქსირდა. განცხადებას ახალი საქართველოს წევრები აკეთებენ და ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ.

    ოპოზიცია ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმების მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ჭალიძე ამობს, რომ ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი სამტრედიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირდა, თუმცა მისი ინფორმაციით მსგავს ფაქტებს ადგილი სხვა ბაღებშიც აქვს. ოპოზიცია ამბობს, რომ ამის დადასტურებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ლაბორატორიული შემოწმების საშუალება არ აქვთ. სწორედ ამიტომ ახალი საქართელოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბაგ-ბაღებში ბავშვთა კვების რაციონიდან ლაბორტორიული შემოწმებისთვის ნიმუშის აღების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს.

  • 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

    აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შსს-მ უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულს აჭარაში სასტუმრო აქვს, სადაც გოგონას დედა მუშაობდა. სწორედ მან გაამხილა ეს ამბავი.

    ქალი კამერებთან იმ დეტალებს იხსენებდა, რაც მას 8 წლის ქალიშვილმა უამბო. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფდა ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ დაკავებამდე გამოკითხვაზე დაიბარა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

  • სროლის შედეგად მოკლულია 5 ადამიანი. აშშ

    ხუთი ადამიანი გარდაიცვალა ამერიკაში, ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში სროლის შედეგად. მამაკაცმა ცეცხლი კომპანია Henry Pratt –ის შენობაში გახსნა, რომელიც არმატურას აწარმოებს. მამაკაცის ვინაობა ცნობილია. ის 45 წლის ჰარი მარტინია, რომელიც სავარაუდოდ კომპანიაში მუშაობდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
    ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით პოლიციელები სროლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ოთხ წუთში ადგილზე მივიდნენ. მსროლელმა შეტევა მათზეც მიიტანა. თვითმხილველის თქმით მარტინი ლაზერიანი პისტოლეტიდან ისროდა. პოლიციამ მისი ადგილზე ლიკვიდაცია შეძლო.
    ხუთი გარდაცვლილის გარდა დაჭრილია პოლიციის ექვსი თანამშრომელი.
  • დეკანოზი მამალაძე ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რჩება

    დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ  ღუდუშაურის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია რჩება, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იშემიური შეტევით გუშინ მიიყვანეს.
    დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერჯერობით ვერ პოულობენ.
    ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოკვლევები გრძელდება და დეკანოზი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია როდის გადაიყვანენ მას პალატაში.
    ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის ცნობიერება ნათელია, ის კონტაქტურია, ადეკვატურია და ამჟამად მასზე მონიტორინგი ხორციელდება.
    „გამოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. მიზეზი ჰოსპიტალიზაციის გახდა ის, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს. შესაბამისად, უკვე ეძებენ კერას, რისგან არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენი ხანი დარჩება კლინიკაში. ინტენსიურში არის, მე მასაც ვესაუბრე და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზუსტად 2 წლის უკან ამ რიცხვში, როდესაც კლინიკაში მოიყვანეს,“ – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
  • ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაიწყება

    საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ქართველ სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეიწავლონ ჩინური ენა, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და კონტაქტი დაამყარონ ჩინურ სასწავლებლებთნ.
    მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ.
    მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული შეთანხმდება, რომელიც მიზნად განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრონლობის გაღრმავებას ისახავს.
    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მათთან განათლებისა და მეცნიერებით კუთხით თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
  • ამერიკის ნაკრებმა მსოფლიოს გუნდი 161-144 დაამარცხა

    ყოველწლიურად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია თებერვლის პირველ ნახევარში მართავს “ყველა ვარსკვლავის” კვირეულს, სადაც NBA-ის საუკეთესო ამომავალ და გამოჩენილ ვარსკვლავებს იწვევენ.

    ბოლო წლებში, რაც ამერიკაში იმატა ევროპელი კალათბურთელების რაოდენობამ, ამომავალი ვარსკვლავების დაპირისპირების ფორმატი შეიცვალა. აქამდე ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ახალგაზრდები უპირისპირდებოდნენ აღმოსავლეთი კონფერენციის ამომავალ ვარსკვლავებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე ბოლო წლებში ეს შეიცვალა და ახალი ფორმატით NBA-ის საუკეთესო ამერიკელი ახალგაზრდები უპირისპირდებიან სხვა ქვეყნების საუკეთესო ახალგაზრდებს.

    წლევანდელი მატჩი ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. როგორც წინა წლებში ამ შემთხვევაშიც ამერიკის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მსოფლიოს გუნდმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

    საბოლოო ჯამში, მატჩი ამერიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 161-144.

    მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ამერიკისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ახალწვეული კაილ კუზმა დასახელდა. გთავაზობთ მის სტატისტიკას და მატჩის გამორჩეულ მომენტებს: 22 წუთი, 35 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება.
    {{VIDEO}}

  • მოშიმშილე სტუდენტების რიცხვი გაიზარდა

    ილიაუნის სტუდენტები რექტორის კაბინეტთან შიმშილობას განაგრძობს. დღეს მოშიმშილეთა რიცხვი 20–მდე გაიზარდა. შიმშილობა 15 –მა სტუდენტმა გუშინ საღამოს, მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც 22 საათზე რექტორისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ისინი აკადემიური საბჭოს დათხოვნას და გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვდნენ.
    როგორც სტუდენტები ამბობენ, რექტორი დღეს დილით სამსახურში მივიდა. სტუდენტებსაც გაესაუბრა და უთხრა, რომ სრული უფლება აქვთ ამ ფორმით პროტესტი გამოხატონ. იმ შემთხვევაში კი, თუ რამე დაჭირდებათ ადმინისტრაციას მიმართონ. სტდუნტები ათკაციან ჯგუფს ქმნიან, რომელიც ორშაბათს აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სტუდენტების მოთხოვნებს გააცნობს.
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა პროტესტი გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის და სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. ეს მოთხოვნა მხრიდან კვლავ ძალაშია.
    სტუდენტები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება.