Category: არქივი

  • მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    დღეს დილით, მთაწმინდის ფერდობზე, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. პოლიციის ინფორმაციით პირველადი დათვალიერებისას მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
  • “დროა ხაზარაძემ დაყაჭოს ფული“ – ირაკლი ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის და თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსით ეხმაურება:

    “ზუსტად 20 წლის წინ შევარდნაძემ პარლამენტში გამოსვლისას გოგი თოფაძეს უთხრა: “დროა ჩემო გოგი ფული დაყაჭო”-ო.

    ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ ისტორიას ვიმეორებთ ცოდნის დედასავით.

    ეხლა დროა მამუკა ხაზარაძემ “დაყაჭოს” ფული. “დაყაჭვა” ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ბიძინას სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ. მხოლოდ კონდოლიზასთან გადაღებული სურათები ვერ უშველის მაგ საქმეს.“ – წერს ოქრუაშვილი

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად

    სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად  , რომლის ადრესატი  საქართველოს პარლამენტი და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. პეტიციის ხელმომწერები არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო პირები არიან. ისინი ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი მოსამართლეების მიერ თანამდებობების დატოვებას, ხელისუფლების მიერ ამ კლანის მხარდაჭერის შეწყვეტას და სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვენ: 

    პეტიციის ტექსტი:

    საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.

    დღეს:

    ●დისკრედიტირებულ და რეპუტაციაშელახულ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ არის დანიშნული და კლანური პრინციპებით მართავს სასამართლო სისტემას;

    ●სასამართლოში გაბატონებული და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს;

    ●სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს;

    ●სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან მყოფი კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა;

    ●სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის და კორუფციის ნიშნები;

    ●სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი;

    ●კლანის წევრი მოსამართლეები აკეთებენ პოლიტიკურ და სამოსამართლო ეთიკისათვის შეუთავსებელ განცხადებებს და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.

    შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი და არყევს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს. სწორედ ამიტომ, დღეს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებების და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელთა მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინტერესებსა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.

    პეტიციაზე ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები, მოვითხოვთ:

    ●​დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;

    ●​ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;

    ●​შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;

    ●​საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.

    პეტიციის ავტორები:

    საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

    ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

    კავშირი ,,საფარი”

    საქართველოს პენ-ცენტრი

    ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

    საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS

    საქართველოს ატლანტიკური საბჭო

    კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

    საზოგადოება და ბანკები

    მედიის განვითარების ფონდი

    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

    საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

    სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

    ცენტრი “ემპათია”

    გია ხუხაშვილი

    მაია მწარიაშვილი

    კახა წიქარიშვილი

    ანა ნაცვლიშვილი

    ირაკლი კორძახია

    ლაშა ტუღუში

    კახა კოჟორიძე

    ზაზა ხატიაშვილი

    გიორგი ხვედელიანი

  • ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის თხუთმეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც საღამოს 22 საათზე რექტორისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ისინი გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით იმუქრებოდნენ.
    აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხვალ მოშიმშილეებს კიდევ რამდენიმე სტუდენტი დაემატება. სტუდენტები განათლების მინისტრაც სთხოვენ, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდეს.
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა პროტესტი გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის და სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. ეს მოთხოვნა მხრიდან კვლავ ძალაშია.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს

    ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზს წინასწარი დიაგნოზით, “ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა” აღენიშნება.

    პენიტენციურმა სამსახურმა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა:

    “მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა” – ნათქვამია განცხადებაში.
    უკვე ერთი კვირაა, დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. ისინი გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და გათავისუფლებას ითხოვენ. სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მისი ოჯახის წევრებმა ბოლო დროს განცხადება არაერთხელ გააკეთეს .
  • მაკრონის პარტიამ რუსულ მედიას აკრედიტაცია არ მისცა

    საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ “მოძრაობა რესპუბლიკისთვის“ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას და სააგენტოს, Russia Today და Sputnik–ს აკრედიტაცია არ მისცა მაისში, ევროპარლამენტის არჩევნების კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ამის შესახებ კამპანიის დირეტორიმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
    Russia Today და Sputnik არ უნდა გავუთანაბროთ მედიას, რომელიც ინფორმაციას ამოწმებს და აბალანსებს – განაცხადა სეჟურნემ და დასძინა, რომ სპუტნიკი ყოველდიღიურად ათიდან თხუთმეტამდე ტყუილის შემცველ მასალას აქვეყნებს.
    RussiaToday–ს ამ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. Sputnik France –ს მთავარმა რედაქტორმა, ნატალია ნოვიკოვამ კი განაცხადა, რომ რუსულ სახელმწიფო მედიას ბოლო წლის განმავლობაში უარი უთხრეს ელისეს სასახლეში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და საფრანგეთის სხვა სახელმწიფო უწყებეში აკრედიტაციაზე.
  • ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ ხაზარაძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო

    ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა გაიწვიონ, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კორძაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

    ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო. 

    “ცოტა გაუგებარია რა თქმა უნდა, 11 წლის წინანდელ საკითხზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და ეს მოტივიც იქნება ერთ-ერთი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას”,  განაცხადა კორძაძემ.

  • სახანძრო კიბე კარის გარეშე ხელვაჩაურის კულტურის სახლში

    რეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებული სათადარიგო სახანძრო კიბე პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს.
    კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და ახლა ხელვაჩაურის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოაცხადოს. მერიაში ამბობენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, ხარვეზს დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია.
    ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარვაში ადანაშაულებს, მერიისთვის კი ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია და ატეხილ ხმაურს ოპოზიციის სპექტაკლს უწოდებენ. ობიექტის მიღება –ჩაბარება უკვე მოხდა.
  • ხაზარაძის დევნის რეალური მიზეზი. ლუის ნავარო საკუთარ ეჭვებზე საუბრობს

    ოპოზიცია თიბისის საქმეში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობას კი ეროვნული ბანკის ქმედების სისწორეში ეჭვი არ შეაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსეთის ინტერესებზე მიუთითებს და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ავლებს პარალელს. საფინანსო ინსტიტუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უარყოფით კონტექსტზე მიანიშნებს ექსპერტთა ნაწილიც. თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უცნაურ ფაქტს ხედავს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავაროც. ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ საფინანსო ინსტიტუტიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მოთხოვნა ზედმეტია მაშინ, როდესაც ჯერ სასამართლოს ბიზნესმენის ბრალეულობაც არ დაუდგენია.

    “უცნაურია თიბისიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მოთხოვნა მაშინ, როდესაც სასამართლოს ჯერ ბრალეულობაც არ დაუდგენია. რაც ახლა ხდება, ეს არის სამართლებრივი დევნა მედიის გამოყენებით. ეს პროცესი შეშფოთებას ზრდის იმასთან დაკავშირებით, რა არის სამართლებრივი დევნის რეალური მიზეზი, რომელსაც მთავრობა თიბისი ბანკის წინააღმდეგ ახორციელებს, რაზეც საფრანგეთის ელჩიც მიუთითებდა",განუცხადა ლუის ნავარომ solostudio.agency/-ს.