Category: არქივი

  • ზვიად კუპრავა შესაძლოა, დააკავონ

    დააკავებენ თუ არა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს. ზვიად კუპრავას გამოძიება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემას ედავება, თუმცა ის პოლიციის სამმართველოში მისვლას არ აპირებს. ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების ბრალდება აბსურდულია, რადგან ზაქარეიშვილთან რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. კუპრავა ფიქრობს, რომ ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელმაც საჩივარი შეიტანა მის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებებს ასრულებს და მის წინააღმდეგ არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების ბრძოლა მიმდინარეობს.

    შსს-ს ცნობით კი, “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება და ეს სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება.

    საგამოძიებო უწყებაში კუპრავა 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, განაცხადა, რომ ეს საქმე პოლიტიკური პროცესია და პოლიციაში არ მივა. ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დღეს დააკავონ.


  • საერთაშორისო იურიდიული კომპანის დასკვნა თიბისის საქმეზე

    მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო იურიდიული კომპანია დენტოსის სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. საერთაშორისო კომპანიის დასკვნის მიხედვით თიბისი ბანკის მიერ 2008 წელს შპს სამგორი M-სა და შპს სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ქვეყანაში მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან.

    საუბარია 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თიბისის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ჩამოშორება მოითხოვა, ხოლო პროკურატურამ დაასკვნა, რომ სახეზეა ფულის გათეთრების ნიშნები. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით 2008 წელსბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებმა თიბისი ბანკისგან საბრუნავი სახსრების შესავსებად 17 მილიონი დოლარის სესხი აიღეს, ეს ფული კი იმავე დღეს სესხის სახით გაიცა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე – როგორც ფიზიკურ პირებზე. მოგვიანებით წერეთლის კომპანიები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლდა, თუმცა ბანკს თანხა დღემდე არ დაბრუნებია. ხაზარაძე ამბობს, რომ ეს ტრანზაქციები თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო აუდიტმაც შეამოწმა, თუმცა საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ. ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მათი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ მაშინ, როცა ასე ახლოს არიან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.


    ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს


    თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ

    ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე

    მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
    თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
    რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე

    ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას

  • ათასობით ფრანგი ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე

    მთელი საფრანგეთის მაშტაბით ათასობით ფრანგი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ქვეყანაში ანტისემიტიზმის ტალღის გავრცელების წინააღმდეგ. პარიზსა და საფრანგეთის სხვა 60 ქალაქში, მათ შორის მარსელში, ბორდოში და ნანტში ხალხი ქუჩაში ლოზუნგით “კმარა!“ გამოვიდა.
    მათ მემარჯცხენე და მემარჯვენე პარტიების პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი.საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა 50–ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ, პროფკავშირებმა და ასოციაციებმა.
    რას აპროტესტებენ ფრანგები?

    დემონსტრაციების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთში ებრაულ სასაფლაოზე საფლავები შეურაცხყვეს. ეს შემთხვევა ქვეყანაში ბოლო თვეებში დარეგისტრირებულ ანტისემიტურ გამოვლინებებს შორის ერთ–ერთია. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში: უცნობმა პირებმა ფრანგი პოლიტიკოსის, სიმონა ვეილის პორტრეტზე, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა სვასტიკა მიახატეს; საფუნთუშეს ვიტრინაზე, რომელიც ებრაელებს ეკუთვნის წითელი საღებავით გერმანულად დაწერეს სიტყვა “ებრაელი“; მოჭრეს ხე, რომელიც ანტისემიტური ბანდის მიერ ნაწამები ახალგაზრდა ებრაელი ბიჭის ხსოვნის პატივსაცემად იყო დარგული.

    სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი საფრანგეთის აღმოსავლეთით ებრაელების სასაფლაოზე მივიდა, სადაც ნაცისტური სიმბოლოკით 100 საფლავი იყო შეურაცხყოფილი.

    “ვინც ეს გააკეთა, არ არის ღირსი რომ საფრანგეთის მოქალაქე იყოს და ისინი დაისჯებიან“– განაცხადა პრეზიდენტმა
    .
    საფრანგეთის ებრაული თემი ევროპაში ყველაზე დიდია – მინიმუმ 550 ათასი ადამიანი. ოფიციალური სტატისტიკით ანტისემიტური თავდასხმების და ინციდენტების შემთხვევები 74%–ით გაიზარდა. 2017 წელს ასეთი შემთხვევების რიცხვი 311 იყო, 2018 წელს კი 541.
    სამშაბათს საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ჟურნალ L’Express–ს განუცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კანონმდებლობაში ცვილილებების შესაძლებლობას განიხილავს სოციალურ ქსელებში სიძულვილის გამოვლინებებთან უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით. ინტერვიუში მან აღიარა, რომ ანტისემიტიზმმა ფრანგულ საზოგადოებაში ღრმად გაიდგა ფესვი.

  • ვოლსკი: ასეთი პოზიციით და რიტორიკით ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ

    პარლამენტის ვიცე სპიკერი, “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი მმართველ გუნდში არსებულ აზრთასხვადასხვაობაზე საუბრისას ამბობს, რომ ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა, თუმცა ეს მხოლოდ გუნდის წევრთა კანონპროექტს არ გამოუწვევია და უთანხმოების საფუძველიც გუნდთან დაპირისპირებული წევრების რიტორიკა და განცხადებები გახდა. ამ კონტექსტში ვოლკსიმ გედევან ფოფხაძის განცხადება მოიყვანა. 

    “მაგალითად, ასეთი პოზიციით და რიტორიკით ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ, თუმცა სურვილი მაქვს ეს კრიზისი გადავიაროთ. თუმცა ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩდა, რაც ერთის მხრივ, კანონპროექტში გამოიხატება, თუმცა არის ასევე ხისტი, მორალურად გაუმართავი განცხადებები, რომელიც თუნდაც გედი ფოფხაძემ გააკეთა”,ამბობს გია ვოლკსი, რომელმაც “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე. 

    როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე. ამ შინაარსის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო. სხდომას მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

    კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და იმ პირობებში, როცა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნით, მოსამართლეთა რაოდენობა სულ მცირე ასით უნდა გაიზარდოს, შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც კი გამოიწვიოს.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზად არიან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე მოამზადონ კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისი წინადადებები, რომლებიც არ გააღრმავებს სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას. ამ მიზნით კი მიმართავენ ვენეციის კომისიას, პროცესში ჩაერთოს ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე.

    ცნობისათვის, პარლამენტის წევრთა კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

    ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

  • კიბოს წინააღმდეგ ცდებში მონაწილე სიმსივნისგან განიკურნა

    ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითზე წერს. ფანჯიკიძე პროფესორ ლევის ცდაზე წერს, რომლის შესახებაც სიუჟეტი რუსთავი – 2მა რამდენიმე კვირის წინ მოამზადა და რომელშიც საუბარი იყო, რომ პროფესორი თაგვებზე წარმატებული ცდის შემდეგ, იმ ადამიანებს ეძებდა, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ მოხალისედ ჩართულიყვნენ ექსპერიმენტში და უკვე ადამიანებზე გამოეცადა კიბოს წამლის ეფექტურობა. როგორც ნათია ფანჯიკიძის “ფეისბუქპოსტიდან” ირკვევა, ასეთი მოხალისე ირაკლი ალასანიას მეგობარია, რომელმაც დაავადება სწორედ პროფესორ რონალდ ლევის დახმარებით დაამარცხა.   

    “ვვარაუდობ, რომ უკვე ერთ წელიწადში საბოლოო დასკვნა დაიდება და საყოველთაოდ დაინერგება დოქტორ ლევის მეთოდი. ირაკლის ახალზელანდიელი მეგობარი, სასიკვდილოდ გადადებული ახალგაზრდა კაცი სრულად განიკურნა ამ ექსპერიმენტულ მკურნალობაში მოხალისედ ჩაბმის შემდეგ. თანაც მას ჩაუტარდა პირველი, ინდივიდუალური დნმ მეთოდი მასაჩუსეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ისინი იმ ინდივიდუალური დნმ წამლის შემუშავებაზე მუშაობენ ბოსტონში), დნმ-ის “სპელჩეკი” და ორგანიზმში აგენტად შეშვება. ეს “საყველაო” წამალი თუ გაამართლებს, კიდევ უფრო იოლი და იაფი იქნება დაავადების დამარცხება”,წერს ფანჯიკიძე. 

    “რუთავი2-მა” სიუჟეტი მოამზადა მეცნიერზე, რომელმაც სიმსივნის დასამარცხებლად ცდები უკვე ჩაატარა: სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, რონალდ ლევის, კვლევების შესახებ ცნობები ერთი წლის წინ გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ თაგვებზე ჩატარებული ცდებისას მისმა ვაქცინამ თითქმის ასპროცენტიანი შედეგი გამოიღო და სიმსივნისგან ყველა თაგვი განიკურნა. რონალდ ლევი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელია. მთელი ცხოვრებაა, იმუნური სისტემის სიმსივნეს, ლიმფომას იკვლევს. მისმა შრომებმა ონკოლოგიაში ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი და მათზე დაყრდნობით, ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ უკვე წარმატებით გამოიყენება.

    რუსთავის 2 -ის სიუჟეტში პროფესორი ამბობდა, რომ თუ მეთოდი ადამიანებზეც გაამართლებს, ყველაფერი უფრო გაადვილდება და შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტს გაუკეთებენ.

    ექიმი ლევის თქმით, მსგავს კვლევებზე მრავალი მეცნიერი მუშაობს. მის ლაბორატორიაშიც ბევრი სხვადასხვა კვლევა ტარდება, მაგრამ ამ აღმოჩენის უნიკალურობა იმუნიტეტის მასტიმულირებელი ორი პრეპარატის, ორი იმუნოაგენტის კომბინაციაა.

    ექიმი ლევი ბოლო მოხალისე-პაციენტებს ეძებდა, სიმსივნეში წამლის სათითაოდ შესაყვანად და დასაკვირვებლად.

    ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პაციენტი აუცილებლად ბე-უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომით უნდა ყოფილიყო დაავადებული.

  • მთაწმინდის რაიონში მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა ვეღარ გაიმართება

    გამგეობამ მთაწმინდის რაიონში ავტორბოლის მოყვარული მრავალშვილიანი დედები ვერ იპოვა და ტენდერი შეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ავტოსპორტით რაიონის მოსახლეობა დაინტერესდა, თუმცა მათ შორის არცერთი იყო მრავალშვილიანი. სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმში განმარტებულია, რომ ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა კანონით შეუძლებელია, კომისიამ ტენდერის შეწყვეტა გადაწყვიტა. თუმცა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ ავტორბოლის მოყვარულ მრავალშვილიან და ასევე არამრავალშვილიან დედებს პირდებიან, რომ ტენდერი – შესაბამისი მოთხოვნებით, ხელახლა გამოცხადდება.

    ვიდრე ახალ ტენდერს გამოაცხადებენ, მთაწმინდის გამგეობას მრავალიშვილიანი დედების ავტორბოლა ასე წარმოედგინა: მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებოდნენ ქ. თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებდა ესკორტი, რომელიც გაივლიდა ყველა წესების დაცვით. ესკორტს წინ გაუძღვებოდა 12 კაციანი ორკესტრი. შეჯიბრი გულისხმობდა ღია სივრცეში, არანაკლებ ასი მეტრის ტრასის მინიმალურ დროში გავლას – ავტომანქანის ფლობის ოსტატობის ამაღლების მიზნით. მონაწილე პროფესიონალი მძღოლების შერჩევას მოახდენდა მიმწოდებელი, მონაწილე მრავალშვილიანი დედებს შეარჩევდა შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნებოდა მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი. ღონისძიების ჩატარებამდე, მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალბატონს უნდა ჩატარებოდა საკვალიფიკაციო ვარჯიშები. ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მიმწოდებელი.

    რაც შეეხება საჩუქრების გადაცემის ცერემონიას ავტორბოლაზე შეყვარებული მრავალშვილიანი 15 ქალბატონისთვის: მოედანზე უნდა მოეწყოთ სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა. ღონისძიება უნდა ჩაატაროს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ნებართვის მქონე, ან მის მიერ ლიცენზირებულმა ორგანიზაციამ.

    სატენდერო დოკუმანტაციაში ასევე საინტერესო დეტალია გასაწევი მომსახურების გრაფა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პირველადგილოსანი ქალბატონისთვის განკუთვნილი იქნებოდა
    250 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი; 200 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მეორე ადგილოსნისთვის; 150 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მესამე ადგილოსნისთვის (პარფიუმერიის მაღაზია შემსყიდველთან შეთანხმებით) 100 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი 12 მონაწილისთვის; 30 ცალი ყვავილების თაიგული მონაწილეებისთვის (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით); ხარჯი ასევე ითვალისწინებდა ცნობადი მომღერლის მომსახურებით უზრუნველყოფას (შემყიდველთან შეთანხმებით) და 12 კაცისგან შემდგარი მოსიარულე ორკესტრის მომსახურებით უზრუნველყოფას.

    ცნობისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობას 14 115 ლარის ტენდერი, მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ – ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის,- მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით – ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებისთვის ქონდა გამოცხადებული.


    მასალაში გამოყენებული ფოტო  – რადიო თავისუფლება 

  • ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით

    მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას თანამოაზრე, ლევან გოგიჩაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს. საპარლამენტი უმრავლესობის წევრი კოლეგების განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

    “გავაგრძელებთ მუშაობას იცით რას ჰგავს?-ბიძინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციაზე და სპორტულ მოედნებზე თბილისის მერის დავალებით და მერე კუჭავას ხელით ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით ასეთი ვარიანტია. რას ნიშნავს, ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია – გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან?!-კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით”,ამბობს გოგიჩაიშვილი.

    თავის მხრივ, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცოდა მის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

    “არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი – უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას ეს არ არის სწორი. იმიტომ, რომ სამწუხაროდ უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი ეს იწვევს ასეთ მსჯელობას,”-ამბობს ეკა ბესელია.

    როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე.

    საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

    კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და იმ პირობებში, როცა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნით, მოსამართლეთა რაოდენობა სულ მცირე ასით უნდა გაიზარდოს, შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც კი გამოიწვიოს.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზად არიან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე მოამზადონ კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისი წინადადებები, რომლებიც არ გააღრმავებს სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას. ამ მიზნით კი მიმართავენ ვენეციის კომისიას, პროცესში ჩაერთოს ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე.

    ცნობისათვის, პარლამენტის წევრთა კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

    ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

  • საპარლამენტო უმრავლესობა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

    საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე. ამ შინაარსის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო. სხდომას მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

    კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და იმ პირობებში, როცა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნით, მოსამართლეთა რაოდენობა სულ მცირე ასით უნდა გაიზარდოს, შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც კი გამოიწვიოს.

    ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზად არიან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე მოამზადონ კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისი წინადადებები, რომლებიც არ გააღრმავებს სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას. ამ მიზნით კი მიმართავენ ვენეციის კომისიას, პროცესში ჩაერთოს ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე.

    ცნობისათვის, პარლამენტის წევრთა კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

    ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

  • სანდრო ბრეგაძე: “გეიმარშის” ჩატარებას არ დავუშვებთ

    “ქართული მარში” თბილისში გეიმარშის, ჩატარებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს. 

    ” ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, არაერთხელ გავაფრთხილეთ “სოროსის ფონდი”, არაერთხელ გავაფრთხილეთ “გეი ორგანიზაციები”, რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს და ნუ ცდილობენ, გარყვნილების პროპაგანდა მასობრივი გახადონ და საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიონ თავიანთი გარყვნილი იდეები და იდეალები”, ამბობს სანდრო ბრეგაძე ვიდეოჩანაწერში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისივე გვერდზე აქვეყნებს.

    ბრეგაძის თქმით, მიმდინარე პროცესები იმის შედეგია, რომ ხელისუფლება და კერძოდ შს მინისტრი ლობირებს გეიორგანიზაციებს, პარალელურად კი “ქართულ მარშს” ავიწროებენ.

    “იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები იზრუნებენ ორგანიზატორთა უსაფრთხოებაზე “ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის”,მიმართავს სანდრო ბრეგაძე მინისტრს.