სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მის სახლში ათობით პოლიციელი შეიჭრა, თუმცა ამ დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. ზვიად კუპრავა მანამდე “ფეისბუქზე” წერდა, რომ სამართალდამცავები “რაღაც ნივთს” ეძებდნენ. 
Category: არქივი
-
კუპრავას ინფორმაციით, მის სახლში “ათობით პოლიციელი შეიჭრა”
-
ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადება თიბისის საქმეზე
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაიკლ ქოუგილი თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ Amcham-ი მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, კომენტარისგან თავის შეკავებას ამჯობინებს, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ორგანიზაცია თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას საკუთარი პოზიცია გააცნოს.
მაიკლ ქოუგილის განცხადებით, მათ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნა შესაბამისი იურიდიული პროცედურების გვერდის ავლით მოახდინა.
ამასთანავე, მაიკლ ქოუგილი აცხადებს, რომ არსებული პროცესი საქართველოს საინვესტიციო იმიჯს მნიშვნელოვან ნეგატიურ დარტყმას აყენებს.
-
Burberry–მ ყელზე თოკიანი ჰუდის გამო ბოდიში მოიხადა
ბრიტანული ბრენდი Burberry იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა მას შემდეგ, რაც ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენებაზე გამოიტანა ჰუდი, რომლის ყელზე გამონასკვული თოკი ძალიან გავდა სახრჩობელას თოკს. კრიტიკოსებმა სამოსში თვითმკვლელობაზე და ჩამოხრჩობაზე მინიშნება დაინახეს. ჩვენება ახალგაზრდებს, მათ “ხმას და იმედებს“ ეძღვნებოდა. ასე აღწერა კოლექციის იდეა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ. ჩვენების შემდეგ მისმა მონაწილე მოდელმა, ლიზ კენედიმ Burberry ინსტაგრამზე სასტიკად გააკრიტიკა:“თვითმკვლელობა–ეს მოდა არ არის. რიკარდო ტიში და Burberry–ს წარმომადგენლებო, არ მესმის როგორ შეგეძლოთ პოდიუმზე გამოგეტანათ ლუქი ყელზე ჩამოკიდებული სახრჩობელას თოკით“ –დაწერა მოდელმა.როგორც ირკვევა, მის ოჯახში წარსულში თვითმკვლელობის შემთხვევა მოხდა, რის გამოც გოგონას ამ მოდელმა განსაკუთრებული ემოციები გაუჩინა.კენედიმ ასევე დაწერა, რომ შეეცადა ჩვენების დროს ორგანიზატორთან დალაპარაკებას, მაგრამ მას არ დაუჯერეს და მოუწოდეს საკუთარი პოზიცია წერილობით დაეფიქსირებინა.მალევე მას შემდეგ, რაც მოდელმა პოსტი გამოაქვეყნა, Burberry–ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო გობეტიმ ბოდიში მოუხადა მას და ყველას, ვისაც დიზაინერების გადაწყვეტილებამ უსიამოვნება მიაყენა. მალევე ბოდიში მოიხადა რიკარდო ტიშიმ და დასძინა, რომ მისი გადაწყვეტილება საზღვაო თემატიკით იყო შთაგონებული და თვითმკვლელობაზე და ჩამოხრჩობაზე არ უფიქრია. გობეტიმ განაცხადა, რომ კომპანიისთვის ეს სიტუაცია კარგი გაკვეთილი იქნება. -
მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცების არაერთი ფაქტი გამოავლინა
პირველი ივლისიდან თბილისში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება. პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით საათობრივი პარკირების წესი რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, მათ შორის კოტე აფხაზის ქუჩაზე. ავტომობილების მფლობელებს უფასოდ გაჩერება მხოლოდ დღეში 4-ჯერ, 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ქალაქში საცობებს განტვირთავს და პარკირებაზე მზარდ მოთხოვნასაც შეამცირებს.
კახა კალაძის განცხადებით, პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწევს საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებული მანქანის მძღოლს. ასევე, უფასო იქნება სრულად ელექტრო ძრავიანი და შშმ პირების კუთვნილი ავტომანქანების პარკირება; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის ქალაქის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები
თბილისში ელექტროდამტენების მონტაჟიც იწყება. კომპანიის შერჩევის მიზნით მერია კონკურსს ორი კვირის ვადაში გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი, ელექტროდამტენების დამონტაჟების თხოვნით შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყება.
თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მიწების უკანონო მითვისების ფაქტებზეც ისაუბრა, რომლებიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
-
“გვამები” მერიასთან მწვანე სივრცის დასაცავად
20 თებერვალს პარტიზანმა მებაღეებმა თბილისსში აქცია–მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტი ჭოველიძის ქუჩიდან დაიწყეს, სადაც მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. პარტიზანმა მებაღეებმა იმიტირებული “გვამები“ ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მიიტანეს. პერფორმანსი თბილისის მერიასთან დასრულდა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიისგან ისეთ ქალაქდაგეგმარებას მოითხოვენ, რომელიც ეკოლოგიაზე და მწვანე სიცრცეებზე იქნება ორიენტირებული.
{{PHOTOGALLERY}} -
ბერას პოლიტიკური კლიპი ქვეყანაში რევოლუციას მოახდენს? – რაზე მუშაობს რეპერი?
კობა დავითაშვილი, რომელმაც გუშინ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის კადრიც მას უკვე ნანახი აქვს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსი რეპერს ურჩევს, ამ კლიპის გასაჯაროებისგან თავი შეიკავოს.
“ბატონ ბიძინას, მის ოჯახს, ბერას, დიდ პატივს ვცემ – როდესაც მან იმღერა “ლეგალაიზი” და შემდეგ ვიხილეთ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, მთავრობის კანონპროექტი – ეს იყო წყება, რამაც “ქართული ოცნება” პირველ ტურში, მარცხამდე მიიყვანა. მე ველი მორიგ კლიპს, რომლის კადრსაც მოვკარი თვალი, შინაარსში არ შევალ. ძვირფასო ბერა, შენ არ ხარ ჩვეულებრივი მომღერალი, შენ თუ ახლა იმ კლიპს გამოუშვებ და ამას მოყვება საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება, ამას მოყვება რევოლუცია – ძალიან გთხოვ, გაუფრთხილდი მამას და ქვეყანას. შენ შემოქმედებას ნუ გადაგვაყოლებ”,თქვა დავითშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა ბარიერში სტუმრობისას.
რა კლიპზეა საუბარი, პოლიტიკოსმა, რომელიც მთაწმინდის რაიონში კენჭისყრას აპირებს, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რეპერ ბენა ივანიშვილის კლიპი 2018 წლის მაისში აიტვირთა “იუთუბზე”. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა მარიხუანას ლეგალიზებას უჭერდა მხარს.