Category: არქივი
-
სააკაშვილი: ქართულ ციხეში ჩემი დანახვა არ სურთ
“სააკაშვილი – წელიწადი დევნილობაში” – ონლაინტელევიზია “Krym TV“-ს ჟურნალისტმა ვლადიმერ ფედორინიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სააკაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოში მისი ჩამოსვლის შემთხვევაში “ქართული ოცნება” ვერ გაიმარჯვებდა.
ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების შემდეგ, მე ვარ ერთადერთი სახელმწიფო ლიდერი, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს. მე არც დევნილი ვარ და არც პოლიტემიგრანტი, რომელიც უსამართლო სასჯელს გაექცა. მე ვითხოვდი გავესამართლებინეთ, მე ვითხოვდი გავსამართლებულიყავი უკრაინაში, მზად ვიყავი მეთანამშრომლა ქართველ სამართალდამცავებთან, ოღონდ საჯაროდ და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. მაგრამ დამიჭირეს უკრაინაში, ხელბორკილები დამადეს და პოროშენკო საქართველოს მთავრობას ემუდარებოდა წავეყვანეთ, მაგრამ ქართველებმა გარკვევით უარი უთხრეს, ანუ ისინი თითქოს მასამართლებენ, მაგრამ ქართულ ციხეში ჩემი დანახვა არ სურთ”,ამბობს სააკაშვილი. -
გარდაიცვალა ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფილდი
85 წლის ასაკში მოდის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა. გერმანელი დიზაინერი Chanel-ის კრეატიული დირექტორი და მოდის ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი იყო. ის სიცოცხლის ბოლო დღემდე ნაყოფიერად მუშაობდა.ლაგერფილდი კოლექციებს მისი საკუთარი ბრენდისა და მოდის სახლისთვის – Fendi –სთვისაც ქმნიდა. ბოლო კვირების განმავლობაში დიზაინერი თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამდენიმე ფეშენ შოუც გამოტოვა.კარლ ოტო ლაგერფელდტი 1933 წელს გერმანიაში დაიბადა. მოგვიანებით მან გვარი ოდნავ შეიცვალა, რადგან თვლიდა, რომ ლაგერფილდი უფრო ““კომერციულად ჟღერდა.“ -
ეკონომიკის მინისტრის კომენტარი თიბისის საქმეზე
ეკონომიკის მინისტრი თიბისის საქმეზე კომენტარს აკეთებს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ სერიოზული ბრალდებები იკვეთება.
“მე რაც ვიცი და რაც წავიკითხე ამის შესახებ, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება, დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულვებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია”, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე მზად არიან, პარლამენტში მივიდნენ
ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს
თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას -
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს გასვლაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 24 თებერვალს თბილისში ესტონეთს უმასპინძლებს.
მართალია ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები ფაქტობრივად მიზერულია, რადგან ამისათვის საქართველოს ნაკრებს დარჩენილ ორივე მატჩში გამარჯვება სჭირდება და ამას გარდა სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმაც დარჩენილ ორ მატჩში მარცხი უნდა იწვნიოს, თუმცა ორივე მატჩი პრინციპული მნიშვნელობისაა.
სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ჩვენს ნაკრებს ვერც ერთ მატჩში ვერ დაეხმარებიან გუნდის ლიდერები:
თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, გოგა ბითაძე.საბერძნეთში გამგზავრების წინ, ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.
-
მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე მზად არიან, პარლამენტში მივიდნენ
“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადება ამჯერად პარლამენტში მისვლის მზადყოფნას ეხება.
“მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში”, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით 19 თებერვალს “ევროპულმა საქართველომ” მიმართა.
“მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძისა და “თიბისი ბანკის” მიმართ, მობრძანდეს პარლამენტში, დაესწროს იმ საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწვდის დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამიტომ მაქვს შეთავაზება, მობრძანდეს, ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან ერთად საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს “თიბისი ბანკის” მიმართ და პირიქით”, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს
თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას -
კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი აპირებს, კენჭი იყაროს მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად.
ამის შესახებ დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და საზოგადოებას ამცნო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს კონსერვატორულ, ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული ძალის ფორმირებას.
“ჩემი ამოცანაა გაწონასწორებული ძალის ფორმირება, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და შეცვლის “ქართულ ოცნებას”, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ისინი გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად ქვეყანას იმ კურსით მიატარებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება.
ჩვენ ვნახეთ წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, შემდეგ დიდი ძალისხმევით მეორე ტურში ვითარების გამოსწორება, მაგრამ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გაიგო ხალხის გზავნილი, სინამდვილეში ვერაფერიც ვერ გაიგო და აგრძელებს იმ კურსს, რამაც მიიყვანა იმ სავალალო შედეგებამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში”,-კობა დავითაშვილი ამბობს, რომ დადგა დრო გაერთიანებისა, რათა შეიქმნას არა მესამე, არამედ პირველი და სახელისუფლებო ძალა, რომელიც ხელისუფლებაზე ორიენტირებული არ იქნება.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის გამოსავლენად მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.
წყარო – რადიო თავისუფლება
-
” ადამიანებს წლების შემდეგ ღირსეული სიბერე ვერ ექნებათ” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ევროპული საქართველო“ პარლამენტს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის გადავადებას სთავაზობს. შესაბამისი კანონპროექტი საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დაგროვებითი საპენსიო სქემა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიენებს წლების შემდეგ ღირსეული სიებერე ექნებათ და აუცილებელია ამ თემაზე კიდევ იმსჯელონ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა საბოლოო ჯამში იმ დაკარგული ანაბრების ბედს გაიზიარებს, რამაც ერთხელ უკვე დააზარალა მოსახლეობა. ოპოზიციის კრიტიკას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მითებს უწოდებს და ამბობს, რომ დაგროვებით საპენსიო რეფორმას ამ ქვეყაანში ალტერნატივა არ გააჩნია.
-
პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას არ აპირებს
“მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი”, განაცხადა პარიზში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც გარკვეულ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული.
“მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების აქტის გამოცემისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.